- 17 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. საკუთარი სახლი არ მქონდა, ამიტომ ქირით ვცხოვრობდი. როცა გიგას გავყევი ცოლად,
როცა გიგამ რემონტი დაიწყო აჭარაში ვიყავი. ჩამოვედი და უკვე გამზადებული სახლი დამხვდა, ბარგიც კი გადმოეტანა. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ. როცა ამ სახლზე ვსაუბრობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. მე აქ არაფერი გამიკეთებია, ამიტომ ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ ან დედოფალივით ვცხოვრობ, უბრალოდ გიგას უყარს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. რჩევა რომც მკითხოს, ბოლოს მაინც ისე გააკეთებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ვენდე და მივუშვი საკუთარ ნებაზე. მეც, როცა რამეს ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, არ მიყვარს, რომ მერევიან. ხასიათით ძალიან სულსწრაფი ვარ და ვცდილობ საქმე მალე დავასრულო. გიგა თითოეულ დეტალს აკვირდება და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდება.
- თქვენი გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს? როცა ნახეთ ბინა რამე შენიშვნა ხომ არ შეიტანეთ?
- არანაირი შენიშვნა არ შემიტანია. ძალიან მომეწონა, სადა და კომფორტულია. ფერები გემოვნებითაა შერწყმული. ავეჯი გემოვნებით გალნაგებული. ხარისხიც არაჩვეულებრივია. სახლი სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. საუკეთესო ხელოსნების გუნდი შეკრა. გამართლებაა, როცა მოგდის საქმის პროფესიონალი ხელოსანი, შემოქმედებითად უდგება ყველაფერს. ძნელია, როცა უხდი ფულს, ის კი იკარგება, პერიოდულად გამოჩნდება, უღიმღამოდ უდგება საქმეს და გაწამებს. ჩვენი ხელოსნები კოლექტიურად და მეგობრულად მუშაობდნენ, ამიტომ საკმაოდ მალე დაასრულეს რემონტი. იხილეთ სრულად + ფოტოები