02 სექტემბერი, 2013
ვისი დაჟინებული თხოვნით იხდის ქეთა თოფურია ქორწილს
წყვილი არც დაფიქრებულა, ლევ გეიხმანს იქვე უთხოვია ხელი ქეთასთვის და თანხმობაც იქვე მიუღია – ქორწილი 9 სექტემბერს იქნებაო, - უპასუხია თოფურიას ''ა-სტუდიოს'' სოლისტი ქეთა თოფურია თავის რამდენიმეწლიან ურთიერთობას ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან 9 სექტემბერს ქორწინებით აგვირგვინებს. ცნობილია, რომ მომღერალი ქორწილის გადახდას არ აპირებდა.

მაქსიმ გალკინის იუბილეზე რუსეთის პრიმადონა ალა პუგაჩოვამ წყვილს ჰკითხა, თქვენი ურთიერთობა და სიყვარული ძალიან კარგია, მაგრამ ქორწილს როდის გადაიხდითო?

წყვილი არც დაფიქრებულა, ლევ გეიხმანს იქვე უთხოვია ხელი ქეთასთვის და თანხმობაც იქვე მიუღია
– ქორწილი 9 სექტემბერს იქნებაო, - უპასუხია თოფურიას.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ''ა-სტუდიო'' ალა პუგაჩოვას ფავორიტი ჯგუფია და ქეთა თოფურიას მიმართ პრიმადონა სიმპათიით არის განწყობილი. სწორედ პრიმადონას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დაგეგმა წყვილმა დიდი და გრანდიოზული ქორწილი.

ისიც ცნობილია, რომ რუსეთში დიდ, გრანდიოზულ დაბადების დღეებსა და ქორწილებს პუგაჩოვას ერთ-ერთი მეგობარი უწევს ორგანიზებას. მისი მოწყობილია ალას, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წვეულებები.

ქეთას ქორწინების ამბის გახმაურებისთანავე, ჟურნალ ''ჰელოუს'' რუსულმა გამოცემამ მომღერალთან სოლიდური თანხის სანაცვლოდ კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ქეთას ეკრძალება ქორწილის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა, ფოტოებისა და ინტერვიუს მიცემა და ქორწილის დეტალებზე საუბარი.

სამაგიეროდ, ქართველი მომღერლის ქორწილს ექსკლუზიურად მხოლოდ ეს ჟურნალი გააშუქებს. საქორწინო კაბაზე ფიქრის შემდეგ ქეთა თოფურიამ არჩევანი ფრანგ დიზაინერზე შეაჩერა. სპეციალურად მისთვის კაბა სტეფან როლანდმა შეკერა. 

Ratingდიზაინერმა სტეფან როლანდმა 20 წლის ასაკში ცნობილ ფრანგულ სახლ ''ბალენსიაგაში'' კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

''ბალენსიაგა'' უძველესი ფრანგული მოდის სახლია, კრისტიან დიორი კი კრისტობალ ბალენსიაგას მოდისა და დიზაინერების ''დირიჟორს'' ეძახდა.

24 წლის ასაკში სტეფან როლანდმა ''ბალენსიაგა'' დატოვა და საკუთარი კომპანია დააარსა, სადაც მზა ტანსაცმელზე მუშაობდა. ის ექვსი წელი მართავდა ამ კომპანიას.

შემდეგ როლანდი სამუშაოდ მაღალი მოდის სახლში გადავიდა სამხატვრო ხელმძღვანელად, რომლის მფლობელიც ჟან ლუი შერერი გახლდათ. ამ თანამდებობას სტეფან როლანდი მომდევნო ათი წლის განმავლობაში იკავებდა. 

2006-2007 წლებში მან მოლიერის ჯილდო მიიღო და კანის კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამჟამად სტეფან როლანდი 47 წლისაა და მაღალი მოდის დიზაინერის სტატუსი ოფიციალურად აქვს მინიჭებული.

ის პარიზის მაღალი მოდის სავაჭრო პალატის ოფიციალური წევრია, მასთან ერთად ამ პალატის წევრები ელი სააბი, ბალენსიაგა, დიორი, შანელი, ივ სენ ლორანი, ჰერმესი, ლუი ვიტონი და სხვა მაღალი კლასის ბრენდები არიან.

2008-2010 წლებში სტეფან როლანდის წლიური შემოსავალი 5-6 მილიონი ევრო იყო. 2009 წელს მან ძვირად ღირებული ტყავის კოლექცია წარადგინა და მას ფუფუნების ბრენდის სახელწოდება მიენიჭა. 

2013 წლის სექტემბერში სტეფან როლანდი პირველ სუნამოს გამოუშვებს. მისი მომხმარებლები არიან და თავინთი კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს მისი სამოსი ეცვათ ბიონსეს, ლედი გაგას, კიმ კარდაშიანს, რიანას, ანჯელინა ჯოლის და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს.

მისი კოსტიუმებით იმოსებიან კატარის შეიხის მეუღლე მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი, იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბულა, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახის წევრები.

მას ჰყავს უმდიდრესი კლიენტები შუა აზიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, სამხრეთ ამერიკიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. სტეფან როლანდის კაბები 19 ათას დოლარიდან 125 ათას დოლარამდე ღირს.
Rating
სხვათა შორის, 9 სექტემბერს ქეთა თოფურია საკუთარ იუბილესაც აღნიშნავს - მომღერალი 27 წლის ხდება. დღესასწაულზე ქეთა თოფურიას რუს ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მეგობრები და ნათესავები ჰყავს მიწვეული. 

ერთ ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილად წოდებულ საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სენ-ტროპეში ერთობოდა, სადაც მის მეუღლეს ერთი თვით მისთვის ვილა ჰქონდა დაქირავებული. ამჟამად წყვილი ფლორენციაში აგრძელებს დასვენებას.

ზაზა გიგაური
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინი
ძალიან გამიხარდა ქეთა ქართველს რომ არ გაყვა ცოლად:******
16:20 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეს შეიკი არაა? და ეგ რა შუაშია?
21:11 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი,
სჰენ რა ,,უდაჩა,, ნახე?
14:03 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
"ნეუდაჩნიკი" ქართველი კაცების კომენტარები რა საცოდაობაა, არა გელა???
12:11 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
პირველ ფოტოზე ქეთას გერიც არის, ყველაზე მაგარი დედინაცვალი იქნება
11:30 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS