15 სექტემბერი, 2013
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას
თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):
- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

ამის შემდეგ გვანცა ადამიას დავუკავშირდით...

- გვანცა, როგორ ხარ?
- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ვანო გაუთავისუფლებიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამაზე რას ფიქრობ?
- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს. ისიც კი თქვა, შიზოფრენია გენიოსების დაავადებაა, აინშტაინსაც ჰქონდა შიზოფრენია და მერე რა მოხდა, ხალხში გაერევა, ცოლსაც შეირთავს და ვინ იცის, იქნებ გვანცაც გახდეს მისი მეორე ნახევარიო. ნეტავ რატომ უნდოდა გვანცას დედას ჩემი შვილის ციხეში ყოფნა და დასჯა, მე იმ შემთხვევაში დავეხმარებოდი, თუ ჩემს შვილს პატიმრობის წლები მოაკლდებოდა, ახლა კი მღვდელს ვკითხავ და ის რასაც მეტყვის, იმდენით დავეხმარებიო. მე ჩემი შვილი მყავს მისახედი და სამკურნალოო... აბა, როგორ, ჩემი ვანიკო ხალხში გაერევა, მე ჩემს შვილზე უარს არ ვიტყვი, რატომ გადმოვიდა გვანცა სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ალბათ ვერ ისწავლაო... მე ვიყავი ექიმთან, გავიგე გვანცას მდგომარეობა და ისეთი არაფერი სჭირსო. გადამირიეთ შვილი და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზიებიო? ფსიქიატრიულიდანაც კარგი ამბები მოდის, მალე გამოვა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებაო... მოკლედ, ეს ქალი აბუჩად იგდებს ჩემს სულიერ, ფიზიკურ და მორალურ ტრავმას.
- ახლა რას ითხოვთ?
- მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ მისი მშობლებისგან. როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მას 11 წლის ასაკში დაუდგინდა შიზოფრენია, ციკლადოლი დაუნიშნა ექიმმა თურმე. ე.ი აქედან დასტურდება, რომ მშობლებმა მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ და მალავდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება, რატომ გარიეს ხალხში?

შორენა თვალთვაძე (გვანცა ადამიას დედა):
- თავიდან სხვანაირად ლაპარაკობდა ვანოს დედა, მერე, როცა ექსპერტიზის პასუხი ჩაიგდო ხელში, ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
- ექსპერტიზის პასუხში ეჭვი შეგაქვთ?
- ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საქალაქო სასამართლოდან უარი მივიღეთ ამ საქმის გასაჩივრებაზე. პირველ რიგში ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს - ვინ დაიცავს ჩემს შვილს?! ის დამნაშავე შეიძლება რამდენიმე თვეში გამოვიდეს ფსიქიატრიულიდან და მე როგორ უნდა ვიყო მშვიდად?! ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მცემს. პარლამენტსაც მივმართე განცხადებით, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანს. თუ შეურაცხადია, დიდი ხნით უნდა დარჩეს ფსიქიატრიულში, სხვანაირად ვერ ვიქნები მშვიდად. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის უსაფრთხოების გარანტიას არავინ მაძლევს. პირველი, რაც ვანოს დედას ვკითხე, როცა ის საავადმყოფოში მოვიდა, იყო: `ხომ არ ჰქონდა თქვენს შვილს რაიმე ფსიქიკური გადახრა?~ რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა, არასდროსო, - თქვა. ექსპერტიზის დასკვნიდან კი საპირისპირო დასტურდება, კერძოდ ის, რომ ვანო 11 წლის ასაკიდან დაჰყავდათ მშობლებს ფსიქიატრთან... დავამშვიდე ვანოს დედა, ნუ ტირით, ქალბატონო, დამშვიდდით, თქვენ ხომ არ გინდოდათ, თქვენს შვილს ეს გაეკეთებინა, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი. ამის შემდეგ მომვარდა და მაკოცა, ამას ნათესავები ხედავდნენ. ასე თქვა, რა ვიცოდი, თქვენნაირი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ, ცალი ხელი გვანცასკენ მექნება მთელი ცხოვრებაო. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე... არ გავჩერდები. ამ დღეებში ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან, რაშიც მეხმარებიან... შემდეგ გავმართავ პრესკონფერენციებს და ასე გავაგრძელებ, სანამ არ მივაღწევ სამართალს. არავის არ შევარჩენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გამწარებას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, თავიდან ადამიანურად რომ მოვექეცი...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
სოფო
გვანცას ჯანმრთელობას ვუსურვებ დაიფაროს უფალმა...მინდა რაღაც გითხრა ჩემო კარგო,შიზოფრენიით და ნებისმიერი სენით შეპყრობილ ადამიანსაც ისევე უნდა ხალხთან ურთიერთობა როგორც შენ,არ შეიძლება სრულიად გარიყო საზოგადოებიდან,უბრალოდ გარემო უნდა შეუქმნა ისეთი რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს
13:32 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ზალიან მიკვირს ბიჭის მშობლებისგან. იმის ნაცვლად ღმერთს მადლობა გადაუხადონ ამ გოგოს გადარჩენისთვის, აქით ადანაშაულებენ. რა ქვეყანაში ვცხოვრობტ? იმ ბიჭის ნამოქმედარიდან გვანცა განწირული იყო სასიკვდილოდ და როგორ არ უნდა მოეთხოვოს პასუხი?თუ კი ასეთი დიაგნოზი ქონდა ექიმების დაუდევრობაც ვლინდება ამაში. როგორ მისცეს მაშინ ჯამრთელის ჯამრთელობის ცნობა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად? ვიღაცამ ამ საშინელი ამბის გამო ხომ უნდა აგოს პასუხი, თუ მაგალითს აძლევენ სხვებს იმისა, რომ თუ არ მოსწონხარ, ან არ უყვარხარ გოგოს შეიძლება გადმოაგდო მესამე სართულიდან, თუნდაც მოკლა, არაფერს მოგისჯიან და ყველაზე ცოტა არავინ არაფერზე აგებს პასუხს..ე. ი. გამოდის რომ ყველანაირ უფლებების წართმევასთან ერთად, იმის უფლებაც არ გვაქვს ვინც არ გვინდა, ის არ შევიყვაროთ.
13:28 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სულ მაინტერესებდა ამ გოგონას ბედი და ძალიან გამეხარდა რომ კარგად არის უკვე.ვულოცავ გადარჩენას და ვუსურვებ ბედნიერებას. ცხოვრება წინ აქვს და არ უნდა შეეშინდეს. ეს კი ვერ გავიგე ნაზად გადმოგდება რას ნიშნავს.ამის მთქმელი დალაგებული როგორ იქნება.
12:36 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მესმის გვანცას მდგომარეობაც და მისი დედისაც. მუდმივ შიშში ცხოვრება საშინელება იქნება, მაგრამ ძალიან არ მესიამოვნა გვანცას სიტყვები, დედამ ხალხში რატომ გარია, თუ იცოდა რომ ეს დაავადება ჰქონდაო. ხალხში ყოფნის უფლება ყველას აქვს და ამის გამო მისი სახლში გამოკეტვაც სისასტიკე იქნებოდა. ეს შემთხვევა მართლაც საშინელებაა, მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი და ვარ და მეორე კორპუსის ნულოვან სართულზე რომ მქონდა ლექცია, მაგ ადგილთან ლამის თვალდახუჭული დავდიოდი და ძალიანაც განვიცადე ეს ამბავი, მაგრამ მაგ ბიჭს ახლა ნამდვილად სჭირდება დახმარება, მკურნალობა და მუდმივი ზედამხედველობა, რომ ვინმეს რამე არ დაუშავოს კიდევ, აჯობებს დედამისმა ეს აკონტროლოს, წამლები დროულად მიაღებინოს და ნაკლები პრეტენზიები ჰქონდეს. ჩემი აზრით კი ხალხში ყოფნისა და გარევის უფლება ყველას აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან სამწუხარო ფაქტია და გოგონას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
12:15 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
მარტლა საყურადგებოა ასეტი ავადმყოფობის მატარებლებმა ამოჰემება იციან მერე ვინ აგებს პასუხს ისევ რომ დაესხას ამ გოგონას ტავს, ის ახალგაზრდაც მებრალება, მაგრამ სიბრალულმა ტავგზა არ უნდა აგვირიოს ასკარად სასიკვდილოდ გაიმეტა ეს ანგელოზივიტ გოგო. ერტხელ მარჯანისვილის ქუჰაზე მაგაზიასი დედას ასეტი ავადმყოფი გოგონა გაუსხლტა ხელიდან დამიტრია პურის რიგიდან და ისე მაგრად მცემა 15 წელი გავიდა და ტკივილები დგესაც ტავს მახსენებს ტურმე ვიგაცას მიმამგვანა.ოტა ხნის წინ ავად იყო სასტიკი დანასაული ჰაიდინა და ხვალ გარეტ უნდა გამოუსვან? და ვიდრე ვინმეს არ მოკლავს არ უნდა დაისაჯოს?ტუმცა ალბატ მფარველი ყავს ზლიერი ბოლოსდაბოლოს საქარტველოსი ვცხოვრობტ....
12:00 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
უფალი გფარავდეს ყველანაირი განსაცდელისაგან შვილო,გული არ გაიტეხო, ყველას თავისი მიეზღვება.
11:40 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ ვანოს დედაც ხომ არ ენახა ფსიქიატრს? ნორმალურია აბა მაგის მსჯელობა? ანგელოზივით გოგო კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა მისმა შვილმა და ნახე რა დღეშია!!! ასეთ ადამიანებთან დათმობით და თბილი მოპყრობით ვერაფერს გახდები,ხომ ხედავთ გვანცას აბრალებს,შვილი გადამირიეო? გავგიჟდი,ამ უპატრონო ქვეყანაში სამართალი სულ აღარ არსებობს? რა ჰქნას გვანცას დედამ,მთელი ცხოვრება შიშში იცხოვროს?მეც ვკითხულობ,ვინ დაიცავს გვანცას ან ჩვენს დანარჩენ შვილებს მსგავსი უბედურებისაგან???
11:32 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
გვანცა გული არ გაიტეხო ცხოვრება მაინც მშვენიერიაა..........იმათ კი ნამდვილად მიეზღვევა
11:27 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ალბათ გენეტიკურად არიან ავად. ამ ბიჭის დედაც ვერ არის ნორმალური, თუ ის რასაც გვანცას დედა ამბობს მართალია. ასეთ შემთხვევებს უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდოს სამართალდამცავები.
11:18 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
1985
ამათ უყურეთ რა დედაშვილი რა კარგად ყოფილან,თურმე ნაზად გადმოუგდია ბიჭს :) ღმერთმა კარგად გამყოფოს გვანცა ,ფეხზეც დადგები და იმ უდიდეს ტკივილსაც გაუმკლავდები
09:57 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS