25 აგვისტო, 2013
რუსკა მაყაშვილს მორაგბე შეუყვარდა
შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს მსახიობ რუსკა მაყაშვილს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ანჩოს როლმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა, შემდეგ კარიერაში საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ინტერვიუებში მოგვიანებით აღიარებდა, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი სეზონის წამყვანად მოსინჯა ძალები. მაშინ ბევრი შეთანხმდა ერთ მ
არტივ ჭეშმარიტებაზე, რომ რუსკას ძლიერი მხარე ტელეწამყვანობა სულაც არ არის.

იმ პერიოდში მას ბევრი აკრიტიკებდა და იმასაც ამბობდნენ, რომ რუსკა არა ამ შოუს წამყვანად, არამედ მონაწილედ უნდა მიეწვიათ. მეორე სეზონზე შოუს ორგანიზატორებიც შეიცვალნენ და წამყვანებიც, რუსკამ კი კონკურსანტთა რიგებში გადაინაცვლა. არავის გაჰკვირვებია, რომ მან გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ, მიუხედავად მისი აღიარებისა, ტელეწამყვანობა არ გამომდისო, ბავშვთა „ახალი ხმის“ წამყვანობა მოსინჯა და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, პრესასთან ინტერვიუებზე უარის თქმაც დაიწყო. მათ შორის „რეიტინგმა“ რამდენჯერმა სცადა, მსახიობთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ რუსკა, ჩვენდა გასაკვირად, ამბობს, რომ ჟურნალისტები მას რაღაცებს უგონებენ და შესაბამისად, ინტერვიუების მიცემა გადაიფიქრა.

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.

იყო პერიოდი, როდესაც რუსკა ჰყვებოდა, რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიორგისთან და როგორ არ უჭირდა გიორგის მისნაირი დაკავებული გოგონას გაძლება, თუმცა შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთად ითამაშეს ფილმში „გული პლუსი“ , თუმცა რუსკა ამბობდა, რომ რეჟისორმა ისინი დამოუკიდებლად დაამტკიცა როლებზე და მას არანაირი წვლილი არ მიუძღოდა შეყვარებულის როლზე დამტკიცებაში.

ასეა თუ ისე, იმ პერიოდმა ჩაიარა და როგორც შევიტყვეთ, რუსკას გული კვლავ დაკავებულია. ივლისის თვეში ის თავის ახალ გულის სწორთან ერთად ბათუმში ისვენებდა. ისინი ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, მათ შორის ჯაზფესტივალზეც, ისევე, როგორც სასტუმრო „შერატონის“ აუზზე, სადაც ერთად ნებივრობდნენ და საკუთარ გრძნობებს არ მალავდნენ.

სიმპათიური ახალგაზრდა, როგორც დავადგინეთ, სპორტსმენია, კონკრეტულად კი მორაგბე. სხვათა შორის, რუსკას მამაკაცებში აშკარად კარგი გემოვნება აქვს და ფოტოებსაც თუ შეადარებთ, თავადაც მიხვდებით, რომ მისი ძველი და ახალი რჩეულები ერთმანეთს გარეგნობით საკმაოდ ჰგვანან.

როგორც ჩანს, მსახიობს ერთნაირი ტიპის მამაკაცები იზიდავს. რუსკა მის გვერდით ძალიან ბედნიერი ჩანს, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარი კვლავაც არ სურს. ამიტომაც მის დას, ტელეწამყვანსა და მსახიობ ნინუცა მაყაშვილს დავურეკე ჭორის გადასამოწმებლად.

- ნინუცა, გავიგეთ, რომ რუსკა შეყვარებულია. მართალია?
- დიახ, ჰყავს შეყვარებული.
- ოჯახის წევრებს გაგაცნოთ უკვე?
- კი, გაგვაცნო.
- მასთან ერთად ბათუმში ისვენებდა, არა?
- დიახ.
- იქნებ, სახელი გვითხრა.
- სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, რადგან რუსკა ძალიან წამეჩხუბება.
- რატომ, გაგაფრთხილა, ჟურნალისტებს არაფერი უთხრაო?
- პირადია მაინც და არ მინდა კონკრეტულად ლაპარაკი.
- ის მაინც გვითხარი, რა პროფესიის არის მისი შეყვარებული?
- სპორტსმენია.

სანდრო, როგორც შევიტყვე, რაგბის ფედერაციის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის ძმისშვილი გახლავთ. როგორც მორაგბე, „ყოჩებში“ გაიზარდა, შემდეგ „ლელოში“ თამაშობდა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. ინგლისში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა და იქვე თამაშობდა კიდევაც. 24 წლის გახლავთ. სანდროს, რასაკვირველია, იმისთვის შევეხმიანე, რომ რუსკას შესახებ მეკითხა.

- სანდრო, შენი პირადი ცხოვრების შესახებ ერთი ამბავი გავიგეთ და შენთან გვინდოდა გადამოწმება.
- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინტერვიუს არ ვიძლევი (იცინის).
- რუსკა მაყაშვილზე მინდოდა მეკითხა.
- (მაწყვეტინებს...) არ ვიძლევი ინტერვიუებს.
Rating
როგორც იქნა, ბევრი მცდელობის შედეგად, რუსკასაც დავუკავშირდი. როდესაც ამის შესახებ ვკითხე, არ ესიამოვნა და შემდეგი რამ მიპასუხა:

- მაგ თემაზე არ ვლაპარაკობ.
- რატომ?
- არ მინდა და იმიტომ. ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ დაბეჭდოთ, თორემ თქვენს ჟურნალს ინტერვიუს აღარ მივცემ.
- ამას ვერ შეგპირდებით...

სამწუხაროდ, ვერც ერთ ცნობილ ადამიანს ვერ დავპირდებით, რომ მათ შესახებ გაგებულ ჭორებს და მით უმეტეს, ნამდვილ ამბებს არ გამოვაქვეყნებთ. რუსკასა და სანდროს კი გულწრფელად ვუსურვებთ ბედნიერებას.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
იზა
თუმცა თუ ბოღმა ხარ ადამიანი ქალიც და კაციც ყველა ერთნაირია
14:09 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იზა
გმერტო ცჰემო კაცი კიარა სადზაგელი ბოგმა ქალი ხარტ ბატონო "კაცი"
14:05 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
სახლსი ცოლად და ქალად არ ივარგებს არ გვითქვამს,კაცს არ მოგინდება მეთქი.ანუ ქალური სინაზე და კდემამოსილება არა აქვს.როგორც დიასახლისი და მეოჯახე სეიძლება სუპერია,მაგრამ მასხარაას ტიპაჟია როჟების გრეხვით და ღრძლების გადმოყრით და ეს ქალურობას ნებისმიერს უკარგავს.ცხვირი ხომმმმ...საერთოდ
09:57 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
:)
ამდენ ბოღმას და შურიანს ნეტავ როგორ იტანს დედამიწა. თქვენს ცხოვრებას მიხედეთ და სხვის კრიტიკას და განკიცხვას მოეშვით. ზოგ-ზოგიერთები რომ წერთ სახლში ცოლად და ქალად არ ივარგებსო, ერთი ვნახოთ თქვენ როგორი ცოლები და ქალები გეყოლებათ ოჯახში. რუსკას წარმატებებს ვუსურვებ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.
09:46 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
ჩვენ არ ვუწუნებთ მიღწევებს და პროფესიონალიზმს მსახიობობაში.ცხოვრებაში სინამდვილესი თეატრისა და სცენის მიღმა რუსკა როგორც ქალი,როგორც ცოლი ,თუნდაც ნაშა ანუ საყვარელი არ მოგინდება და არ მოგწონება.ტელევიზორსი იტინგიცოს და აცინოს ხალხი კარგია ...ტაშს დავუკრავთ მაგრამ სახლში ქალად ეგ ქალი არ მოგინდება.öასხარას ტიპია თანაც შეუხედავი ,ულამაზო.
08:56 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
რუსკასდენი იმ ასაკში რაც ის არის თქვენ შეძელით, ვაი თქვენს პატრონს
23:29 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგაპოლი
გურულოოოო...მაგარდ მაცინე....გაიხარე 10 წელია ასე არ მიცინია.არ დაახოცავსო მაგარია
19:34 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ცხვირი
ათასი ადამიანიდან მხოლოდ ერთს შეიძლება ჰქონდეს უნიკალური ,სწორი და კარგი ცხვირი,მითუმეტეს კავკასიელებში,მაგრამ ცხვირის ოდნავ სინაკლეს ფარავს სახის სხვა ნაკვთის სილამაზე და სიკაშკაშე და ამიტომ მთლიანობაში სახე ლამაზი და მომხივლელი წარმოჩნდეს.მაგ:ლელა მებურიშვილს და ლელა წურწუმიას ულამაზესი თვალების ფონზე ცხვირი იმალება და ულამაზეს სახიან ქალბატონებად გვევლინებიან და პლიუს მათი თავშეკავებული და ზომიერი მანრებით სიმპატიას იმსახურებენ.ამ რუსკას სახის არცერთი ნაკვთი არა აქვს ლამაზი და მომხივლელი,ამასთანავე მისი ჟესტები და ხტუნაობა ხომ საერთოდ ამახინჯებს და ამიტომაცაა რომ არ მოსწონთ კაცებს.
20:28 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ერთი იხვნისკარტაო ვინც წერთ, თქვენც არ გქონდეთ ერთბაშად ხელოვნების ნიმუში ცხვირი. არ უნდა მაგ გოგოს ცხვირის ოპერაცია თორემ ვერ გაიკეთებდა აქამდე? ინდივიდუალურია და ყველასგან გამორჩეული ზუსტად მაგ ცხვირით. ტანი ხომ აქვს მაგარი, შხვართი გოგოა. ისე ბოღმიან ადამიანს რუსკასნაირი ცანცარა მირჩევნია. მხიარულია, პოზიტიური ენრგია მოაქვს. ან სექს პარტნიორიო ვინც ამბობს, რომელს გეჭირათ სანთელი მაგ დროს_? რა გეშველებათ, საით მიექანებით ბოროტებო და განმკითხველებო. ღმერთის როგორ არ გეშინიათ
19:41 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რამ გაგაბოროტათ ხალხო, რას იგესლებით? ბედნიერებას გისურვებ რუსკა (მიუხედავად იმისა, რომ სულ არ გიცნობ). მერაბ ნეტავ შენ ვინ გიწევს გვერდით რააა
13:25 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS