რა ახასიათებთ ყოჩიაშვილებს
- 1978 წლის 26 თებერვალს დავიბადე. დედაჩემი წყალტუბოდანაა. მშობლებთან იყო, როცა მუცელი ასტკივდა და ამ ქალაქში გავჩნდი. დედოფლისწყაროში გავიზარდე. მამაჩემის მშობლები დედოფლისწყაროში ცხოვრობენ და წლების განმავლობაში კახეთში ვიყავით. სკო-ლაც იქ დავამთავრე. ჯერ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მერე ქართულში გადავედი. 1996 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე. ჩემს ალბომში ყველაზე პატარა მამასთან ერთად გადაღებულ სურათზე ვარ - ერთი წლის.
- მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- მამა, ვასიკო ყოჩიაშვილი, მშენებელია. დედა, მარინა ქორიძე, ექიმი. ორივე ვორონეჟში სწავლობდა. სტუდენტობის დროს გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი, დაოჯახდნენ და გავჩნდით სამი ძმა. პავლე, მე და ირაკლი. დედასა და მამასთან ერთად ფოტო მაშინ გვაქვს გადაღებული, როცა ირაკლი ჯერ არ იყო გაჩენილი. მხოლოდ მე და პავლე ყოჩიაშვილები ვართ.
- ფოტო სადაა გადაღებული?
- მამა და დედა ინსტიტუტის შემდეგ ბიჭვინთაში გაანაწილეს. აფხაზეთში 1984 წლამდე ვცხოვრობდით. ფოტო ამ ქალაქშია გადაღებული. მერე მამა დედოფლისწყაროში გადმოიყვანეს და საცხოვრებლად კახეთში გადმოვედით.
- გახსოვთ აფხაზეთში გატარებული წლები?
- ბიჭვინთაში საბავშვო ბაღში დავდიოდი. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი კარგად მახსოვს. დედას სამსახური მახსოვს კიდევ კარგად. პოლიკლინიკა, სადაც დედა მუშაობდა, ჩვენს სახლთან ახლოს იყო.
- საბავშვო ბაღის მეგობრებთან ალბათ აღარ გაქვთ ურთიერთობა.
- ბავშვები კარგად მახსოვს, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და რასაკვირველია, ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვხვდები.
- როგორ ფიქრობთ, იმერელი უფრო ხართ თუ კახელი?
- დასავლეთის და აღმოსავლეთის კარგი ნაზავი გამოდის. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მე მგონი, ორივე მხარის თვისებები მაქვს.
- როგორ შეიძლება, ერთდროულად კახელივით დინჯიც იყოს ადამიანი და იმერელივით ემოციურიც?
- ამიტომაა კარგი ნაზავი იმერელ-კახელის. ხან დინჯი ვარ და ხან ძალიან ემოციური.
- სამივე ძმას ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- ბორჯომში. დედაჩემის დედა ბორჯომიდანაა და მასთან ხშირად ჩავდიოდით სტუმრად.
- ჩემი აზრით, დედმამიშვილები ერთმანეთს არ ჰგავხართ.
- მართლა არ ვგავართ. ზოგადად ყოჩიაშვილებში ასეა. რატომღაც დედმამიშვილები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან. ირაკლი ქერა რომ დაიბადა, ვიფიქრეთ, მერე შეიცვლებოდა და თმა გაუმუქდებოდა, მაგრამ დღემდე ასეა, როგორც ბავშვობაში იყო. მე და პავლეს მართალია შავი თმა გვაქვს, მაგრამ არც ჩვენ ვგავართ ერთმაენთს.
- მომდევნო ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- დედულეთში. ძალიან ხშირად არდადეგების დროს წყალტუბოში მივდიოდით. დედა დედისერთაა და ბაბუას და ბებიას ძალიან ვენატრებოდით.
- როგორც ჩანს, ბავშვობაში ქუდის ტარება გიყვარდათ.
- სურათზე ბაბუაჩემის ქუდი მახურავს. ბაბუას უყვარდა და ბევრი საინტერესო ქუდი ჰქონდა. მგონი, მისგან დაუკითხავად ავიღე ქუდი და ისე გადავიღე სურათი.
- როგორი ბავშვი იყავით? თქვენზე რა იმედებს ამყარებდნენ?
- სწავლით თავს ვიკლავდი-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყველა მშობელს ხომ უნდა, რომ მისი შვილი კარგი გამოვიდეს. საბოლოოდ ჩემი მშობლები მგონი სამივე შვილით კმაყოფილები არიან.
- ძმებს რა პროფესია აქვთ?
- ჩემი უფროსი ძმა ფინანსისტია, ირაკლი - ეკონომისტი.
- მსახიობი თქვენს ნათესავებში არავინაა?
- არა, ხელოვნებასთან კავშირი მხოლოდ მამაჩემის ძმას აქვს. ვორონეჟის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მი
- ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდით?
- თავიდან ძალიან მინდოდა კინოსარეჟისოროზე ჩაბარება. როდესაც თეატრალურში ვაბარებდი, კინო-სარეჟისოროზე მიღება ოთხ წელიწადში ერთხელ იყო. დრო რომ არ დამეკარგა, მოვემზადე და სამსახიობოზე ჩებბიერერზაა
- ხომ არ ნანობთ?
- არა.
- რეჟისორობა აღარ გინდათ?
- ამაზე აღარ მიფიქრია. მომავალში ყველაფერია შესაძლებელი, ამ ეტაპზე კი არ ვაპირებ რეჟისორობას.
„ჩემი ცოლის დაქალებამდე“ განვლილი შემოქმედებითი გზა
- ჯგუფელებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე კოტე თოლორდავა ვიცანი
- ჩვენთან ერთად სწავლობდა ნატო გაგნიძეც. მე და კოტე ჯგუფელები ვიყავით და მერე თეატრშიც ერთად ვმუშაობდით. თეატრალური რომ დავამთავრეთ, თეატრში ვიყავით ერთად და მერე ჩვენი გზები გაიყო. საინტერესო სპექტაკლი დაიდგა „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“ . ჰიტლერის როლს ნატა მურვანიძე თამაშობდა. მომდევნო ფოტო სწორედ ამ სპექტაკლიდანაა.
- თქვენ ამ სპექტაკლში რა როლი გქონდათ?
- შტრასერს ვთამაშობდი. სპექტაკლში ასევე თამაშობდნენ ნიკუშა თავაძე და რეზო თავართქილაძე. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა
- მომდევნო სურათზე საინტერესო იმიჯი გაქვთ.
- სურათი ჩემი პირველი კინოროლის შესრულებისას მაქვს გადაღებული. „რუსთავი 2“ -მა გადაიღო სერიალი. სერიალი აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაიღეს. უშიშროების გამომძიებლის გია მშველიძის როლი მქონდა.
- რეჟისორმა რატომ გადაწყვიტა, რომ გამომძიებელს მაინცდამაინც ულვაშები უნდა ჰქონოდა?
- სინჯი ასე გადამიღეს და მერე გადაწყვიტეს სერილლაშ ყფი აახებ თხვე ასე, ულვაშებით ვიყავი. მაშინ პირველი შეხება მქონდა კინოსთან. მერე „კლინიკაში“ გადამიღეს ეპიზოდურ როლში. შემდეგ იყო „ნაფიცი მსაჯულები“ . გიორგი ლიფონავას ჯგუფთან იმ პერიოდიდან დავიწყე ძალიან საინტერეს ეირითბუბ სამსერიიანი ფილმი იყო, სადაც ადვოკატს ვთამაშობდი. ჩემთვის საინტერესო იყო ამ როლის თამაში და ძალიან მიყვარს. მერე იყო „ჭამა და სექსი“ და ახლა „ჩემი ცოლის დაქალები“ .
- კოტე თოლორდავასთან ერთად სერიალში თამაში ალბათ გიადვილებთ მუშაობას.
- ე,ავ ყთ თეატრალურში როცა სწავლობ, დიდ დროს ატარებ ინსტიტუტში. კოტესთან ერთად ბევრი სცენა არ მაქვს სერიალში, რაზეც გული მწყდება. კარგი და საინტერესო მსახიობია. როგორც კი შემოვიდა სერიალში, გამიხარდა და კმაყოფილი ვიყავი. სერიალს კარგი ფერი შემატა.
არ მინდოდა, დათოს ნინასთვის რომ ეღალატა
- თქვენს ალბომში სერიალში გადაღებული ბევრი ფოტოა. თქვენ და ანა ტყებუჩავა „ჭამა და სექსშიც“ ერთად თამაშობდით და სერიალშიც რომ ცოლ-ქმარი ხართ, ზოგს ნამდვილი ცოლ-ქმარი ჰგონიხართ.
- ფილმს რომ ვიღებდით, ერთი კაცი მეკითხებოდა, სულ მინდოდა მეკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო. ბევრს ბავშვებიც ჩვენი შვილები ჰგონია. კბილის ექიმი რომ გამოჩნდა, მეუბნებოდნენ, არ უღალატო შენს ცოლსო. ერთმა ისიც კი მითხრა, არც ერთი ქალი არ ღირს შენი შვილების ცრემლებადო.
- თქვენს მეუღლეს ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვს?
- ჩვენ დიდხანს ვართ ერთად. სტუდენტი ვიყავი, რომ დავოჯახდით და შეჩვეულია ამ ყველაფერს.
- თუმცა ცოტა ხნის წინ თქვენს ოჯახში რთული პერიოდი იყო.
- ასეთი რამ ყველა ოჯახში ხდება. ახლა დალაგდა ყველაფერი.
- პოპულარული რომ გახდით, მეუღლემ ხომ არ იეჭვიანა?
- არა, ამ ყველაფერს შეჩვეულია. ფეხდაფეხ მომყვება სულ.
- შეიძლება, გადაღებებზე ძალიან დაკავებული ხართ და მეუღლეს დიდ დროს ვერ უთმობდით.
- სერიალამდე ბევრს ვახმოვანებდი და მაშინაც სულ გასული ვიყავი სახლიდან. ამ დროს ეჭვიანობა არ შეიძლება.
- ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო. შერიგების მერე ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეთ.
- სახლში რემონტი გვაქვს და სავარაუდოდ, მოგვიანებით აღვნიშნავთ მაკას დაბადების დღეს.
- რატომღაც თქვენს რეალურ ცხოვრებაშიც ყველაფერი თითქმის ისე ხდება, როგორც სერიალში.
- რაღაცები ემთხვევა ხოლმე მსახიობის და მის მიერ შესრულებული გმირის ცხოვრებაში.
- დასვენებას სად გეგმავთ?
- კახეთში მშობლებთან ჩავალთ. სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ.
- ორი შვილი გყავთ, როგორც ვიცი.
- კესო თოთხმეტი წლისაა და ვასიკო ხუთის.
- აპირებენ მსახიობობას?
- ვასიკო ჯერ პატარაა, კესოს კი არ უნდა მსახიობობა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ამის სურვილი არ გამოუთქვამს. ორივეს ძალიან მოსწონს „ჩემი ცოლის დაქალები“ და ყველა სერიას მოუთმენლად ელიან ხოლმე.
- სერიალში სეზონი დამთავრდა და, სავარაუდოდ, სექტემბერში გაგრძელდება გადაღებები.
- ამბობენ, იმავე შემადგენლობით გაგრძელდება გადაღებებიო. კარგი სერიალია, კარგი სცენარისტი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი სეზონიც ძალიან წარმატებული იქნება.
- ბოლო დროს თქვენი გმირის საქციელს როგორ აფასებთ. გითქვამთ, სცენარისტი რომ ვიყო, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდიო?
- წინაააღმდეგობა რომ გხვდება, უფრო საინტერესო სათამაშოა. ჩემი გმირი აბაზანაში რომ შედიოდა და იქიდან ურეკავდა კბილის ექიმს, რაღაცნაირად შევწუხდი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ვინმეს რაღაცნაირად შეეხო და შეცვალა თავისი ცხოვრება, კარგია.
- რატომ შეწუხდით? არ გინდოდათ, თქვენი გმირი რომ ასე მოქცეულიყო?
- არ მინდოდა, მაგრამ საინტერესო იყო სათამაშოდ. ერთნაირად რომ მიდის ყველაფერი, ის უფრო მოსაწყენია. ასე კი, რაღაც ამოცანა უნდა ამოხსნა. მაყურებელს კი მძაფრი რეაქცია ჰქონდა, რაც ძალიან კარგია. ამიტომაც იყო ეს მომენტი გაკეთებული, რომ ასე არ შეიძლება მოქცევა. ეს სეზონი ამ კუთხით ჩემთვის საინტერესო იყო.
- როგორც მივხვდი, თქვენი და თქვენი გმირის ცხოვრება ცოტათი ჰგავს. მეუღლის დაქალები ჰგვანან სერიალის მეუღლის, ნინას მეგობრებს?
- ორი ძალიან ახლო დაქალი ჰყავს მაკას. ბავშვობიდან ერთად მოდიან, მაგრამ თინას და კატოს არ ჰგვანან.
- ოჯახური ფოტო სადაა გადაღებული?
- შარშან დადიანების სასახლეში ვიყავით მთელი ოჯახი. გადავწყვიტე, სახეს დაესვენა და არ გამეპარსა. ამიტომ მაქვს ფოტოზე დიდი წვერი. ორი თვე არ მქონდა გაპარსული, დიდხანს გასტანა დასვენებამ. ასეთი წვერით რომ მხედავდნენ, ზოგი ვერ მცნობდა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“