წევრები არ აღუფრთოვანებია.
- ჩემი საზაფხულო მოგზაურობა დაიწყო თურქეთში, სადაც ჩემს დასთან ერთად ვიყავი. წელს ბათუმში გადაბმულად ერთი კვირა არ დამისვენია, წინა ზაფხულისგან განსხვავებით, მხოლოდ შაბათ-კვირას ჩავდიოდი. შემდეგ
- პარიზში, როგორც ვიცი, პირველად იყავი.
- დიახ, ასეა. პარიზი თაროზე მქონდა შემოდებული გემრიელად, რადგან ვფიქრობდი, რომ თუკი თაფლობის თვეს არა, საყვარელ ადამიანთან ერთად მაინც უნდა წავსულიყავი. იტალიის მერე საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია. რომის მერე პარიზს მეორე ადგილს ვანიჭებდი. როცა ჩავედი, პარიზი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ რომი მაინც პირველია. იტალიაში წელს ორჯერ გახლდით, რომი, მილანი და ფლორენცია მოვიარე.
უცხო ქალაქს რომ ვსტუმრობ, ბოლომდე ვიხარჯები ხოლმე. პირველ რიგში დგას მუზეუმები და ყველაზე ბოლოს - გართობა და შოპინგი. ვატიკანშიც გახლდით და რიგში რომ ვიდექი, უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი უნდა მენახა. საღამოსკენ ვიყავი და კარიბჭის დახურვაც ვნახე. სიქსტის კაპელამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მე და ჩემი მეგობარი ჩუმად ვისხედით და დიდხანს ვუყურებდით. იტალიაში ბევრი რამ ვნახე. რაც სანახავი იყო, თითქმის ყველაფერი. ყველას ეგონა, რომ მილანზე უნდა გავგიჟებულიყავი, მაგრამ რომისა და ფლორენციის მერე არ გავგიჟდი. უფრო სამუშაო სიტუაციაა, ცხოვრებისა და გართობისთვის კარგია, მაგრამ სანახაობრივად - ნაკლები.
- შოპინგის კუთხით კარგია.
- რა თქმა უნდა. ნაპოლეონის ქუჩაზეც ვიშოპინგეთ, თუკი ფასდაკლებაა, ბრენდებზე სასწაული ფასები სულაც არ არის. ''დოლჩე და გაბანას'' ჯინსი შევიძინე, რომელიც ძალიან მომეწონა. რაც მეოცნებებოდა, ჩემი ზომა არასდროს იყო. ძალიან მიყვარს ჯუზეპე ზანუტის ფეხსაცმელები, ახალი კოლექციიდან სამი მოდელი მომწონდა და ყველა მათგანი 37 ზომა აღმოჩნდა, ჩემი ფეხის ზომა კი 40-ია. მიჭირს ხოლმე ჩემი ზომის პოვნა, მაგრამ თუ ფეხსაცმელი მომწონს, შემიძლია ჩავიცვა 38-იც. ნათია ამის გამო სულ მეჩხუბება, მაგრამ ზანუტის ყველა ფეხსაცმელი იმდენად მოტკეცილი იყო, რომ ორი ზომით პატარას ვერაფრით ჩავიცვამდი.
- პარიზული შთაბეჭდილებები გაგვანდე უფრო ვრცლად.
- პარიზში მარტო ჩავედი, რადგან სპონტანური იყო იქ გამგზავრებაც. 7 მარტს ემინემის პარიზული კონცერტის ბილეთები მაჩუქეს. იქიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, თვალი არ ეცეს-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მქონდა. რამდენიმე მეგობარმა იცოდა და ჩემთან ერთად წამოსვლა ყველას უნდოდა. ისეთი არეული ვარ ხოლმე, რომ მათ ჩემი გეგმები კარგად ვერ გავაცანი, რადგან ზოგადად სპონტანური ადამიანი ვარ და მათ აღარ ეცალათ. ჩემი ოჯახის წევრებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მარტო წავსულიყავი, მაგრამ იმხელა შემართება მქონდა, არაფერი არ მაინტერესებდა. ამასთანავე, მაქვს ბევრი ხალხის ფობია. ცუდად ვხდები ხოლმე, მაგრამ ესეც გადავლახე. გავემგზავრე მარტო და იქ ჩემს ქართველ მეგობარ მაიკო გოქსაძესთან ერთად ვიყავი. მან თავის მეგობრებთან ერთად მიმაცილა კონცერტზე, რადგან ქალაქგარეთ სტადიონზე ტარდებოდა და მარტო გოგონასთვის იქ წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან საშიში იყო. კონცერტზე ვიაიპი ადგილი მქონდა. რაც ჩამოვედი, ვერ ვლაპარაკობ ამის შესახებ, რადგან დიდი ხანია, ემინემის თაყვანისმცემელი ვარ და ოცნებად მქონდა, მის კონცერტს დავსწრებოდი. ბოლო წამს ძალიან მინდოდა, სცენის წინ მოვხვედრილიყავი, სადაც ხალხი დგას ხოლმე და ყველაზე იაფიანი ადგილებია, მაგრამ ჩემგან ვეღარ ჩავიდოდი. კონცერტზე 4 საათზე მივედი და დასრულდა 11-ის ნახევარზე. აქედან ემინემმა მხოლოდ ბოლო ერთი საათი იმღერა, მანამდე მის მიერ აღმოჩენილი რეპერები გამოდიოდნენ და ძალიან მაგარი იყო. ვიცოდი, რომ ემინემი ცოტა ხანს იმღერებდა.
- ხომ არ გქონია ავტოგრაფის აღების საშუალება?
- ვისაც ემინემი უყვარს, ამაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ ემინემი ძალიან დახურული ადამიანია. რომ მიუახლოვდე და გადაკოცნო, ავტოგრაფი აიღო, ამის საშუალებას არ მოგცემს. საბოლოოო ჯამში კონცერტით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თავიდან კონცერტამდე ისეთი შემართება მქონდა, რომ ყველაფერი ვნახე, აქეთ-იქით დავდიოდი, კონცერტის შემდეგ კი ძალიან გადაღლილი ვიყავი და არაფერი მაინტერესებდა (იცინის). კონცერტამდე სამი დღით ადრე ჩავედი და მოვიარე პარიზი. რა თქმა უნდა, ვიყავი ლუვრში. ყველა მეუბნებოდა, ბოლომდე ვერ დაათვალიერებო.სამი შესასვლელიდან ორში ვიყავი. ''მონა ლიზა'' ისტორიის ნაწილია და აუცილებლად უნდა ნახო, მაგრამ მანამდე ისეთი მხატვრების ნამუშევრები შემხვდა და ისეთი სასწაული იყო, რომ ამგვარი განტვირთვა არასდროს მქონია. გარეთ რა უნდა მეკეთებინა უკეთესი?!. მთელი დღე ლუვრში გავატარე. ''მონა ლიზას'' ტილოსთან ორჯერ მივედი. გავგიჟდი ლუვრის ბაღზე.ვნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ძალიან მომინდა, დედაჩემი
ყოფილიყო ჩემთან ერთად, როდესაც დისნეილენდში წავედი. არ ვიცი, რა ასაკის უნდა იყოს ადამიანი, რომ იქ ყოფნა არ მოეწონოს. ვინაიდან ექსტრიმის დიდი მოყვარული ვარ, პარიზში ძალიან ბევრი ასეთი გასართობი მოვსინჯე. ვიჯექი კაფსულაზე, რომელიც ერთ-ერთი საშიში ატრაქციონია. 60 წუთის განმავლობაში ჰაერში ვიყავი და ხელი მომაწერინეს, რომ რაიმე შემთხვევის დროს არანაირი პრეტენზია არ მექნებოდა (იღიმის). არ მეშინოდა, რადგან ყველაზე დიდ ენერგიას ამისგან ვიღებ. ჩემი ყველაზე დიდი გასართობი საშიში ატრაქციონებია.
- ამდენი დასვენებისა და შთაბეჭდილების შემდეგ სამსახურში დაბრუნება ძნელი არ იყო?
- მგონია, რომ სტუმრად ვარ აქ (იცინის). მაგრამ სექტემბერი ძალიან მიყვარს. დაგეგმილი მაქვს უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, თუმცა წინასწარ არ მინდა თქმა. ან მსახიობის ოსტატობას შევისწავლი, ან - პიარს, ჯერ არ გადამიწყვეტია.
- შენი ''ფეისბუქის'' გვერდს ვათვალიერებ ხოლმე და ხშირად შენი თაყვანისმცემლების მოწერილ საკმაოდ უცნაური შინაარსის მესიჯებს აქვეყნებ.
- მინდა, რომ არ დავკარგო ეს მესიჯები, რადგან შვილიშვილებს ძალიან ვახალისებდი. იმხელა იუმორისა და გაქანების ადამიანები მწერენ, რომ გაკვირვებას ვერ ვმალავ. უამრავი უცნობი ადამიანი მწერს და ვამბობ ხოლმე, ვინც გაგიჟდა, მგონი, ყველა მე მწერს-მეთქი. მებრძვიან, სულ მეპატიჟებიან, რომ ყურმილი უნდა ავიღო და მესიჯშივე ავრცობენ თემას, რას შემომთავაზებენ, აქ წაგიყვან, იქ წაგიყვან, თვითმფრინავს შემოგიყენებ მერვე სართულზე და ა.შ. ამას მხოლოდ უცნობები კი არა, ზოგჯერ ისეთი ნაცნობებიც მწერენ, რომ მიკვირს. ჯიბრზე არ ვიღებ ხოლმე ყურმილს. რაც ''ფეისბუქზე'' დავდე, საკმაოდ ვრცელი მესიჯი იყო, რატომ არ იღებ ყურმილს, ასეთი და ისეთი ხარო. ძალიან გამწარებულები არიან. ჩემთვის დავდივარ და არაფერს ვაშავებ და რაც უფრო ნაკლებს აშავებ, მით უფრო გერჩიან (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''