29 აგვისტო, 2013
რას ფიქრობს შალვა რამიშვილი გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე
ნასამართლეობა ერთ წელიწადში ისედაც მომეხსნება, მიხ­ეილ სააკაშვილის წყალობით ადრე არ მისარგებლია და ახლა რატომ უნდა ვისარგებლო შალვა რამიშვილი ჯერ კიდევ მანამდე დაემშვიდობა ''მეცხრე არხის'' მაყურებელს, სანამ ტელევიზია დაიხურებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ არასოდეს დაუმალავს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მთავრო­ბის მიმართ და მის წინააღმდეგ ტელევიზიასა და პრესიდან ერთდროულად იბრძოდა. მთავრობის შეცვლის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ დარჩა ტელესივრცეში და შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა, ოღონდ პოლიტიკოსობას არ აპირებს, უფრო რთული მისია აიღო საკუთარ თავზე და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის
გიორგი მარგველაშვილის საარჩევ­ნო შტაბში პიარს ხელმძღვანელობს.

- შალვა, საუბარი ''მეცხრე არხის'' გარშემო მიმდინარე პრო­ცესებით დავიწყოთ.
- ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ მისი, როგორც მთავ­რობის წევრისთვის, პრობლემა იყო, რომ მეუღლეს ჰქონდა ტელევიზია. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება ეს აღექვა, როგორც მის ხელთ არსებული მედიარესურსის გამოყენება ხელისუფლების მხარ­დასაჭერად. ეს პრობლემა არჩევ­ნების მოახლოების შემდეგ უფრო გამძაფრდა, რადგან იცით, რომ ამ პერიოდში მედია განსაკუთრებულად აქტიურია და დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს რამდენად მიუკერ­ძოებელი იქნება ტელევიზია. იქ შეი­ძლება ცალკეული ადამაიანები გამოხ­ატავდნენ პოლიტიკურ პოზიციებს, ისე როგორც მე, მაგრამ როდესაც მთლიანად ტელევიზია ერთ-ერთი კანდიდატის პოლიტიკური ლიდერის მეუღლის კუთვნილებაა, ეს პრობ­ლემაა. ბიძინა ივანიშვილში ერთმა­ნეთს ებრძოდა იქ მომუშავე ადამიან­ებზე ზრუნვა და მიზანშეწონილობა. ზუსტად ვიცი, რომ ის ადამიანები პროფესიონალები არიან და სამსახ­ურს აუცილებლად იშოვიან.
- პიარის კარგ სპეციალის­ტად გთვლიან და რამდენად სწო­რი იყო წინასაარჩევნოდ ამდენი ადამიანის განაწყენება?
- პირველი, არ მგონია, რომ ისინი განაწყენებულნი იყვნენ, თუმცა ადამიანურად შეშფოთებული არიან და წუხან. მეორეც, ეს არჩევნები არ ჰგავს წინა არჩევნებს. ადრე მიშა წინასაარჩევნოდ ტელევიზიებს ხსნიდა ან ითრევდა. ბიძინამ კი თავისი ტელე­ვიზიის გაყიდვა გადაწყვიტა. დავ­ელოდოთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა მყიდველი გამოუჩნდეს. მე მგონი, ეს პრემიერის მხრიდან მომგე­ბიანი ნაბიჯია.
- ბოლო დროს პრობლემებია ''მაესტროშიც''. ეს ორი ფაქტი უცნ­აურად მიეწყო ერთმანეთს.
- ''მაესტროში'' პრობლემები დიდი ხანია არის. მათ ვერ მოახ­ერხეს კომერციული ტელევიზიის გა­კეთება და ვერ აეწყვნენ რეკლამაზე. რამდენიმე ფინანსურად წამგებიანი პროექტი განახორციელეს. გასართობი გადაცემები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა ''რუსთავი 2''-ის და ''იმედის'' შოუებს. ეს იყო დამფუძნე­ბლებისა და მენეჯმენტის ფინანსური რისკი, რომელიც ვერ გათვალეს.
- გიორგი მარგველაშვილზე ვისაუბროთ. ზოგს სასაცილოდ არ ეყო, რომ თქვენ მის პიარსამსახ­ურს ხელმძღვანელობთ, ზოგსაც - პირიქით.
- მე რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ზოგიერთი ადამია­ნის აზრზე ვღელავდე, ვერაფერს გავაკეთებდი ცხოვრებაში. საკმაოდ მდიდარი გამოცდილება მაქვს პოლი­ტიკურ პიარში. მეტწილად პოლიტი­კურ ბრძოლებშიც ვიყავი ჩართული და ჩემთვის ეს არ არის ახალი.
- მარგველაშვილის პიარის ყველა დეტალს, სოციალურ ქსელ­ში გამოქვეყნებულ ფოტოებს, ახალ იმიჯს, თქვენ გაწერენ, მართლა ასე დეტალურად ერევით?
- სად უნდა იყოს შეხვედრა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს კან­დიდატი, რა ფოტო უნდა აიტვირ­თოს ''ფეისბუქზე'' და გადაეგზავნოს სააგენტოებს, რა თქმა უნდა, ამას პიარსამსახური განსაზღვრავს. ვადას­ტურებ, რომ ეს ასეა.
- მის რეალურ კონკურენტად ნინო ბურჯანაძეს განიხილავენ. ასევე დავით ბაქრაძეს.
- რაც შეეხება ბაქრაძეს, წა­სულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. რთულია კარგის თქმა დათო ბაქრაძეზე და მის პარტიაზე, ამიტომ არაფერს ვიტყვი. ეს არის მომაკვდავი პარტია, რომელსაც ჰყავს აგონიაში ჩავარდნილი ლიდერი - მიხეილ საა­კაშვილი. ეს მახინჯი კოაბიტაცია 27 ოქტომბერს მთავრდება და მთავრდება ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდა­ტის დამარცხებით და მიხეილ სააკაშ­ვილის პოლიტიკიდან წასვლით. რა იქნება შემდეგ, ამას მკაფიოდ ავუხს­ნით მოსახლეობას.
ახლა ნინო ბურჯანაძეზე ვისაუ­ბროთ. მას აქვს უფლება, პროპაგან­დის დროს დემაგოგია გამოიყენოს და ისეთ რაღაცებს დაჰპირდეს ადა­მიანებს, რისი შესრულებაც შეუძლე­ბელია. ეს ცნობილი ფანდია. რაც შეეხება ხელისუფლების კანდიდატს, რომელიც მალე გახდება პრეზიდენტი, ცხადია მას მეტი თავშეკავება მართებს და მისი ყველა სიტყვა გამოზომილი უნდა იყოს. ხალხის გარკვეულ ნაწილს მოსწონს ხმამაღალი შეძახილები და გულის მოფხანა, მაგრამ მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ყველაფერი ის, რასაც მათ ბურჯანაძე ჰპირდება, სამართლიანობის აღდგენის და ძველი მთავრობის მაღალჩინოსნების დასჯით, ისე მოხდება, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს იზოლაციაში, ანუ კანონის დაცვითა და სასამართლოს განაჩენით. ჩვენ ვნახეთ თენგიზ გუნავას მაგალი­თზე, როგორ მოიქცა პრეზიდენტი, გაათავისუფლა და დააბრუნა ძველ თანამდებობაზე. ეს არის ყველაზე მძლავრი ხელის შეშლა სამართლიანო­ბის აღდგენაში. ახლა რომ გასამარ­თლებული იყოს ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია, ვინ დაუშლიდა მიშას, იგივე არ გაეკეთებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესები ხელოვნურად ფერხდება, მაგრამ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ კაცის სახით. როცა ეს პრობლემა აღარ იქნება, ყველაფერი გაცილებით იოლი გახ­დება.
- უხერხულ შეკითხვას და­გისვამთ, ბევრს ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე.
- გიორგის და მაკას ურთიერ­თობაზე? მაკა ჩიჩუა ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ''მეცხრე არხზე'' და ვიცი გიორგის პოზი­ცია ამ თემაზე. გიორგის და მაკას შორის წრფელი გრძნობაა, რო­მელიც მიმდინარეობს და ვითარდება. მკითხველს ვეკითხები, თქვენ რომ გქონდეთ ეს გრძნობა, განა უფრო შეურაცხყოფა არ იქნებოდა, პიარ­ფანდები გამოგეყენებინათ? გიორ­გიმ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, არ შეიძლება წრფელი გრძნობა, რო­მელიც ორ ადამიანს შორის არსე­ბობს, წინასაარჩევნო გათვლებს და პიარსტრატეგიას ექვემდებარებოდესო.
- მოქმედი პრეზიდენტის პი­რადი ცხოვრება მუდმივად იყო განსჯის საგანი...
- არა, განსხავება ძალიან დიდ­ია. მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება აზარალებდა ქვეყანას, მათ შორის ფინანსურადაც. მის პირად ცხოვრებაში დახარჯულია ასიათასო­ბით ლარი. საჩუქრებში, რომელსაც ქალბატონებს უძღვნიდა, საეჭვო დროსტარება მოდელებთან. ბუნე­ბრივია, ეს იყო ხალხის განსჯის სა­განი, ამით ზარალდებოდა ბიუჯეტი. მე ვიცნობ გიორგი მარგველაშვილის ხასიათს და აქ არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება.
- გიორგის თვისებების შეს­ახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ახ­ლოს არ ვიცნობთ მის გარემოს, შვილს...
- მაკას შვილი მაშო და გიორ­გის ანა მეგობრები არიან... გიორგის აქამდე არ უცხოვრია საჯარო მოხ­ელის ცხოვრებით და არც პოლიტი­კურ კარიერაზე უოცნებია. ხალხის სურვილი ლეგიტიმურია, რომ აინ­ტერესებდეთ, სად ცხოვრობს. დუ­შეთში ცხოვრობს, ძალიან უბრალოდ. ჩვეულებრივი სახლი აქვს და უშუ­ალო ურთიერთობები აკავშირებს მეზობლებთან. რამდენჯერმე ერთად ვყოფილვართ იქ და ყველანაირი ზედ­მეტი ფუფუნების გარეშე ცხოვრობს. არჩევნებამდე ხალხი უფრო ახლოს გაიცნობს.
- მისი გაპარსული წვერი ძვე­ლი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის ქილიკის საგნად იქცა. გიორგი მარგველაშვილი წვერით - ესეც მისი იმიჯის ნაწილი იყო და ვინ მიიღო ამ იმიჯის შეცვლის გადაწყვეტილება?
- რაც შეეხება წვერის გაპარსვას და თმის დავარცხნას, ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას კანდი­დატს თავს ახვევენ. ყველა თანამდე­ბობას აქვს თავისი წესი და რიგი. როდესაც თუნდაც ყველაზე თავისუ­ფალი ადამიანი წვეულებაზე ჯინსსა და კედებში გამოწყობილი მიდიხარ, ამით იმ წვეულებას არ სცემ პატივს. გიორგი მარგველაშვილს კარგად ვიც­ნობ და იმდენჯერ არ ჰქონია წვერი, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ჩვენი ამოცანა არ არის პიარსვლები და ხრიკები, ჩვენ მკაფიო გეგმები გვაქვს. გიორგის სურს იყოს არა დესტრუქციული და მთავრობას­თან კრიჭაში ჩამდგარი პრეზიდენტი, არამედ მთავრობის პარტნიორი. მას მიაჩნია, რომ ეს მთავრობა კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, არის პრობ­ლემები, რაც დაიწყო, ისე სწრაფად არ ვითარდება, პირველი ამის ხელის შემშლელი ეს კოაბიტაციაა. საქა­რთველოს პრეზიდენტი დღეს ყველა სფეროს აფერხებს. საგარეო საქმეებს, რადგან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტა­ციას ეწევა, ელჩებს არ ნიშნავს. სა­სამართლოთი გასამართლებულ ყო­ფილ ჩინოვნიკებს უტიფრად უშვებს და ძველ თანამდებობაზე აბრუნებს. მიშას თავისი ტექსტებით ნევროზული დაძაბულობა და შფოთი შემოაქვს, ვეტოებს ადებს კანონებს.
- ახლახან გამოსცა ბრძანება ნასამართლეობის მოხსნაზე, თქვენ არ მიგიმართავთ პრეზიდენტისთ­ვის?
- ჩემი ბევრი მეგობარი დაზარალ­და ძველი სისტემის მიერ და დარწ­მუნებული ვარ კმაყოფილები არიან, რადგან აღარ ექნებათ პირობითი მს­ჯავრი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებს იმაზე, როგორ უყ­ურებს პრეზიდენტი შეწყალების საქმეს. ამით ამტკიცებს, რომ ტერორისტული რეჟიმი ჰქონდა ქვეყანაში დამყარებული.
- თქვენ არ ისარგებლებთ ამ აქტით?
- არა, მე ნასამართლეობა ერთ წელიწადში ისედაც მომეხსნება, მიხ­ეილ სააკაშვილის წყალობით ადრე არ მისარგებლია და ახლა რატომ უნდა ვისარგებლო, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იქ მიდიან თხოვნით, მისი მხარდამჭერები არ ხდებიან.
- პრეზიდენტისა და პრემიერ­ის ურთიერთობას როგორ შეაფასებთ?
- ეს არის პოლიტიკოსის და შეშლილის ურთიერთობა.
- პრეზიდენტს შეშლილს უწოდებთ?
- რა თქმა უნდა, შეშლილია ადამიანი, იმიტომ, რომ მასზე უკვე არა მარტო საქართველოს მოქა­ლაქეებს, ამერიკის ელჩსაც ეცინება.
- რას აპირებთ არჩევნების შემდეგ, მედიასივრცეს სამუდამოდ დაემშვიდობეთ?
- ტელევიზიაც დამემშვიდობა და მეც დავემშვიდობე. არ ვიცი, ჯერ აქ ვარ და მაინტერესებს ის, რაც ხდება ჩემ გარშემო. შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მანჩო
შალვა ძალიან მაგარი და მართალი ადამიანი ხარ. ფაქტიურად შენ დიდი წვლილი მიგიძღვის მთავრობის შეცვლაში. შენ ტელევიზიას ისევ სჭირდები. კიდევ ბევრია შენი საკეთებელი ტელევიზიაში. ყვვარხარ ქართველ ხალხს> გაიხარე
23:48 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამი
ბატონო შალვა კარგი ადამიანი ხარ მიზანი დაისახე შეასრულე მასე გააგრძელე გმერთმა გზა გაგინათოს კარგი საქმეების კეთებისთვის შენც და ყველა იმ ადამიანს ვისაც ხალხისთვის კარგი უნდა გილოცავთ ხალხო გამარჯვებას
12:18 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მართა
შალვა ნიჭიერი, განათლებუ და თავხედი კაცია! მისი ადგილი არის ტელევიზიაში და არა ასეთ სამსახურში. იმედია ვიხილავთ .
13:35 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
შალვა არ უსმინო იმ ხალხს რომლებიც არავის არ უყვარს ნამდვილი შურიანები და საცოდავები არიან გაიხარე აბა შენ იცი
17:24 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
შალვა გისურვებ წარმატებებს!არ უსმინო შენს მოწინააღმდეგეებს,გადაგრევენ.
16:50 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS