ღმერთო, რა გვეშველება, მართლა ტრამპი რომ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი?
დონალდ ტრამპი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან უყვარს ყველაფერი ძვირფასი, მდიდრული.
ფოტოზე თქვენ ხედავთ ამერიკელ ბიზნესმენს თავის ოჯახთან ერთად. ალბათ ფიქრობთ,
ამ სახლში ტრამპი ცხოვრობს მეორე ცოლ მელანისა და ვაჟ ბარონთან ერთად. პენტჰაუსის ინტერიერი განთავსებულია ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის ბოლო სამ სართულზე. ეს პროექტი 1983 წელს დიზაინერმა ანჯელო დონგიამ დააპროექტა.
მთლიანი ტერიტორია მოპირკეთებულია მარმარილოთი და 24-კარატიანი ოქროთი. პროფესიონალი დიზაინერის, დონგიას აზრით, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ლუდოვიკო XIV სტილის ინტერიერი.
პენტჰაუსის კედლები, სვეტები და იატაკი მთლიანად მარმარილოსია. ჭაღი, რა თქმა უნა, ბროლისაა. უკანა ხედზე კი დაინახავთ თეთრი მარმარილოს შადრევანს. ჭერი მოხატულია ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა, ჭერის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრი მაინც რომ ყოფილიყო, თუმცა ამერიკული ცათამბჯენის მოკრძალებულ სივრცეში ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად და უგემოვნოდ გამოიყურება.
სანათები, ლარნაკები, ჭურჭელი არის ოქროსი. მაგიდაზე, ბრინჯაოს ქანდაკები წინ დევს მუჰამედ ალის 15.000-დოლარიანი წიგნი-ტრიბუტი. იხილეთ სრულად + ფოტოები