24 სექტემბერი, 2013
ეზელი, სავაში და ონური - რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები
გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ
სავაში, ეზელი, ონური - ეს იმ თურქული სერიალების მთავარი გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საზოგადოებას ბოლო დროს ძალიან შეაყვარეს თავი. ბრაზილიური, ვენესუელური და კოლუმბიური სერიალები თურქულმა სერიალებმა შეცვალა.

მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ სერიალის გმირები, რომ ხუმრობდნენ, სავაშმა კენჭი რომ იყაროს, პრეზიდენტადაც აირჩევენო. ფაქტია, რომ დღეს ყველა არხზე ერთიმეორის მიყოლებით გადის თურქული სერიალები. ზოგს

მასობრივი
''სავაშიზაცია'' განსაკუთრებულად აღიზიანებს და ზოგსაც პირიქით, ჩიმაროს და სხვა ვენესუელელ ათლეტებს აზიელი მამაკაცები ურჩევნიათ.

ორი აზრის სტუმრებად ამჯერად ტელეწამყვანი ეკო ფანგანი და ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე შევარჩიეთ. ორივეს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, უყურებენ თუ არა თურქულ სერიალებს, რამდენად მოსწონთ მოსახლეობის


ეკო ფანგანი:
- ჩემი ახლო მეგობრები თურქულ სერიალებს არ უყურებენ, მაგრამ ნაცნობებიდან ბევრი უყურებს. მურატ ილდიმირის (სავაშ ბალდარი) მონაწილეობით სერიალი არ მინახავს, მაგრამ ბოლოს ''მაესტროზე'' ჰალიტ ერგენჩის (ონური) მონაწილეობით რამდენიმე სერიას ვუყურე.
აგარაკზე ვარ და აქ დედა, ძიძა, მთელი ოჯახი უყურებდა. ჩემი აზრით, ქალბატონებს ასე მასობრივად იმიტომ მოსწონთ ეს გმირები, რომ ჩვენთან კაცური კაცების, თან ჯენტლმენების, თან ერთგულებისა და ფულიანების დეფიციტია. თურქულ სერიალებში ძირითადად ასეთი ტიპები არიან გამოყვანილი, თუმცა სავაშის მონაწილეობით სერიალს, ჩემდა გასაოცრად, კაცებიც უყურებდნენ.
მე ბრაზილიური სერიალები უფრო მომწონდა, ლამაზი და ხალისიანი ხალხი მონაწილეობდა. თურქულ სერიალებში კი სულ გოდებაა. სერიალი იმისთვის არის, რომ გაერთო და თურქების პრობლემების განხილვაში ნუ გადავვარდით ქართველები, მე მგონი, საკუთარიც ბევრი გვაქვს.
- იმასაც ხუმრობენ, რაც აღა მაჰმად ხანმა ვერ მოახერხა საქართველოში, თურქულმა სერიალებმა შეძლოო.
- (იცინის) რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე, ''რა სავაში, რის სავაში, ონური ყოფილა კაცური კაცი-მეთქი~. ამ სტატუსზე უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. სასაცილო ის არის, რომ საზოგადოება სავაშისტებად და ონურისტებად დაიყო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამა თურქეთში საელჩოში მუშაობდა და რამდენიმე წელი იქ ვცხოვრობდი. დიპლომატიურ კორპუსს ასეთ ღრმად მორწმუნე ხალხთან არ გვქონია ურთიერთობა, უფრო გაევროპელებულ თურქებთან ვკონტაქტობდით.
ერთხელ ''მაესტროს'' საგრიმიორიში ჰყვებოდნენ, რომ თურქულ სერიალში ქალი დაქვრივდა და დედა გარეთ აღარ უშვებსო. თურქეთში ცხოვრებისას ასეთი შემთხვევების შესახებ არ გამიგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, სერიალი ხალასი და კარგი იყოს და არა, ''ვაიმე, დედა, რა გვეშველება~, გაძახებინოს.
Rating

ნინო ორდენიძე:

- თურქული სერიალებიდან განსაკუთრებულად სტამბოლში გადაღებულები მომწონს. მსახიობები ძალიან მაგრად თამაშობენ და საყურებლადაც კარგია. თითქმის ყველა სერიალი ნანახი მაქვს, რაც არა, ნელ-ნელა ვუყურებ. თურქი მსახიობებიდან სავაშის გმირის დედაზე, შაჰნურ ბალდარზე ვგიჟდებოდი. ასევე მომწონდა შეჰრაზადის მამამთილი და ფუსუნი.
- რატომ აიტაცეს ქართველმა ქალებმა სავაშის გმირი?
- ჩვენთან ქალები ნაკლებად არიან გათამამებულები, თან აქ თურქებს ცოტა სხვანირად უყურებდნენ. ექვსი წელი ვცხოვრობდი სტამბოლში და თბილისის შემდეგ ჩემი მეორე ქალაქია. ქალებს მოსწონთ, იქაური კაცები როგორ სხვანაირად სცემენ პატივს ქალებს. აქ კი ცოტაა ასეთი ბიჭი. განსაკუთრებით ახალ თაობას თუ შევხედავთ. ჩვენი თაობის ბიჭები კიდევ სხვანაირები იყვნენ. ჩემი ქმრის თაობა ნამდვილი კაცები არიან. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი თურქული სერიალი ვნახე.
- როგორც ვხვდები, კომპიუტერში უყურებ და ყოველდღე ტელევიზიით არ ელოდები?
- სად მაქვს მაგის ნერვები, რომ ყოველ საღამოს ველოდო. თავისუფალი დრო რომ მაქვს, მივდივარ და ლეპტოპში ლიწინ-ლიწინით ვუყურებ. ცოტა ხნის წინ ერთ თურქულ სერიალს - ''აკრძალულ სიყვარულს'' ვუყურებდი. ამ სერიალში ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი მსახიობი ბერენ საათი თამაშობს. სულ 105 სერია იყო, მე კიდევ 92-ეზე გავჩერდი. ერთ დღეს, სალონში ვარ მისული თმის დასავარცხნად. სტილისტებიც მანიაკები არიან, ჩემსავით თურქულ სერიალებს უყურებენ. მკითხეს, ახლა რას უყურებო, რომ ვუთხარი, ''აკრძალულ სიყვარულს“-მეთქი, უცებ ერთი მეუბნება, საწყალი, ბოლოს თავს როგორ იკლავსო. დედას გეფიცებით, კინაღამ მოვკალი. მეუბნებოდა, ოცი წელია ჩვენთან დადიხარ და ასეთი გაბრაზებული არ მინახავხარო. ას სერიას მაყურებინე და ფინალი მითხარი-მეთქი, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვუყურე.
Rating
იმდენ სერიალს ვუყურებ, ჩემი ქმარი მეუბნება, შენ მგონი, გაგიჟდიო. ვუთხარი, პირიქით, სამსახურის შემდეგ ვმშვიდდები-მეთქი. ერთ დღეს შემოდის სამზარეულოში და ის სერია გადის, სავაში რომ ყველას მკვდარი ეგონა და მე ხმამაღლა ვტირი. კაცი გაგიჟდა, ამით წყნარდებიო?
თან თურქულ ენაზე ვუყურებ, პრაქტიკას ვიმაღლებ. იმდენი სერიალი ვნახე, რომ უკვე სახლებიც მეორდება. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით, მაგალითად, მსახიობ ჰალიტ ერგენჩის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს თურქეთში, ვიდრე პრემიერ მინისტრ ერდოღანს.

გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ. ყველაფერს, რაც ერს კარგი აქვს, წინა პლანზე წამოსწევენ. სიგარეტსაც არ ეწევიან სერიალში. აბა, ბრაზილიური სერიალი იყო კარგი, შეყვარებული თავის შეყვარებულს რომ ურეკავდა, მე დედაშენთანაც ვიწექი და მამაშენთანაცო?!.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მაიმუნი
კაცებზე რო ვგიჟდებოდეთ ქართველი ქალები აქაც დავაფასებდით ჩვენს ბედოვლათებს.......ცუდი და კარგი ყველაფერს გააჩნია.....მე ვუყურებ ყველაფერს როცა მცალია.სერიალებსაც და საინფორმაციოსაც ერთი ჩორტია ჩემთვის.......რასაც სიამოვნებით ვუყურებ დისქავერია და მერე სპორტიიიიი აზარტის გამო ეგეც............რატომ არ უნდა მომწონდეს ეს თურქული ან ბრაზილიური ფილმები..............კაიჩაცმულდახურული და კაი მოვლილი ხალხის ყურებას რა ჯობიააააა,მოდელები და საუკეთესო გარემო .ისეთი როგორიც რეალობაში არც არსებობს.........მერე რა თუ მომწონს???????/ვუყურებ კიდეც გასართობად და კიდეც დავუკვირდები იქნებ რამე გამოსადეგი ვნახოოოო.ერთხელ ის მომეწონა დედამთილის პოზიცია ნუ კაი დედამთილის რააააა.გადავაქართულებ და გამოვიყებ,,,,,,,,,,,,,,
14:34 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ბრაზილიურს თავისი მაყურებელი ყავს და თურქულს თავისი.სერიალის ყურება სულაც არ ნიშნავს თურქ კაცებზე ოცნებას,ზოგი უსაქმური უყურებს და ზოგი საქმიანი.უმეტესად პენსიონერები,აბა რა ქნან.ნუ ლანძღავთ ერთმანეთს,აბა წარმოიდგინეთ ყველა ადამიანს ერთნაირი გემოვნება რომ ჰქონდეს,
13:00 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
ყველა სამხრეთ ამერიკულ დეგენერატობას რომ ბრაზილიურ სერიალს ეზაXიან ეს მაღიზიანებს, ბრაზილიური სერიალი ყველაზე კარგი , ხარისხიანი და მარალბიუჯეტიანია, ჯერ გაარკვიეთ და მერე ლანძღეთ. დაგვიბრუნეთ ბრაზილიური სერიალები
12:36 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვეთანხმები ნინოს ამ შემთხვევაში.ბრაზილიურ სერიალში მხოლოდ ცუდის პროპაგანდაა,თურქულში შედარებით მცირეა ცუდი და აქცენტი სიყვარულზე და ერთგულებაზეა.სერიალი მაინც სერიალია,მაგრამ ბრაზილიურს ალბათ ჯობია თურქული,ნაკლებად ამორალურია.
11:49 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ციური
შეიძლება ზოგიერთმა მდარე ხარისხის მაყურებელი მიწოდოს, მაგრამ ძალიან მომწონს თურქული სერიალები, განა საქართველოს არ ქონია დიდებული საუკუნოები? მაგრამ არ გადაუღიათ, განა ლამაზი მსახიობები გვაკლდა ან გვაკლია? განა ვინმეზე ნაკლები ტრადიციები გვაქვს თავისი ნაკლითა და მშვენებით? თუ თურქები საშველად ალაჰს უხმობენ, ჩვენ გინების ნაცვლად ჩვენი ღმერთი ვიხმოთ. დაგვიშალა ვინმემ? რაც მართალია, მართალია სიამოვნებით ვუყურებ თურქულ სერიალებს, აღფრთოვანებული ვარ რომ მსახიობები თავიანთ როლებს უბადლოდ ასრულებენ.
22:46 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართლელი
ესეთი სათაურებით გველურად უნდა შემოათესლონ თურქეთი და "დემოკრატიული" ფასეულობები... ბათუმს ხომ ათურქებენ უკვე?! .. მიმიფურთხებია იმ ქართველი ქალისთვის თურქზე რომ იოცნებებს, ადრე ქართველი ქალები თავს იკლავდნენ, რომ თურქი და სელჩუკი არ შეხებოდა.........
22:28 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
თურქულმა სერიალებმა მარტო საქართველო კი არა ლამის მთელი ევროპა დაიპყრეს. კარგი რეჟისორები ჰყავთ რომლებსაც განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვთ მიღებული. ლამაზი მსახიობების რეალიზაციას კარგად ახაერხებენ რომელთა უმრავლესობა წარსულში წარმატებული მოდელები იყვნენ და ნიჭიერ მსახიობებად იქცნენ. შარშან სერიალების გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 60 მილიონი დოლარი თურქეთის ბიუჯეტში გადაირიცხა.
22:01 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
odala
ეს ფანგანი ვინ ჩემი შამბალაა? თვითონ ევასება ეტყობა ეს ყველაფერი და სხვებს აბრალებს მგონი ეს გოიმი.
20:41 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვაი თქვენს პატრონს! :)
19:17 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენო
სხვათა შორის მურატ ილდირიმი ცხოვრებაშიც ისეთივე ერთგული ყოფილა, როგორიც სერიალებშია. ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ცოლი , ბურჩინ ტერზიოგლუ, უყვარს და ერთგული ქმარია. ცუდი და კარგი ყველგან არის, ჩემო კარგებო. კარგი გადმოვიღოთ, ცუდი ჩვენიც უკუვაგდოთ. რა თქმა უნდა Yველა თუQი ესეთი არ არის. მე სავაშის დედის როლის შემსრულებელი მომწონს, ჩვენს ვერიკო ანჯაფარიძეს მაგონებს.
17:06 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS