თურქეთის პრეზიდენტის მეუღლე ვერა და ვერ ეშვება ე.წ. შოპინგ ტურებს. იგი უპირატესობას ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებსა და ანტიკვარულ ნივთებს ანიჭებს. ეს "მოკრძალებული"
პრეზიდენტის მეუღლე საშოპინგოდ, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილ მაღაზიებს ირჩევს. ცნობილია, რომ ერთხელ ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი სპეციალურად ემინე ერდოღან-ის გამო დახურეს, რათა მას მშვიდად ევაჭრა. ვარშავაში ოფიციალური ვიზიტისას, როდესაც მეუღლეს ახლდა თან, ემინემ ანტიკვარიატში 50. 000 დილარი დახარჯა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე ერდოღანების საოცარი სასახლე, რომელიც ანკარის შემოგარენში მდებარეობს.
სასახლე 4 კვადრატულ კილომეტრის ფართობზეა გადაჭიმული. ამ სასახლის მშენებლობა დაახლოებით 660 მილიონი დოლარი დაჯდა. მის მოპირკეთებასა და გარემონტებაზე ფული არავის დანანებია. აბრეშუმის შპალერი ერთი ცალი 2,5 ათასი დოლარის ღირებულებისაა. თითო ორმაგი კარების კომპლექტი კი 47 ათასი დოლარი ღირს. როგორც ამბობენ, სასახლეში დაახლოებით 400 დიდი ზომის კარებია, რომელთა საერთო ღირებულებაც 6,6 მილიონ დოლარს შეადგენს. 34 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ხალიჩები კი 9,2 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ სრულად + ფოტოები