მოკლედ, ასე თუ ისე, ფაქტია, რომ სოციალურ ქსელს ბომონდური მხიარულება აკლია. შორენა და თიკოც მორჩნენ ჩხუბს და ბადურაშვილი-კუტალაძეც დალაგდნენ.
სწორედ ამ დროს მოგვისწრო ბედზე გივი
''უძინართა მზეში'' განსახიერებული როლის შემდეგ, მკითხველმა კარგად იცის, რამდენს ხუმრობდნენ ბატონ გივისა და 25 სმ-ზე. ამ უხერხულ თემაზე ხუმრობას, თავადაც არ ერიდება პრესაში და პირდაპირ ეთერში.
გუშინ, სოციალურ ქსელ ''ფეისბუქზე'' ერთ-ერთმა სახალისო გვერდმა, სახელწოდებით ''ბნელი და ტკბილი 90-იანები'' უცნობი ახალგაზრდა ყმაწვილის და ბატონი გივის ზღვის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სიხარულიძე საცურაო კოსტიუმშია გადაღებული.
ფოტო სახელწოდებით ''გივი გვაბოლებდა?'' მწვანე კონცხზეა გადაღებული. გთავაზობთ ყველაზე სახალისო და ორიგინალურ კომენტარებს, რომლებიც ამ ფოტოს გამოქვეყნებას მოჰყვა.
* ტანგა აცვია თუ რა არის ეს?
* ცივი წყლის ეფექტი მე მგონი გივისაც შეეხო :)
* მაგარი ტრუსიკია :)
* ეჰ, გივი, გივი, როგორ სჯეროდათ შენი :)
* ესაა 25 სანტიმეტრი?
* მოკვდა ლეგენდა გივის ურჩხულზე :)
* საბანაოდ რომ მიდის სახლში ტოვებს :)
* 70 წლის ასაკში თქვენ თუ ასე გამოიყურებით 25 სმ-ზე აღარ იდარდოთ
* მძიმეა გამორჩენილი, 25-ის მაგივრად 2,5 :)
* მთელი საქართველო მოტყუებული დარჩება :)
* ''ცვეტში'' მაგრად დაგვაბოლა :)
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის