- ერთი წელია ამ ბინაში ვცხოვრობ. ბევრ რესტორანში მქონდა მიწვევები და ვმღეროდი. ბოლოს ჩემი პროდიუსერის, მარინა კაშიას დაჟინებული მოთხოვნით, ჩემი სახლი მოვაწყვე ლაუნჯის სტილში და ყოველ საღამოს აქ ვმასპინძლობ სტუმრებს, რომლებსაც ჩემი მოსმენა სურთ. ეს არ არის რესტორნის სტილში, აქ კარები ყველასთვის არაა ღია, წინასწარი შეთანხმებით ვიღებ სტუმრებს.
არ მინდოდა დიდი სივრცე ყოფილიყო, აქ ძალიან
აქ ყველაფერი ხელნაკეთია - რკინის სკამები, სანათები, დივანი-საქანელა და ა.შ. ბევრი ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეიძლება მაღაზიებში, მაგრამ იმ ნივთებს, რასაც ჩემს სახლში ხედავთ, სხვაგან ვერ შეხვდებით, ყველაფერი მარინას ხელითაა გაკეთებული.
შავი ჟურნალების მაგიდა დედაჩემის დროინდელია და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, აქ ვინახავ ღვინოებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია და სპეციალურად ჩემთვის დაიბეჭდა. (იხილეთ სრულად + ფოტოები)