24 სექტემბერი, 2013
ეზელი, სავაში და ონური - რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები
გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ
სავაში, ეზელი, ონური - ეს იმ თურქული სერიალების მთავარი გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საზოგადოებას ბოლო დროს ძალიან შეაყვარეს თავი. ბრაზილიური, ვენესუელური და კოლუმბიური სერიალები თურქულმა სერიალებმა შეცვალა.

მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ სერიალის გმირები, რომ ხუმრობდნენ, სავაშმა კენჭი რომ იყაროს, პრეზიდენტადაც აირჩევენო. ფაქტია, რომ დღეს ყველა არხზე ერთიმეორის მიყოლებით გადის თურქული სერიალები. ზოგს

მასობრივი
''სავაშიზაცია'' განსაკუთრებულად აღიზიანებს და ზოგსაც პირიქით, ჩიმაროს და სხვა ვენესუელელ ათლეტებს აზიელი მამაკაცები ურჩევნიათ.

ორი აზრის სტუმრებად ამჯერად ტელეწამყვანი ეკო ფანგანი და ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე შევარჩიეთ. ორივეს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, უყურებენ თუ არა თურქულ სერიალებს, რამდენად მოსწონთ მოსახლეობის


ეკო ფანგანი:
- ჩემი ახლო მეგობრები თურქულ სერიალებს არ უყურებენ, მაგრამ ნაცნობებიდან ბევრი უყურებს. მურატ ილდიმირის (სავაშ ბალდარი) მონაწილეობით სერიალი არ მინახავს, მაგრამ ბოლოს ''მაესტროზე'' ჰალიტ ერგენჩის (ონური) მონაწილეობით რამდენიმე სერიას ვუყურე.
აგარაკზე ვარ და აქ დედა, ძიძა, მთელი ოჯახი უყურებდა. ჩემი აზრით, ქალბატონებს ასე მასობრივად იმიტომ მოსწონთ ეს გმირები, რომ ჩვენთან კაცური კაცების, თან ჯენტლმენების, თან ერთგულებისა და ფულიანების დეფიციტია. თურქულ სერიალებში ძირითადად ასეთი ტიპები არიან გამოყვანილი, თუმცა სავაშის მონაწილეობით სერიალს, ჩემდა გასაოცრად, კაცებიც უყურებდნენ.
მე ბრაზილიური სერიალები უფრო მომწონდა, ლამაზი და ხალისიანი ხალხი მონაწილეობდა. თურქულ სერიალებში კი სულ გოდებაა. სერიალი იმისთვის არის, რომ გაერთო და თურქების პრობლემების განხილვაში ნუ გადავვარდით ქართველები, მე მგონი, საკუთარიც ბევრი გვაქვს.
- იმასაც ხუმრობენ, რაც აღა მაჰმად ხანმა ვერ მოახერხა საქართველოში, თურქულმა სერიალებმა შეძლოო.
- (იცინის) რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე, ''რა სავაში, რის სავაში, ონური ყოფილა კაცური კაცი-მეთქი~. ამ სტატუსზე უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. სასაცილო ის არის, რომ საზოგადოება სავაშისტებად და ონურისტებად დაიყო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამა თურქეთში საელჩოში მუშაობდა და რამდენიმე წელი იქ ვცხოვრობდი. დიპლომატიურ კორპუსს ასეთ ღრმად მორწმუნე ხალხთან არ გვქონია ურთიერთობა, უფრო გაევროპელებულ თურქებთან ვკონტაქტობდით.
ერთხელ ''მაესტროს'' საგრიმიორიში ჰყვებოდნენ, რომ თურქულ სერიალში ქალი დაქვრივდა და დედა გარეთ აღარ უშვებსო. თურქეთში ცხოვრებისას ასეთი შემთხვევების შესახებ არ გამიგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, სერიალი ხალასი და კარგი იყოს და არა, ''ვაიმე, დედა, რა გვეშველება~, გაძახებინოს.
Rating

ნინო ორდენიძე:

- თურქული სერიალებიდან განსაკუთრებულად სტამბოლში გადაღებულები მომწონს. მსახიობები ძალიან მაგრად თამაშობენ და საყურებლადაც კარგია. თითქმის ყველა სერიალი ნანახი მაქვს, რაც არა, ნელ-ნელა ვუყურებ. თურქი მსახიობებიდან სავაშის გმირის დედაზე, შაჰნურ ბალდარზე ვგიჟდებოდი. ასევე მომწონდა შეჰრაზადის მამამთილი და ფუსუნი.
- რატომ აიტაცეს ქართველმა ქალებმა სავაშის გმირი?
- ჩვენთან ქალები ნაკლებად არიან გათამამებულები, თან აქ თურქებს ცოტა სხვანირად უყურებდნენ. ექვსი წელი ვცხოვრობდი სტამბოლში და თბილისის შემდეგ ჩემი მეორე ქალაქია. ქალებს მოსწონთ, იქაური კაცები როგორ სხვანაირად სცემენ პატივს ქალებს. აქ კი ცოტაა ასეთი ბიჭი. განსაკუთრებით ახალ თაობას თუ შევხედავთ. ჩვენი თაობის ბიჭები კიდევ სხვანაირები იყვნენ. ჩემი ქმრის თაობა ნამდვილი კაცები არიან. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი თურქული სერიალი ვნახე.
- როგორც ვხვდები, კომპიუტერში უყურებ და ყოველდღე ტელევიზიით არ ელოდები?
- სად მაქვს მაგის ნერვები, რომ ყოველ საღამოს ველოდო. თავისუფალი დრო რომ მაქვს, მივდივარ და ლეპტოპში ლიწინ-ლიწინით ვუყურებ. ცოტა ხნის წინ ერთ თურქულ სერიალს - ''აკრძალულ სიყვარულს'' ვუყურებდი. ამ სერიალში ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი მსახიობი ბერენ საათი თამაშობს. სულ 105 სერია იყო, მე კიდევ 92-ეზე გავჩერდი. ერთ დღეს, სალონში ვარ მისული თმის დასავარცხნად. სტილისტებიც მანიაკები არიან, ჩემსავით თურქულ სერიალებს უყურებენ. მკითხეს, ახლა რას უყურებო, რომ ვუთხარი, ''აკრძალულ სიყვარულს“-მეთქი, უცებ ერთი მეუბნება, საწყალი, ბოლოს თავს როგორ იკლავსო. დედას გეფიცებით, კინაღამ მოვკალი. მეუბნებოდა, ოცი წელია ჩვენთან დადიხარ და ასეთი გაბრაზებული არ მინახავხარო. ას სერიას მაყურებინე და ფინალი მითხარი-მეთქი, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვუყურე.
Rating
იმდენ სერიალს ვუყურებ, ჩემი ქმარი მეუბნება, შენ მგონი, გაგიჟდიო. ვუთხარი, პირიქით, სამსახურის შემდეგ ვმშვიდდები-მეთქი. ერთ დღეს შემოდის სამზარეულოში და ის სერია გადის, სავაში რომ ყველას მკვდარი ეგონა და მე ხმამაღლა ვტირი. კაცი გაგიჟდა, ამით წყნარდებიო?
თან თურქულ ენაზე ვუყურებ, პრაქტიკას ვიმაღლებ. იმდენი სერიალი ვნახე, რომ უკვე სახლებიც მეორდება. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით, მაგალითად, მსახიობ ჰალიტ ერგენჩის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს თურქეთში, ვიდრე პრემიერ მინისტრ ერდოღანს.

გაფიცვები რომ იყო თურქეთში და ერგენჩი მიტინგზე გამოვიდა, მთელი ერი გამოჰყვა. ალბათ, მაინც უნდა იცხოვრო იმ ქვეყანაში, რომ კარგად გაიგო. საუბრის საოცარი კულტურა აქვთ. ყველაფერს, რაც ერს კარგი აქვს, წინა პლანზე წამოსწევენ. სიგარეტსაც არ ეწევიან სერიალში. აბა, ბრაზილიური სერიალი იყო კარგი, შეყვარებული თავის შეყვარებულს რომ ურეკავდა, მე დედაშენთანაც ვიწექი და მამაშენთანაცო?!.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ბოკვერი
ეხლა ვიცი გამლანდზგავტ,მაგრამ მაინც უნდა ვტქვა...ცჰვენების ახლანდელ გადაგებულ სერიალებს და ფილმებს ნამდვილად ჯობია.სიმარტლე ეგაა...ახლა რამდენიც გინდატ მლანდზეტ ამ სიმარტლის ტქმისტვის :D :D
21:55 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოკვერი
რაგინდატ ხლხნო ისედაც ტელევიზიიტ მხოლოდ ბინდზურ პოლიტიკაზეა საუბარი სადაც კი გადარტავ.უყუროს ამ ხალხმა სერიალებს ცოტატი მაინც გაერტონ არ სჰეიდზლება....ამისატვის ლანდზგვა და სჰეურაცყოფა უსამარტლობაა ნამდვილად.
21:49 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოკვერი
არასდროს ცჰემს კომენტარს არ დებტ და რატომ ვერ ვხვდები.უწმაწურს და სასჰინელებას ნამდვილად არ ვკადრულობა რახდება?
21:33 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბერენი
ნინო ორდენიძის მეგობარი საიდან ვარ აზრზე არა ვარ.და საერთოდ ნინო სახელი კაცის მეგონა.ვინ არის ეგ მატყუარა ქალი???
10:34 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ხანიმ
ადრე ქართველი ქალები თავს იკლავდნენ, რომ თურქი და სელჩუკი არ შეხებოდა......... _____ ადრე ქართველი კაცების სხვანაერი იკვნენ ისეთი როგორიც ფილმ ვედრებაში... მამაკაცებს, ქართველს ვინც 80 წლებსი დაიბადენ კიდევ შეიდზლება კაცი მამაკაცი უწოდო !
21:19 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ხანიმ )
მე ვფიქრობ რომ თურქი მამაკაცები კი არ მოგვწონს,(ვინაიდან სერიალებში ამორჩეული გარეგნობის მამაკაცები გამოკავთ ზოგიერთი მათგანი თუ წაიკითხავთ კოფილი მოდელია) არამედ ამ სერიალებში გამოყვანილი მამაკაცების საქციელი, რომელიც ტრადიციულ მენტალიტეტზეა დამყარებული. ზოგიერთი თბილისელი ტო ! ევროპას მიბაძვაში რომ არის აი თურმე ქართველ ქალებს ნოსტალგია ქონიათ ვაჟკაცისა, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილის ! მე მუდმივად უყურებ მაგ სერიალებს მაგრამ ყველას კი არა, ამორჩევით - ვინაიდან კველა სერიალი ერთი სუჟეტისაა და ერთმანეთს გავს. Kuzey Güney ( ეს სერიალი არის აფსოლიტურად სხვანაერი და ერთი წუთიც არ მინაია მაზე ყურებიტ!
21:14 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!!
ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ!!!! ამ საცოდავ ქვეყანაში თუ ხალხი რაღაცით მაინც აყოლებს გულს, არავის საქმე არაა! ნუ უყურებთ, თუ არ მოგწონთ!!!! რას ამბობთ ისეთი განათლებულები და მცოდნეები ხართ, როგორ გეკადრებათ?!!!!
01:08 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა გვიჭირს მარტო რომ პენსიონრები უყურებდნენ სულ ახალგაზრდა გოგოებიც და ბიჭებიც უყურებენ ნუტუ სხვა საქმე არა აქვთ ნამდვილად მეცოდება იმ ახალგაზრდების კატეგორია რომელიც ამ დებილურ სერიალებს უყურებს,:X
18:10 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
არავინ
ქართველები ნულზე დავეშვიტ ჯერ იყო და ეს ქართველი უსაქმური ქალები ჩაუსხლდნენ ამ სერიალებს, გემოვნების ნატამალიც არ აქვთ:X:X::X მერე სხვადასხვა სოციალურ ქსელებში სავაშს ხან იან სომერჰოლდერს ადარებენ ხან კიდე ვის და სულ გაუბერენ ამათმაა სულ წავიდნენ ხელიდან არცერთი სერიალი საყურებელი არ არის არც ბრაზილიური და არც თურქული და მიშუმეტეს არც არგენტინული :X ისედაც სულ მთლად გოიმები იყვნენ და ახლა ეს ახალგაზრდა თაობაც მიჰყვა ვაი ტქვენს პატრონს მართლა
18:05 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თურქეთიდან
ნინო ორდენიძეს ბერენ საათი დიდ მოკითხვას უთვლის.საიდან მოროშა ამ გოგომ ეს ტყუილი ჩემი მეგობარიაო.ბერენის ვილაში ერთ-ერთი მომუშავეთაგანი ქართველი ქალია მოახლედ და რომ კითხა ნინოზე.ბერენს ჯერ კაცი ეგონა.ნინო იქ კაცის სახელადაა ცნობილი ,მერე განცვიფრდა არ ვიცნობო.სირცხვილია ასეთი მარიაჟობა.ayıp gerçekten.
16:11 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS