22 სექტემბერი, 2013
ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძეს ''ნიჭიერიდან'' ცირკის არენაზე გადასვლა მოუწონა
ფრთხილად უნდა ვიყო გეგასთან, შეუძლია ამაგდოს და რაღაც ისეთი გამაკეთებინოს, რაც მას აწყობს. გეგასთან ძალიან ფრთხილი თამაში უნდა დავიწყო ოქტომბერში ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი იწყება, მაგრამ სხვა სიახლეებთან ერთად, რაც პროექტის ეთერში გასვლის დროს გამოჩნდება, ჟიურის ახალი შემადგენლობა მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჟიური უცვლელი გახლდათ, სოფო ნიჟარაძეს, ვანო ჯავახიშვილსა და უცვლელ გეგა ფალავანდიშვილს მაყურებელი თითქოს მიეჩვია კიდეც. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოფო ნიჟარაძე ჟიურიში აღარ იქნებოდა, უფრო მეტიც, გაირკვა,
რომ ნიჟარაძე ''ცეკავენ ვარსკვლავებში'' იცეკვებს, რომელიც ამჯერად რუსთაველის თეატრის მაგივრად ცირკში გაიმართება. გეგა ფალავანდიშვილი, ნიკა გვარამია, ხატია ბუნიათიშვილი და ია ფარულავა - ეს ''ნიჭიერის'' ჟიურის ახალი შემადგენლობაა. ია ფარულავა, რომელიც წლების განმავლობაში ''იმედის'' სხვადასხვა პროექტის წამყვანი გახლდათ, ახლა ''რუსთავი 2'' -ის სახე გახდა.
''ნიჭიერის'' ჩაწერები დაიწყო და ფილარმონიაში პირველივე დღეს ფოტოგრაფთან ერთად მივედით. მიზეზი კი ია ფარულავასთან ინტერვიუ გახლდათ. როგორც ყოველთვის, გულახდილი და სკანდალური ია ამჯერადაც ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩეოდა. დრო ბევრი არ გვქონდა, სცენაზე ''ნიჭიერები'' ელოდნენ, თუმცა მაინც მოახერხა, რომ მოკლე ინტერვიუში ბევრი საინტერესო რამ ეთქვა.

- ია, ვისგან მიიღეთ შეთავაზება, რომ ''ნიჭიერის'' ჟიურიში დამჯდარიყავით?
- ნიკა გვარამიასგან... ''რუსთავი 2'' -დან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. ნიკას შევხვდი და მითხრა, მინდა, ''რუსთავი 2'' -ის სახე იყო, პირველ რიგში, ''ნიჭიერში'' დაჯდეო და კიდევ ერთი გადაცემის წაყვანა მთხოვა, რაზეც უარი ვთქვი.
- მახსოვს, ბოლო ინტერვიუში მითხარით, რომ ტელევიზია მოგბეზრდათ.
- მართლა ძალიან მომბეზრდა, აღარ მინდოდა. თქვენთან ადრინდელი ინტერვიუს შემდეგ ტრაგედია დამატყდა თავს. 28 ივნისს დედა გარდამეცვალა. ავადმყოფობდა, ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა. ისე ვიყავი, რომ მუშაობა და ტელევიზიის ეთერში ტინგიცი აღარ მინდოდა, მაგრამ თვითონ ფაქტმა, რომ გენერალური დირექტორი დაგირეკავს და არა ვიღაც, ძალიან იმოქმედა. სითბო და კარგი ატმოსფერო დამხვდა ''რუსთავი 2'' -ში. პირდაპირ გეტყვით, ცოტა ნაწყენი ვიყავი ''იმედზე'' , როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურიში არ მიმიწვიეს. როგორც ჩემი ინფორმაციით ვიცი, საქმე ის გახლდათ, რომ ბოლო წუთისთვის ''ზაპასკად'' მინახავდნენ და ია ფარულავა ''ზაპასკა'' არასოდეს იქნება.
- ვერ ვიტყვი, რომ ჟიურიში დაჯდომით გარისკეთ, რადგან ეს სფერო თქვენთვის მარტივია.
- ძალიან ადვილია. რთული იქნებოდა ყოველდღიური ეთერი, როგორიც იყო ''დღის შოუ'' . პირველად ვმუშაობ ''რუსთავი 2'' -ში და ეს არის საოცარი კომფორტი.
- ჟიურიში თქვენი ყოფნა განსაკუთრებულად იზიდავს მაყურებელს. ''ნიჭიერშიც'' წახვალთ იმავე ეპატაჟზე, რასაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' აკეთებდით?
- თუ საჭირო იქნება, ვიტყვი, რაც მინდა. ეპატაჟში რას გულისხმობთ, ''სექსი პარკეტზე'' ეპატაჟი იყო? თქვენ იცით, რომ რადიო ''იმედში'' ყოველკვირეული გადაცემა გადის სექსზე. ძალიან გულახდილი საუბრებია, მაგრამ კაციშვილი ამაზე არ ლაპარაკობს და როდესაც მე ერთ სიტყვა სექსს ვახსენებ, ამაზე ატყდება ხოლმე ამბავი.
- ეთერში გამოჩენის შემდეგ თქვენი მისამართით დადებითი შეფასებების გარდა იქნება კრიტიკაც.
- აი, დარდი... ასევე დაწერეთ, მკიდია...
- საიტებზე თქვენი ინტერვიუების ქვევით კომენტარებს რომ ვადევნებთ თვალს, შთაბეჭდილება რჩება, რომ რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებულად გემტერებათ. არასოდეს გაგჩენიათ ეჭვი, ვინ შეიძლება იყვნენ ისინი?
- საერთოდ არ მაინტერესებს. არანაირი სურვილი არ მაქვს გავიგო, ვინ არიან.
- მაშინ ჟიურის წევრებზე გკითხავთ...
- ეგ ძალიან კარგი თემაა. გვერდზე ''ბოსი'' მიზის (იცინის). თავიდანვე ვხუმრობდით, რა უნდა ვქნა, უნდა ''ვეპათხალიმო'' თუ როგორი ვიყო, მაგრამ ძალიან მკაცრია. რამდენჯერმე შევხედე, რეაქცია მაინტერესებდა და ისეთი სახით იყურება, რომ ძალიან მკაცრია. მარცხნივ მიზის ხატია ბუნიათიშვილი, უსაყვარლესი, უთბილესი, უტკბილესი, პოზიტიური ადამიანი და, რა თქმა უნდა, გამობრძმედილი გეგა, რომელიც ვეტერანია და ვაკვირდები. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყო გეგასთან, შეუძლია ამაგდოს და რაღაც ისეთი გამაკეთებინოს, რაც მას აწყობს. გეგასთან ძალიან ფრთხილი თამაში უნდა დავიწყო. დღეს გადაცემის პირველი ნაწილი ჩავწერეთ და კარგად წავიდა ყველაფერი, საერთოდ არ გამჭირვებია.
- რაიმე მოულოდნელობა თუ იყო სცენაზე?
- ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი. ძალიან არ მიყვარს გველები და ერთადერთი - გველებს თუ გამოიყვანენ, არ ვიცი, რა რეაქცია მექნება.
- როგორც ჟიურის წევრთან, საქმის ჩაწყობა არავის უცდია?
- ერთადერთი ასეთი შემთხვევა ''ფლეშ მობის'' ჟიურიში ყოფნისას მახსენდება, ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან დამირეკეს, ჩვენებს კარგი ხმა მიეციო. თელავის უნივერსიტეტი ჩურჩხელებითა და ჩირებით ჩამოდიოდა და ჩემს მოქრთამვას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
- პროექტი ოთხ თვეს გრძელდება, როგორ ფიქრობთ, გააგრძელებთ მუშაობას ''რუსთავი 2'' -ზე?
- არ ვიცი, ჯერ ამით ვარ დაკავებული. ''შუადღეში'' წამყვანობა შემომთავაზეს კვირაში ორჯერ, მაგრამ ჯერჯერობით მუშაობა არ მინდა.
- ''იმედიდან'' თქვენი წამოსვლის შემდეგ თუ ადევნებდით თვალს ''იმედის'' შუადღის გადაცემას?
- ახლა ახალი იწყება. ნანიკო ხაზარაძე აიყვანეს და ორ წამყვანს ეძებენ. ძალიან უჭირთ. ზუსტად ვიცი, რომ ორასი ქალი გასინჯეს და ვერ პოულობდნენ. ერთ რამეს გეტყვით და კარგია, რომ ამ თემაზეც მკითხეთ. ''ფეისბუქის'' გვერდებისა და საიტების საშუალებით როდესაც იგებენ, რომ ია ფარულავა ჟიურიში დაჯდა, რამდენიმე ადამიანი კრიტიკას იწყებს, ამოვიდნენ ყელში ერთი და იგივე ადამიანებიო. მეც ვეთანხმები, მეც მომბეზრდა ია ფარულავა სულ ეკრანზე. ერთი პერიოდი უთო რომ ჩაგერთო, იქაც ვიყავი, მაგრამ არ არის კადრები. ქალი თუ ლამაზია, ლაპარაკი არ შეუძლია. თუ ლაპარაკობს, ლამაზი არ არის. ლამაზია, ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ შოუვუმენი არ არის. შოუ შოუა, ვიღას უნდა კომუნისტური წამყვანები. კადრების პრობლემაა ყველა სფეროში.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონს თუ უყურებთ?
- აუცილებლად ვუყურებ, დავესწრები კიდეც, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი.
- განსაკუთრებულად ვის გულშემატკივრობთ?
- გოგოლა კალანდაძეს, გუგა კუზანოვს, გია სურამელაშვილს, სოფო ნიჟარაძეს, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ პროექტში მონაწილეობა მიეღო. ასევე ნინა წკრიალაშვილს.
- ბოლო კითხვას სოფოსთან დაკავშირებით დაგისვამთ. ჟიურიში თქვენ გამოჩენას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. წერდნენ, რომ სოფო ნიჟარაძე შეცვალეთ.
- ხალხს ეგონა, რომ შევცვალე, მე არ ვიცოდი. მეგონა, სოფოც უნდა ყოფილიყო. ყოჩაღ სოფოს, რომ უნდა, საკუთარი თავი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამოსცადოს. მე, მაგალითად, არ მომინდებოდა. არ მინდა ცეკვა. ძალიან დიდი გამბედაობა და ვაჟკაცობაა სოფო ნიჟარაძის მხრიდან, რომ ''ნიჭიერის'' ჟიურიდან წავიდეს და იცეკვოს ცირკის არენაზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნანა
სხვებისა არვიცი,მაგრამ მე ძალიან მიყვარს ია, დადებითი ადამიანია ძალიან...ენერგიული და მჩქეფარე ქალია, არ შეიძლება მეგობრებო ადამიანის ასე გაქილიკება....საკუთარ ქმედებებშიც ნახეთ რამე ცუდი....ქრისტიანები ხართ ბოლოსდაბოლოს...გვიყვარდეს ერთმანეთიიიიიიიიიი
16:33 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტარიელცარიელი
კატლეტების ჭამა მიყვარს,გოჭის მიკრაწუნებაზო,მუქთა ლუკმა მევასება,,,,სომხის გასულელებაო დააააა...ოვნანა ნანა ოვდელიე უ ნანნაო და..
12:58 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი
ძალიან აუტანელი ქალია და საცოდავიც ამავე დროს. ნიკა გვარამიას მასეთი აწყობდა რომ შოუები დაედგა იას,მარა იას რეპუტაციაზე არ ფიქრობს,ის თანდათან ხალხს ეჯავრება და მათხოვარი ხდება. უღირსი. ცირკის მასხარასავით გახდა უკვე.
13:49 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რაჭველი
იაზე ერთი რამის თქმა შემიძლია:"არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო გვარი მისი".რას მიედ-მოედება და თამასობს მთელი ცხოვრება გზააბნეული თვითონაც არ იცის.
09:56 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აუუუუუუ
აუუ....რადიოში წინა პარასკევს ნათია რომ ჰყავდა სტუმრად.სტუმარი ვინ იყო ვერ გავიგე.ქალს სიტყვას თქმას არ აცლიდა ია...ჩემი ქმარი და ჩემი ქმარი წამდაუწუმ გაიძახოდა ტარიელის სიშორესთან დაკავშირებით.კიდე საწყალი ფადი კონსერვების ხსნით დაიღალაო,არაფერს ვამზადებდიო.საწყალი ვინაა ფაქტია.ულოგინო ცოლქმრობა გაგიგონიათ,თანაც ფარულავას შემთხვევაშიიი???კაცს არც კი იცნობს,სულ ორჯერ ყავს მგონი ნანახი ისიც შორიდან.ვაი რა სასაცილო მევენახეააა
08:57 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კენან დოილ
იაკო რომ 17 წლის იყო და გათხოვდა პირველად მაშინ ჩვენი ტარიელი 8 წლის ბიჭუკელა იყო და ხო აზრზე ხარ როგორ იეჭვიანებდა იას ქმარზე.ია...,ია.....პატალა ბაღნები გყვარებიააააააა
08:57 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ისტორიკოსი
რასაც ია ხალხის დასანახად ჩალიჩობს, ამას 20 წლის ასაკში აკეთებენ თინეიჯერი გოგოები რომ მაგარი ვარო.ეს 9 წლით პატარა ტარიელი კიდე სარჩენად რაღას დაიმატა.რავიცი ხათუნა ჟორდანიაზე მთელი ამბავი ატყდა 10 წლით უფროსიაო ზურაზეო.....და ჩვენი იაკოც თურმე ....
09:37 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
პარამო
ია და ტარიელი ერთად არ ცხოვრობენ.და როგორი ცოლქმარია გაურკვეველია.ფიქტიური ქორწინების რეგისტრაცია რაღაცა მიზნით გამიგია.მაგრამ ფიქტიური ჯვრისწერა ეს ხომ ყველაზე დიდი ცოდვა და მკრეხელობაა.თუ ეგ ყველაფერი ხალხის დასანახად შესრულდა,ღმერთმა აპატიოს კაცსაც და ქალსაც.არ მინდა დავიჯერო.ღმერთო დაგვიფარე.
17:44 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კორინთელი
24.09. სასამართლო ჰქონია ტარიელას ცოლთან ..რა კონცერტი რის კონცერტიიი...აუუუ ია შენ კიდე ალფონსი გინდოდა???????????????
16:41 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ბედნიერება და სიბერემდე ერთად ყოფნას კი უსურვებენ ,მაგრამ ვისთან ვერ გავიგე,ეგ ჯვარდაწერილი ტარიელი მასთან არ ცხოვრობს.გერმანიაშია კაცი და თბილისში ქალი..... რომელ ერთად სიტკბოებაზეა ლაპარაკი.ცოლ-ქმარი რას ნიშნავს??????ვირტუალური ქორწინებაააა ალბათ
17:29 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS