ნანუკა ჟორჟოლიანი იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც მისი მშობლები. მისი ბინა სინამდვილეში მისი ძმის უნდა ყოფილიყო, თუმცა ნანუკამ ძმას გაუცვალა თავისი ბინა, ფართის გამო და ძმის ბინაში მოაწყო თავისი ბუდე. აქ ის შვილებთან ერთად ცხოვრობს. ბინის დიზაინი ძირითადად თავად ეკუთვნის, ავეჯის უმეტესობაც თბილისში აქვს ნაყიდი, აწყობილი ან წინაპრებისგან შემორჩენილი - მაგალითად, ბებიის დროინდელი სერვანდი, რომელიც მისი სამზითვო ჭურჭლით არის შევსებული.
სახლს ალამაზებს ორიგინალური ნივთები, ნანუკას მიერ შეგროვილი ნახატები და სხვადასხვა ფიგურების გამოსახულების მქონე უნიკლური შპალერი. იხილეთ ფოტოები ნანუკას ბინიდან