24 სექტემბერი, 2013
ეზელი, სავაში და ონური - რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები
გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ
სავაში, ეზელი, ონური - ეს იმ თურქული სერიალების მთავარი გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საზოგადოებას ბოლო დროს ძალიან შეაყვარეს თავი. ბრაზილიური, ვენესუელური და კოლუმბიური სერიალები თურქულმა სერიალებმა შეცვალა.

მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ სერიალის გმირები, რომ ხუმრობდნენ, სავაშმა კენჭი რომ იყაროს, პრეზიდენტადაც აირჩევენო. ფაქტია, რომ დღეს ყველა არხზე ერთიმეორის მიყოლებით გადის თურქული სერიალები. ზოგს

მასობრივი
''სავაშიზაცია'' განსაკუთრებულად აღიზიანებს და ზოგსაც პირიქით, ჩიმაროს და სხვა ვენესუელელ ათლეტებს აზიელი მამაკაცები ურჩევნიათ.

ორი აზრის სტუმრებად ამჯერად ტელეწამყვანი ეკო ფანგანი და ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე შევარჩიეთ. ორივეს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, უყურებენ თუ არა თურქულ სერიალებს, რამდენად მოსწონთ მოსახლეობის


ეკო ფანგანი:
- ჩემი ახლო მეგობრები თურქულ სერიალებს არ უყურებენ, მაგრამ ნაცნობებიდან ბევრი უყურებს. მურატ ილდიმირის (სავაშ ბალდარი) მონაწილეობით სერიალი არ მინახავს, მაგრამ ბოლოს ''მაესტროზე'' ჰალიტ ერგენჩის (ონური) მონაწილეობით რამდენიმე სერიას ვუყურე.
აგარაკზე ვარ და აქ დედა, ძიძა, მთელი ოჯახი უყურებდა. ჩემი აზრით, ქალბატონებს ასე მასობრივად იმიტომ მოსწონთ ეს გმირები, რომ ჩვენთან კაცური კაცების, თან ჯენტლმენების, თან ერთგულებისა და ფულიანების დეფიციტია. თურქულ სერიალებში ძირითადად ასეთი ტიპები არიან გამოყვანილი, თუმცა სავაშის მონაწილეობით სერიალს, ჩემდა გასაოცრად, კაცებიც უყურებდნენ.
მე ბრაზილიური სერიალები უფრო მომწონდა, ლამაზი და ხალისიანი ხალხი მონაწილეობდა. თურქულ სერიალებში კი სულ გოდებაა. სერიალი იმისთვის არის, რომ გაერთო და თურქების პრობლემების განხილვაში ნუ გადავვარდით ქართველები, მე მგონი, საკუთარიც ბევრი გვაქვს.
- იმასაც ხუმრობენ, რაც აღა მაჰმად ხანმა ვერ მოახერხა საქართველოში, თურქულმა სერიალებმა შეძლოო.
- (იცინის) რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე, ''რა სავაში, რის სავაში, ონური ყოფილა კაცური კაცი-მეთქი~. ამ სტატუსზე უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. სასაცილო ის არის, რომ საზოგადოება სავაშისტებად და ონურისტებად დაიყო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამა თურქეთში საელჩოში მუშაობდა და რამდენიმე წელი იქ ვცხოვრობდი. დიპლომატიურ კორპუსს ასეთ ღრმად მორწმუნე ხალხთან არ გვქონია ურთიერთობა, უფრო გაევროპელებულ თურქებთან ვკონტაქტობდით.
ერთხელ ''მაესტროს'' საგრიმიორიში ჰყვებოდნენ, რომ თურქულ სერიალში ქალი დაქვრივდა და დედა გარეთ აღარ უშვებსო. თურქეთში ცხოვრებისას ასეთი შემთხვევების შესახებ არ გამიგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, სერიალი ხალასი და კარგი იყოს და არა, ''ვაიმე, დედა, რა გვეშველება~, გაძახებინოს.
Rating

ნინო ორდენიძე:

- თურქული სერიალებიდან განსაკუთრებულად სტამბოლში გადაღებულები მომწონს. მსახიობები ძალიან მაგრად თამაშობენ და საყურებლადაც კარგია. თითქმის ყველა სერიალი ნანახი მაქვს, რაც არა, ნელ-ნელა ვუყურებ. თურქი მსახიობებიდან სავაშის გმირის დედაზე, შაჰნურ ბალდარზე ვგიჟდებოდი. ასევე მომწონდა შეჰრაზადის მამამთილი და ფუსუნი.
- რატომ აიტაცეს ქართველმა ქალებმა სავაშის გმირი?
- ჩვენთან ქალები ნაკლებად არიან გათამამებულები, თან აქ თურქებს ცოტა სხვანირად უყურებდნენ. ექვსი წელი ვცხოვრობდი სტამბოლში და თბილისის შემდეგ ჩემი მეორე ქალაქია. ქალებს მოსწონთ, იქაური კაცები როგორ სხვანაირად სცემენ პატივს ქალებს. აქ კი ცოტაა ასეთი ბიჭი. განსაკუთრებით ახალ თაობას თუ შევხედავთ. ჩვენი თაობის ბიჭები კიდევ სხვანაირები იყვნენ. ჩემი ქმრის თაობა ნამდვილი კაცები არიან. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი თურქული სერიალი ვნახე.
- როგორც ვხვდები, კომპიუტერში უყურებ და ყოველდღე ტელევიზიით არ ელოდები?
- სად მაქვს მაგის ნერვები, რომ ყოველ საღამოს ველოდო. თავისუფალი დრო რომ მაქვს, მივდივარ და ლეპტოპში ლიწინ-ლიწინით ვუყურებ. ცოტა ხნის წინ ერთ თურქულ სერიალს - ''აკრძალულ სიყვარულს'' ვუყურებდი. ამ სერიალში ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი მსახიობი ბერენ საათი თამაშობს. სულ 105 სერია იყო, მე კიდევ 92-ეზე გავჩერდი. ერთ დღეს, სალონში ვარ მისული თმის დასავარცხნად. სტილისტებიც მანიაკები არიან, ჩემსავით თურქულ სერიალებს უყურებენ. მკითხეს, ახლა რას უყურებო, რომ ვუთხარი, ''აკრძალულ სიყვარულს“-მეთქი, უცებ ერთი მეუბნება, საწყალი, ბოლოს თავს როგორ იკლავსო. დედას გეფიცებით, კინაღამ მოვკალი. მეუბნებოდა, ოცი წელია ჩვენთან დადიხარ და ასეთი გაბრაზებული არ მინახავხარო. ას სერიას მაყურებინე და ფინალი მითხარი-მეთქი, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვუყურე.
Rating
იმდენ სერიალს ვუყურებ, ჩემი ქმარი მეუბნება, შენ მგონი, გაგიჟდიო. ვუთხარი, პირიქით, სამსახურის შემდეგ ვმშვიდდები-მეთქი. ერთ დღეს შემოდის სამზარეულოში და ის სერია გადის, სავაში რომ ყველას მკვდარი ეგონა და მე ხმამაღლა ვტირი. კაცი გაგიჟდა, ამით წყნარდებიო?
თან თურქულ ენაზე ვუყურებ, პრაქტიკას ვიმაღლებ. იმდენი სერიალი ვნახე, რომ უკვე სახლებიც მეორდება. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით, მაგალითად, მსახიობ ჰალიტ ერგენჩის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს თურქეთში, ვიდრე პრემიერ მინისტრ ერდოღანს.

გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ. ყველაფერს, რაც ერს კარგი აქვს, წინა პლანზე წამოსწევენ. სიგარეტსაც არ ეწევიან სერიალში. აბა, ბრაზილიური სერიალი იყო კარგი, შეყვარებული თავის შეყვარებულს რომ ურეკავდა, მე დედაშენთანაც ვიწექი და მამაშენთანაცო?!.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ტაკსიმი
თურქეთში ვცხოვრობ.არიან კარგებიც და ცუდებიც როგორც ყველა ერში,მაგრამ მართალია მაგათი ნდობა არაფრით არ შეიძლება.95 % ტყუილი სისხლში აქვს გამჯდარი.ენდე მაგრამ აკონტროლე ყოველ წამს..ისე ნინო ორდენიძეზე ბერენ საათს რომ კითხეს აზრზე ვერ მოვიდა ვინ არის.არადა მეგობარიაო ამბობს ნინო.......
16:54 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
მე ვეტანხმები ერთ რაღაცას და ყველამ გაიგეთ ლამაზად თქვენ ზოგიერთო ცინგლიანებოოო! რას გავხართ, რას ემსგავსებით თუ ხვდებით ვირთხებივით ხართ იმას ელოდებით თუ როდის გეტირებათ ყოფა და ცხოვრება, რაზე ამახვილებთ ყურადქებას რა თურქული რის თურქული მიდით ვისაც გინდათ და მიეცით უკანალი ისეც არ აკლიათ ამ უსინდისო ქართველი ქალებისგან, ეკო ფანგანს ვეტყოდი მისი ფრაიდან გამომდინარე რო ზალიან ცდები თუ თურქი კაცები ქართველ კაცებზე კაცურებად მიგაჩნიათ, მაგრამ თქვენ რატო თქვიტ ეგ იცით რო ფული უფრო წინა ფლაგზე არის დაყენებული თქვენს ცხოვრებაში ვიდრე ტქვენტვის საყვარელი ადამიანი.
16:06 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კიკოლა
კესარია, გეტყობა ყურადღება გაკლია. ჩემო სიყვარულო, ხომ არ გვეჟი..... ვაააააააააა. აბა დაფიქრდი. მე ხომ სუფთა სისხლის ქართველი ვარ.
15:22 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
კესარია, შენ ის "კესარია" ხარ? გადაკეთებული? მაშინ გასაგებია შენი წუხილი.
15:18 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
777
თურქების ნდობა არ შეიძლება!
14:13 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტაკსიმი
ეკო ფანგანი 6 წელი რას მორვაწეობდი სტამბულში??????????
14:10 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი, ფირუზი და ფატიმა
მოკლედ "დიდი თურქობაა" საქართველოში. :) ისე სტატიის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ რა დროს სავაშია, ქალების გულს ქირიმი და ბორანი იპყრობენ. ისე ჩვენი ჯაჭვლიანის "სვანის" არ იყოს, ზოგი ისეთი უაზრო ტრადიცია აქვთ გადმოცემული ამ სერიალებში, სჯობდა მსოფლიოსთვის ეს ბნელი მხრეები არ ეჩვენებინათ.
13:28 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კატერინა
ეკო ფანგანს -სერიალის დანიშნულება მარტო ის კი არ არის გაერთო და იცინო არმედ რაღაც ისწავლო და იყოს შენთვის მოსაწონი ამ ფილმში თუ სერიალში და მისაბაძი .გართობისთვის კომედიას უნდა უყურო ან ცირკში იარო. ან ჩვენს "უძვირფასეს" კომედი არხის ტინგიცებს უყურეთ
11:40 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ესმა
თურქებს არ ვიცნობ, მაგრამ რასაც უყურებ ტარდიციებით ჩვენ გვგვანან , თანაც ამორალური არაა ეს სერიალები, როგორც ლათინო-ამერიკული , ოჯახს კი არცერთი სერიალის გულისთვის არ უნდა მოაკლო ყურადღება, კარგი და ცუდი ყველგანაა, ისე მსახიობებს რაც შეეხება ქალებიც ძალია ლამაზები ჰყავთ
11:14 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
მურატ ილდირიმზე ვგიჟდები, მაგას არავინ შეედრება
10:57 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS