06 ივნისი, 2016
ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი
4 ივნისს, მოსკოვში გავლენიანმა დეველოპერმა და მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა, რომელსაც კომპანია "ტაშირი" ეკუთვნის, უფროსი ვაჟის, სარქისის დაოჯახება იზეიმა.

სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.

სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ სალომე კინწურაშვილმა მეგობრებთან - იანა დემიდოვიჩთან და ვიქტორია კლინოვსკაიასთან ერთად, ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია გახსნეს. თითოეულს თავისი პასუხისმგებლობის
ზონა აქვს: სალომე გადაღებების პროდუსერია და კრეატიულ ნაწილზე ზრუნავს, იანა საორგანიზაციო და ტექნიკური პროცესების რეგულაციებითაა დაკავებული, ვიკა კი კომპანიის სახელით კლიენტებთან, პრესასთან და ინვესტორებთან კომუნიკაციას ამყარებს.

დღეს გოგონები ძალიან წარმატებულ ბიზნესს ფლობენ - buy-by-me.ru .

წარმოგიდგენთ სალომე კინწურაშვილის ბლიც-ინტერვიუს, რომელიც მან რუსულ ELLE-ს მისცა:
იხილეთ ინტერვიუ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS