01 ივნისი, 2016
საქართველომ ''მოსფილმისგან'' ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება შეიძინა - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ფილმის გაგრძელებაში ფული დააბანდა
ქართველმა ბიზნესმენმა, ყველაზე მსხვილი რადიოჰოლდინგის მფლობელმა(''ფორტუნა'', ''პორტუნა პლიუსი'', ''არ დაიდარდო'' და'' ავტორადიო''), ზურაბ ჩიგოგიძემ ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება შეიძინა. ამის შესახებ რუსული სააგენტო RNS წერს.

ჩვენ შევიძინეთ ''მიმინოს'' გაგრძელების გადაღების უფლება, რომლის დასახელებაც იქნება, ''მიმინო - ფრენა გრძელდება.'' უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გადაღებების დაწყებას, ამბობს ჩიგოგიძე. ფილმი ეკრანზე სავარაუდოდ შემდეგ წელს გამოვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეჟისორის მოძებნა. მეტ დეტალებზე ჩიგოგიძეს არ უსაუბრია, რადგან პროექტზე მუშაობა ახლა იწყება.

გადაღებების უფლება შეიძინეს ''მოსფილმისგან'', ასევე ფილმის პერსონალურ მფლობელებისგან, სცენარის
ავტორების გიორგი დანელიასგან, რევაზ გაბრიაძისგან და ვიქტორ ტოკარევასგან. ფილმის მუსიკის უფლება შეიძინეს კომპოზიტიორ გია ყანჩელისგან.

საბჭოთა კომედია ''მიმინო'' 1977 წელსა გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაიღო რეჟისორმა გიორგი დანელიამ. მთავარი როლი ვახტანგ კიკაბიძემ და ფრუნზიკ მკრტიჩიანმა შეასრულეს.

ზურაბ ჩიგოგიძე მფლობელია ქართული კომპანია Niltex Holding-ის, რომელიც ფლობს უფლებას ''Газпром-медиа'' ТНТ, ''Пятница'' СТС, და სხვა არხების საქართველოში ტრანსლიაციაზე.
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მურმანი
აფერისტი ჩიგოგიძე რისი გამკეთებელია,ეტყობა,ჭირდება და ამიტომ იძახის უფლებები ვიყიდეო,დარწმუნებული ვარ,იტყუება.აფერისტია,არ ენდოთ.
10:35 / 10-06-2016
გამოხმაურება / 2 /
მიმინო
ნამდვილად აფერისტი და არასანდო ჩიგოგიძე. არავინ არ ენდოს მაგ სირს.ბიზნეს გაათვლააქვს მაგრამ ჩველამ უნდა ჩააუფურთხოს ჯიბეში. ნაგავს გააკეთებს რაღაცას
09:55 / 03-06-2019
მიმინო
ნამდვილად აფერისტი ჩიგოგიძე. არავინ არ ენდოს და დაუჯეროს. ბიზნეს გათვლააქვს მაგრამ არაფერი გამოუვა
09:56 / 03-06-2019
ირინა
ჯერ არ მახსოვს, რომელიმე ფილმის რიმეიკი ან გაგრძელება კარგი გამოსულიყო, გარდა "ქალის სურნელისა" (ვიტორიო გასმანის და შემდეგ ალ პაჩინოს მონაწილეობით). არც "იღბლიანი ჯენტელმენები", არც "კავკასიელი ტყვექალი"", არც "ბედის ირონია", უცხოურებიდან - "ქალი და მამაკაცი", "ანჟელიკა" და კიდე რრომელი ერთი გავიხსენო. ფუჭი შრომა და ფულის ხარჯვაა. არ ამართლებს.
16:29 / 09-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
საინტერესოა, რას ამბობს დანელია ამ ფაქტზე. ზოგადად, ვთვლი, ასეთი პროექტები მხოლოდ კომერციული გათვლებისთვისაა და მხატვრული თვალსაზრისით თავიდანვე კრახისათვისაა განწირული.
15:20 / 08-06-2016
გამოხმაურება / 0 /
111
მიმინო კულტად ითვლება და ნუ გააფუჭებთ ამ შთაბეჭდილებებს და შეგრძნებებს! არცერთი საკულტო ფილმის მეორე ნაწილი არ ყოფილა იგივე დონის რაც პირველი ნაწილი. (ნუ ნათლიმამას თუ არ გავითვალისწინებთ)
10:40 / 08-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მიკა
არ იქნება კარგი, მთავარი გმირებიდან ერთი ცოცხალი აღარაა და მეორეც დაგვიბერდა!
17:27 / 07-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS