27 აპრილი, 2016
ასე ცხოვრება მართლა არ შეიძლება - დონალდ ტრამპის ოქროში ჩაფლული რეზიდენცია
ალბათ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წამოყენების სურვილზე განაცხადა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა. ეს ადამიანი ძალიან თავისებური, ექსტრავაგანტური პოლიტიკოსია, ის გამოირჩევა პროვოკაციულობით და რბილად რომ ვთქვათ უცნაური, სულელური თუ არა, გამონათაქვამებით. მიუხედავად ამისა, მას ბევრი მომხრე ჰყავს და ამერიკული საზოგადოება უკვე საგონებელშია ჩავარდნილი:

ღმერთო, რა გვეშველება, მართლა ტრამპი რომ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი?

დონალდ ტრამპი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან უყვარს ყველაფერი ძვირფასი, მდიდრული.

Rating

ფოტოზე თქვენ ხედავთ ამერიკელ ბიზნესმენს თავის ოჯახთან ერთად. ალბათ ფიქრობთ,
რომ ეს ფოტო სადმე მუზეუმში ან სასახლეშია გადაღებული. ნურას უკაცრავად, ეს დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია.

ამ სახლში ტრამპი ცხოვრობს მეორე ცოლ მელანისა და ვაჟ ბარონთან ერთად. პენტჰაუსის ინტერიერი განთავსებულია ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის ბოლო სამ სართულზე. ეს პროექტი 1983 წელს დიზაინერმა ანჯელო დონგიამ დააპროექტა.

მთლიანი ტერიტორია მოპირკეთებულია მარმარილოთი და 24-კარატიანი ოქროთი. პროფესიონალი დიზაინერის, დონგიას აზრით, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ლუდოვიკო XIV სტილის ინტერიერი.

პენტჰაუსის კედლები, სვეტები და იატაკი მთლიანად მარმარილოსია. ჭაღი, რა თქმა უნა, ბროლისაა. უკანა ხედზე კი დაინახავთ თეთრი მარმარილოს შადრევანს. ჭერი მოხატულია ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა, ჭერის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრი მაინც რომ ყოფილიყო, თუმცა ამერიკული ცათამბჯენის მოკრძალებულ სივრცეში ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად და უგემოვნოდ გამოიყურება.

სანათები, ლარნაკები, ჭურჭელი არის ოქროსი. მაგიდაზე, ბრინჯაოს ქანდაკები წინ დევს მუჰამედ ალის 15.000-დოლარიანი წიგნი-ტრიბუტი. იხილეთ სრულად + ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კახი
ეს კაცი ავადაა.მიხედოს ვინმემ.
21:38 / 29-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS