29 აგვისტო, 2013
ბრძოლა პირველი ლედობისთვის... ვინ იქნება შემდეგი?
მაკა რამდენიმე თვე ვიზაჟისტად მუშაობდა ''მეცხრე არხ­ზე'' . არხის დახურვასთან ერთად კი პრეზიდენტობის კანდიდატის საყვარელი ქალბატონი უმუშევარი დარჩა მას შემდეგ, რაც საქართვე­ლომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში პრეზიდენტის გარდა კიდევ ერთ ახალ, პირველი ლედის ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ, პირველი პრეზი­დენტი ზვიად გამსახურდია გახლ­დათ, პირველი ლედი კი - მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

ქალბატონი მანანა ზვიადის მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა შვილი კონსტანტინე გამ­სახურდია. მართალია, მოვლენები მძიმედ განვითარდა და ზვიადს პრეზიდენტობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს მოუხდა, მაგრამ დღემდე
არსებ­ობს მითი, რომ მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა მისი მეორე ნახევარი, პირველი ლედი...
Rating
საქართველოში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნდად შეკრიბა
ბევრი იმასაც ამბობს, რომ მა­შინ რეალურად ქვეყანას ქალბატო­ნი მანანა მართავდა, რადგან მისი ჩარევის გარეშე პრეზიდენტი არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ფაქტია, რომ დღეს ამ თემაზე ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია და ხშირად არც ზვიადის მომხრეების სიმართლის სჯერათ და არც მისი მოწინააღმდეგეების.

პირველი პრეზიდენტის გარ­დაცვალების შემდეგ საქართველო­ში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნ­დად შეკრიბა და უკვე წლებია, რაც პერმანენტულად მართავს აქციებს სხვადასხვა მოთხოვნით. მათი ბოლო ''მსხვერპლი'' ედუარდ შევარდნაძე გახლავთ. ობიექტი კი კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია.

ედუარდ შე­ვარდნაძე საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენ­ტი 90-იანი წლე­ბის არეულობის შემდეგ გახდა. პირველი ლედი კი - ნანული შე­ვარდნაძე. მათი სიყვარულის ის­ტორიაზე ლეგენდები დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონი პირველი ლედი მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ გა­დაწყვეტილებებშიც ერეოდა.
Rating
მართალია, მაშინ სოციალური ქსელი არ არსე­ბობდა და ხშირად სინათლეც გამორ­თული გვაქონდა, რომ ქვეყნის პირვე­ლი პირის ოჯახუ­რი ცხოვრება ტელევიზიით მაინც გვენახა, მაგრამ მაინც შემორჩა რა­მდენიმე არცთუ სასიამოვნო ამბავი, რომელიც მაშინ­დელ პირველ ლე­დის უკავშირდება.

გამონათქვამი, რომ კარგმა დიასახლისმა რვა ლარად ოჯახი ერთი თვე უნდა შეინახოს, მთელი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამ სი­ტყვებს ქალბატონ ნანულის მიაწერდ­ნენ. ასევე ''დიდების ზღაპარი'' , რაც მა­შინდელი პირველი ქალბატონისთვის ნამდვილ ''აქილევსის ქუსლად'' იქცა. როგორც ამბობენ, ხშირად რეკავ­და გაბრაზებული ''პირველ არხზე'' და ''დიდების ზღაპარსა'' თუ სხვა გადაცემებზე თავის შენიშვნებს გა­მოთქვამდა.

გარდაცვალების შემდეგ ქალ­ბატონი ნანული კრწანისის რეზი­დენციის ეზოში დაკრძალეს. ამის სურვილი ყოფილმა პირველმა პირმა გამოთქვა. ფაქტია, რომ მეუღლის გარდაცვალება ექსპრეზიდენტმა მძი­მედ გადაიტანა. ამ ამბიდან რამდე­ნიმე თვეში გავრცელებულ ფოტოებ­ზე შევარდნაძე ფიზიკურად ბევრად დაძაბუნებული გამოიყურებოდა.

ასაკოვანი პრეზიდენტის შემ­დეგ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერი მოვიდა - ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მოიხსენიებდნენ მიხეილ სააკაშვილს. პირველი ლედი კი ჰოლანდიელი ქალბატონი - სანდრა ელისაბედ რულოვსი გახდა, რომელიც კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის, ქართულ და მეგრულ ენებს.
Rating
სანდრა ხალხმა მალე შეიყვა­რა, თუმცა პრესასთან არასოდეს კონტაქტობდა და ტელევიზიითაც იშვიათად ჩნდებოდა.

პიარის მხრივ განსაკუთრებუ­ლად მომგებიანი აღმოჩნდა მის მიერ ექთნის კურსების გავლა და შემდგომ ერთ-ერთ საავადმყოფო­ში მუშაობა. ამაზე პრეზიდენტსაც არაერთხელ უსაუბრია პირდაპირ ეთერში. მშვიდი და გაწონასწო­რებული სანდრა, რომელიც ცდი­ლობდა, ზედმეტად არ მოხვედროდა თვალში მოსახლეობას, მაინც გახდა ჭორების ობიექტი.

ამბობდნენ, რომ მეუღლესთან არეული ურთიერთო­ბის გამო სანდრა ხშირად ტოვებდა საქართველოს და მშობლიურ ჰო­ლანდიაში მიემგზავრებოდა. შემდეგ კი პირველი ლედი ოფიციალურ შეხვედრებზე სპეციალურად ჩამო­ჰყავდათ. ეს მისია კი ერთ-ერთ პარლამენტარს ჰქონდა დავალებული.

რეალურად როგორია მიშას და სანდრას ოჯახური თანაცხოვრე­ბა, ბოლომდე გაუგებარია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სანდრა მი­შას ყოველთვის გვერდით ედგა არჩევნებსა თუ განსაკუთრებულად რთული გადაწყვეტილებების დროს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სანდრაზე გავრცელებული უამრავი ჭორის მიუხედავად, მასზე არასო­დეს უთქვამთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში ერეოდა ან რე­ალურად ქვეყანას მართავდა. სანდრა დაახლოებით ორი თვე კიდევ იქ­ნება ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი, თუმცა ახლა მთავარია, ვინ იქნება შემდეგი?..

საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვად გვყავს. ზოგიერთ მათგანს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, ზოგიც ახლა გამოჩნდა. რამდენიმე კვი­რაა, რაც აქტიური საპრეზიდენტო პიარკამპანია დაიწყო, კანდიდატე­ბი აქტიურად დადიან რეგიონებში და მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობენ. გაგაცნობთ რეალური სა­პრეზიდენტო კანდიდატების მეორე ნახევრებს.

დავით ბაქრაძე - მაკა მეტრეველი

მაკა მეტრევე­ლი დავით ბაქრა­ძის მეორე ნახე­ვარი გახლავთ, მათ ორი გოგონა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე უკვე ბე­ვრი წელია პო­ლიტიკაშია, მისი მეუღლე პრესითა თუ ტელევიზიით აქტიურად არა­სოდეს ჩნდებოდა, სანამ თბილისში ორი მოდის კვი­რეული არ გა­მოჩნდა, საიდანაც ერთ-ერთის ხელძღვანელი სწორედ მაკა მეტრეველი გახდა. მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის მეუღლის მხრიდან მოდის კვირეულის ორ­განიზატორობა ბევრს აღიზიანებდა, თუმცა მაშინ ქალბატონი მაკა ამ­ბობდა, რომ მოდის კვირეული ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ბაქრაძის მეუღლის მოდის კვირეული არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვებამდე გაუქმდა.
Rating

გიორგი თარგამაძე - თათია თოფურია

გიორგი და თათია დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ორი გოგონა ჰყავთ. თათია თოფურია თარგამაძის მეორე მეუღლეა. ის წლების გან­მავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია ''იმედში'' და საღამოს ''ქრონიკა'' მიჰყავდა. ამბობდნენ, რომ უფროსი მეუღლეს მაშინ განსაკუთრებულად ანებივრებდა, რადგან ბევრი ჟურნალისტი ოცნებობდა საღამოს საინ­ფორმაციო გამოშვების წამყვანობაზე. ''იმედის'' დახურვის შემდეგ თათია თოფურია ეკრანიდან გაქრა. ჟურნალისტებთან ურთიერთობის სიყვარუ­ლით არც მანამდე გამოირჩეოდა და მით უმეტეს, უსამსახუროდ დარჩენის შემდეგ პრესასთან იშვიათად კონტაქტობდა.
Rating

შალვა ნათელაშვილი - ბელა ალანია 

ბელა ალანიასა და შალვა ნათე­ლაშვილის ოჯახური ბედნიერებაც მრა­ვალ წელს ითვლის. ჰყავთ ორი შვილი - გოგონა და ვაჟი. მათ ოჯახში სრუ­ლი იდილიაა, ყო­ველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. ქალბატონი ბელა არ მუშაობს, ქმრის ყველა პოლიტიკურ იდეას ეთანხმება და იზიარებს. სოცია­ლურ ქსელში სა­კუთარი პროფილიც აქვს და ხშირად აქვეყნებს მეუღლის მხარდამჭერ განცხა­დებებს. ქალბატონი ბელას პატარა ჩანახატები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.
Rating

ნინო ბურჯანაძე - ბადრი ბიწაძე

პირველი ლედობის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის პირველი მამაკაცი ბადრი ბიწაძე გახდება. ბადრი და ნინო დიდი ხანია შეუღლებულები არიან. ორივეს პოლიტიკაში ყო­ფნა ბევრ წელს ითვლის. ბიწაძეს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუდმივად მაღალი პოსტი ებარა. მას შე­მდეგ, რაც ბურჯანაძე სააკაშვილს განუდგა, ბიწაძემაც ოპოზიციაში გადაინაცვლა და მალე დატოვა პოსტი. 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ბურჯანაძე აკადემიური ტიპის პოლიტიკო­სია, ის არასოდეს საუბრობს დაწვრილებით ოჯახური ამბების შესახებ.
Rating

კობა დავითაშვილი - ინგა ბიწაძე

კობა დავითაშვილის მეუღლე ხუთი ვაჟის დედაა. ალბათ ამაზე დიდი პატივი არ შეიძლება პირველმა ლედობამ მოუტანოს. მიუხედავად ამისა, ქალბატონი ინგა შვილების გაჩენის პარალელურად მუშაობასაც ახერხებდა. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს რამდენჯერმე წამოაძახეს მაშინდელ ოპოზიციონერ კობას, რომ მისი მეუღლე დღემდე პარლამენტის აპა­რატის თანამშრომელი გახლდათ და მისი ბრალდება, რომ ნაციონალები ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათა­ვისუფლებდნენ, მხოლოდ მითი იყო.
Rating

გიორგი მარგველაშვილი - მაკა ჩიჩუა

ამ წყვილის რომანზე ბევრი დაიწერა, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. რეალურად კი გიორგი მარ­გველაშვილი დაოჯახებული არ გახლავთ და როგორც თავად ამბობს, ამას პიარისთვის არც აპირებს, თუმცა ცნობილია, რომ მაკა და გიორგი ერთად არიან. მაკა რამდენიმე თვე ვიზაჟისტად მუშაობდა ''მეცხრე არხ­ზე'' . არხის დახურვასთან ერთად კი პრეზიდენტობის კანდიდატის საყვარელი ქალბატონი უმუშევარი დარჩა.

ქეთი მელაძე 
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
გუჯა,გიგი და სხვებს" - შეიძლება მასეც იყოს. მაგრამ ის ადამიანები ვისაც შენ გულისხმობ პრეზიდენტობაზე არ იქაჩებიან. თუ პრეზიდენტობა გინდა, პირადი საქმეც მოწესრიგებული უნდა გქონდეს, გაიგე ვირ............ო
17:49 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაბილონა
მაკა, მაკა, მააკა, სააიდან მახსოვს ეს ქალია.... ღმერთო გამახსენე. ოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, გამახსენდა, მაგრამ არ გეტყვით საიდან მახსოვს.
17:46 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
კობა დავიტაშვილის მეუღლე რომ დიდად პატივსაცემი ქალბატონია ამაში ორი აზრი არ არსებბს.დიდი სირტულეა 5 ვაჟი გყავდეს და ამას კობა ემატებოდეს,აფერუმ ტქვენ ქალობას!
16:44 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა,გიგი და სხვებს
რომელ ქარტულ ტრადიციაზე წერტ ხალხო სახლში რომ ცოლები გყავტ და სამეზობლოში საყვარლები?ქაღალდზე რომ ხელს აწერტ და ზურგსუკან ცოდავტ?ყველამ საკუტარ ცოდვებს მიხედოს და მერე სხვას მოტხოვოს სისუფტავე.
16:31 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მამა
ის ერტერტი პარლამენტარი შუამავლის როლს რომ ტამაშობდა ყველამ იცის კვაჭი გიგი წერეტელია.საქარტველოს არცერტ პირველ ლედის არასდროს არაფერი ქონია დასაწუნი და კომენტარების წერის დროს ცოა ტავშეკავება გვმარტებს.
16:27 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
სანდრა გეყოფა კომენტარების წერა!!!
15:48 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკა
იქნებ ბევრი მამაკაცისა ?! ეს ვერ იქნება კარგი მაგალითი ქვეყნისთვის
15:24 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
ეკლესიურად ცოდვად ითველა საყვარელის ყოლა. თუ ასე უყვარს მარგველაშვილს,რატომ ცოლად არ მოჰყავს მაკა? ხასა ქალი პირველი ლედი ვერ გახდება.არც ერთი მორწმუნე ქართველი არ მისცემს ხმას მარგველაშვილს, თვითონ ბიძინასაც არ მოსწონს ალბათ ბოზის ლედობა.
14:21 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგე
ქართული ტრადიციით ჩიჩუას ქალი მარგველაშვილის საყვარელია და პირველი ლედი ვერ იქნება (თუ გაამარჯვებინეს გაყალბებით). მივესალმები დავით ბაქრაძეს და მის ჯვარწერილი მეუღლის პირველ ლედობას.
14:17 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS