25 აგვისტო, 2013
რუსკა მაყაშვილს მორაგბე შეუყვარდა
შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს მსახიობ რუსკა მაყაშვილს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ანჩოს როლმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა, შემდეგ კარიერაში საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ინტერვიუებში მოგვიანებით აღიარებდა, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი სეზონის წამყვანად მოსინჯა ძალები. მაშინ ბევრი შეთანხმდა ერთ მ
არტივ ჭეშმარიტებაზე, რომ რუსკას ძლიერი მხარე ტელეწამყვანობა სულაც არ არის.

იმ პერიოდში მას ბევრი აკრიტიკებდა და იმასაც ამბობდნენ, რომ რუსკა არა ამ შოუს წამყვანად, არამედ მონაწილედ უნდა მიეწვიათ. მეორე სეზონზე შოუს ორგანიზატორებიც შეიცვალნენ და წამყვანებიც, რუსკამ კი კონკურსანტთა რიგებში გადაინაცვლა. არავის გაჰკვირვებია, რომ მან გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ, მიუხედავად მისი აღიარებისა, ტელეწამყვანობა არ გამომდისო, ბავშვთა „ახალი ხმის“ წამყვანობა მოსინჯა და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, პრესასთან ინტერვიუებზე უარის თქმაც დაიწყო. მათ შორის „რეიტინგმა“ რამდენჯერმა სცადა, მსახიობთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ რუსკა, ჩვენდა გასაკვირად, ამბობს, რომ ჟურნალისტები მას რაღაცებს უგონებენ და შესაბამისად, ინტერვიუების მიცემა გადაიფიქრა.

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არეულობაც გახდა იმისი მიზეზი, რომ პრესისგან დროებით მაინც შორს დაეჭირა თავი. თუკი მანამდე ის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან გულახდილობდა საკუთარი პირადის შესახებ, გიორგი ყიფიანთან დაშორების შემდეგ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.

იყო პერიოდი, როდესაც რუსკა ჰყვებოდა, რამდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა გიორგისთან და როგორ არ უჭირდა გიორგის მისნაირი დაკავებული გოგონას გაძლება, თუმცა შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთად ითამაშეს ფილმში „გული პლუსი“ , თუმცა რუსკა ამბობდა, რომ რეჟისორმა ისინი დამოუკიდებლად დაამტკიცა როლებზე და მას არანაირი წვლილი არ მიუძღოდა შეყვარებულის როლზე დამტკიცებაში.

ასეა თუ ისე, იმ პერიოდმა ჩაიარა და როგორც შევიტყვეთ, რუსკას გული კვლავ დაკავებულია. ივლისის თვეში ის თავის ახალ გულის სწორთან ერთად ბათუმში ისვენებდა. ისინი ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, მათ შორის ჯაზფესტივალზეც, ისევე, როგორც სასტუმრო „შერატონის“ აუზზე, სადაც ერთად ნებივრობდნენ და საკუთარ გრძნობებს არ მალავდნენ.

სიმპათიური ახალგაზრდა, როგორც დავადგინეთ, სპორტსმენია, კონკრეტულად კი მორაგბე. სხვათა შორის, რუსკას მამაკაცებში აშკარად კარგი გემოვნება აქვს და ფოტოებსაც თუ შეადარებთ, თავადაც მიხვდებით, რომ მისი ძველი და ახალი რჩეულები ერთმანეთს გარეგნობით საკმაოდ ჰგვანან.

როგორც ჩანს, მსახიობს ერთნაირი ტიპის მამაკაცები იზიდავს. რუსკა მის გვერდით ძალიან ბედნიერი ჩანს, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარი კვლავაც არ სურს. ამიტომაც მის დას, ტელეწამყვანსა და მსახიობ ნინუცა მაყაშვილს დავურეკე ჭორის გადასამოწმებლად.

- ნინუცა, გავიგეთ, რომ რუსკა შეყვარებულია. მართალია?
- დიახ, ჰყავს შეყვარებული.
- ოჯახის წევრებს გაგაცნოთ უკვე?
- კი, გაგვაცნო.
- მასთან ერთად ბათუმში ისვენებდა, არა?
- დიახ.
- იქნებ, სახელი გვითხრა.
- სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, რადგან რუსკა ძალიან წამეჩხუბება.
- რატომ, გაგაფრთხილა, ჟურნალისტებს არაფერი უთხრაო?
- პირადია მაინც და არ მინდა კონკრეტულად ლაპარაკი.
- ის მაინც გვითხარი, რა პროფესიის არის მისი შეყვარებული?
- სპორტსმენია.

სანდრო, როგორც შევიტყვე, რაგბის ფედერაციის თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის ძმისშვილი გახლავთ. როგორც მორაგბე, „ყოჩებში“ გაიზარდა, შემდეგ „ლელოში“ თამაშობდა. გახდა საქართველოს ჩემპიონი. ინგლისში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა და იქვე თამაშობდა კიდევაც. 24 წლის გახლავთ. სანდროს, რასაკვირველია, იმისთვის შევეხმიანე, რომ რუსკას შესახებ მეკითხა.

- სანდრო, შენი პირადი ცხოვრების შესახებ ერთი ამბავი გავიგეთ და შენთან გვინდოდა გადამოწმება.
- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინტერვიუს არ ვიძლევი (იცინის).
- რუსკა მაყაშვილზე მინდოდა მეკითხა.
- (მაწყვეტინებს...) არ ვიძლევი ინტერვიუებს.
Rating
როგორც იქნა, ბევრი მცდელობის შედეგად, რუსკასაც დავუკავშირდი. როდესაც ამის შესახებ ვკითხე, არ ესიამოვნა და შემდეგი რამ მიპასუხა:

- მაგ თემაზე არ ვლაპარაკობ.
- რატომ?
- არ მინდა და იმიტომ. ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია არ დაბეჭდოთ, თორემ თქვენს ჟურნალს ინტერვიუს აღარ მივცემ.
- ამას ვერ შეგპირდებით...

სამწუხაროდ, ვერც ერთ ცნობილ ადამიანს ვერ დავპირდებით, რომ მათ შესახებ გაგებულ ჭორებს და მით უმეტეს, ნამდვილ ამბებს არ გამოვაქვეყნებთ. რუსკასა და სანდროს კი გულწრფელად ვუსურვებთ ბედნიერებას.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
კაცი
ვერ გაიგეთ ხალხნო რუსკა როგორც ადამიანი და დაქალი მოგვწონს.უბრალოდ არ მიგიზიდავს როგორც ქალი,ნაშა,საყვარელი,ცოლი.ქალურობა აქვს დაკარგული,მასხარა და დუშკა მეგობარია.ეს სულ სხვაა თემაა ....
10:56 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
(
ვკითხულობ კომენტარებს და მეცინაბა, რამე დაგიშავათ? უბრალოდ რატო ლანძღავთ? ალბათ მეტი საქმე არ გაქვთ და ამითი მაინც ხო უნდა გაერთოთ, მერე რა რომ ეგეთი ცხვირი აქვს? რაში გიშლით თქვენ? (მე ვფიქრობ,რომ ზუსტად ეგ ცხვირი უხდება და ბუნებრივობა კარგია.) უბრალოდ უკვე მოსაბეზრებელია ამდენი ლანძღვა,ან თქვენ თვითონ არ დაიღალეთ?მე არ ვიცი რა... ჩემთვის რუსკა ყველას ჯობს და ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია.. ბევრი პლასტიკური ოპერაციით გალამაზებული ადამიანებისგან.. ადამიანი გარეგნობით არასოდეს არ უნდა შეაფასოთ, მითუმეტეს როცა არ იცნობთ!!!
00:05 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კურკა
არ ვლანძღავთ რაც არის იმას ვანბობთ.
18:29 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რატომ ლანძღავთ რუსკას ხალხო, რა დაგიშავათ? ეგეც პოლიტიკოსი ხომ არ არის...
17:20 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგებიან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ, ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, ”სოლიდარობის” გამომსახველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.
18:17 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გურული
აი ქალი იმფერი ლამაზია ძაღლი ტრაკს არ დაახოცავს
10:01 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მავნებელი
ბრმები ხართ, ძალიან ლამაზიც, მაგარიც, გიჟიც და საყვარელი გოგოცაა რუსკა, არც ისე ცანცარა როგორიც ჩანს, ძალიან ლამაზია შინაგანად და დანახვა უნდა ამას.... ;)
15:06 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იზას
მაგარია... ასე იქნება აწ და მარადის......ხახახახხხხახხახახახაახ
17:03 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იზა
მართლა ბრძენი ადამიანი ყიფილა პირველად ვინც ბრძანა"გემოვნებაზე არ დაობენო" და მოდით ყველამ ჩვენ ჩვენს გემოვნების მიხედვიტ ავირჩიოთ ქალები,კაცები და ჩვენივე გემოვნების მიხედვიტ დავაყენოტ ტრაკები და რამენაირად დავშოშმინდეთ. ასე ვილაყბებთ თუ ისე ყველას თავისი გზა და მისია აქვს ცხოვრებაში და ასე იქნება აწდა მარადის.
16:07 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
"კაცი"-ს სიმართლე ბოღმა არ არის.ას პროცენტიანს ამბობს.რუსკას თუ ვინმე ქალად აღიქვამს.სუფთა შავგვრემანი ცირკის რიჟიკაააა........
14:52 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS