04 სექტემბერი, 2013
ნინა დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა ნინა წკრიალაშვილი დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა
მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ყოფილ ქმარს გლოვობდა, უკვე შეყვარებულია.

როგორც მისი ახლო მეგობრები ამბობენ, ნინას რჩეული ბადრი პატარკაციშვილის ძმა კობა პატარკაციშვილი გახლავთ. ვინ არის კობა პატარკაციშვილი?.. მის შესახებ ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ.

2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტი მას, როგორც კანონიერ ქურდს, ისე მოიხსენიებდა. ''ბადრი პატარკაციშვილის ძმა კანონიერი ქურდია, თვითონ
კი დღე და ღამე თავისი არხით კანონიერი ქურდების დადანაშაულების პროპაგანდას ეწეოდა'', - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.

პრეზიდენტის ბრალდებები კობას მაშინ სასაცილოდ არ ეყო. ''9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მამობა ბადრიმ გამიწია. ბადრი ჩემი მეორე მამა იყო. სწორედ მან გამიშვა ამერიკაში განათლების მისაღებად'' , - ჰყვებოდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

კობა პატარკაციშვილს ამერიკელი ცოლი ჰყავს. ვანესა, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, რამდენჯერმე ნახა და შეუყვარდა. წყვილს ჰყავთ შვილი - ნიკოლასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კობა ხუმრობდა, რომ ქორწილამდე ამერიკელი მეუღლე თბილისში რამდენჯერმე ჩამოიტყუა. მაშინ ბადრის ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო და პატივისცემის ნიშნად ფეიერვერკიც მიუძღვნა.
Rating
მიუხედავად იმისა, რომ კობა ბადრი პატარკაციშვილის ნახევარძმა გახლავთ, დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბადრის ოჯახთან.

კობამ განათლება ამერიკაში მიიღო, სადაც შვიდი წელი ცხოვრობდა, შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი ბიზნესი ააწყო.

რაც შეეხება მისი და ნინა წკრიალაშვილის ურთიერთობას, ეს სიახლე ალბათ ბევრისთვის აღმოჩნდება მოულოდნელი. მიზეზი კი უამრავი გახლავთ. პირველი ის, რომ კობა დაოჯახებულია.

მეორე მიზეზი კი ნინაა, რომელიც ყველა ბოლოდროინდელ ინტერვიუში ყოფილ ქმარს მისტირის და ამბობს, რომ ამ ტკივილს დიდი ხანი ვერ დაივიწყებს.
Rating
ეჭვი, რომ ნინა შეყვარებული იყო, ჯერ კიდევ იურმალაში, ''ახალი ტალღის'' კონკურსზე მისი ყოფნის დროს გაჩნდა. ბოლო დროს სევდიანი ნინა, კონკურსზე უჩვეულოდ გამხიარულებული ჩანდა.

ფაქტია, რომ თავადაც სურდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და ამაში მეგობრებიც ეხმარებოდნენ. კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ კი მისი ახლო წრიდან გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ნინას გახალისების მიზეზი მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი გატაცება გახლავთ.

როგორ მოხვდა ნინა ''ახალ ტალღაზე'' , სადაც გამგზავრებას არცთუ მცირე თანხები და ამასთანავე, საჭირო კავშირებიც სჭირდება, თავიდანვე ეჭვის მიზეზი გახდა. ის არც სალომე ქათამაძის მუსიკალური პროდიუსერი ყოფილა და არც ტელეკომპანია ''იმედში'' მუშაობს. სპეციალური ჯგუფი კი მხოლოდ ასეთი ადამიანებით იყო დაკომპლექტებული.

მას შემდეგ, რაც ''იმედი'' პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა, ოჯახმა თავისი გავლენა ბოლომდე აღიდგინა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ''ახალი ტალღის'' ტრანსლირებას და მონაწილეების შერჩევა-წაყვანას სწორედ ეს ტელეკომპანია უზრუნველყოფდა.

ჩვენი ინფორმაციით, კობა პატარკაციშვილი აქტიურადაა ჩართული ამ კონკურსის კულუარებში და სწორედ ის წყვეტდა, ვინ უნდა წასულიყო იურმალაში მონაწილეების გარდა. სწორედ ამიტომ მოხვდა იქ ნინა.

ნინას ''ფეისბუქის'' გვერდზე კონკურსზე გადაღებული უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ალბათ გახსოვთ, ჩაცმულობის გამო ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ უგემოვნოთა ათეულშიც კი შეიყვანა, მაგრამ მომღერალს ამაზე დიდად არ უნაღვლია.

ფოტოებზე, სადაც ნინა ბედნიერი იღიმება, კობა პატარკაციშვილიცაა აღბეჭდილი, თუმცა ნინამ გარკვეული დროით მოახერხა ახალი რომანის დამალვა.
Rating
პრესისთვის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი აცხადებდა, რომ მძიმე მდგომარეობიდან ფსიქოლოგის დახმარებით გამოვიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ფსიქოლოგი პროფესიით მართლა ფსიქოლოგი გახლდათ თუ არა...

ნინას სამეგობრომ ისიც გაგვანდო, რომ მომღერალს ძალიან ეშინოდა, პრესას და განსაკუთრებით ''რეიტინგს'' არ გაეგო მისი ახალი რომანის შესახებ.

უცნაურია, რა გახდა მისი შიშის მიზეზი, ჩვენ არავისთვის ჩამოგვირთმევია სიყვარულის უფლება და არც ერთი რესპონდენტი არასოდეს გაგვიკიცხავს ამის გამო.

პირიქით, ყოველთვის სიამოვნებით ვაშუქებთ სიყვარულის ამბებს და ეს ნინას შემთხვევაშიც არაერთხელ მომხდარა.

უკვე დიდი ხანია, რაც ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერია. ამის გამო ის არაერთხელ გაეხვა შარში და ბევრი დამცირება და ლანძღვაც აიტანა, თუმცა ბოლომდე გულწრფელად უჭერდა მხარს საყვარელ პარტიას და პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერაც არასოდეს დაუმალავს.

საინტერესოა, როგორ უგებენ ნინა და კობა ერთმანეთს, როცა მათი პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ ემთხვევა, თუმცა ხატია შამუგიას და მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის სიყვარულის ამბის შემდეგ აღარაფერია გასაკვირი.

როგორც ჩანს, იქ, სადაც სიყვარულია, ჩვენი ბომონდი მაღალი კულტურით გამოირჩევა და პოლიტგემოვნებაზე არ დავობენ.

ნინას მეგობრებისგან ისიც შევიტყვეთ, რომ წყვილი რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც არაჩვეულებრივ დროს ატარებს. შვეიცარიიდან იტალიის კუნძულ კაპრზე გეგმავენ გადასვლას და საქართველოში 5 სექტემბრისთვის დაბრუნდებიან.

ნინას ბედნიერებას ვუსურვებთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ყველას ბედნიერება გვიხარია და სიამოვნებით დავუთმობთ მას ჩვენი ჟურნალის ფურცლებს ახალი სიყვარულის ისტორიის მოსათხრობად.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 98 /
ლელა
ვანებებთ თავს, ოღონდ შეწუხებული თავად ნუ გვიყვება, თუ როგორი კდემამოსილია და თავდადებული.
11:25 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
მოკლედ მართალია ერთხელ გათხოვება ძნელი ტორე მერე მიდის გრიალიიითო
20:04 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დაანებეთ ამ გოგოს თავი ვისთანაც უნდა იმასთან იქნება ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი ისე როგორც მას უნდა თქვენ ხომ არაფერს გიშავებთ?ეს მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა ისე იცხოვრებს...რატომ უნდა მიაქციოს ხალხის აზრს ყურადღება?ვიღაც საკუთარ უბედობით გაბოროტებული ხალხის აზრს.კარგით რა მორჩით სხვის კრიტიკას...საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეთ
15:13 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
როგორ გაკლიატ ტვინში ყველას.მეტი საქმე არ გაქვთ.თქვენს თავებს და თქვენს ოჯახს მიხედეთ კომპლექსიანო არსებებო
11:03 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
ჩემი საქმე ნამდვილად არაა ნინას პირადი ცხოვრების განსჯა და ყველას იგივეს გირჩევთ! როგორც უნდა ისე იცხოვროს ამ ადამიანმა,მე მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ მას!!! პოლიტიკის გაჩრა კიდევ,არაა ყველაფერში აუცილებელი,რადგან მაგის გამო საქართველოში უკვე ოჯახები ინგრევა და მე ამას ერთგვარ ავადმყოფობად აღვიქვამ,სირცხვილია და მეტი არაფერი. ამდენი გაპოლიტიზირება ყველასი და ყველაფრის!!!
11:35 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს შენი შვილი მაგრა გაათახსირე, მე მგონი დროა დედობა ჩამოგართვან! ნეტა რა ასწავლე შვილს?
10:14 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ებრაელი კაცი ცოლ-შვილს არ უღალატებს. ეს ცნობილი ამბავია. ამ კაცისა არაფერი ვიცი, მაგრამ ნინა რომ გამოჭერაზეა და ცუდად ეტორღიალება, ეს ცხადია.
05:56 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკაკაია
ყოჩაღ ქართველებო და საქართველო!!!რამოდენიმე თვის წინ დაქვრივებულ ქალს და ცოლშვილიან მამაკაცს ,რომლებიც საქვეყნოდ ერთად არიან ბედნიერებას უსურვებენ...ეგეთი მარაზმი არცერთ ქვეყანაში არ ხდება...პროვინციელი და გოიმი მარტო ნინა კი არა ,მტელი საქართველოა...
05:24 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მანაჯა
სუფთა გორელი ხარ გოიმი და თავიდან ბოლომდე პროვინცია ხარ საყვარლობა ტეხავს ნინ....ცოლიან კაცთან ეგ ამტკიცებს შენ გოიმობას ეგეთი რაგაცეები ისჰვიათად ხდება ევროპაში მაგრად ტეხავს ამიტომ ნუ გგონია შენი თავი თავისუფელი ერთი გორელი ძუკნა ხარ
00:43 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ნინა, ისე ჯობდა ეგ წითელი ვედრა იმ ლოქოზე დაგეფარებინა და შენა კიდევა მისი სომბრერო მოგერგო, უფრო "კავბოურ" იმიჯს მაირგებდი თორემა ეგრე სულ თავლაფდასხმულ პუტანას ჩამაჰგავხარ გოოგოოოო...?!
00:03 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS