29 აგვისტო, 2013
ბრძოლა პირველი ლედობისთვის... ვინ იქნება შემდეგი?
მაკა რამდენიმე თვე ვიზაჟისტად მუშაობდა ''მეცხრე არხ­ზე'' . არხის დახურვასთან ერთად კი პრეზიდენტობის კანდიდატის საყვარელი ქალბატონი უმუშევარი დარჩა მას შემდეგ, რაც საქართვე­ლომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში პრეზიდენტის გარდა კიდევ ერთ ახალ, პირველი ლედის ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ, პირველი პრეზი­დენტი ზვიად გამსახურდია გახლ­დათ, პირველი ლედი კი - მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

ქალბატონი მანანა ზვიადის მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა შვილი კონსტანტინე გამ­სახურდია. მართალია, მოვლენები მძიმედ განვითარდა და ზვიადს პრეზიდენტობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს მოუხდა, მაგრამ დღემდე
არსებ­ობს მითი, რომ მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა მისი მეორე ნახევარი, პირველი ლედი...
Rating
საქართველოში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნდად შეკრიბა
ბევრი იმასაც ამბობს, რომ მა­შინ რეალურად ქვეყანას ქალბატო­ნი მანანა მართავდა, რადგან მისი ჩარევის გარეშე პრეზიდენტი არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ფაქტია, რომ დღეს ამ თემაზე ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია და ხშირად არც ზვიადის მომხრეების სიმართლის სჯერათ და არც მისი მოწინააღმდეგეების.

პირველი პრეზიდენტის გარ­დაცვალების შემდეგ საქართველო­ში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნ­დად შეკრიბა და უკვე წლებია, რაც პერმანენტულად მართავს აქციებს სხვადასხვა მოთხოვნით. მათი ბოლო ''მსხვერპლი'' ედუარდ შევარდნაძე გახლავთ. ობიექტი კი კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია.

ედუარდ შე­ვარდნაძე საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენ­ტი 90-იანი წლე­ბის არეულობის შემდეგ გახდა. პირველი ლედი კი - ნანული შე­ვარდნაძე. მათი სიყვარულის ის­ტორიაზე ლეგენდები დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონი პირველი ლედი მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ გა­დაწყვეტილებებშიც ერეოდა.
Rating
მართალია, მაშინ სოციალური ქსელი არ არსე­ბობდა და ხშირად სინათლეც გამორ­თული გვაქონდა, რომ ქვეყნის პირვე­ლი პირის ოჯახუ­რი ცხოვრება ტელევიზიით მაინც გვენახა, მაგრამ მაინც შემორჩა რა­მდენიმე არცთუ სასიამოვნო ამბავი, რომელიც მაშინ­დელ პირველ ლე­დის უკავშირდება.

გამონათქვამი, რომ კარგმა დიასახლისმა რვა ლარად ოჯახი ერთი თვე უნდა შეინახოს, მთელი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამ სი­ტყვებს ქალბატონ ნანულის მიაწერდ­ნენ. ასევე ''დიდების ზღაპარი'' , რაც მა­შინდელი პირველი ქალბატონისთვის ნამდვილ ''აქილევსის ქუსლად'' იქცა. როგორც ამბობენ, ხშირად რეკავ­და გაბრაზებული ''პირველ არხზე'' და ''დიდების ზღაპარსა'' თუ სხვა გადაცემებზე თავის შენიშვნებს გა­მოთქვამდა.

გარდაცვალების შემდეგ ქალ­ბატონი ნანული კრწანისის რეზი­დენციის ეზოში დაკრძალეს. ამის სურვილი ყოფილმა პირველმა პირმა გამოთქვა. ფაქტია, რომ მეუღლის გარდაცვალება ექსპრეზიდენტმა მძი­მედ გადაიტანა. ამ ამბიდან რამდე­ნიმე თვეში გავრცელებულ ფოტოებ­ზე შევარდნაძე ფიზიკურად ბევრად დაძაბუნებული გამოიყურებოდა.

ასაკოვანი პრეზიდენტის შემ­დეგ ქვეყნის სათავეში ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერი მოვიდა - ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მოიხსენიებდნენ მიხეილ სააკაშვილს. პირველი ლედი კი ჰოლანდიელი ქალბატონი - სანდრა ელისაბედ რულოვსი გახდა, რომელიც კარგად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის, ქართულ და მეგრულ ენებს.
Rating
სანდრა ხალხმა მალე შეიყვა­რა, თუმცა პრესასთან არასოდეს კონტაქტობდა და ტელევიზიითაც იშვიათად ჩნდებოდა.

პიარის მხრივ განსაკუთრებუ­ლად მომგებიანი აღმოჩნდა მის მიერ ექთნის კურსების გავლა და შემდგომ ერთ-ერთ საავადმყოფო­ში მუშაობა. ამაზე პრეზიდენტსაც არაერთხელ უსაუბრია პირდაპირ ეთერში. მშვიდი და გაწონასწო­რებული სანდრა, რომელიც ცდი­ლობდა, ზედმეტად არ მოხვედროდა თვალში მოსახლეობას, მაინც გახდა ჭორების ობიექტი.

ამბობდნენ, რომ მეუღლესთან არეული ურთიერთო­ბის გამო სანდრა ხშირად ტოვებდა საქართველოს და მშობლიურ ჰო­ლანდიაში მიემგზავრებოდა. შემდეგ კი პირველი ლედი ოფიციალურ შეხვედრებზე სპეციალურად ჩამო­ჰყავდათ. ეს მისია კი ერთ-ერთ პარლამენტარს ჰქონდა დავალებული.

რეალურად როგორია მიშას და სანდრას ოჯახური თანაცხოვრე­ბა, ბოლომდე გაუგებარია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სანდრა მი­შას ყოველთვის გვერდით ედგა არჩევნებსა თუ განსაკუთრებულად რთული გადაწყვეტილებების დროს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სანდრაზე გავრცელებული უამრავი ჭორის მიუხედავად, მასზე არასო­დეს უთქვამთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში ერეოდა ან რე­ალურად ქვეყანას მართავდა. სანდრა დაახლოებით ორი თვე კიდევ იქ­ნება ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი, თუმცა ახლა მთავარია, ვინ იქნება შემდეგი?..

საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვად გვყავს. ზოგიერთ მათგანს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, ზოგიც ახლა გამოჩნდა. რამდენიმე კვი­რაა, რაც აქტიური საპრეზიდენტო პიარკამპანია დაიწყო, კანდიდატე­ბი აქტიურად დადიან რეგიონებში და მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობენ. გაგაცნობთ რეალური სა­პრეზიდენტო კანდიდატების მეორე ნახევრებს.

დავით ბაქრაძე - მაკა მეტრეველი

მაკა მეტრევე­ლი დავით ბაქრა­ძის მეორე ნახე­ვარი გახლავთ, მათ ორი გოგონა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე უკვე ბე­ვრი წელია პო­ლიტიკაშია, მისი მეუღლე პრესითა თუ ტელევიზიით აქტიურად არა­სოდეს ჩნდებოდა, სანამ თბილისში ორი მოდის კვი­რეული არ გა­მოჩნდა, საიდანაც ერთ-ერთის ხელძღვანელი სწორედ მაკა მეტრეველი გახდა. მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის მეუღლის მხრიდან მოდის კვირეულის ორ­განიზატორობა ბევრს აღიზიანებდა, თუმცა მაშინ ქალბატონი მაკა ამ­ბობდა, რომ მოდის კვირეული ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ბაქრაძის მეუღლის მოდის კვირეული არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვებამდე გაუქმდა.
Rating

გიორგი თარგამაძე - თათია თოფურია

გიორგი და თათია დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ორი გოგონა ჰყავთ. თათია თოფურია თარგამაძის მეორე მეუღლეა. ის წლების გან­მავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია ''იმედში'' და საღამოს ''ქრონიკა'' მიჰყავდა. ამბობდნენ, რომ უფროსი მეუღლეს მაშინ განსაკუთრებულად ანებივრებდა, რადგან ბევრი ჟურნალისტი ოცნებობდა საღამოს საინ­ფორმაციო გამოშვების წამყვანობაზე. ''იმედის'' დახურვის შემდეგ თათია თოფურია ეკრანიდან გაქრა. ჟურნალისტებთან ურთიერთობის სიყვარუ­ლით არც მანამდე გამოირჩეოდა და მით უმეტეს, უსამსახუროდ დარჩენის შემდეგ პრესასთან იშვიათად კონტაქტობდა.
Rating

შალვა ნათელაშვილი - ბელა ალანია 

ბელა ალანიასა და შალვა ნათე­ლაშვილის ოჯახური ბედნიერებაც მრა­ვალ წელს ითვლის. ჰყავთ ორი შვილი - გოგონა და ვაჟი. მათ ოჯახში სრუ­ლი იდილიაა, ყო­ველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. ქალბატონი ბელა არ მუშაობს, ქმრის ყველა პოლიტიკურ იდეას ეთანხმება და იზიარებს. სოცია­ლურ ქსელში სა­კუთარი პროფილიც აქვს და ხშირად აქვეყნებს მეუღლის მხარდამჭერ განცხა­დებებს. ქალბატონი ბელას პატარა ჩანახატები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.
Rating

ნინო ბურჯანაძე - ბადრი ბიწაძე

პირველი ლედობის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის პირველი მამაკაცი ბადრი ბიწაძე გახდება. ბადრი და ნინო დიდი ხანია შეუღლებულები არიან. ორივეს პოლიტიკაში ყო­ფნა ბევრ წელს ითვლის. ბიწაძეს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუდმივად მაღალი პოსტი ებარა. მას შე­მდეგ, რაც ბურჯანაძე სააკაშვილს განუდგა, ბიწაძემაც ოპოზიციაში გადაინაცვლა და მალე დატოვა პოსტი. 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ბურჯანაძე აკადემიური ტიპის პოლიტიკო­სია, ის არასოდეს საუბრობს დაწვრილებით ოჯახური ამბების შესახებ.
Rating

კობა დავითაშვილი - ინგა ბიწაძე

კობა დავითაშვილის მეუღლე ხუთი ვაჟის დედაა. ალბათ ამაზე დიდი პატივი არ შეიძლება პირველმა ლედობამ მოუტანოს. მიუხედავად ამისა, ქალბატონი ინგა შვილების გაჩენის პარალელურად მუშაობასაც ახერხებდა. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს რამდენჯერმე წამოაძახეს მაშინდელ ოპოზიციონერ კობას, რომ მისი მეუღლე დღემდე პარლამენტის აპა­რატის თანამშრომელი გახლდათ და მისი ბრალდება, რომ ნაციონალები ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათა­ვისუფლებდნენ, მხოლოდ მითი იყო.
Rating

გიორგი მარგველაშვილი - მაკა ჩიჩუა

ამ წყვილის რომანზე ბევრი დაიწერა, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. რეალურად კი გიორგი მარ­გველაშვილი დაოჯახებული არ გახლავთ და როგორც თავად ამბობს, ამას პიარისთვის არც აპირებს, თუმცა ცნობილია, რომ მაკა და გიორგი ერთად არიან. მაკა რამდენიმე თვე ვიზაჟისტად მუშაობდა ''მეცხრე არხ­ზე'' . არხის დახურვასთან ერთად კი პრეზიდენტობის კანდიდატის საყვარელი ქალბატონი უმუშევარი დარჩა.

ქეთი მელაძე 
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
აუუუ!!
დაგვასვენეთ რა!!! იქნებ "პირველი ლედის" გარეშე უკეთესი იყოს? უნდა ვისმინოთ ზღაპრები "არაჩვეულებრივ" სიყვარულზე, მის მიერ "შესრულებული" სიმღერები, ვუყუროთ "მოდების დემონსტრირებას", აღტაცებულები ვიყოთ "ნიჭით" სხვადასხვა სფეროში, ენების ცოდნით, დიასახლისობით, "ქველმოქმედებით" დავიღალეთ ამ მაიმუნობებით, ერთხელ დაგვასვენეთ!!!!
17:40 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამდენი ხალხიდან ერთი გასაგებია გახდება პრეზიდენტი, მაგრამ დანარჩენები ნეტავ სად ცავლენ//? დაელოდებიან მეორე კრუგს თუ როგორ იქნებაააააააა/?
14:37 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
მხოლოდ მარგველაშვილი,რადგან სხვების ხელში უფრო გაირყვნება,გათახსირდება და მიინგრ-მოინგრევა ქვეყანა.
14:20 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რაც არ უნდა წეროთ , ყველაზე უკეთესი ცოლი მაინც შალვას ჰყავს. ბელა არის ყველაზე ლამაზი, სათნო და კეთილი ქალი.მასზე უკეთესი არცერთი არაა.
10:30 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რ მ
მაკა ჩიჩუა მღეროდა, მოსმენილი მაქვს მისი სიმღერა, ძალიან დაბალი დონის მარაზმი იყო... ტექსტი კი ასეთი გახლდათ, "მე დღეს შენთან მოვალ და გაგიხსნი შარვალს..." საინტერესოა, მარგველაშვილის გააქტიურების შემდეგ რატომ ვერავინ გაბედა ეს ვიდეო ინტერნეტში აეტვირთა... საზღვარგარეთ აუცილებლად ატვირთავდნენ
09:42 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ახლა გაგახსენდათ ტრადიციები?
არ ვარ ოცნების მომხრე მაგრამ,კაცმა ქვეყანა ფეხზე დააყენოს და რა მნიშვნელობა აქვს ჰყავს თუ არა ცოლი?:) რატომღაც მგონია რომ შალვა იმსახურებს პრეზიდენტობას...........
00:29 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეო
მარგველაშვილის ადგილას სხვა კანდიდატი თავს გაიგიჟებდა და სასწრაფოდ დაქორწინდებოდა.ცოლი თუ ჰყავდა შერეკილს,იმიტომ არ ჰქონდა გარემი.კაცმა ალალად თქვა-მარტო პრეზიდენტობის გულისთვის ვერ მოვიყვან ცოლსო.რომ უყვარდეს ის ქალი,შეირთავდა.რა ქნას-წესიერი ადამიანია. ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას.
23:36 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
მე არ მივცემ ე.წ.ბაქრქძეს და ბურჯანაძეს ხმას,რადგან ისინი ნაცები არიან და არმენები. ერთადერთი ნორმალური კანდიდატი არის მარგველაშვილი-ღრმად განათლებული,პატრიოსანი,ტავანკარა ქართველი და ძალიან კარგი ქართველი.
23:26 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ასეა ეს!
მარგველაშვილი გახდება პრეზიდენტი!!!
21:13 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
მაარგველაშვილი ისე გახდება პრეზიდენტი, როგორც ვირი ხეზე გავა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ნინიაა ბურჯანაძე. გაიგეთ..................
17:53 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS