05 სექტემბერი, 2013
მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს
ახლა სერიალის პოპულარობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის, რომ ''კომედი შოუდან'' მცნობდნენ. სიმართლე გითხრათ, არც მსიამოვნებს, რომ ახსოვთ ''კომედი შოუს'' მსახიობი რომ ვიყავი მსახიობი მაშო მელქაძე ბევრმა ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო. მანამდე მან თეატრში რამდენიმე ძალიან კარგი და რთული როლი შეასრულა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ის როლები ბევრს ნანახი არ აქვს და როდესაც მაშოს ინტერვიუს კითხულობენ, ზოგი კომენტარს აკეთებს, ეს გოგო ვინაა, მისგან ინტერვიუს ერთი შესრულებული როლის გამო რატომ იღებენო. ასეთი კომენტარების გამო გული ძალიან
სწყდება.

რატომ არ მოსწონს ''ქლაბ შოუში'' მუშაობის პერიოდი

- მაშო, მშობლები რას საქმიანობენ?
- მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან. მამა პროფესიით ეკონომისტია. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. მამას საკუთარი ბიზნესი აქვს. დედას, მარინა მელქაძეს, საკუთარი მაღაზია აქვს. ორივე თავისი ბიზნესით არის დაკავებული.
Rating
- დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ?
- ერთი წლის ვიყავი, რომ დაშორდნენ. მყავს უფროსი და ნინო. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. ალბათ ერთი წლის ვიქნები. მამას მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი გოგონა - ანი და სალომე.
- დედამ შექმნა მეორედ ოჯახი?
- დედას მეორედ ოჯახი არ შეუქმნია. ძალიან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვთ ჩემს მშობლებს. ოჯახებით ვახლობლობთ და დასასვენებლადაც ერთად მივდივართ ხოლმე.
Rating
- მომდევნო ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?
- დასა და დედასთან ერთად. ეს ფოტო ძალიან მიყვარს.
- დები ბავშვობიდან მეგობრობდით?
- ბავშვობაში მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვქონია. მე უფრო ცელქი ვიყავი. ჩემი და წყნარი იყო. დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი და არის.
- გარეგნულად ვის ჰგავხართ?
- მე - დედას, ჩემი და კი მამას ჰგავს.
Rating
- სახელი ვინ დაგარქვა?
- მარიამი მქვია, ნათლია დაბადებიდან მაშოს მეძახდა. ნიკუშა წულუკიძესთან ვემზადებოდი, თეატრალურში რომ ვაბარებდი და მაშოს მეძახდა. მერე თატრალურში ყველა მაშოს მეძახდა. დღეს მარის მარტო დედა მეძახის.
- მომდევნო ფოტო როდის გაქვს გადაღებული?
- სურათზე თხუთმეტი წლის ვარ. დედასთან, ჩემს დასთან, დისშვილსა და ჩემს მეგობართან ერთად ვარ.
Rating
- კარგი და დამჯერი ბავშვი იყავი სკოლაში?
- მხოლოდ ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში მყავდა კარგი ნიშნები. დაანარჩენ საგნებში სამები, ორიანები და ოთხიანები. მათემატიკაში ორიანი მყავდა, მაგრამ ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ფანდებით გამყავდა ჩემი თავი.
- რომელი სკოლა დაამთავრე?
- 141-ე, მაგრამ ბოლო ორი წელი, ფაქტობრივად, არ მივლია. სახლში ვემზადებოდი.
- რა ფანდები იცოდი, რომ ნიშნებს არცოდნის შემთხვევაშიც გიწერდნენ?
- ძირითადად ვიწერდი, ან მასწავლებელთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, რომ თავს ვაყვარებდი, ნაკლებად მეჩხუბებოდნენ და არ აქცევდნენ ყურადღებას ჩემს სწავლას. გამორჩეული ბავშვი ვიყავი და ყოველთვის ვმონაწილეობდი კონკურსებში. მათემატიკასა და ფიზიკაში სუსტი რომ ვიყავი, ამას დიდ ყურადღებას არავინ აღარ აქცევდა.
- თავიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდი?
- ექვსი წლიდან თეატრალურ სტუდია ''ბერიკებში'' დავდიოდი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სურათი ''ბერიკების'' სტუდიის წევრებთან ერთად მაქვს გადაღებული. ჩემ გვერდით არჩილ სოლოღაშვილი ზის. არჩილი ჩემი ცეკვის მასწავლებელი იყო. თვითონაც მოსწავლე იყო და პატარებს გვასწავლიდა.
Rating
- როგორც ვიცი, თავისუფალი თეატრის მსახიობი ხარ. ამ თეატრში როგორ მოხვდი?
- მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა დამიბარა. მითხრა, რომ ''ძმებში'' უნდა მეთამაშა. აპოლონ კუბლაშვილისა და ნიკო გომელაურის პარტნიორი ვიყავი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა ეს რთული როლი შევასრულე. მას შემდეგ თავისუფალ თეატრში ვარ.
- თეატრის მსახიობები ყოველთვის გულისტკივილით აღნიშნავენ, არავინ გვიცნობს და საკმარისია ეკრანზე ერთი წუთი გამოჩნდე, რომ მაშინვე ყველა შენზე ლაპარაკობსო.
- მართლაც ასეა. თეატრში რამდენიმე ისეთი როლი მაქვს შესრულებული, რომელშიც ძალიან დიდი შრომა ჩავდე, მაგრამ იმ როლების შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. თეატრში ალბათ ათას ხუთას კაცს აქვს ნანახი. აქედან გამომდინარე, გული მწყდება, რომ პატარა შესრულებული როლით, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, შეიძლება პოპულარული გახდე. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ყველა რომ გცნობს და უყვარხარ. ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია. მაგრამ ყველას ჰგონია, რომ სერიალში შესრულებული როლის იქით არაფერი გაგიკეთებია და ინტერნეტში კომენტარებს წერენ ხოლმე, კარგით რა, ეს გოგო რატომაა ასეთი პოპულარულიო. ყველას თავისი გემოვნება აქვს. კარგი იქნება, სერიალის გარდა მაყურებელი თეატრიდან მიცნობდეს და ისე აკეთებდნენ კომენტარებს. პირველი ინტერვიუ მაშინ მთხოვეს, როცა ''ქლაბ შოუში'' გამოვჩნდი. არადა, თეატრის მსახიობი ''კომედი შოუში'' იმიტომ წავედი, რომ უფრო მეტი შემოსავალი მქონოდა და არა იმიტომ, რომ პოპულარობა მინდოდა. ახლა სერიალის პოპულარობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის, რომ ''კომედი შოუდან'' მცნობდნენ. სიმართლე გითხრათ, არც მსიამოვნებს, რომ ახსოვთ ''კომედი შოუს'' მსახიობი რომ ვიყავი. ვფიქრობ, რომ შოუში ძალიან უინტერესო ვიყავი.
- ასე რატომ ფიქრობ? მე, მაგალითად, შენი და ეკა აფშილავას რამდენიმე სკეტჩი დამამახსოვრდა და ვერ ვიტყოდი, რომ კარგად ვერ ითამაშე.
- ''კავეენშიკი'' არ ვარ და ჩემს თავს რომ ვუყურებ იმ სკეტჩებში, ცოტა მრცხვენია.
- ასეთ იუმორისტულ გადაცემაში კიდევ რომ შემოგთავაზონ მონაწილეობა, უარს იტყვი?
- ყურადღებას მივაქცევ რა ფორმატის გადაცემა იქნება. ''ქლაბ შოუში'' მე თვითონ არ ვწერდი ხუმრობებს. ტექსტს მაძლევდნენ. ზოგს ვიგებდი, ზოგს ვერ ვიგებდი. ეკრანზე პირველი გამოჩენა მოგვიანებით არასასიამოვნოდ მახსენდებოდა. დღევანდელი ჩემი პოპულარობა სასიამოვნოა. რადგან ის ხუმრობები, რომელიც ჩემთვის იწერება, მომწონს.

რეკორდი, რომელიც დაბადებიდანვე მოხსნა მისმა შვილმა

- მიყვებოდი, ბევრი როლი მაქვს შესრულებული, მაგრამ არ იციანო. რომელ როლს გამოარჩევდი, რომელიც მაყურებელმა არ იცის და შენ ბევრი გაქვს ნამუშევარი?
- ყველაზე მეტი სპეკტაკლ ''ფსიქოზზე'' ვიმუშავე. ეს სწორედ ამ სპექტაკლის პლაკატია. ვაკის სარდაფში დაიდგა. ოთხი ადამიანი ვმუშაობდით და მთავარი როლი მქონდა. თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილს ისე აქვს ყველაფერი აწყობილი, რომ ახალ სპექტაკლს ორ კვირაში დგამს და ორ კვირაში დადგმულ სპექტაკლში ფიზიკურად ვერ დაიღლები.
Rating
- მომდევნო სურათი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდანაა'' . შენს გმირს როგორ დაახასიათებდი? 
- სერიალს იმიტომ უყურებენ აქტიურად, რომ დღევანდელობაა წარმოდგენილი. ყველას გვყავს ისეთი ნაცნობები, რომელსაც სერიალში ვუყურებთ. ჩემი გმირი ერთი შტერი, საყვარელი, ტუტუცი გოგოა. მამიკოს შვილია და იმიტომ მუშაობს, რომ სადმე იაროს. მე თუ მკითხავთ, ძალიან სასაცილო გოგოა. გადაღებები მალე დაიწყება. არასდროს არ ვიცი, რომელ სეზონში ვიქნები და რომელში არა. ისე მოხდა, რომ დიდხნს დავრჩი სერიალში და ეს ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონშიც ვიქნები. დიდი მოთმინებით ველოდები სერიალიდან ზარს.
Rating
- სერიალში ფეხმძიმეც თამაშობდი. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდა?
- დღეში მხოლოდ ორი საათი მქონდა გადაღება და თან ხელს მიწყობდნენ.
- შენმა შვილმა რეკორდი მოხსნა. რამდენიმე დღის იყო, ეკრანზე რომ გამოჩნდა.
- ჩემი შვილი ჯერ კიდევ მუცელში იყო, როდესაც ეკრანზე გამოჩნდა. ''ჯიდიესზე'' იყო გადაცემა, სადაც ნაყოფზე იყო საუბარი. ექოსკოპია გადავიღე. ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ეკრანზე ჩემი შვილის გულისცემა აჩვენეს. ოთხი დღის იყო, როდესაც სერიალში ითამაშა.
- აიღო ანაზღაურება?
- ანაზღაურებას მე და ჩემი შვილი ერთად ველოდებით და სამახსოვროდ აუცილებლად რამეს შევიძენთ.
- მეუღლემ ხომ არ გააპროტესტა შვილის ეკრანზე გამოჩენა?
- სამსახურში იყო, რომ დავურეკე და ვუთხარი, გადაღებებზე მიმყავს-მეთქი. რა თქმა უნდა, დამთანხმდა. ყველა მამას ესიამოვნება, რომ მისი შვილი ეკრანზე დაინახოს.
- რთული როლი ჰქონდა, ბიჭი ითამაშა.
- ყველაზე რთულია, როცა ქალი მამაკაცის როლს ასრულებს. მე ეს ჯერ ვერ მოვახერხე და ჩემმა შვილმა შეძლო, მამაკაცის როლი შეესრულებინა.
- გინდა, შენმა შვილმაც შენი გზა გააგრძელოს და მსახიობი გამოვიდეს?
- ჩემი რჩევა იქნება, რომ მსახიობი არ იყოს, მაგრამ არ ავუკრძალავ. რთულია მსახიობობა და დაუფასებელი. თან ამ პროფესიაში ცოტა სხვანაირი ხასიათი უნდა გქონდეს, რაც მე არ მაქვს. ჯობია ისეთი პროფესია აირჩიოს, სადაც საკუთარი შრომით ბევრ რამეს მიაღწევს.
რატომ დაიწუნა მეუღლემ კასტინგზე
- მომდევნო ფოტოზე მეუღლესთან ერთად ხარ? მეუღლე რას საქმიანობს?
- დავით ქელეხსაშვილი პროფესიით ოპერატორია. მუშაობს ტელეკომპანია ''ჯიდიესში'' . ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტექნიკური პროდიუსერია.
Rating
- ბერა ივანიშვილს ალბათ კარგად იცნობს.
- უკვე ორი წელია მეგობრობენ.
- რადგან მეუღლე ამ ტელევიზიაში მუშაობს, ტელეწამყვანობაზე ხომ არ გიფიქრია?
- უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, ერთ სამსახურში რომ ვყოფილიყავით. კასტინგი გავიარე ''ჯიდიესზე'' და ჩემთვის წარმატებით არ დასრულდა.
- მეუღლემ დაგიწუნა კასტინგზე?
- ერთ-ერთი ჩემი მეუღლეც იყო, მეორე კი ჩემი ბიძა. არ უნდოდათ, რომ ამ ტელევიზიაში მემუშავა.
- რა გადაცემაზე ტარდებოდა კასტინგი?
- ზოგადად წამყვანების კასტინგი იყო, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ არ უნდოდათ, მეც რომ ამ არხზე მემუშავა. მომავალში არ ვიცი, რა იქნება. თუ ბიძა და მეუღლე არ იქნებიან წინააღმდეგი, კიდევ მივიღებ შერჩევაში მონაწილეობას. მთავარია, კარგი და საინტერესო სამსახური მქონდეს.
- როგორც ვიცი, მეუღლეს ჰქონდა ოჯახი.
- ნამდვილად ასეა. ჰყავს ბავშვი, ორი წლის თუთიკო. მას ჯერჯერობით პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ველოდები და ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ.
- პუტკუნა შვილი გყავთ, აშკარად ჭამა უყვარს?
- კატო სახის ნაკვთებით დათოს ჰგავს. ტანით - ბებიას.
Rating
- მეუღლეს როგორ შეხვდი?
- დათოს შვიდი წელია ვიცნობ. კარგი მეგობრები ვიყავით. ერთმანეთი არ მოგვწონდა. მხოლოდ ვმეგობრობდით. შარშან გაზაფხულზე შევეხმიანეთ. უბრალოდ გავისეირნეთ. კაფეში დავსხედით. მაშინ გამომიტყდა, რომ ძალიან მოვწონდი. მოგვიანებით მეც მივხვდი, რომ მომწონდა. ოთხი თვე გვიყვარდა ერთმანეთი. მეხუთე თვეს უკვე ერთად დავიწყეთ ცხოვრება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
Maia
Ras archevt sxvisi ojaxis saqmeebs.tvinon uket ician vistan icxovron da ramdeni xnit.rac sheexeba mashos bavshvobidan vicnob.unichieresi gogoa.tavisupal teatrshi visac dzmebshi masho unaxavs arasdros daaviwydeba.warmatebebs gisurveb sayvarelo.dafasebuliyos saqartveloshi sheni nichi.
17:54 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნადია
დავიჯერო ეხლა ამ უსაქმურებს უფრო ადარდიბდა ამ ბავშვის ბედი ვიდრე მამას?
02:22 / 06-09-2017
გამოხმაურება / 0 /
კიკ
რა სასაცილოები ხართ, რა ეშველება და უკეთესად იქნება.თუთიკოს მამა თუ მოიკვანა ცოლი ,რა თუთიკოს დედიკო ვერ გათხოვდებააა?!
15:20 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნელიკო43
წარმატებებს გისურვებ საყვარელო, ნამდვილად ნიჭიერი ხარ.
20:32 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს კარგია მაგრამ იმ 2 წლის თუთიკოს რა ეშველება.მამა არ უნდა?
18:07 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS