27 იანვარი, 2016
ირმა ნიორაძის ”ანტიკვარული” სახლი პეტერბურგში
რობესპიერის სანაპიროზე გადასვლამდე ირმა ნიორაძის ოჯახი მარინის თეატრთან ახლოს ცხოვრობდა
მარინის თეატრის პრიმაბალერინას, ირმა ნიორაძის სახლი ბევრს მეტყველებს დიასახლისის შესახებ. კლასიკური სტილი აქ თითქმის კულტად არის ქცეული, სამხრეთის ყვავილები კი მას ჰარმონიულად ერწყმის. მკაცრ მაგიდასა და ბუხარს კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ფაიფურის ფიგურები და ძველებური ლარნაკები ათბობს და ამშვენებს.

რობესპიერის სანაპიროზე გადასვლამდე ირმა ნიორაძის ოჯახი მარინის თეატრთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა სამუშაო ადგილთან ძალიან ახლოს ცხოვრება არც ისე სასიამვნო აღმოჩნდა ბალერინასთვის, რადგან ძალაუნებურად მუდმივად იყო
ჩართული თეატრის რუტინაში და სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, ირმას და მის მეუღლეს, ცნობილ ქართველ მეღვინეს, გოცა ჩხაიძეს დიდხანს არ უფიქრიათ ახალი ბინის შეძენაზე ნევის სანაპიროზე.
Rating
1990-იანი წლები დასაწყისში ეს გახლდათ ჩვეულებრივი კომუნალური სახლი, რომელშიც 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით ეს სახლი მთლიანად, კაპიტალურად გადააკეთეს, ააშენეს სულ ახალი კედლები და შეღებეს ნაზ, პასტელის ფერებში.
Rating
იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS