"ადრე გავთხოვდიო, - მიყვებოდა, - 20 წლისა მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილა... სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი
მერე დაიჩივლასავით: რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონს. ვფიქრობ, სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ თავსო... სამოცს გადააბიჯა ცოტათი და... შარშან მეუღლე გარდაეცვალა, წლევანდელი გაზაფხულის მაისში უკვე 64 წლის გახდა, ივნისიდან კი... მართლაც ახალი ცხოვრება დაიწყო... ოღონდ ის არა, რასაც გულისხმობდა. სულ სხვა, მე და თქვენ რომ არ ვიცით, ისეთი - მარადიული რომ ჰქვია.
მე კი ისევ მასთან შეხვედრას დავუბრუნდები, ერთადერთს და ჩემთვის საოცრად შთამბეჭდავ შეხვედრას ქალბატონ თინა ვარდანაშვილთან, რომელსაც თვალები უბრწყინავდა, თავის ბედნიერ და უდარდელ ახალგაზრდობასა და იმ ამბებს რომ იხსენებდა, რომელმაც ადამიანებს მისი სახე დღემდე არ დაავიწყა.
"როცა აყვავდა ნუში"
- ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა.
ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო. პირველი შეჯიბრების ამბავი იყო - სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე იყო - ავარიის. სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა. იხილეთ სრულად