12 სექტემბერი, 2013
რის გამო უწევს თამუნა ლეკვეიშვილს წონასთან ჭიდილი
ერთ-ერთ სცენაში მე არ უნდა ვყოფილიყავი, არადა, ვასო მეძახის გამწარებული, გააჩერა გადაღება, ამოდიო. მივედი და მეუბნება, აქ იდექი, ტელევიზორში გამოჩნდებიო თამუნა ლეკვეიშვილის ''ფეისბუქის'' ალბომებში ბევრ მხიარულ, სასაცილო ფოტოს ნახავთ. ჩვენ ერთ-ერთი ამოვარჩიეთ და თამუნას მისი ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- პირველ რიგში, გვიამბე, რა დამოკიდებულება გაქვს ფოტოსესიასთან, როგორი ფოტოები მოგწონს, ემზადები თუ არა წინასწარ, თუ ბუნებრივი ეფექტი გირჩევნია?
- თუ კარგად გამოვიყურები, მიყვარს სურათების გადაღება. ძირითადად მაინც ვემზადები ხოლმე სურათის გადასაღებად, თუმცა ვცდილობ, ბუნებრივი გამომეტყველება მქონდეს.
- რას ანიჭებ უპირატესობას, თმა უნდა გქონდეს ფორმაში, მაკიაჟი გაკეთებული თუ სასურველი წონა?
- სამივე, რა თქმა უნდა. მაგრამ პირველ რიგში, სასურველი წონა.
- ახლა როგორი წონა გაქვს, შვებულებამ ხომ არ იმოქმედა?
- მოვიმატე, მაგრამ მაინც კარგად გამოვიყურები. ჩემი წონასთან ჭიდილი ფეხმძიმობების ბრალია.
- რა ასაკის არიან შენი შვილები?
- ნინი სამ-წლინახევრის არის, ნიკოლოზი - წლინახევრის. ნელ-ნელა ჩავდგები ფორმაში.
- შვებულება როგორ გაატარე, დაისვენე სადმე?
- ოჯახთან ერთად ვისვენებდი ბაკურიანში მშვიდ და პენსიონერულ რეჟიმში.
- მეუღლე კმაყოფილი იყო ალბათ...
- გიგის ცოტა გაუჭირდა ასეთ სიწყნარესთან და სიმშვიდესთან შეგუება, ამიტომ პერიოდულად თბილისში ბრუნდებოდა.
- ორი ბავშვის თანხლებით სიწყნარეში დასვენება ცოტა წარმოუდგენელია...
- ბავშვები მთელი დღე საქანელებზე იყვნენ, ამიტომ სახლში სიწყნარე იყო, თანაც, ხმაურიანები არ არიან ჩემი შვილები.
- ახლა ამ ფოტოზე გვიამბე, საკმაოდ სახალისო სცენა ჩანს, სადაა გადაღებული, რა ხდება?
- ეს ფოტო კლიპის გადაღებას უკავშირდება. შარშან ზაფხულში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ''კომედი არხისთვის'' ''რაჭა ჩემი სიყვარულის'' პაროდიას ვიღებდით.
Rating
- ვასო ფხაკაძე ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ხომ არ გაუპროტესტებია ქალის სამოსი?
- არა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ვასოს ქალის ფორმა ეცვა, მშვენივრად ირგებს ''დაისის'' მოცეკვავე ქალის როლს (იცინის) და ცეკვავს კიდეც, თუ საჭიროა. სკეტჩებში გვქონია მსგავსი ნომრები.
- აქ მართლა ცომს ზელთ, როგორც ვხვდები. ვინ მოზილა?
- ცომი რეკვიზიტი იყო, თონედან მოიტანეს.
- ისე, იცი ცომის მოზელა?
- არასდროს მომიზელია, თუმცა ვიცი.
- როგორ, თეორიულად?
- ჰო (იცინის).
- ''კომედი ჯგუფის'' გადაღებები კურიოზებისა და სახალისო შემთხვევის გარეშე არ ჩაივლიდა. იქნებ, გაიხსენო რომელიმე ისტორია.
- ერთ-ერთ სცენაში მე არ უნდა ვყოფილიყავი, არადა, ვასო მეძახის გამწარებული, გააჩერა გადაღება, ამოდიო. მივედი და მეუბნება, აქ იდექი, ტელევიზორში გამოჩნდებიო.
- თამუნა, პაპარაცების ობიექტივში თუ მოხვედრილხარ, თუნდაც პლაჟზე ან ისე, სხვა დროს?
- რამდენჯერაც გინდა. მიგრძნია, რომ ვიღაც ჩუმად მიღებს სურათს. წელსაც, ბორჯომის პარკში დავაფიქსირე, რომ მიღებდნენ.
- მერე, აღმოგიჩენია ის ფოტო ინტერნეტში?
- ჯერჯერობით, არა.
- თავად თუ გიყვარს ფოტოების გადაღება, ფოტოხელოვნება?
- მიყვარს. თავი გავიგიჟე, სანამ კარგი აპარატი არ ვიყიდე. მინდოდა, ფოტოხელოვნებას ვზიარებოდი, მაგრამ ახლა საოჯახო ფოტოებისთვის ვიყენებ იმ აპარატს. არ შედგა ჩემგან ფოტოხელოვანი, თუმცა კარგი ფოტოები ჩემზე დადებითად მოქმედებს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
დათო
ყველანაირი სიამოვნება ქალბატონებს. 555 125 317.
09:08 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
ძალიან მიყვარხარ თამო შენც და მთლიანად თქვენი კოლექტივი.მაგრები ხართ გაიხარეთ:*:*:
00:59 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ცომსაც ვზელ ხაცჰაპურებსაც ვაკეტებ სახლსაც მე ვალაგებ და 3 კაცს ვუვლი ხო ვმუსჰაობ და ფორმასჰიც ვარ მგონი
10:57 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა უსაქმური ხალხი ხართ ცომის მოზელვა თუ არ იცის თავისი საქმე ხომ იცის ხომ ერთობით?
15:17 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
თქვენი მოსაწონი ხო არავინაა... მეც არ ვიცი ცომის მოზელა და თავი სულაც არ მგონია დიდი ვინმე. თქვენ რაა ყველაფერი იცით დავიჯერო????უბრალოდ ბოღმიანი ადამინები ხართ, ცნობადი სახეების მიმართ და არ გასკდეთ მალე!
13:02 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანია
მე უბრალო ადამიანი მეგონე თამუნა,შენ თურმე ვარსკვლავებს ეთამაშები :))))
12:32 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინე
რატომ ლანძღავთ? თუ მართლა არ იცის, სამარცხვინოა და თუ ცრუობს ორმაგად სირცხვილიიიიააა. თუმცა ახლა ასეა მიღებული. სირცხვილია კარგი დიასახლისობა
12:30 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვ-ასო
ცომის მოზელა არ იცის ზესტაფონელმა? თავი ელისო ვირსალაძე ხომ არ ჰგონია? მართლა გოიმი აღმოცნდა!
09:21 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS