04 სექტემბერი, 2013
ნინა დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა ნინა წკრიალაშვილი დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ყოფილ ქმარს გლოვობდა, უკვე შეყვარებულია.

როგორც მისი ახლო მეგობრები ამბობენ, ნინას რჩეული ბადრი პატარკაციშვილის ძმა კობა პატარკაციშვილი გახლავთ. ვინ არის კობა პატარკაციშვილი?.. მის შესახებ ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ.

2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტი მას, როგორც კანონიერ ქურდს, ისე მოიხსენიებდა. ''ბადრი პატარკაციშვილის ძმა კანონიერი ქურდია, თვითონ
კი დღე და ღამე თავისი არხით კანონიერი ქურდების დადანაშაულების პროპაგანდას ეწეოდა'', - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.

პრეზიდენტის ბრალდებები კობას მაშინ სასაცილოდ არ ეყო. ''9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მამობა ბადრიმ გამიწია. ბადრი ჩემი მეორე მამა იყო. სწორედ მან გამიშვა ამერიკაში განათლების მისაღებად'' , - ჰყვებოდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

კობა პატარკაციშვილს ამერიკელი ცოლი ჰყავს. ვანესა, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, რამდენჯერმე ნახა და შეუყვარდა. წყვილს ჰყავთ შვილი - ნიკოლასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კობა ხუმრობდა, რომ ქორწილამდე ამერიკელი მეუღლე თბილისში რამდენჯერმე ჩამოიტყუა. მაშინ ბადრის ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო და პატივისცემის ნიშნად ფეიერვერკიც მიუძღვნა.
Rating
მიუხედავად იმისა, რომ კობა ბადრი პატარკაციშვილის ნახევარძმა გახლავთ, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბადრის ოჯახთან.

კობამ განათლება ამერიკაში მიიღო, სადაც შვიდი წელი ცხოვრობდა, შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი ბიზნესი ააწყო.

რაც შეეხება მისი და ნინა წკრიალაშვილის ურთიერთობას, ეს სიახლე ალბათ ბევრისთვის აღმოჩნდება მოულოდნელი. მიზეზი კი უამრავი გახლავთ. პირველი ის, რომ კობა დაოჯახებულია.

მეორე მიზეზი კი ნინაა, რომელიც ყველა ბოლოდროინდელ ინტერვიუში ყოფილ ქმარს მისტირის და ამბობს, რომ ამ ტკივილს დიდი ხანი ვერ დაივიწყებს.
Rating
ეჭვი, რომ ნინა შეყვარებული იყო, ჯერ კიდევ იურმალაში, ''ახალი ტალღის'' კონკურსზე მისი ყოფნის დროს გაჩნდა. ბოლო დროს სევდიანი ნინა, კონკურსზე უჩვეულოდ გამხიარულებული ჩანდა.

ფაქტია, რომ თავადაც სურდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და ამაში მეგობრებიც ეხმარებოდნენ. კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ კი მისი ახლო წრიდან გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნინას გახალისების მიზეზი მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლავთ.

როგორ მოხვდა ნინა ''ახალ ტალღაზე'' , სადაც გამგზავრებას არცთუ მცირე თანხები და ამასთანავე, საჭირო კავშირებიც სჭირდება, თავიდანვე ეჭვის მიზეზი გახდა. ის არც სალომე ქათამაძის მუსიკალური პროდიუსერი ყოფილა და არც ტელეკომპანია ''იმედში'' მუშაობს. სპეციალური ჯგუფი კი მხოლოდ ასეთი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

მას შემდეგ, რაც ''იმედი'' პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა, ოჯახმა თავისი გავლენა ბოლომდე აღიდგინა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ''ახალი ტალღის'' ტრანსლირებას და მონაწილეების შერჩევა-წაყვანას სწორედ ეს ტელეკომპანია უზრუნველყოფდა.

ჩვენი ინფორმაციით, კობა პატარკაციშვილი აქტიურადაა ჩართული ამ კონკურსის კულუარებში და სწორედ ის წყვეტდა, ვინ უნდა წასულიყო იურმალაში მონაწილეების გარდა. სწორედ ამიტომ მოხვდა იქ ნინა.

ნინას ''ფეისბუქის'' გვერდზე კონკურსზე გადაღებული უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ალბათ გახსოვთ, ჩაცმულობის გამო ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ უგემოვნოთა ათეულშიც კი შეიყვანა, მაგრამ მომღერალს ამაზე დიდად არ უნაღვლია.

ფოტოებზე, სადაც ნინა ბედნიერი იღიმება, კობა პატარკაციშვილიცაა აღბეჭდილი, თუმცა ნინამ გარკვეული დროით მოახერხა ახალი რომანის დამალვა.
Rating
პრესისთვის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი აცხადებდა, რომ მძიმე მდგომარეობიდან ფსიქოლოგის დახმარებით გამოვიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ფსიქოლოგი პროფესიით მართლა ფსიქოლოგი გახლდათ თუ არა...

ნინას სამეგობრომ ისიც გაგვანდო, რომ მომღერალს ძალიან ეშინოდა, პრესას და განსაკუთრებით ''რეიტინგს'' არ გაეგო მისი ახალი რომანის შესახებ.

უცნაურია, რა გახდა მისი შიშის მიზეზი, ჩვენ არავისთვის ჩამოგვირთმევია სიყვარულის უფლება და არც ერთი რესპონდენტი არასოდეს გაგვიკიცხავს ამის გამო.

პირიქით, ყოველთვის სიამოვნებით ვაშუქებთ სიყვარულის ამბებს და ეს ნინას შემთხვევაშიც არაერთხელ მომხდარა.

უკვე დიდი ხანია, რაც ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერია. ამის გამო ის არაერთხელ გაეხვა შარში და ბევრი დამცირება და ლანძღვაც აიტანა, თუმცა ბოლომდე გულწრფელად უჭერდა მხარს საყვარელ პარტიას და პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერაც არასოდეს დაუმალავს.

საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა, თუმცა ხატია შამუგიას და მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის სიყვარულის ამბის შემდეგ აღარაფერია გასაკვირი.

როგორც ჩანს, იქ, სადაც სიყვარულია, ჩვენი ბომონდი მაღალი კულტურით გამოირჩევა და პოლიტგემოვნებაზე არ დავობენ.

ნინას მეგობრებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ წყვილი რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც არაჩვეულებრივ დროს ატარებს. შვეიცარიიდან იტალიის კუნძულ კაპრზე გეგმავენ გადასვლას და საქართველოში 5 სექტემბრისთვის დაბრუნდებიან.

ნინას ბედნიერებას ვუსურვებთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ყველას ბედნიერება გვიხარია და სიამოვნებით დავუთმობთ მას ჩვენი ჟურნალის ფურცლებს ახალი სიყვარულის ისტორიის მოსათხრობად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
სალომე
სხვათა შორის ნომრიან მაისურებს და დროშიან ბუსჰალტერებს არ ვატარებ, შენ ნინას დაელოდე, იქნებ შენც გაგიმართლოს:)))
11:49 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ამის გამო ოჯახებს როგორ ტოვებენ ეს გამოლენჩებული კაცუნები :))))
11:43 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ჟურნალისტის საქმე საქართველოშიც და უცხოეთშიც სხვის ცხოვრებაში ძრომაა.ვინც მათ აკრიტიკებთ,დარწმუნებული ვარ სტატიიდან ერთი სიტყვა არ გამოგპარვიათ.ასე რომ ნუ ძერსკობთ :) .რაც შეეხება ნინას ერთი შტერი ქალია და ატარებს ამ ცხოვრებას როგორც უნდაა :)
11:42 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ბოზისგან არაფერი არ არის გასაკვირვი
11:36 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათი
რა გჭირთ ხალხო!!!!! აბა თქვენს გულში ჩაიხედეთ, როგორები ხართ, რა შეჭამეთ ეს ქალი, თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვრებს, არავისი საკითხავი არ არის. სხვაზე განაჩენის გამოტანა კარგად გეხერხებათ..... მე პირადად წარმატებებს უსურვებ ნინას!!!! ბედნიერი ქალი ყოფილიყავი, გაიხარე!!!
11:35 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია56
გული მწყდება, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ჭორაობის მეტი საქმე არა აქვთ,დაძვრებიან სხვის ლოგინში და მათ ქართველი ჟურნალისტი ჰქვია. რაც შეეხება რუსულენოვან კომენტატორს, კარგად დაიმახსოვროს, რომ ქართველი ქალი, რაც არ უნდა ეცადოს, რუს ქალს ვერ შეედრება потоскух -ობაში
11:27 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ეხლა ცეკვავენ ვარსკვლავებში მოგვევლინება კიდევ და ნახეთ რა ცეცხლს დაათებს,მერე ნახეთ კაცუნების გაგიჟება
11:15 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ნინასი ვის რა უნდა შეშურდეს, ერტი კახპაა, რომელიც ფულისათვის ყველაფერს კადრულობს.
11:11 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
პირიქით, ყოველთვის სიამოვნებით ვაშუქებთ სიყვარულის ამბებს და ეს ნინას შემთხვევაშიც არაერთხელ მომხდარა.
11:07 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ნინას ნაირები გლოვას ადვილად იტანენ. არაა ცუდი საკუთარი თავის მეტი რომ არავინ ახსოვთ.
11:06 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS