04 სექტემბერი, 2013
ნინა დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა ნინა წკრიალაშვილი დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ყოფილ ქმარს გლოვობდა, უკვე შეყვარებულია.

როგორც მისი ახლო მეგობრები ამბობენ, ნინას რჩეული ბადრი პატარკაციშვილის ძმა კობა პატარკაციშვილი გახლავთ. ვინ არის კობა პატარკაციშვილი?.. მის შესახებ ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ.

2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტი მას, როგორც კანონიერ ქურდს, ისე მოიხსენიებდა. ''ბადრი პატარკაციშვილის ძმა კანონიერი ქურდია, თვითონ
კი დღე და ღამე თავისი არხით კანონიერი ქურდების დადანაშაულების პროპაგანდას ეწეოდა'', - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.

პრეზიდენტის ბრალდებები კობას მაშინ სასაცილოდ არ ეყო. ''9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მამობა ბადრიმ გამიწია. ბადრი ჩემი მეორე მამა იყო. სწორედ მან გამიშვა ამერიკაში განათლების მისაღებად'' , - ჰყვებოდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

კობა პატარკაციშვილს ამერიკელი ცოლი ჰყავს. ვანესა, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, რამდენჯერმე ნახა და შეუყვარდა. წყვილს ჰყავთ შვილი - ნიკოლასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კობა ხუმრობდა, რომ ქორწილამდე ამერიკელი მეუღლე თბილისში რამდენჯერმე ჩამოიტყუა. მაშინ ბადრის ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო და პატივისცემის ნიშნად ფეიერვერკიც მიუძღვნა.
Rating
მიუხედავად იმისა, რომ კობა ბადრი პატარკაციშვილის ნახევარძმა გახლავთ, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბადრის ოჯახთან.

კობამ განათლება ამერიკაში მიიღო, სადაც შვიდი წელი ცხოვრობდა, შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი ბიზნესი ააწყო.

რაც შეეხება მისი და ნინა წკრიალაშვილის ურთიერთობას, ეს სიახლე ალბათ ბევრისთვის აღმოჩნდება მოულოდნელი. მიზეზი კი უამრავი გახლავთ. პირველი ის, რომ კობა დაოჯახებულია.

მეორე მიზეზი კი ნინაა, რომელიც ყველა ბოლოდროინდელ ინტერვიუში ყოფილ ქმარს მისტირის და ამბობს, რომ ამ ტკივილს დიდი ხანი ვერ დაივიწყებს.
Rating
ეჭვი, რომ ნინა შეყვარებული იყო, ჯერ კიდევ იურმალაში, ''ახალი ტალღის'' კონკურსზე მისი ყოფნის დროს გაჩნდა. ბოლო დროს სევდიანი ნინა, კონკურსზე უჩვეულოდ გამხიარულებული ჩანდა.

ფაქტია, რომ თავადაც სურდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და ამაში მეგობრებიც ეხმარებოდნენ. კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ კი მისი ახლო წრიდან გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნინას გახალისების მიზეზი მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლავთ.

როგორ მოხვდა ნინა ''ახალ ტალღაზე'' , სადაც გამგზავრებას არცთუ მცირე თანხები და ამასთანავე, საჭირო კავშირებიც სჭირდება, თავიდანვე ეჭვის მიზეზი გახდა. ის არც სალომე ქათამაძის მუსიკალური პროდიუსერი ყოფილა და არც ტელეკომპანია ''იმედში'' მუშაობს. სპეციალური ჯგუფი კი მხოლოდ ასეთი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

მას შემდეგ, რაც ''იმედი'' პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა, ოჯახმა თავისი გავლენა ბოლომდე აღიდგინა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ''ახალი ტალღის'' ტრანსლირებას და მონაწილეების შერჩევა-წაყვანას სწორედ ეს ტელეკომპანია უზრუნველყოფდა.

ჩვენი ინფორმაციით, კობა პატარკაციშვილი აქტიურადაა ჩართული ამ კონკურსის კულუარებში და სწორედ ის წყვეტდა, ვინ უნდა წასულიყო იურმალაში მონაწილეების გარდა. სწორედ ამიტომ მოხვდა იქ ნინა.

ნინას ''ფეისბუქის'' გვერდზე კონკურსზე გადაღებული უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ალბათ გახსოვთ, ჩაცმულობის გამო ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ უგემოვნოთა ათეულშიც კი შეიყვანა, მაგრამ მომღერალს ამაზე დიდად არ უნაღვლია.

ფოტოებზე, სადაც ნინა ბედნიერი იღიმება, კობა პატარკაციშვილიცაა აღბეჭდილი, თუმცა ნინამ გარკვეული დროით მოახერხა ახალი რომანის დამალვა.
Rating
პრესისთვის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი აცხადებდა, რომ მძიმე მდგომარეობიდან ფსიქოლოგის დახმარებით გამოვიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ფსიქოლოგი პროფესიით მართლა ფსიქოლოგი გახლდათ თუ არა...

ნინას სამეგობრომ ისიც გაგვანდო, რომ მომღერალს ძალიან ეშინოდა, პრესას და განსაკუთრებით ''რეიტინგს'' არ გაეგო მისი ახალი რომანის შესახებ.

უცნაურია, რა გახდა მისი შიშის მიზეზი, ჩვენ არავისთვის ჩამოგვირთმევია სიყვარულის უფლება და არც ერთი რესპონდენტი არასოდეს გაგვიკიცხავს ამის გამო.

პირიქით, ყოველთვის სიამოვნებით ვაშუქებთ სიყვარულის ამბებს და ეს ნინას შემთხვევაშიც არაერთხელ მომხდარა.

უკვე დიდი ხანია, რაც ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერია. ამის გამო ის არაერთხელ გაეხვა შარში და ბევრი დამცირება და ლანძღვაც აიტანა, თუმცა ბოლომდე გულწრფელად უჭერდა მხარს საყვარელ პარტიას და პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერაც არასოდეს დაუმალავს.

საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა, თუმცა ხატია შამუგიას და მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის სიყვარულის ამბის შემდეგ აღარაფერია გასაკვირი.

როგორც ჩანს, იქ, სადაც სიყვარულია, ჩვენი ბომონდი მაღალი კულტურით გამოირჩევა და პოლიტგემოვნებაზე არ დავობენ.

ნინას მეგობრებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ წყვილი რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც არაჩვეულებრივ დროს ატარებს. შვეიცარიიდან იტალიის კუნძულ კაპრზე გეგმავენ გადასვლას და საქართველოში 5 სექტემბრისთვის დაბრუნდებიან.

ნინას ბედნიერებას ვუსურვებთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ყველას ბედნიერება გვიხარია და სიამოვნებით დავუთმობთ მას ჩვენი ჟურნალის ფურცლებს ახალი სიყვარულის ისტორიის მოსათხრობად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ქეთი
გაანებეთ სხვის ცხოვრებას თავი.
11:03 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაა
ნინამ ტუ იცის სიყვარული?ეს ერტი და სხვა მრავალი.ამ აწყობილ ქალტან რა კაიფია?მედროვეეეეეეეეეეეეეეეე
11:00 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ოცნება ოცნებაშვილი
სალომე, ვარ 41 წლის უცოლო მამაკაცი. სურვილი მაქვს ცოლად შევირთო ქართველი მანდილოსანი 41 წლამდე ასაკის. ვცხოვრობ ვაკეში, ჭავჭავაძის 41-ში, 41-ე სადარბაზო, ბინა N41. გამომეხმაურე. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს გაუგებთ და ერთად ავიხდენთ "ოცნებებს"
10:59 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
Обычная дешевка, провинциалка и просто ЛОХУШКА! Да в Москве на нее даже и никто не плюнет! Да и кому вообще интересно похождения провинциальных потоскух? От них просто воняет и это все тошнотворно!
10:58 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
აუუუუუუ რა იდიოტია ამისი დამწერიც და ყველა ვისაც ამაზე მეტი სალაპარაკო არ აქვს , ყველამ თქვენ ტ......... მიხედეთ დაანებეთ ნინას თავი და იცხოვრეთ ბოღმის და სხვისი ლანძღვა გინების გარეშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
10:55 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
??
ვინ უარესია– ეს უნიჭო ჭორიკანა ჟურნალისტები, თუ შურიანი კომენტატორები?
10:54 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნინა გამოიგლოვე ქმარი? :)
10:51 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იმედი
ამ სალომე დადიანს კი მეტი ნიჭი არა აქვს სტატიები რაზე წეროს არ იცის განათლება და წიგნიერება არ ყოფნის, ვინც მაგას ჟურნალისტობა დააბრალა, მე იმისი, .... რამდენი ვიღაცა ერთმანეთს ლოგინში ჩაიგორებს დროის გასატარებლად იმდენის აფიშირება ხომ არ უნდა გააკეთოთ ტვინი აურიოთ მოზარდებს, ადრე ამ ყველაფერს ბოზობა და მსუბუქი ყოფაქცევა ერქვა და მალავდნენ და ეხლა რეკლამას უკეთებთ??? იმ ხალხსაც თავი დაანებეთ დრო ატარონ ერთმანეთსი თავისთვის და მოზარდებსაც ტვინს ნუ ურევთ, ჟურნალისტები კი არა ჭორნალისტები ხართ დადიანის ნაირებო , გვარს მაინც ნუ არცხვენთ ცოტა წიგნირება გამომამჟღავნეთ
10:50 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეეეეეჰჰჰჰ!!!!!
სირქალა სირქალაა რაღა უნდა თქვას ადამიანმა , უბრალოდ მაკვირვებს ერთი რამ მეტი საქმე რომ არ აქვს ქართულ მედიას , ქვეყანა თავზე გვენგრევა და ესენი ამისთანა იმბეცილების სექსუალური თავგადასავლების მორიგი სერიების აფიშირებით არიან დაკავებულები , ამით პირდაპირ რეკლამირებას უკეთებთ ასეთი უზნეო ხალხის ცხოვრების წესს !!!!!
10:48 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მანგო
სალომე–ს, შენ 41 ნომრიანი მაიკით დადიხარ ალბათ პაემანზე. არსად დაგეკარგოს ოცნება.
10:45 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS