21 სექტემბერი, 2013
ვასიკო ოდიშვილმა ტაქსისტის პროფესია შეითავსა
ვერაფრით დავამარცხე ეს ფობია, სამი წელია უშედეგოდ ვებრძვი.წელს დალევა ზედმეტი მომივიდა, აღარ მახსოვს არაფერი შვებულება ვასიკო ოდიშვილმა მეუღლესთან, ქალიშვილსა და „მაესტროელებთან“ ერთადთურქეთის სანაპიროზე გაატარა, თუმცა მანამდე წითელა შეხვდა და ცხრა დღე სახლში, მარტო, წოლითი რეჟიმის პირობებში მოუხდა ყოფნა. როგორც მისი მეუღლე, „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა აკობია ამბობს, „ყოველდღიური აბების“ წამყვანს დღის განმავლობაში კატა უვლიდა, საღამოს - ეკა. ცოლ-ქმარს შვებულებასა და „მაესტროს“ ახალ სეზონზე ვესაუბრეთ.

- შვებულება როგორ გაატარეთ?
ვასიკო:
- დაიწყო თუ არა შვებულება, წითელადამემართა. ბოლო გადაცემა
ისე ჩავწერე,წითელა მქონია და არ ვიცოდი. ეპიდემია
იყო. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. საავადმყოფომდე არ მომიწია მისვლამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სეფსისის ცენტრის ექიმებს დათო გადელიასა და ლია გოლიაძეს. სახლში მიმკურნალეს.
- რამდენ ხანს იწექი?
ეკა:

- ცხრა დღე. მაგ პერიოდში ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა, დილას გავდიოდი და საღამომდე ვერ მოვდიოდი. ეს საწყალი მარტო
იყო სახლში კატასთან ერთად. ჩვენი შვილი ნიცა ამ დროს აგარაკზე იყო ბებია-ბაბუასთან. წითელი ბუშტები დავუკიდე ვასიკოს ოთახში, წითელი გადასაფარებელი დავაფარე... მოკლედ, დღის განმავლობაში კატა უვლიდა ვასიკოს და საღამოს მე (იცინის).
ვასიკო:
- გამოჯანმრთელების შემდეგ ოჯახმა ორი კვირით თურქეთის ერთ-ერთ სანაპიროზე დავისვენეთ.
ეკა:

- წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. ტრადიციულად ველოდებით ხოლმე შვებულებას, რომ ვნახოთ ზღვა და მზე. მეც და ვასიკოც ზღვაზე დასვენების მოყვარულები ვართ. მთაც გვიყვარს, მაგრამ უპირატესობას მაინც ზღვას ვანიჭებთ, რადგან ზღვა გვაძლევს ძალას, რომ ერთი წელი მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, ამიტომ სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ ხოლმე.
- თურქეთში ისვენებთ ყოველ წელს?
- უკვე 11 წელია. თურქეთს ამინდის გამო ვირჩევთ. სამწუხაროდ, იმდენი დრო არ გვაქვს, ცას ვუყუროთ და გამოდარებას
ველოდოთ. თან გვგონია, რომ ჯობია, შვებულება გაატარო იქ, სადაც ნაცნობ სახეებს ვერ ხედავ. სასტუმროსაც ისეთს ვარჩევთ, სადაც ქართველები არ არიან, თუმცა წელს ჩვენვე ვიყავით ბევრნი. თექვსმეტი ადამიანი წავედით „მაესტროდან“ . ასე რომ, საკმაოდ მხიარული არდადეგები გვქონდა.
- როგორ ატარებდით დროს?
ვასიკო:

- პარაშუტი, სკუტერი, დაივინგი... როგორც იქნა, წელს ჩვენთანაც ისწავლეს კატერი პარაშუტით. წელს რამდენიმე დღით ჩვენს სანაპიროსაც ვესტუმრე და ვნახე, როგორ დაფრინავენ. უკვე ცივილიზბული მეთოდებით გაფრენენ, თოკს აღარ ელოდებიან.
ეკა:
- შარშანწინ მე და ვასიკომ ერთად ვიფრინეთ, მაგარი შეგრძნებაა, ზემოთ სიჩუმეა, შეგიძლია, ჩურჩულით ელაპარაკო
ერთმანეთს.
ვასიკო:
- შარშან მე და ნიცამ ვიფრინეთ ერთად.
- შენი და ნიცას ფოტო ვნახე „ფეისბუქზე“ , წყლის ჟილეტები გაცვიათ, ძალიან გგავს ნიცა.
- ჰო, სკუტერით ვისეირნეთ და რომ ჩამოვედით, ეკამ გადაგვიღო.
- რამდენი წლის არის ნიცა?
ეკა:
- 11-ის გახდება მალე. დიდს ჰგავს ფიზიკურადაც და ინტერესებითაც. 14-15 წლის თინეიჯერის მისწრაფებები და ინტერესები აქვს, თუმცა სათამაშოებთანაც მეგობრობს.
- პროფესიაც ხომ არ აირჩია უკვე?
ვასიკო:

- არა და მგონია, ჯერ კიდევ დიდხანს ვერ აირჩევს. ხან მხატვრობა უნდა, ხან საბავშვო მწერლობა, ხან ვეტერინარობა.
- როგორი მოთხოვნები აქვს?
ეკა:

- სერიოზული. ტელეფონის მოდელებს არჩევს. „აიფონ 5“ უნდა. საერთოდ, ბავშვს ტელეფონი ძალიან გვიან ვუყიდეთ. მერე რა, რომ მობილური თაობაა და ბავშვები მეტად ერკვევიან ტექნიკაში, ვიდრე უფროსები. უმჯობესია, მეტი იკითხოს და იმეცადინოს, ამიტომ მესამე კლასში ვუყიდეთ ტელეფონი, ცოტა უკეთესიN მეხუთე კლასში შევუძინეთ. „აიფონს“ რაც შეეხება, დამსახურება უნდა ყველაფერს, ამ მხრივ არ ვათამამებთ.
ვასიკო:
- მშობლების სიყვარულით არის გათამამებული. კიდევ ცხოველები უყვარს ძალიანდა კატა ვუყიდეთ. დიდი მოთხოვნები არ აქვს არც ჩაცმისთვალსაზრისით.
- ვასიკო, შენი შვებულება ალკოჰოლსაც ითვალისწინებდა?
- არა, საერთოდ აღარ ვსვამ. გადავწყვიტე, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო. რაც ნორმალურმა ადამიანმა მთელი ცხოვრების
განმავლობაში უნდა დალიოს, მე უკვე დავლიე (იცინის). ვისვენებ, გამანებეთ თავი! შვებულების დროსაც კი არ დამილევია. ზოგჯერ
უალკოჰოლო ლუდს გეახლებით და გამიხარდება, ასორტიმენტს თუ გააფართოებენ.
- მაინც რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?
ეკა:

- ალბათ მობეზრდა და ფხიზელმა ცხოვრებამ დააინტერესა.
- ვასიკო გაფუჭდაო, არ ამბობენ ძმაკაცები?
ვასიკო:

- არა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ხვდებიან, ვსვამ თუ არა. ფხიზელი ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ, როგორზეც მთვრალი. რაც მთავარია, სადღეგრძელოებს ვეთანხმები. ბოლო დროს სულ მძღოლი ვარ, მეგობრებს უხარიათ, ვასკა არ სვამს, წაგვიყვანსო.
ასე რომ, მეორე პროფესია შევითავსე, ტაქსისტის.
- ეკა, შენც უარი თქვი ალკოჰოლზე?
- არა, მე ლუდი მიყვარს, ზაფხულში განსაკუთრებით. კიდევ ფრენის მეშინია და თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ ყოველთვის ვსვამ. ვერაფრით დავამარცხე ეს ფობია, სამი წელია უშედეგოდ ვებრძვი.წელს დალევა ზედმეტი მომივიდა, აღარ მახსოვს არაფერი (იცინის). შემდეგ ფრენაზე ალბათ მედიკამენტები დამჭირდება. საძილე საშუალებებს გამოვიყენებ.
- ვასიკოს არ ეშინია?
- ეშინია კი არა, ვასიკო ყველანაირ საფრენ აპარატზე გიჟდება. თვითმფრინავები მისი სტიქიაა. ქამრის მაგივრად თვითმფრინავის
სავარძლის ღვედი უკეთია, თან ბიზნესკლასის. გამოაგზავნინა და შეაკერვინა.
- ეკა, ახალი სეზონი უკვე დაიწყეთ?
- სეზონი „ყოველდღიურმა აბებმა“ გახსნა, ოღონდ „მაესტროს“ ბადე შეიცვალა, ათის ნახევარზე იწყება ვასიკოს გადაცემა.
„ყოველკვირეული აბები“ ჯერჯერობით აღარ იქნება.
ვასიკო:
- უკეთესი მინდა იყოს და ამიტომ. წინ პოლიტიკურად აქტიური პერიოდი გვიდგას, ვფიქრობ, საინტერესო იქნება „ყოველდღიური აბები“.
- „მაესტროში“ რეორგანიზაციაა. ბევრი თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვით. ამან ზოგიერთის წასვლა გამოიწვია. სხვა არხზე გადავიდა თეა სიჭინავაც...
- თეა სხვა მიზეზით წავიდა. ოთხი ადამიანი წავიდა ტელევიზიიდან. თეა, ორი თოქშოუს პროდიუსერი და საინფორმაციო სამსახურის რეჟისორი.
- თეა სიჭინავას ვინ შეცვლის?
- „არგუმენტებს“ ნინო თოლორდავა წაიყვანს. ადრე ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. ახლა მისი დებიუტი იქნება
თოქშოუში. 20 სექტემბრიდან დაიწყება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS