14 მაისი, 2016
ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების კოლექცია გია ჯაჯანიძის სახლში და რატომ ოცნებობს სირაქლემაზე ცნობილი წამყვანი?
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ყოველთვის ექსტრავაგანტურობითა და არაორდინარულობით გამოირჩევა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ორი თვე მაღალსართულიან კორპუსში მელასთან ერთად ცხოვრობდა, იქ კარტოფილი, გოგრა, კიტრი, ლიმონი და ლობიო მოჰყავს, ახლო მომავალში კი სირაქლემას შეძენას გეგმავს.

- სახლი ჩემთან ასოცირდება სავარძელთან. სახლში არასოდეს ვარ მარტო. ფიზიკურად ადამიანების ყოფნას არ ვგულისხმობ. ვზივარ სავარძელში, ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ, შევდივარ ფეისბუქში მხოლოდ იმიტომ, რომ შევიტყო სიახლეების შესახებ. თუ ვინმეს რამე პოლემიკა უნდა, იმ წუთას ტელეფონის ნომერს
ვაძლევ, რადგან ბევრი წერის დრო არ მაქვს. მარტოობის შეგრძნება არასოდეს მქონია. ფიქრში ჩემთან არიან ადამიანები, მაქვს დიალოგი, ვაწყობ გეგმებს, ვწერ პროექტებს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მარტო არასოდეს ვრჩები.

- მეგობრები ხშირად გსტუმრობენ?
- არ მიყვარს სტუმრები. არ იფიქროთ, რომ სტუმართმოყვარე არ ვარ. თუ გაქვს საქმე, უნდა მოხვიდე. თუ მომენატრე, მოგენატრე და დავთქვით, რომ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ, ეს უნდა დავაწყო წინასწარ, დავგეგმო. დაუგეგმავი სტუმრობებისთვის დრო არ მაქვს.

- რემონტის საკითხში რამდენად ერკვევით?
- არ მიყვარს ეგ პროცესი. ვერ ვიტან რემონტს, არეულობას. ჩემს სახლში მაშინ კეთდება რემოტი, როცა უცხოეთში ვარ. ჩამოვდივარ და გამზადებული მხვდება ყველაფერი.

ბატონი გიას სახლში უამრავ უცნაურ, თუმცა მრავლის მთქმელ ნივთს შეხვდებით.

გარყვნილი მზე

Rating
- ყველა ნახატი, რაც ჩემს სახლში ნახეთ, ჩემი შექმნილია და ყველას ერთი სახელი ჰქვია - "ბედნიერება". ეს ფოტოები არის ადამიანის პორტრეტები. იცით, რატომ ჰქვია ამ სურათს "გარყვნილი მზე"? არსებობენ ადამიანები, რომელიც ძალიან საყვარლები, თბილები, კეთილები არიან, გარკვეული ოპერიოდის შემდეგ ხვდები, რომ ეს ადამიანი არის გარყვნილი, გათახსირებული, მაგრამ მზეა, ის უყვარს დედას, მამას, მეგობრებს, მიყვარდა მეც.იხილეთ სრულად +ფოტობი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS