05 მაისი, 2013
ინგა გრიგოლიას ექიმი შეუყვარდა
დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. - ძალიან დიდი ხანი მირეკავდა და მესიჯებს მწერდა. მე არ ვპასუხობდი. ერთ მშვენიერ დღეს პირდაპირ დამადგა თავზე. საკრებულოს სხდომიდან გამოვდიოდი. მოვიდა და მითხრა, რომ ის იყო. რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, რა დეგენერატი ვარ, რომ ამდენი ხანი არ ვხვდებოდი-მეთქი. ალბათ ქართული კომპლექსია, რომ გგონია, ვირტუალურად გაცნობილ ადამიანს არ უნდა შეხვდე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, ამდენი წელი
რისთვის დავკარგე-მეთქი. მის მესიჯებზე შეიძლება, თვეში ერთხელ მეპასუხა. ასეთ ურთიერთობებს სერიოზულად არასდროს ვუყურებდი.

- როგორია მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ერთი ნახვით მოეწონა?
- ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია.
- მაღალი და შავგვრემანია ალბათ.
- ნამდვილად ასეთია. ძალიან კარგი ექიმია. ქირურგია. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შენს საქმესთან არ აქვს შეხება. ის ჩემთვის ძალიან კარგი მრჩეველია.
- რამდენი წელი გრძელდებოდა თქვენი ვირტუალური ნაცნობობა?
- ძალიან დიდხანს. გაამართლა ამ ურთიერთობამ. დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. არც არასოდეს დავგეგმავ, რომ ოფიციალური სახე მივცე ჩემს ურთიერთობას.
- მას ჰქონდა ოჯახი?
- ჰქონდა. ჰყავს ორი შვილი. მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებულია. მე არაფერ შუაში ვარ. ისინი ჩვენს ვირტუალურ ნაცნობობამდე ბევრად ადრე დაშორდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 6 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ეკაკო
ინგაააააააააააააააა
16:23 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
გილოცავ
15:50 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
მშვენიერი ამბავია, მარტო რომ იყო სულ მიკვირდა
15:12 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მიხარია სჰენი ბედნიერება.მოუტმენლად ველი სჰენს გადაცემას.წარმატებები!!!!
14:50 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
ინგა ბედნიერებას გისურვეეეებ.
14:46 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათუკა
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ინგას გადაცემა,კარგია ქორწინება რომ არ გინდა,ისე უფრო ბედნიერი იქნები,წარმატებებს გისურვებ.
14:29 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ინგა,მეც ძალიან მიყვარხარ-მიყვარს ნიჭიერი და პრინციპული ადამიანები...ბევრჯერ მიფიქრია,ეს გოგო ბედნიერი რატომ არ უნდა იყოს-მეთქი.თუ თავს ახლა ბედნიერად გრძნობ,ძალიან მიხარია.
13:43 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დარეჯანი
მეც ძალიან მომწონს ინგა გრიგოლია, ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას
13:24 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ძალიან კარგი გოგოა ინგა ძალიან მომწონს კეთილი ჭკვიანი ლამაზი და სასიამოვნო ადამიანი ჩანს წარმატებები ინგა თუ მართლა ბედნიერი ხარ მაგ მამაკაცთან და ნამდვილათ იმსახურებს შენ თავს უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ :* :* :*
00:54 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS