16 იანვარი, 2016
"მიყვარს როცა ბაღს ველური სახე აქვს და არა გალაკული და გაპრიალებული" - მაკა ჩიჩუას ულამაზესი ბაღი დუშეთში
პოსტებიდან და კომენტარებზე გაცემული პასუხებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს
საზოგადოებამ უკვე შენიშნა, რომ ბაღი და ყვავილები საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დიდი გატაცებაა. საპრეზიდენტო წყვილს აგარაკი დუშეთის რაიონში აქვს, სადაც ქალბატონი მაკა თავად ზრუნავს საყვარელ ყვავილებზე და სოციალური ქსელითაც ხშირად ანებივრებს მეგობრებს ბაღის ულამაზესი ხედებით.

პოსტებიდან და კომენტარებზე გაცემული პასუხებიდან აშკარად იგრძნობა, რა დიდი გატაცებითა და მონდომებით ახარებს პირველი ლედი ულამაზეს ყვავილებს.

"მთლად გათიბვის გარეშე ყვავილებს სარეველა
მოერევა და დაჩაგრავს , მაგრამ მეც ძალიან მიყვარს როცა ცოტა ველური სახე აქვს ბაღს და არა გალაკული და დავარცხნილ დაპრიალებული" - წერს იგი ერთ-ერთ პოსტში.
როგორც ქალბატონი მაკა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ყვავილებით გატაცება პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა.

"სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალ­ახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.­ ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო,

ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს" - ამბობს მაკა ჩიჩუა.
ახლა კი წარმოგიდგენთ მაკა ჩიჩუას ბაღის ფოტოებს. (იხილეთ ფოტოგალერეა)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS