13 ივლისი, 2016
ანტიკვარიატი, ნიკულინის საძინებელი და "შეუფასებელი" სამზარეულო რჩეულიშვილების სახლში - ექსკლუზივი
ჩვენს დღევანდელ მასპინძელს ქართულმა საზოგადოებამ ბიზნესის "რკინის ლედი" უწოდა. ბევრი ქალისგან განსხვავებით, მისთვის დასვენების დღე არ არსებობს, შრომობს მუხლჩაუხრელად, გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით, უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ სტილს. ბზის ხის ავეჯი, სკულპტურული ქანდაკებები, ანტიკვარული ლარნაკები და ნახატები, იური ნიკულინის ნაქონი საძინებელი - ეს იმ ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ბინაში შეხვდებით.

- 2014 წლიდან ვცხოვრობ ამ სახლში,რომელიც "ცენტრ-პოინტმა" ააშენა. მშენებელი იყო გურამ მღებრიშვილი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ავაშენეთ. მშენებლობის დროს მოგვივარდა მშენებლობის მინისტრი (თამრიკო ერქვა,
სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს), ეგონა, მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებული პირები, სინამდვილეში ეს იყო ფანტაზიის ნაყოფი. უნდოდა ეს პიარისთვის, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ ქალბატონს დახვდა ჩვენი მშენებელი, შეამოწმეს როგორი ფუძე და საძირკველი ჰქონდა შენობას. მანუჩარ მაჩაიძემ დაწერა დისერტაცია, თუ როგორი ხარისხით შენდებოდა. ჩემი ბინის მშენებლობას შეეწირა ეს მინისტრი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როცა გარემონტება დავიწყეთ, ბინა იყო ბანკის მფლობელობაში. ყველას უკვირდა, როგორ დავიწყე რემონტი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბინას გამოვისყიდდი.

Rating

შენების პროცესში მე თვითონ ვიყავი ჩართული.სახლი 100 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მინდა გითხრათ, რომ აქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი საქართველო, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის მინისტრებიდან მოყოლებული დღემდე- 90%, რომლებსაც კვადრატული მეტრი 250 დოლარად აქვთ შეძენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მადლიერი არავინ არის, მიუხედავად ულამაზესი ხედების, ტექნოლოგიების და ხარისხის.
ბინაში მხოლოდ მე და ვახო ვცხროვრობთ. ძალიან დატვირთული ცხოვრება და რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვთვლი, რომ მაქვს ბედნიერება ვიცხოვროთ მარტო. ჩვენს გვერდზე, პატარა ბინაში ცხოვრობენ ვახოს დისშვილი და დის შვილიშვილი, რომლებიც მოსკოვიდან არიან ჩამოსულები. მესამე ბინაში კი ჩემი შვილი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თემო
ესენი ვერარიან :D 100ჰექტარს ყანას ვერ მანახებს ვერავინ კერძო საკუთრებაში და ამათ კიდე სახლი აქვთ ამხელა :D
00:19 / 18-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ელვა მეხი
ხალხს ფული აახიეს და თავად აიწყეს ცხოვრება. აუქციონზე გაიტანეთ ყველა უძრავ მოძრავი ქონება და დააკმაყოფილეთ დაზარალებულები თქვე მართლა მდიდარო მათხოვრებო ! ! ! !
02:11 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS