17 იანვარი, 2016
როგორ სახლში ცხოვრობს კახა კალაძის ოჯახი (+ფოტოები)
ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოლითა და სამი შვილით სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მათი ინტერიერი, გემოვნებით მორთული ოთახები უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა jetseter.ua -მ შეაფასა, ფოტოებიც გადაუღეს და განათავსეს საიტზე. ჩვენს მკითხველებსაც ვაძლევთ საშუალებას, დაათვალიერონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოჯახური წყვილის სახლი.

სამსართულიანი სახლი თბილისში, ვაკეში მდებარეობს, თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართობია და ოჯახი იქ კახას გამინისტრებიდან მალევე გადავიდა. სახლის გაფორმებაში კახას ეხმარებოდა თავისი მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი. ის
დაეხმარა ასევე კალაძეს ქალაქგარეთ აგარაკის გაფორმებაში. რომელიც
შედარებით მკაცრი და მინიმალისტური გამოვიდა.

"თუ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურება სრულიად შავი აუზი, ჩვენთან ჩამოდით და გაჩვენებთ", - იცინის ანუკი. თუმცა დავუბრუნდეთ თბილისურ სახლს. ისეთი სივრცე გამოვიდა, სადაც მოდური ობიექტები ჰარმონიულად თანაცხოვრობს ბავშვების სათამაშოებთან.

სახლში პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიიდან არის ჩამოტანილი, ძველებურ ნივთებს კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოუყარეს თავი ოჯახის წევრებმა. სახლის მშენებლობაში კალაძის ცოლი, ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერი ანუკი არეშიძე, არ ჩარეულა, თუმცა ბინის მოწყობაში მაქსიმალურად მონაწილეობდა. იხილეთ სახლის ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კიკო
გაიხარეთ.აი ულამაზესი და წარმატებული გოგო მაგარი მეუღლითა და შვილებით.რუსული ვინც დაუწუნა იმას აღარც კარიერა აქვს და არც ოჯახი.
07:45 / 19-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS