30 აგვისტო, 2013
''ახლა მომცენ ორი მილიონი და ავიღებ''
ტელეკომპანია ''იმედმა'' გამოაცხადა, რომ ლადო ბედუკაძემ ირმა ნადირაშვილს ბოდიში მოუხადაო. ეს ჩემი დაკნინებისთვის გააკეთეს ციხის კადრების გავრცელებაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. თუმცა ირმა საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდა. ჭორი გავრცელდა, ორი მილიონი აიღო, კადრების გავრცელებისთვის ხელი რომ შეეწყოო. საზოგადოებისგან ასეთი რეაქციის გამო ირმას ბევრჯერ უტირია, მაგრამ არ უნანია ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება. რამდენიმე თვეა დაცვით დადის. ამის გამო დისკომფორტი ბევრჯერ შექმნია, მაგრამ სამსახურში მეგობრების შეთავაზებაზე უარს არ ამბობს. საქართველოში თავს დაუცველად გრძნობს.

რატომ
ეძახდა მამა სამოსან ჟურნალისტს

- მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კომბოს­ტოს ფურცლებში გახვეული მიპოვეს. მეც ისევე მატყუებდ­ნენ, როგორც ყველა საბჭოთა ბავშვს. მდინარეს მოჰქონდი კომბოსტოს ფურცლებში გახვეული და გიპოვეთო, მიყვე­ბოდნენ. მე სულ ვკითხულობდი, მამამ ცურვა არ იცის, როგორ გადახტა წყალში და როგორ ამომიყვანა-მეთქი. მშობლები ბავშვობიდან სხვა სამყაროთი გვასაზრდოებდნენ მე და ჩემს ძმას. მამა პედიატრი იყო და ბავშვები ძალიან უყვარდა. ახალ წელს სახლში ყოველთვის მოჰყავდა ერთი ბავშვი ბავშვთა სახლიდან. ბორჯომის სავადმყოფოში მუშაობდა. ყოველთვის განიცდიდა უპატრონო ბავშვების ბედს. თუ საავადმყოფოში რომელიმე ბავშვს ღამის პერან­გი არ ჰქონდა, ჩემი მიჰქონდა. ამ ამბავს ვაპროტესტებდი და არ მომწონდა. მამა ძალიან კეთილი კაცი იყო. ვინც ჯემალ ინაშვილს იცნობდა, ამაში ყველა დამეთანხმება. ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. ორი წლის წინ გარდაიცვალა. ამ დროს ჩემი ძმა, კოტე, ციხეში იყო. მამას არ გავაგები­ნე, ძმის დაჭერის ამბავი. იმ გაზეთებს ვმალავდი, სადაც ჩემი ძმის დაკავე­ბის შესახებ იწერებოდა. დედა ინგლისურის მასწა­ვლებელი იყო. ფოტოზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბორჯომშია გადაღებული, დედასთან ერთად ვარ. დედა ბორჯომში პირველ სკოლაში მუშაობდა. მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ეს ბავშვზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. დიდი მნიშვნელო­ბა აქვს, რომ ბავშვი იზრდებოდეს იმ გარემოში, სადაც ერთმანეთი უყვართ. მამას მიაჩნდა, არ უნდა მეფიქრა, რომ ძალიან მაგარი ვარ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მისაღებ გამოცდებზე სამი ხუთიანი მივიღე და ძალიან გახარებული ვიყავი. მამამ მითხრა, მერე რა, რომ ხუთები მიიღე, შენზე მაგრები სხვა სტუდენტები არიან. მუშაობას რომ დაიწყებ და თხუთმეტი წელი გავა, მერე ვილაპა­რაკოთ, ვინ ხარო.
Rating
- თხუთმეტი წელი რომ გავიდა, რა გი­თხრათ?
- მაინც უკმაყოფილო იყო. ისეთი არ ხარ, როგორიც მე მინდაო. სულ თავს ვაწონებდი, მინდოდა მამას ეთქვა, მაგარი ხარო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი. მერე აფხა­ზეთის ომში წავედი, მთელი საქართველო უყურებდა იმ კადრებს, რომელიც მე გადავიღე. მამას ეს კადრები რომ უნახავს, თურმე ინფარქტი დაემართა და არ მითხრეს. რომ დავბრუნდი, მითხრა, არაუშავს, სამოსიანი ჟურნალის­ტი ხარო. სანამ გარ­დაიცვლებოდა, არც მაშინ შეუცვლია ჩემს პროფესიონალიზმზე აზრი. მთავარია, რომ კარგი ადამიანი ხარ და ჟურნალისტიკაში კი რასაც ვუყურებ, სამიანიდან მაღლა არ იწევიო. ასეთი კაცი იყო. არ უნდოდა, მე და ჩემს ძმას ჩვენს თავზე გვეფიქრა, რომ განსაკუთრებულები და მა­გრები ვართ. ასე რომ გავიზარდე, ძალიან კარგია. მე შემიძლია ჩემი კოლეგების კარგი ნამუშევარი დავინახო და აუცილებლად აღვნიშნო და ამისთვის ჩემი მშობლების მადლობელი ვარ.
- ირმა რატომ დაგარქვეს?
- რომ დავიბადე, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, სახელი ირმა პოპულარული იყო მომღერალ ირმა სოხაძის წყალობით. ირმა ახლა ჩემი მეგობარია. ჩემმა მშობლებმაც მისი სიყვარულის გამო დამარქვეს ეს სახელი. თუმცა ნათლობის სახელი ანა მქვია. ჩემს ძმას კი ბაბუის, მამაჩემის მამის სახელი და­არქვეს. კოტე ''ობიექტივში'' მუშაობს. სურათი ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობის დრო­საა გადაღებული.
Rating
- თქვენი სახელები­დან რომელი უფრო მო­გწონთ?
- ორივე მომწონს, იმი­ტომ რომ ირმა ჩემთან შე­სისხლხორცებული სახელია და ღმერთი კი ანათი მიცნობს.
- ბავშვობა ბორჯომში გაატარეთ?
- დიახ, ეს იყო ულამაზესი და დაუვიწყარი პერიოდი. ჩვენი ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. მყავდა ციყვები და კურდღლები. ვუვლიდი ყვავილებს. ბუნებას­თან გვქონდა მე და ჩემს ძმას შეხება და ამან ორივეს ცხოვრებაზე თავისი კვალი დატოვა. სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით დუშელი ვარ და არა ბორჯომელი, მაინც მიმაჩნია, რომ ბორჯომია ჩემი მშობლიური ქალაქი. დღესაც, როცა ძალიან მიჭირს, მაშინვე ბორჯომში გავრბივარ, მგონია, რომ იქ ჩემს ბა­ვშვობას ვხვდები. მართალია, ყველა ჩემი ძველი ნაცნობი წამოსულია, მაგრამ ბავშვობასთან დაბრუნება კარგია.
Rating
- დარწმუნებული ვარ, სკოლაში კარგად სწა­ვლობდით.
- დიახ, მაგრამ ალ­გებრასა და გეომეტრიაში მაინც სამიანი გამომყვა. ამის გამო ოქროს მედალი ვერ ავიღე. ადრე ჟურნალისტი­კის ფაკულტეტზე ვერ ჩა­აბარებდი, თუ ოქროს მე­დალი ან მუშაობის სტაჟი არ გქონდა. რადგან ორი სამიანი მყავდა ატესტატში, ერთი წელი ვიმუშავე და ჟურნალისტიკის ფაკულ­ტეტზე ჩავაბარე. სტუდენ­ტობა დაუვიწყარი წლები იყო. სურათი სტუდენტობის დროს მეგობრებთან ერთად მაქვს გადაღებული. მყავდა ძალიან კარგი ლექტორები. ამ ადამიანებმა მარტო ჟურნალისტიკა კი არა, ცხოვრება გვასწავლეს. გვასწავლეს, რომ ჩვენი რესპონდენტი უნდა გვიყვარდეს. დღეს ვხედავ, რომ ჟურნალისტიკაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ჟურნალისტების ნაწილი, სამწუხაროდ, კარგავს რესპონდენტების სიყვარულს. ზოგჯერ მასალის მოსაპოვებლად აკრძალულ მეთოდებს იყენებენ.

''დაბოღმილი საზოგადოება კეთილ და ზნეობრივ ქვეყანას ვერასდროს ააშენებს''

- აფხაზეთის ომში წასვლას ბევრი ვერ გაბედა­ვდა. თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით. დღეს წახვიდოდით ცხელ წერტილში სიუჟეტის მოსამზადებლად?
- როდესაც 9 აპრილი მოხდა, ბებიამ ფოტოაპარატი ''ზენიტი'' მიყიდა და მითხრა, რა ჟურნალისტი ხარ, თუ ის არ გადაიღე, რაც ქვეყანაში ხდებაო. ეს ფრაზა გონებაში ჩამრჩა და აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავე­დი. მაშინ ''პირველ არხზე'' შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობდი. ერთი წელი და ცამეტი დღე გავატა­რე იქ. ამ დროის განმავ­ლობაში თბილისში მხო­ლოდ ორი დღით ჩამოვ­დიოდი ხოლმე. პირველად დაბომბვაში რომ მოვყევი და საომარ პოზიციებზე აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ის ყველაფერი ისე არ იყო, რაც ფილმებში მქონდა ნანახი. ჩემ თვალწინ კვდებოდნენ ადამიანები. აფხაზეთის ომში ჩემი უახლოესი მეგობრები დავკარგე. მათ შორის იყო რეჟისორი გულიკო გოდელაძე, რომელიც ფილმს იღებდა აფხაზეთის ომზე. თბილისში ჩამოვასვენეთ ჩემი მეგობარი ჟურნალისტები. იმ ადამიანებზე არავინ არაფერი იცოდა. ჟურნალისტთა ფედერაცია დამიკავშირდა და მთხოვა, მათზე მონაცემები მომეგროვებინა. მივაწოდე მონაცემები და გავაკეთეთ დაფა, სადაც აფახაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტების ფოტოები იყო. გავიდა წლები. ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, დაფა ნაგავშია გადაგდებულიო. ჟუნალისტთა ფედერაციის ძველი შენობის ეზოში დაფა მუშებს ჩაეგდოთ ნაგავში. ეს ამბავი რომ გავიგე, წამო­ვიღე და დღეს ეს დაფა ''ობიექტივში'' ინახება. რესტა­ვრაციას ვუკეთებ. სამწუხაროდ, ამ ჟურნალისტებისთვის ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ მოიძებნა. რადგან ასეა, მათი ადგილი ''ობიექტივშია'' და ჩვენ მათ ხსოვნას ყოველთვის პატივს ვცემთ.
Rating
ომმა დიდი გამოცდილება მომცა. ძალიან ბევრი კა­დრი გადავიღე ჩემს მეგობრებთან ერთად. ჭუბერის გზაც კოლეგებთან ერთად გამოვიარე. 200 კილომეტრი ფეხით მოვდიოდით და ჩემი და ჩემი მეგობრების წყალობით ნახა ყველამ ის კადრები, რაც იმ გზაზე ხდებოდა. თუ გახსოვთ, გამოსახულება კანკალებს, იმიტომ რომ სიცივისგან ყველას ხელები გაგვეყინა. ჩემს ოპერატორს რომ აღარ შეეძლო კა­მერის ხელში აღება, მერე მე დავიწყე კადრების გადაღება. მომდევნო სურათი ჭუბერის გზაზეა გადაღებული. სასა­ცილო ისაა, რომ ამდენი წლის მერე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ, ირმა ინაშვილი არ ყოფილა აფხაზეთის ომში. მან სხვისი კადრები მიითვისაო. უბრალოდ, სირცხვილია, ასეთი რამის თქმა. ხომ არსებო­ბენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი ახსოვთ. არ შეიძლება, ასეთი ბოღმიანი გულით ცხოვრება. სხვას ისეთი ტკივილი მიაყენო, რომ მისი გული დააზია­ნოს. ასე არ შეიძლება. დაბოღმილი საზოგადოება კეთილ და ზნეობრივ ქვე­ყანას ვერასდროს ააშენებს. მომდევნო სურათი იმ კადრებიდანაა აღებული, რომელიც ჩემი გადაღებულია. კადრები სიუჟეტისთვის რომ მჭირ­დება ხოლმე ''პირველი არხიდან'' ვყიდულობ. წუთში ხუთ ლარს ვიხდი...
Rating

რატომაა ''ობიექტივის'' დახურვა რთული

- ცხელ წერტილში წასვლის ტოლფასი იყო ციხის კადრების გავრცელებაში მონაწილეობის მი­ღება. მოგვიანებით თქვენს ამ ნაბიჯს ეჭვის თვა­ლით შეხედა ბევრმა და უამრავი ჭორი გავრ­ცელდა. თქვენსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ალბათ ამიტომ დაიბ­ნა საზოგადოება და ვეღარ გაიგო, ვინ ამბობდა ტყუილს და ვინ - მართალს.
- ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მედიასაშუალე­ბები არასწორ ინფორმაციას აწვდიდა საზოგადოებას. ეს იყო კარგად ორგანიზებული შავი პიარი ჩემ წინააღმდეგ. ჟურნალისტი ვარ და შავი პიარის ტექნოლოგიას კარ­გად ვიცნობ. საზოგადოება ჩემსა და ბედუკაძეს შორის ურთიერთობამ კი არ დააბ­ნია, არამედ იმან, რომ პრესა და ტელევიზიები არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ვიღაცას არ უნდოდა მეფი­ქრა, რომ გმირი ვარ და მე შევცვალე ქვეყანაში რეალობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ მე და ჩემს მეგობრებს ბევრ ტალახს გვესროდნენ და ბედუკაძეს შეცდომაში შეიყვანდნენ, ის ილაპარაკებდა, რომ ინაშვილმა ორი მილიონი აიღო და რომ ირმამ მოატყუა. ეს კი ჩემს ჟურნალისტურ კარიერას დაანგრევდა. არ და­გიმალავთ, ძალიან დიდი ზიანი მომაყენეს. ''მაესტრომაც'' კი, რომელიც ჩემი თანამოაზრე უნდა ყოფილიყო და უნდა გახარებოდათ, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. მაგრამ საქართველოში რომ დავბრუნდი, პირველად ''მაესტრომ'' მიწოდა ბურატინო და მატყუარა. ასეთ რამეს არასდროს ვიკადრებ არც ერთ ჩემს კოლეგასთან მიმართებით. თავის დაცვა მიწევდა, როცა არაფერი მქონდა დასაცავი. ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც შევძელით. ჩემი თავი გმირი არ მგო­ნია, მაგრამ სამართლიანი არაა იმ ჟურნალისტს ტალახი ესროლო, რომელმაც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ქვეყნის ცხოვრებაში. ღმერთმა არ ქნას, იგივე საჭიროება გაჩნდეს ქვეყანაში, მაგრამ სხვა ჟურნალისტს რომ ხელში ჩაუვარდეს ისეთივე კადრები, ხომ უნდა გააკეთოს იგი­ვე რამ, რაც მე. გავიდა რვა თვე და ლადო ბედუკაძემ კარგად გააცნობიერა, რა ხდებოდა და თქვა, მივხვდი, გარკვეულ ძალებს შეცდომაში შევყავდი და მზად ვარ, ირმა ინაშვილს შევხვდეო. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვ­დით ერთმანეთს. მაგრამ როცა მე და ლადო ბედუკაძე შევრიგდით, ძალიან ცოტა ტელევიზიამ გააშუქა ეს ამბავი. ტელეკომპანია ''იმედმა'' გამოაცხადა, რომ ლადო ბედუკაძემ ირმა ნადირაშვილს ბოდიში მოუხადაო. ეს ჩემი დაკნინებისთვის გააკეთეს.
Rating
- არ დაუკავშირდით ''იმედს'' და არ უთხა­რით, შეცდომა გამოესწორებინათ?
- შევთავაზე მაგრამ ასეთ შეთავაზებას აზრი არ აქვს ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ღმერთი იცავს. ისეთი ნაგავი და სიბინძურე ვრცელდებოდა, რომ ჯანსაღი ადა­მიანი ამას ვერ გადაიტანდა და თავს მოიკლავდა. მაგრამ მე ღმერთმა გამაძლებინა. დღეს ყველა ყველაფერს ხვდება. მე ისევ დიდ დიღომში სხვენზე, სამხატვრო სახელოსნოში ვცხოვრობ. თუ ორი მილიონი მომცეს, იქ არ უნდა მეცხო­ვრა. მე სამსახურმა გამომიყო მანქანა და იმით დავდივარ. ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ''ობიექტივშიც'' არ იგრძნობა, რომ ორი მილიონი ავიღე. მე ვიტყოდი, ახლა მომცენ და ავიღებ. ჩვენი გუნდი ამ ორ მილიონს ნამდვი­ლად იმსახურებს. მომცენ და საჯაროდ დავასახელებ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვის თანხებს გამოყოფს.
Rating
- მას შემდეგ, რაც ''მეცხრე არხი'' დაიხურა, ზოგი იმაზეც ლაპარაკოს, რომ შესაძლოა ''მაეს­ტროც'' დაიხუროს. როგორ ფიქრობთ, ''ობიექტივს'' რა ბედი ეწევა?
- თავს ვერაფერზე დავდებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ''ობიექტივის'' დახურვა ცოტა რთულია. ჩვენ მუშაობის სხვა სისტემა შევქმენით. 130 წამყვანიდან რამდენი უნდა წაიყვანონ? ''ობიექტივის'' ნებისმიერ ჟურ­ნალისტს შეუძლია გადაცემის წაყვანა. თუ ერთი წავიდა, მეორე მოვა. საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობთ. ანა­ზღაურება მხოლოდ ტექნიკურ ჯგუფს აქვს, რომელზეც ეს გუნდი დგას. ქართულ სარეკლამო ბაზარზე ვითარებაა შესაცვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზიებს თავი­სუფლება ამ ქვეყანაში ვერ ეღირსებათ. ამბობენ, ''მეცხრე არხის'' ჟურნალისტებს კომპენსაციას მისცემენო? ჟურნალის­ტებს პატივი უნდა სცე, თორემ კომპენსაცია არაფერს არ შველის. ''მეცხრე არხის'' ჟურნალისტების 90 %-მა იცოდა, რომ პერსპექტიულ არხზე მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ გაიგეს, რომ თურმე ეს არხი იხურება. ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგები ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- მხატვარია. მეუღლესთან, კახა კევლიშვილთან ერ­თად ვმუშაობდი ''პირველ არხზე'' . სურათი 1999 წელს ჩემს კოლეგებთან მაქვს გადაღებული. კახა დიზაინის ჯგუფში მუშაობდა, მე პუბლიცისტიკის ჯგუფის მთავარ რედა­ქტორი ვიყავი. ძალიან მომეწონა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და შევქმენით ოჯახი. ორი შვილი გვყავს. დაჩი თორმეტი წლისაა, ნინო - ცამეტის. კარგი ბავშვები არიან. ნინო უფრო შემოქმედებითი ბავშვია, ხატავს და მღერის. დაჩის ძალიან უყვარს ჩოგბურთი. ორივე ჩოგბურთზე დადის. ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ჩემს შვილებთან დიდ დროს ვერ ვატარებ. მგონია, რომ მათ სითბოსა და ყურადღებას ვაკლებ და მინდა, ეს გამოვასწორო. ძნელია იყო ჟურნალისტი და კარგი დედა.
- მომდევნო ფოტოზე ოჯახთან ერთად ხართ. რა გითხრეს შვილებმა, როდესაც ერთი წლის წინ საფრთხის წინ დადგა თქვენი ოჯახის სიმშვიდე?
- გახსოვთ, ალბათ, ბელგიიდან რომ ჩავერთე და ყველაფერზე ვისაუბრე. სურათი იმ პერიოდშია გადაღე­ბული. მაშინ ჩემი მეუღლის მესიჯი მივიღე, სადაც ეწერა, ''ბოლომდე მიაწექი, არაფერზე არ ინერვიულო. ჩვენ შენ გვერდით ვართ და ბავშვებს მე მივხედავო.'' ამ ესემესმა ისეთი ძალა მომცა, შემეძლო, თავიდან გამოვსულიყავი და ყველაფერი გამემეორებინა. გული მწყდება, რომ არც ერთ უფლებადამცველ ჟურნალისტს არ დაურეკავს და ჩემი შვილები არ მოუკითხავს. მივმართე საელჩოებს, რომ ვიზა მოეცათ ბავშვების გასაყვანად, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ მომცა. როდესაც ჟურნალისტი ასეთ ნაბიჯზე მიდის, მისი ოჯახი დაუცველი ხდება... ჩემს შვილებს არ უნდათ ჟურნალისტობა და სიმართლე გითხრათ, მე არ გავიმეტებ ჩემს შვილებს ამ პროფესიისთვის.
Rating
- ვახო სანაიას გადაცემაში, როდესაც ლადო ბედუკაძეს, ფაქტობრივად, ღია სასამართლო მოუ­წყვეს, ლადომ თქვა, გიყურებთ და ვფიქრობ, ღირ­და თუ არა იმის გაკეთება, რაც გავაკეთეო. თქვენ გინანიათ, კადრების გავრცელებაში რომ მონაწი­ლეობდით?
- მიტირია, მაგრამ არ მინანია. დარწმუნებული ვარ, არც ლადო ნანობს. უბრალოდ, გულისტკივილი ასე გა­მოხატა.

მერი კობიაშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნანა
წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ირმა, მჯერა თქვენი!
13:19 / 10-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ირმა მიხარია ასე შემართებით რომ ხარ, წინ სიმართლიკენ იარე და წარმიოდგინე მეც ჩემმა მშობლებმა ირმა სოხაძის სიყვარულით დამარქვეს ირმა,
16:50 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ირმა შენ საქმე გააკეთე,ბედუკაძეს ფული მისცეს, სამართალი სადაა? მოდი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე დაწერე. თუ რა თქმა უნდა ის ბავშვი ოცნებას შეწირული არ არის...ჩაატარე ჟურნალისტური გამოძიება, ვინ და რატომ მოკლა. მაგარი ჟურნალისტი ხარ და მჯერა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვან.
17:01 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ირმა, შენ აკეთებ ფანტასტიურ საქმეს, შენი ტელევიზიისა და შენი ვაჟკაცობის და თავდადების ფასად! ყოჩაღი და-ძმა!!!
13:53 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
პ.ს. ლადო ბედუკაძეც გმირია და ზოგიერთი ნაძირალა რას იტყვის თუნდაც ვახო სანაის გადაცემაში არაა საინტერესო. ამ ხალხს უბრალოდ შურს თვითონ რომ ქვეშაფსიააა.. ლადო არ ინანო არასდროს. ქრისტეს უმადური იყო ხალხი და ჩვენ ვინ ვართ მასთან?? აასე რომ ეჭვი არ შეგეპაროს რომ მადლობლები ვართ..
11:46 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ირმა გმირი მარტო იმიტომ კი არაა რომ ბედუკაძესტან ერთად ის მთავრობა მოგვაშორა, ბოლო 9 წელი რომ იბრძოდა იმიტომაა გმირი. 2 მილიონი კი არა 100 მილიონი არ დამენანება შენთვის, ამ მთავრობასაც რომ არ შეეკრა ისისც მომწონს, ძალიან უკეტესები არც ესენი არიან თბილად მოკლათდნენ და არარაფერი ადარდებთ ლაქლაქის გარდა.
11:43 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ირმა გაიხარე
19:30 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ირმა ბედუკაძეზე ცუდი არ თქვა არასდროს ის შენზე ყოველთვის კარგს ლაპარაკობს ეს მე ვიცი ნამდვილად თქვენ ორივე გმირი ხართ გაიხარე შენი ოჯახით
18:27 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ირმა გმირი ხარ მარტლა შენ და ლადო ბედუკაძეს ზეგლები გეკუტვიტ ტქვენ გადაარჩინეტ საქარტველო მკვლელებისგან ტუ ვინმე გიწერტ ცუდს ის ნაც ბადის მხარდამჩერია იცოდეტ ,მტელი საქარტველო ტქვენს გვერდიტ ვარტ.
00:49 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნეი
''დაბოღმილი საზოგადოება კეთილ და ზნეობრივ ქვეყანას ვერასდროს ააშენებს'' - მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს კი აყენებ, მაგრამ პირველ რიგში შენ და შენი თანამოაზრე ''საზოგადოება'' ხართ დაბოღმილი და რა ზნეობრივ ქვეყანასაც ააშენებთ, აგერ გიყურებთ ჩვენ!..
23:11 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS