05 მაისი, 2013
ინგა გრიგოლიას ექიმი შეუყვარდა
დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. - ძალიან დიდი ხანი მირეკავდა და მესიჯებს მწერდა. მე არ ვპასუხობდი. ერთ მშვენიერ დღეს პირდაპირ დამადგა თავზე. საკრებულოს სხდომიდან გამოვდიოდი. მოვიდა და მითხრა, რომ ის იყო. რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, რა დეგენერატი ვარ, რომ ამდენი ხანი არ ვხვდებოდი-მეთქი. ალბათ ქართული კომპლექსია, რომ გგონია, ვირტუალურად გაცნობილ ადამიანს არ უნდა შეხვდე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, ამდენი წელი
რისთვის დავკარგე-მეთქი. მის მესიჯებზე შეიძლება, თვეში ერთხელ მეპასუხა. ასეთ ურთიერთობებს სერიოზულად არასდროს ვუყურებდი.

- როგორია მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ერთი ნახვით მოეწონა?
- ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია.
- მაღალი და შავგვრემანია ალბათ.
- ნამდვილად ასეთია. ძალიან კარგი ექიმია. ქირურგია. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შენს საქმესთან არ აქვს შეხება. ის ჩემთვის ძალიან კარგი მრჩეველია.
- რამდენი წელი გრძელდებოდა თქვენი ვირტუალური ნაცნობობა?
- ძალიან დიდხანს. გაამართლა ამ ურთიერთობამ. დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. არც არასოდეს დავგეგმავ, რომ ოფიციალური სახე მივცე ჩემს ურთიერთობას.
- მას ჰქონდა ოჯახი?
- ჰქონდა. ჰყავს ორი შვილი. მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებულია. მე არაფერ შუაში ვარ. ისინი ჩვენს ვირტუალურ ნაცნობობამდე ბევრად ადრე დაშორდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 6 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
მე
Mეცინება ზოგ კომენტარზე. Aრ ვაპრებ დაოჯახებასო,ხაზგასმიტ ამბობს ზრდასრული ადამიანი და ასე ურცევნია. Gაიგეტ რა...
23:01 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გუგა
დალიან სიმპატიური და მომხიბვლელი ადამიანი ხარ, გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებასჰი
22:29 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ინგა აუცილებლად დაოჯახდი და ჩვენი თხოვნა იქნება თუ ტელევიზიაში დაბრუნდები.
21:28 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა გაბედნიეროს ინგა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, მაგრამ მაინც ქალი ხარ და ნამდვილად ხარ ქალური ბედნიერების ღირსი
21:10 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
გაიხარე და იბედნიერე ინგა :) ძლიერი ადამიანი ხარ,მაგრამ მარტოობას არ გირჩევ,იმიტომ რომ ქალი ხარ.ქალი კი ცოდვაა მარტო,რამდენადაც ძლიერი უნდა იყოს.
20:39 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ინგა კარგია რომ კარგი ადამიანი იპოვე,პოლიტიკიდანაც რომ წამოხვედი ესეც კარგია,კარგს იზამ თუ ოჯახს შექმნი,არ გირჩევ სიბერე მარტო გატარო,ჯობია ნამდვილად სახლსჰი გყავდეს მეუღლე და გულსემატკივარი,წარმატებებს გისურვებ.
20:03 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკა
ბედნიერება ამ ნიჭიერ გოგოს!!!
19:58 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
დზალიან გამიხარდა და უფრო გამიხარდება ტუ ინგა ოჯახის სჰექმნაზე იფიქრებს......
18:52 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მიხარიააააააააა ძალიან კარგი ადამიანი ხარ
18:34 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მიყვარს ინგა და მიხარია რო ვედნიერია...
18:26 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS