25 აგვისტო, 2013
რუსკა მაყაშვილს მორაგბე შეუყვარდა
შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს მსახიობ რუსკა მაყაშვილს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ანჩოს როლმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა, შემდეგ კარიერაში საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ინტერვიუებში მოგვიანებით აღიარებდა, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი სეზონის წამყვანად მოსინჯა ძალები. მაშინ ბევრი შეთანხმდა ერთ მ
არტივ ჭეშმარიტებაზე, რომ რუსკას ძლიერი მხარე ტელეწამყვანობა სულაც არ არის.

იმ პერიოდში მას ბევრი აკრიტიკებდა და იმასაც ამბობდნენ, რომ რუსკა არა ამ შოუს წამყვანად, არამედ მონაწილედ უნდა მიეწვიათ. მეორე სეზონზე შოუს ორგანიზატორებიც შეიცვალნენ და წამყვანებიც, რუსკამ კი კონკურსანტთა რიგებში გადაინაცვლა. არავის გაჰკვირვებია, რომ მან გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ, მიუხედავად მისი აღიარებისა, ტელეწამყვანობა არ გამომდისო, ბავშვთა „ახალი ხმის“ წამყვანობა მოსინჯა და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, პრესასთან ინტერვიუებზე უარის თქმაც დაიწყო. მათ შორის „რეიტინგმა“ რამდენჯერმა სცადა, მსახიობთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ რუსკა, ჩვენდა გასაკვირად, ამბობს, რომ ჟურნალისტები მას რაღაცებს უგონებენ და შესაბამისად, ინტერვიუების მიცემა გადაიფიქრა.

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.

იყო პერიოდი, როდესაც რუსკა ჰყვებოდა, რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიორგისთან და როგორ არ უჭირდა გიორგის მისნაირი დაკავებული გოგონას გაძლება, თუმცა შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთად ითამაშეს ფილმში „გული პლუსი“ , თუმცა რუსკა ამბობდა, რომ რეჟისორმა ისინი დამოუკიდებლად დაამტკიცა როლებზე და მას არანაირი წვლილი არ მიუძღოდა შეყვარებულის როლზე დამტკიცებაში.

ასეა თუ ისე, იმ პერიოდმა ჩაიარა და როგორც შევიტყვეთ, რუსკას გული კვლავ დაკავებულია. ივლისის თვეში ის თავის ახალ გულის სწორთან ერთად ბათუმში ისვენებდა. ისინი ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, მათ შორის ჯაზფესტივალზეც, ისევე, როგორც სასტუმრო „შერატონის“ აუზზე, სადაც ერთად ნებივრობდნენ და საკუთარ გრძნობებს არ მალავდნენ.

სიმპათიური ახალგაზრდა, როგორც დავადგინეთ, სპორტსმენია, კონკრეტულად კი მორაგბე. სხვათა შორის, რუსკას მამაკაცებში აშკარად კარგი გემოვნება აქვს და ფოტოებსაც თუ შეადარებთ, თავადაც მიხვდებით, რომ მისი ძველი და ახალი რჩეულები ერთმანეთს გარეგნობით საკმაოდ ჰგვანან.

როგორც ჩანს, მსახიობს ერთნაირი ტიპის მამაკაცები იზიდავს. რუსკა მის გვერდით ძალიან ბედნიერი ჩანს, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარი კვლავაც არ სურს. ამიტომაც მის დას, ტელეწამყვანსა და მსახიობ ნინუცა მაყაშვილს დავურეკე ჭორის გადასამოწმებლად.

- ნინუცა, გავიგეთ, რომ რუსკა შეყვარებულია. მართალია?
- დიახ, ჰყავს შეყვარებული.
- ოჯახის წევრებს გაგაცნოთ უკვე?
- კი, გაგვაცნო.
- მასთან ერთად ბათუმში ისვენებდა, არა?
- დიახ.
- იქნებ, სახელი გვითხრა.
- სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, რადგან რუსკა ძალიან წამეჩხუბება.
- რატომ, გაგაფრთხილა, ჟურნალისტებს არაფერი უთხრაო?
- პირადია მაინც და არ მინდა კონკრეტულად ლაპარაკი.
- ის მაინც გვითხარი, რა პროფესიის არის მისი შეყვარებული?
- სპორტსმენია.

სანდრო, როგორც შევიტყვე, რაგბის ფედერაციის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის ძმისშვილი გახლავთ. როგორც მორაგბე, „ყოჩებში“ გაიზარდა, შემდეგ „ლელოში“ თამაშობდა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. ინგლისში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა და იქვე თამაშობდა კიდევაც. 24 წლის გახლავთ. სანდროს, რასაკვირველია, იმისთვის შევეხმიანე, რომ რუსკას შესახებ მეკითხა.

- სანდრო, შენი პირადი ცხოვრების შესახებ ერთი ამბავი გავიგეთ და შენთან გვინდოდა გადამოწმება.
- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინტერვიუს არ ვიძლევი (იცინის).
- რუსკა მაყაშვილზე მინდოდა მეკითხა.
- (მაწყვეტინებს...) არ ვიძლევი ინტერვიუებს.
Rating
როგორც იქნა, ბევრი მცდელობის შედეგად, რუსკასაც დავუკავშირდი. როდესაც ამის შესახებ ვკითხე, არ ესიამოვნა და შემდეგი რამ მიპასუხა:

- მაგ თემაზე არ ვლაპარაკობ.
- რატომ?
- არ მინდა და იმიტომ. ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ დაბეჭდოთ, თორემ თქვენს ჟურნალს ინტერვიუს აღარ მივცემ.
- ამას ვერ შეგპირდებით...

სამწუხაროდ, ვერც ერთ ცნობილ ადამიანს ვერ დავპირდებით, რომ მათ შესახებ გაგებულ ჭორებს და მით უმეტეს, ნამდვილ ამბებს არ გამოვაქვეყნებთ. რუსკასა და სანდროს კი გულწრფელად ვუსურვებთ ბედნიერებას.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ნინა
რუსკა მიყვარხარ შვილო და მინდა დიდი ბედნიერება გისურვო.თქვენ კი ვინც იბოღმებით,ყველას ანგელოზები გიზით სახლში?
12:30 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პეტრო
ნინუცა ლამაზია.დედამისაც არა უშავს.ეგ რუსიკო ვის ჰგავს.ეს ნისკარტი მამისს ჰქონდა ალბათ
12:19 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ნინუცა მართლა ლამაზია.
11:28 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
მისი და ნინო ლამაზია და სერიოზულიც მოგეწონება.ცხვირი ნამდვილი აქვს თუ ისიც იხვნისკარტა იყო რუსკაიასავთ ნეტა?
10:53 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფატი
თავი დაანებეთ რუსკას ლანძღვას.ძალიან ლამაზი და წარმატებული მსახიობია.სამწუხაროდ წარუმატებლებს გშურთ მისი და ასე იმიტომ ილანძღებით!
09:37 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
ულამაზესია ლელა მებურიშვილი,თუმცა მოგრძო ცხვირი აქვს,მაგრამ არ არსებობს კაცი რომ არ მოეწონოს და მოიხიბლოს ლელათი.მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ლელა რუსკას მანერებით ცერცეტა ხტუნაობით ,ტუჩებს რომ ბრუწავს და ცხვირი რომ ეგრიხება იმ მომენტში რომ როხროხობს კაცივით და აი მასინ ნახავთ თუ ვინმე ქალად აღიქვამს მას.ქალს არ უხდება კაცისნაირი ცინიკოსობა.დახვეწილი მანერებით უმახინჯესი მაია ასათიანი ვერ ხედავთ თავს ლამაზად გვაჩვენებს.???
09:14 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
მაგარი მსახიობი შეიძლება იყოს ვიღაცა,მაგრამ ცხოვრებასი როგორც ქალი და როგორც ცოლი ეგ რუსკა არა მგონია ნორმალურ კაცს მოეწონოს.ტინგიცა კლოუნი ტუ უნდა ვინმე სახლში არვიცი და ამგ ქალს ქალური არფერია აქვს.ცირკში გამოდგება.სახეც უწყობს ხელს ნისკარტი ხომ საერთოდ.
09:08 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
ძაან მაგარი გოგოა რუსკა,ეხლა ისევ გადავწყვიტე დამეკომენტარებინა,რუსკა ნამდვილად მაგარი მსახიობია,მსახიობი ხან დრამას შეასრულებს და ხან ტრაგედიას ყველამ თქვენ ცხვირს და თქვენ ტრაკს მიხედეთ,ერთადერთი ისევ ვიტყვი რომ ცუდია ასე საქვეყნოდ ჩანს შენი კაცი,არაა ლამაზი,თან სექს პარტნიორი,როცა ადამიანი გასათხოვარია,ეს ბევრს შეიძლება კარგი ეგონოს,უფრო ბოზობის პროპაგანდაა
07:54 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
მე ნამდვილად ბედნიერება მინდა უსურვო რუსკა მაყაშვილს,და ვხვდები საქმე სხვაგვარად არი,უკვე,სექს პარტნიორს,ცჰვეულებრივად აცჰენენ სახლსჰი,ალბად რუსკას ეგეთები ბევრი ეყოლება,და ბევრი მოუცევთჟურნალისტებს მის კაცებზე ზდევნა ინტერვიუებისათვის,მგრად შეიცვალა დრო,აღარაფრერს აღარ მალავენ.მრუშობა პოპულარული გახდა
07:39 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დოლიძე
რა უბედურებაა,ეს ნაგლი ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევენ ხალხს,საკუთარი არაფელი აქვთ სათქმელი,ძუნძულებენ კაცების დასაკერად მაგრამ არ გამოდით,სხვებს კი სიცოცხლეს უმწარებენ.მოგიტ..ანთ პატრონი ბლიად!
23:36 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS