05 მაისი, 2013
ინგა გრიგოლიას ექიმი შეუყვარდა
დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. - ძალიან დიდი ხანი მირეკავდა და მესიჯებს მწერდა. მე არ ვპასუხობდი. ერთ მშვენიერ დღეს პირდაპირ დამადგა თავზე. საკრებულოს სხდომიდან გამოვდიოდი. მოვიდა და მითხრა, რომ ის იყო. რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, რა დეგენერატი ვარ, რომ ამდენი ხანი არ ვხვდებოდი-მეთქი. ალბათ ქართული კომპლექსია, რომ გგონია, ვირტუალურად გაცნობილ ადამიანს არ უნდა შეხვდე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, ამდენი წელი
რისთვის დავკარგე-მეთქი. მის მესიჯებზე შეიძლება, თვეში ერთხელ მეპასუხა. ასეთ ურთიერთობებს სერიოზულად არასდროს ვუყურებდი.

- როგორია მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ერთი ნახვით მოეწონა?
- ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია.
- მაღალი და შავგვრემანია ალბათ.
- ნამდვილად ასეთია. ძალიან კარგი ექიმია. ქირურგია. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შენს საქმესთან არ აქვს შეხება. ის ჩემთვის ძალიან კარგი მრჩეველია.
- რამდენი წელი გრძელდებოდა თქვენი ვირტუალური ნაცნობობა?
- ძალიან დიდხანს. გაამართლა ამ ურთიერთობამ. დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. არც არასოდეს დავგეგმავ, რომ ოფიციალური სახე მივცე ჩემს ურთიერთობას.
- მას ჰქონდა ოჯახი?
- ჰქონდა. ჰყავს ორი შვილი. მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებულია. მე არაფერ შუაში ვარ. ისინი ჩვენს ვირტუალურ ნაცნობობამდე ბევრად ადრე დაშორდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 6 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
კახა
ერთ-ერთ წვეულებაზე რეზო მიშველაძესგადაეკიდაერთი მანდილოსანი:"რამდენჯერ შეიძლება ქალი რომ გათხოვდესო? -15-ჯერ-უპასუხა მიშველაძენ, -მე-16-დ ბოზობაა ქალბატონო!-დაამატა ოტიაიოსელიანმა.
08:57 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
დიდ ბედნიერებას გისურვებ ინგა!არავის საქმე არაა სხვისი ცხოვრება,ყველამ თავისას მიხედოს!!!
16:59 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ადამიანი რომელიც გიყვარს "ვიღაც კაცი" რატოა ვერ ვხვდები..
16:30 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ოეეეე გამოდით რა დენიკინის დროიდან ხალხო...
15:58 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
...ოჯახური, შიდა სამზარეულოს გასაჯაროება არც მე მომწონს, მაგრამ დღეს ხალხი ისე ცხოვრობს, როგორც თვითონ სურს და ნამდვილად არ არის ჩემი, შენი და მისი საქმე, მავანი რას იზამს და როგოე იცხოვრებს!...
22:15 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS