27 აგვისტო, 2013
''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''
ოჯახის წევრებს ხანდახან სწყინთ, მეუბნებიან, ცოტა მკვეთრად უპასუხეო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს აზრზე არიან, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატს თმენის ვალდებულება აქვს მიხეილ-გელა სალუაშვილის გამოჩენა აქტიურ პოლიტიკაში ბევრს ხუმრობა ეგონა და სოციალურ ქსელში ბატონ გელას საკმაოდ უცნაურ და ხანდახან შეურაცხმყოფელ კითხვებსაც უსვამდნენ. რეალურად მისი პოლიტიკური გზა ძალიან ბევრ წელს ითვლის. მართალია, მისი ოფისი ძველი შენობის ერთ ოთახში მდებარეობს, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკურ წარსულს თუ გადაავლებთ თვალს, ჩემსავით გაოცებული დარჩებით.

- 1958 წლის 16 ივლისს თბილისში დავიბადე. დავამთავრე
მე-7 საშუალო სკოლა. მამაჩემი ენრიკო სალუაშვილი გახლდათ, დედა - ნანული ერქვანიძე. ერთი წლის ვიყავი, მშობლები რომ დაშორდნენ. შემდეგ მამამ მეორე ოჯახი შექმნა და ორი ძმა და ორი და მყავს. როდესაც და-ვიბადე, ბაბუას სახელი - მიხეილი დამარქვეს. ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი და დედას ხილვა ჰქონდა, თუ გინდა გადარჩეს, გელა დაარქვიო. ამის შემდეგ ყველა გელათი მიცნობს, თუმცა საბუთებში დღემდე მიხეილი მიწერია. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდგომ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში ვმუშაობდი. ''გეპეიში'' დავამთავრე ასპირანტურა და დღემდე სამშენებლო დარგში 16 გამოგონების ავტორი ვარ. სანამ ეროვნული მოძრაობა აგორდებოდა, სამეცნიერო გზით მივდიოდი, ასე მივედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟთან.
- მოძრაობაში ჩართვის შემდეგ სამსახურს თავი დაანებეთ?
- არა, პარალელურად კათედრაზე ვმუშაობდი. 1991 წლის 31 მარტს ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის არჩევნებში ''მრგვალი მაგიდის'' ხაზით ვმონაწილეობდი და პირველივე სხდომაზე საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს. მერე მოგეხსენებათ, როგორ განვითარდა მოვლენები და 1992 წლის 10 იანვარს რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, ახალი პარტია ჩამოგვეყალიბებინა და დავაფუძნეთ ''სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა'' , რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს.
- ახლოს იცნობდით ზვიად გამსახურდიას?
- დიახ, ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან იღებს სათავეს, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი 1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენები გახლდათ. ბევრი განუდგა და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მისი ერთგული დარჩა. იმ პერიოდში ყველა აქციაში ვმონაწილეობდი, რის გამოც კათედრა გამიუქმეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ჩემი შეხედულებები შეუსაბამო იყო შევარდნაძის კურსთან.
შემდეგ ჩვენი პარტიისა და კიდევ რამდენიმეს ინიციატივით, მძიმე მოვლენების დროს გადავწყვიტეთ, მაშინდელ კანონიერ ზვიად გამსახურდიასა და დე ფაქტო ხელისუფლებას, ედუარდ შევარდნაძეს შორის გვეშუამდგომლა და გროზნოში გავემგზავრეთ, რათა ბატონი ზვიადისთვის პირადად შეგვეთანხმებინა ჩვენი პოზიცია. ვუთხარით, თუ ის თანახმა იქნებოდა შევარდნაძეს შევხვდებოდით და შუამავლის როლს ასლან აბაშიძეს შევთავაზებდით. ბატონი ზვიადი დაგვეთანხმა. მოგვიანებით ასლან აბაშიძეც დაგვთანხმდა და პირველი შეხვედრა ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. ასლანმა მაშინ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ვთხოვეთ, ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთის პირისპირ არ დაგვეშვა და რაღაც შუალედური გზა მოგვენახა. ასე არ მოხდა და სამწუხაროდ, მოლაპარაკება ჩაიშალა. ზვიადის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, მისი პოლიტიკური ლიტერატურა მოგვეძიებინა და ცხრა კრებული გამოვეცით. იმავე სხდომაზე დავაარსეთ ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და ერთი წლის თავზე, მის დაბადების დღეზე, პირველი ლაურეატები დავასახელეთ, ესენი იყვნენ ჯოჰარ დუდაევი, ირაკლი გოცირიძე, ვანდა ვანზიკლერი, მუხრან მაჭავარიანი და ელიზბარ ჯაველიძე. 1996 წელს დავაარსეთ ახალი გაზეთი ''ზვიადის გზა'' , მალე საქართველოში ქალბატონი მანანა არჩვაძე დაბრუნდა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
- 1996 წლის ბოლოს, ''საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ''ლაზარეს ინსტიტუტი'' დავაარსეთ, რომლის მთავარი მიზანიც ბიბლიურ საფუძველზე ჩვენი ქვეყნის ისტორიის კვლევა გახლდათ, იმის, რასაც ბოლო ჟამი ჰქვია. შემდეგ გამოვუშვით გაზეთი, რომელში ამ წლების განმავლობაში ჩვენს კვლევებს ვაქვეყნებდით და აქამდე 840 ნომერია გამოსული. ბიბლიაში გაბნეულია პირობითი ნიშნები, რა უნდა მოხდეს, მაგრამ არ წერია, როდის მოხდება. ჩვენი დასკვნა ასეთია, რომ საქართველოში არ მომხდარა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენაც კი, რომელიც ასახული არ იყოს ბიბლიაში. საქართველოს 70-წლიანი ყოფა საბჭოთა კავშირის მმართველობის ქვეშ, ბატონი ზვიად გამსახურდიას მოსვლა და წასვლა.
- ბატონი ზვიადის მოსვლა და წასვლა ბიბლიაში წერია?
- არა მხოლოდ ზვიადის, არამედ სააკაშვილისა და შევარდნაძის. ბიბლიური კვლევის დაწყების შემდეგ პოლიტიკას ჩამოვცილდით და საარჩევნო პროცესში მონაწილეობა აღარ მიგვიღია. ახლა გვენიშნა, რომ ჩვენი მოქმედების დრო დადგა.
- რა ნიშნები მიიღეთ?
- ბიბლიაში წერია, რომ ოდესღაც რომელიღაც ქვეყანა იქნება 70 წელიწადი ჩრდილოეთის მეფის ტყვე. ეს გახლავთ პირველი რგოლი, რადგან სწორედ ამდენ ხანს, 1921-1991 წლებში რუსეთის მმართველობის ქვეშ ვიყავით. ამის შემდეგ მოვიდა ცხებული მეფე, ზვიად გამსახურ-დიას სახით. შემდეგ მოდის ოთხეული, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა. შევარდნაძე სამს იშორებს და თვითონ ხდება პრეზიდენტი. შემდეგი სამეულია ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია. ყველა ნიშანი საქართველოს ისტორიის ფონზე ქრონოლოგიურად ცხადდება. მაგალითად, ბიბლიას პასუხი აქვს, როგორ დაამთავრა ჟვანიამ სიცოცხლე. ასე წერია, ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. შემდეგ უჩინარდება ბურჯანაძე და იწყება ათვლა, რამდენი ხანი უნდა იყოს სააკაშვილი ხელისუფლებაში და ეს პერიოდი სწორედ ახლა სრულდება. ამიტომ გადავწყვიტეთ გააქტიურება და ჩვენს პარტიაში შევიტანეთ დამატება. დღეს გვქვია ''სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია დღეს ჩვენი სიმართლე'' .
- ბიძინა ივანიშვილზე რა წერია ბიბლიაში?
- წერია, რომ ორნი დასასრულამდე დარჩებიან და ხანმოკლე და შფოთით აღსავსე იქნება სამეფო. სააკაშვილი ოქტომბერში მიდის და ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მალე წავა. რა არის ეს დასასრული? ჩვენი გაგებით, სწორედ ეს არის მეორედ მოსვლა. ჩვენი აზრით, საქართველოს ეკლიან ჯვარცმაზე სიარულის გზა მთავრდება და ჩვენ ვართ იმ გზაზე, რასაც გაბრწყინებისეული იდეა ჰქვია. სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამას უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო.
- ბატონო გელა, ამბობენ, რომ ბატონი ზვიად გამსახურდიას წმინდანად გამოცხადებას და თეოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ითხოვთ.
- 2004 წელს საპატრიარქოს მივმართეთ თხოვნით, რომ გაწეული ღვაწლისთვის ზვიად გამსახურდიას წმინდანად შერაცხვის საკითხი დაეყენებინათ. წარმოიდგინეთ, მისი არამარტო ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ როდის უნდა მომკვდარიყო - ყველა ნიშანია ბიბლიაში მოყვანილი. 2011 წლის ბოლოს განმეორებით მივმართეთ წმინდა სინოდს. შედეგი ჯერ არ მიგვიღია, რადგან წმინდანად შერაცხვას თავისი წესები აქვს. ხანგრძლივი პროცესია დროის თვალსაზრისით. ჩვენ ხომ ვერ შევრაცხავთ? რაც შეეხება თეოკრატიულ სახელმწიფოს, ჩვენი მიზანია საქართველოში სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა გამოცხადდეს. ეკლესია და სახელმწიფო არ უნდა ერეოდნენ ერთმანეთის საქმიანობაში, მაგრამ მათი თანამშრომლობის მექანიზმი უნდა მოიძებნოს. ჩვენ გვინდა, ორპალატიანი პარლამენტი არსებობდეს, თბილისსა და ქუთაისში. მხარეთპალატა, რომელიც მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული, ჩვენი აზრით, უნდა იყოს ქუთაისში, 70 წევრიდან ნახევარი უნდა იყოს მაჟორიტარი და მეორე ნახევარი სასულიერო პირები. ჩვენ ახალ მექანიზმს ვთავაზობთ კაცობრიობას.
- თქვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებაც გვითხარით.
- მყავს მეუღლე, ნანა სალუაშვილი, რომელიც ამჟამად დიასახლისია და ორი ვაჟი - საბა და ზაალი, 21 და 23 წლისები. ისინი ჩემი მხარდამჭერები არიან. იმდენი დევნა განვიცადეთ, რომ თანამოაზრეები გავხდით.
- ბატონო გელა, რეალურად მართლა გჯერათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებთ?
- ჩვენი ამ პროცესში ჩართვაც წერია ბიბლიაში. საბოლოო შედეგიც ვიცით, მე კი არა, ბიბლიამ იცის. მიმაჩნია, რომ ღმერთმა თუ მოინდომა... მისი ნებით იყო, რომ მწყემსი დავითი გახდა ისრაელის მეფე. ჩვენი მონაწილეობით მოსახლეობას ვეუბნებით, რა არის საქართველოს სულიერი მისია, რა ეტაპზე ვართ. ეს არის ბოლო ჟამის მოვლენების დადასტურება და ჩვენი მისია ამ პროცესში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის ცხრა პუნქტისგან შემდგარი პროგრამა, რომელიც მოიცავს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შეფასებას. უნდა დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, მართლმადიდებლობა გამოცხადდეს მთავარ რელიგიად. არავითარი ''ნატო'' , სამხედრო ომში გაერთიანების მომხრე არ ვართ.
- არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო რეზიდენციაში იცხოვრებთ?
- პრეზიდენტი იმ შენობაში უნდა ცხოვრობდეს, სადაც იმუშავებს, რომ მისვლა-მოსვლაში დრო არ დაკარგოს. დიახ, პრეზიდენტი უნდა ცხოვრობდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ეს იქნება ავლაბრის რეზიდენცია თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს.
- რას ფიქრობთ თქვენს კონკურენტებზე?
- იმ ნიშნებმა, რაც ჩამოგითვალეთ, გვიკარნახა, რომ კონკურენტი არ გვყავს.
- არ ბრაზდებით, როდესაც სოციალურ ქსელში უცნაურ და ხანდახან შეურაცხმყოფელ კითხვებს გისვამენ?
- ხანდახან ზღვარგადასული შეურაცხყოფაც არის, არის იუმორიც, მაგრამ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს. ძველი მოკრივე ვარ, თხუთმეტი წელიწადი აქტიურ კრივში ვვარჯიშობდი და სპორტის გარეშე დღესაც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ჩემი აზრით, სრულიად დაუსაბუთებელ პოზიციას გამოხატავენ, მინდა მივცე შანსი, თავად გაერკვნენ ამ აზრების მართებულებაში. ოჯახის წევრებს ხანდახან სწყინთ, მეუბნებიან, ცოტა მკვეთრად უპასუხეო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემს აზრზე არიან, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატს თმენის ვალდებულება აქვს. მით უმეტეს, ეშმაკი ყველას მახეს გვიგებს და ცოდვაში გვაგდებს. ჩვენ იმ პიროვნებას კი არა, ცოდვას უნდა ვებრძოლოთ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
თქვენი კომენტარები ხომ ისეთია, პირდაპირ გონებას გაუნათებს ადამიანს
10:36 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
არველოდი
ბატონო გელა დინამო ტოტენზემზე რას გვეტყვით>LD?
08:42 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
უშველეთ
უშველეთ ამ გაჭირვებულს, რამდენი სისულელე , აბდა უბდა აზრები აწუხებს , ამას აგური დაეცა თავში.... საცოდავია ეს უბედური, ღმერთო , ასეთი პრეზიდენტი უნდა საქართველოს ????!!!
00:53 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მართვე
სიმართლე გითხრათ თან მეცოდება ეს კაცი გაჭირვებული სახე აქვს, მაგრამ უფრო მეტად ჩემი სამშობლო მეცოდება, ასეთი კანდიდატები რომ ყავს და დასაცინად რომაა საქმე. რა ბიბლია და გამსახურდია, რას ბჟუტურობს ეს საცოდავი, ეს ახლა უეჭველი კატაკომბური ეკლესიის წევრი იქნება
00:20 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
უბედურო საქარტველო გაზლება-გაზლება და გარწყინება ,იქნებ და გაიყონ ეს ერტი სკამი ამ ვიტომ პატრიოტებმა და არაფრის გამკეტებლებმა,.გაბრწყინდი ცჰვენო სამსჰობლოოო
23:35 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი რა დაარქვა:"ღმერთო, რა დავაშავეთ" თუ "უფალო შეგვიწყალე?!" ბატონო გელა,გთხოვთ, დაწყნარდით, რადგან ის განზომილება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, უბრალოდ, საქართველოში არ ა რ ს ე ბ ო ბ ს! ეს ი ლ უ ზ ი ა ა, ბედნიერების ავადმყოფური ი ლ უ ზ ი ა!!! ეს წერილი შემთხვევით წავიკითხე და შემეცოდა საქართველო!
22:27 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გულისა
სჰენ იცი და სჰენმა კაცობამ,ტუ გიყვარს საქარტველო..სჰენს გვერდიტ ვარტ
22:08 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
X
ფსიქიატრებს ბევრი სამუშაო ელოდება ნამდვილად. სწყალი საქართველო ამ ადამიანის ხელში
21:59 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
"ნეტარ არიან მორწმუნენი", რა კარგი ნათქვამია?!
20:10 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატელა-ს
ვიდრე ესეტ უაზრო უზრდელურ კომენტარს დაწერდეტ დაფიქრდიტ რას წერტ.რაც გვჭირს ჩვენივე ტავიტ გვჭირს და ყველამ უნდა ვაგოტ ამაზე პასუხი.ვისწავლოტ ერტმანეტის პატივისცემა და მერე ვისაუბროტ ვინ ვინ არის.
18:12 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS