30 აგვისტო, 2013
რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს
შეიძლება, მასში რაღაც სახალხო დეტალი გაჩნდეს, იუმორი, ორიგინალობა, გროტესკი, რაც რამიშვილს შეუძლია, მაგრამ მარგველაშვილი საზოგადოების წი­ნაშე უნდა წარდგეს, როგორც სო­ლიდური პოლიტიკოსი და ამისთვის ბევრი დრო დასჭირდება უმცირესობის წევრი გოგა ხა­ჩიძე საქართველოს პრეზიდენტსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ადა­მიანთან ერთად ორიოდ კვირის წინ ტობავარჩხილის უმშვენიერესი ტბის სანახავად იმყოფებოდა. ამ ტბას უამრავი ლეგენდა უკავშირ­დება, მათ შორის, ისიც, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამ­ბობს, ეს, რასაკვირველია, ლე­გენდაა, რაც შეეხება ტბაში ბანაო­ბას, ეს უბრალოდ შეუძლებელია იმის
გამო, რომ წყალი ყინული­ვით ცივია. გოგა ხაჩიძემ ამ ლამაზ ადგილას მუზის მოსვლაც იგრძნო და თავისი ცნობილი ინსტრუმენ­ტიც ააჟღერა, რასაც სიამოვნებით უსმენდა ბალახზე წამოწოლილი პრეზიდენტი.

- რამდენიმე წელია, პირადად მე ტობავარჩხილზე ასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამასთანავე, იგივე განზრახვა, როგორც ვიცი, პრეზიდენტსაც ჰქონდა და ვერტმფრე­ნით რამდენჯერმე სცადა იქამდე მის­ვლა, მაგრამ მიუვალი ხეობაა და ვერ მოახერხეს შესვლა. როცა გაიგო, რომ ლაშქრობა მზადდებოდა, გადაწყვიტა, ამ ლაშქრობას შემოერთებოდა. ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად. შე­ვუერთდით ჯგუფს და გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ლაშქრობა იყო. პრინ­ციპში, ამხელა ლაშქრობა ტობავარ­ჩხილზე არც ყოფილა, დაახლოებით 50 ადამიანამდე იყო. ტობავარჩხილ­ზე ფესტივალი იყო, რომელსაც შე­ვუერთდით და მთლიანობაში ამდენი ადამიანი ამიტომაც შეიკრიბა. ლაშ­ქრობა 4-5 დღეს უნდა გაგრძელე­ბულიყო და სწორედ ამდენი ხნით წავიდა ჯგუფის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი დღით მო­ვახერხეთ წასვლა, ორ დღეში ავედით და ჩამოვედით. პრეზიდენტს უნდოდა, დროზე მოგვევლო ეს ადგილი.
- არ იყო დამღლელი?
- ძალიან დამღლელი იყო. მცირე დროში კიდევ უფრო რთულია და მართლაც ძალიან დავიღალეთ. თუკი ასეთი ხანგრძლივი მარშრუტებისთვის მზად არ ხარ, არც უნდა აიღო სა­კუთარ თავზე. გარკვეული ფიზიკური მომზადება აუცილებლად სჭირდება.
- ტობავარჩხილზე მანამდე რა იცოდით?
- ამ ტბის შესახებ დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიგე. ვნახე ფოტო, ულამაზესი ფოტოა, საკმაოდ ცნო­ბილი და დაუჯერებელი იყო, რომ ეს ადგილი საქართველოშია. მომინდა ავსულიყავი და ჩემი თვალით მენა­ხა ეს სილამაზე. ძალიან კარგი და საინტერესო, რთულად მისასვლელი ადგილია. აქვს გარკვეული მისტიკაც, უკავშირდება ლეგენდები, მაგალითად, რომ არ შეიძლება ტობავარჩხილში ბანაობა. არ შეიძლება სხვა საკი­თხია, მაგრამ წყალია თავად ძალიან ცივი, ფაქტობრივად, ყინულივით ცივი. ტობავარჩხილი ისეთი ადგილია, სა­დაც უცბად არბენა-ჩამორბენას ვერ მოასწრებ. ახლავს სირთულეები და ამიტომაც ეტანება ბევრი ხალხი. იქი­დან მერე ფოტოებით დატვირთულები ჩამოდიან. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ვიდეო ჩამოგვეტანა და მო­ვახერხეთ კიდეც. თან, მე ჩემი პირა­დი განზრახვაც მქონდა, მინდოდა იქ დამეკრა...
- პრეზიდენტი როგორი მოლაშ­ქრე აღმოჩნდა? ადრე წასულხართ მასთან ერთად ასეთ მოგზაურობაში?
- დიახ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი. თუ სადმე ყოფილა გასვლითი ღონისძიება, სპორტული თუ სხვა სახის, ხშირად ვყოფილვარ და ვარ პრეზიდენტთან ერთად. ძა­ლიან პრინციპული, დაუღალავი და მიზანსწრაფული მოლაშქრეა. ზო­გადად, ასეთი რთული ლაშქრობა ნებისყოფასაც წვრთნის. ნებისყოფა უნდა გამოავლინო. მიდიხარ, მიდიხარ, გადაივლი ერთ მთას და ნახულობ, რომ უფრო დიდი მთა გაქვს გადა­სავლელი.
- სირთულეები ორდღიანი ლაშქრობისასაც შეგხვდათ?
- ძირითადი პრობლემა იყო დროის დეფიციტი. გარდა ამისა, იყო პრობლემა საორგანიზაციო საკითხე­ბში. ღამით 3000 მეტრის სიმაღლეზე უნდა დავბანაკებულიყავით, ძალიან ციოდა, მაგრამ არ გვქონდა კარავი, საჭმელი, სანამ ცხენები ამოვიდოდნენ, დაახლოებით 3-4 საათის განმავლობა­ში მთის წვერზე ვიყავით და ვცდი­ლობდით, რაღაცნაირად გავმთბარი­ყავით. გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ცხენები დროზე ვერ ამო­ვიდნენ. დავდიოდით, ვმოძრაობდით, რადგან, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ რად­გან იქ პრეზიდენტი იყო, ყველაფერი პროტოკოლის გათვალისწინებით მოხ­და, იყო კარგი საჭმელ-სასმელი, და­საძინებელი და ა.შ. ჩვეულებრივი სი­ტუაცია შეიქმნა. არაერთხელ მინახავს პრეზიდენტი ასეთ გარემოში. მთელი დღის დაღლილები, მოშიებულები, რა­მდენიმე საათი, პრაქტიკულად, სველი ტანსაცმლით ველოდებოდით ცხენების ამოღწევას და ბედად, ამოაღწიეს, სხვა შემთხვევაში რა გვეშველებო­და, არ ვიცი... მეორე დღეს ტობაზე ვიყავით უკვე და შემდეგ თბილისში დავბრუნდით.
- ლეგენდის დარღვევა და ტბაში ხელის ჩაყოფა მაინც არ მოგინდათ?
- ხელიც ჩავყავით და ფეხიც (იცინის), მაგრამ, როგორც ვთქვი, ძალიან ცივი წყალია. ჩემი სურვილით იქ არ ვიბანავებდი.
- ბატონო გოგა, ახლა პოლი­ტიკოსებისთვის შვებულების პერიო­დია. ისვენებთ სადმე?
- არდადეგებს ეძახიან. თბილის­ში ვარ. არ ვისვენებ და არსად წას­ვლას არ ვაპირებ.
- რატომ?
- არ ვიცი, წელს ასე გადავწყ­ვიტე.
- რომ არ ისვენებთ, ეს კარ­გად ჩანს თქვენი ''ფეისბუქის'' პოსტე­ბიდანაც. ამას ჟურნალისტები კარ­გად იყენებენ და სხვადასხვა საიტზე ათავსებენ ხოლმე თქვენს ნააზრევს. ამაზე ხალისობთ? იმიტომ წერთ
პოსტებს, რომ მერე ჟურნალისტებმა აიტაცონ თუ თქვენთვის წერთ?
- ყველაფერი ერთად არის ალ­ბათ. მიზანი ისაა, რომ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვა, ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით, სერიოზულად, გაბრაზებით. ''ფეისბუქი'' ამის საუკე­თესო საშუალებაა, მყავს ბევრი მე­გობარი და გამომწერი. მერე სხვა როგორ იყენებს ამას, ეს სხვა საკი­თხია და ეს არ მაწუხებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
- არიან ცნობილი ადამიან­ები, რომლებიც სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და მერე წუწუნ­ებენ, ჟურნალისტებმა რატომ გა­მოაქვეყნესო.
- ვინც ამაზე წუწუნებს, ე.ი. არ იცის, რა არის ''ფეისბუქი''.
- მინდა გკითხოთ ერთ-ერთი პოსტის შესახებ, სადაც წერთ, რო­გორ მოვიდა თქვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი...
- ეს ნახევრად ხუმრობით დაწე­რილი პოსტი იყო. ხანდახან კარგ ხა­სიათზე ხარ და გინდა რაღაც დაწე­რო. ივანიშვილს ვთხოვე `ფეისბუქით~, ჩაიზე დამპატიჟე-მეთქი, ისიც კი შე­ვთავაზე, ჩემი ჩაით ამოვალ-მეთქი, მაგრამ არ მეპატიჟება (იღიმის).
- თქვენს პოსტებზე უმრავლე­სობის წევრები პირადად რაიმეს თუ გეუბნებიან ხოლმე?
- კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ნახულობს ჩემს პოსტებს და ამას ვხედავ. ბევრჯერ მქონია შე­მთხვევა, პარლამენტის დარბაზიდან კონკრეტულ პარლამენტარზე რაღაც დამიპოსტავს და მერე მის სახეზე გამომეტყველება დამინახავს, ან ვი­ღაცასთან არჩევდა ამ ამბავს. არის ასეთი უამრავი შემთხვევა.
- რამდენად საინტერესოა თქვენთვის დღევანდელ პარლამენტში მუშაობა?
- საინტერესო ყველაფერში შეი­ძლება დაინახო ადამიანმა. როგორ შეიძლება, საინტერესო არ იყოს სამ­სახური, სადაც კანონებს იგონებენ და განსაზღვრავენ, რა წესების მიხედ­ვით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, უმრავლესობის უდიდეს ნაწილში და არა ყველაში იუმორის დიდი ნაკლებობაა. ადრეც მითქვამს, რომ რესპუბლიკელებს აქვთ იუმორი და კიდევ ვიღაცებს, მაგრამ ზოგადად უმრავლესობაში არ და ვერ ხუმრობენ. თავად ამ პარლამენტმა ისეთ თემებზე იმსჯელა, რომ არსო­ბრივად გახდა სასაცილო. ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტი არავის მოსწონს, მგონია, რომ პარლამენტი არ მოსწონს არც ბიძინა ივანიშვილს. ერთი მხრივ, ნაციონალები არიან, მეორე მხრივ, მისი უმრავლესობა, რომლებიც რა კანონს გამოიგონებენ, არავინ იცის.
Rating
- ყველაზე მეტად რაზე გაგ­ცინებიათ მუშაობის პერიოდში?
- სპორტის ახალი მინისტრი იყო მოსული პარლამენტში და სპორტის აკადემიის გაუქმებაზე იყო ლაპარაკი. ათჯერ და უფრო მეტჯერ ახსენეს გოკა გაბაშვილი, რასაკვირველია, ცუდ კონტექსტში. დაახლოებით 10- 15 წუთი ახსენებდნენ გოკას. სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ზის, იმის უკან ვიტრაჟია და გოკას ხსენების ყველაზე მწვავე მომენტში სიგარეტით ხელში დინჯი ნაბიჯით ჩამოიარა გოკა გაბაშვილმა. `აი, ბაში-აჩუკის~ მსგავსი სცენა იყო. ვთხოვეთ, რომ შემოსულიყო და თავად გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის (იცინის).
- საპრეზიდენტო არჩევნები მო­დის. მიუხედავად სუბიექტურობისა, დაგვიხასიათეთ თითოეული კანდი­დატი.
- ძირითადი კანდიდატები ალ­ბათ ბაქრაძე, მარგველაშვილი, ბურჯანაძე არიან. სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტუ­რად ვიტყვი, რომ გასაგებია, დავით ბაქრაძის კანდიდა­ტურა მისი გამოც­დილებიდან, ბუნე­ბიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ის იქნებოდა საუკეთესო პრეზიდენტის პოსტზე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ნაციონალების კანდიდატურაა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშ­ვილს, თვითონ მისივე მხარდამჭერე­ბი არიან იმედგაცრუებული და არ მოსწონთ თავიანთი კანდიდატურა. წარმომიდგენია, ჩვენ რომ დაგვე­ყენებინა მარგველაშვილის კანდიდა­ტურა, თეორიულად ვამბობ, ალბათ, ჩაგვაქვესკნელებდნენ. ნინო ბურჯანა­ძის თითოეული ხმა კი იქნება იმის საზომი, რამდენად კონფორმისტი ერი ვართ და რამდენად უპრინციპო გა­დაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ. რამდენად ფეხებზე გვკიდია რაღაცები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაუ­გებარია, რანაირად შეიძლება მისცე ხმა ბურჯანაძეს, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მასზე ვიცით და მოგვისმენია. ''ბელა ჩაოს'' ხმა რანაი­რად უნდა მისცეს ადამიანმა.
- თქვენი ყოფილი ქვისლი, შალვა რამიშვილი გოგა მარგველაშ­ვილის პიარის ხელმძღვანელია. ამაზე რას ფიქრობთ?
- შალვაზე გასაგები მიზეზების გამო აზრის გამოთქმას ვერიდები, მაგრამ მას კარგად ვიცნობ, ვიცი მისი კრეატიულობის შესახებაც და შეუძლია რაღაცების გაკეთება, მაგრამ თავი დავანებოთ შალვას ჩრდილებიან წერტილებზე საუბარს, რის შესახებაც კარგად ვიცით. შალვას სტილი და გაკეთებული პიარი უფრო გამოადგე­ბოდა პოლიტიკოსს, თუნდაც ბაქრაძეს, რომელსაც არ აქვს დასამტკიცებელი, რომ სოლიდური პოლიტიკოსია, მარ­გველაშვილს კი ეს ყველაფერი და­სამტკიცებელი აქვს. შეიძლება, მასში რაღაც სახალხო დეტალი გაჩნდეს, იუმორი, ორიგინალობა, გროტესკი, რაც რამიშვილს შეუძლია, მაგრამ მარგველაშვილი საზოგადოების წი­ნაშე უნდა წარდგეს, როგორც სო­ლიდური პოლიტიკოსი და ამისთვის ბევრი დრო დასჭირდება.
- ტობავარჩხილზე ყოფნისას ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან ხომ არ გისაუბრიათ, რას აპირებს ამ თანამდებობის დატოვების შემ­დეგ?
- ამაზე ბევრჯერ უსაუბრია. აპირებს პოლიტიკაში დარჩენას. პო­ლიტიკური განათლების კუთხით გეგ­მავს აქტიურობას და თავისი გასაკე­თებლის გაკეთებას. ბევრ საინტერესო რამეს აპირებს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნიკ
ასე გააგრძელე გოგა, ალბათ დრო გავა და მოვა ეს ჩლუნგი ხალხი აზრზე
11:26 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მოაზროვნე კაცია გოგა, დანარცჰენ უაზროებს არ ჰგავს.
10:40 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმა
ნამდვილი ხაჩიკები არიან :)
22:44 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS