09 იანვარი, 2016
მაესტრო კარლო პონტის ცხოვრება და განვლილი გზა წარმატებისკენ
კარლო პონტი უმცროსი, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დირიჟორია
დღეს, 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტს სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი უდირიჟორებს.

კარლო პონტი უმცროსი, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დირიჟორია. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება. მისი მუსიკალური ცხოვრება პარიზში, 8 წლის ასაკში დაიწყო.
Rating
კარლო პონტი, პიანისტთა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

1994 წელს პონტი ჰარტფორდის სადირიჟორო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ჰაროლდ ფარბერმანის ხელმძღვანელობით ემზადებოდა. მალე ის კალიფორნიის უნივერსიტეტის დიპლომის მფლობელიც
გახდა.

კარლო მუშაობდა ზუბინა მეტასა და მელი მეტასთან. ვენის მუსიკალურ აკადემიაში კი ლეოპოლდ ჰაგერის ასისტენტადაც მოღვაწეობდა.
2000 წელს კარლო პონტის უკვე იწვევენ,როგორც დირიჟორს.

2001 წელს პონტი სან-ბერნარდინოს (აშშ) სიმფონიური ორკერსტრის მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორი გახდა. ის ამ პოსტზე 2006-2007 წლამდე რჩება.

კარლო პონტი აშშ-ს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ათობით ორკესტრის მიერ მიწვეული დირიჟორია. ატარებს მასტერ-კლასებს, თანამშრობლობს ამერიკის რამდენიმე ახალგაზრდულ ორკესტრთან. მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში.
Rating
შეგახსენებთ, რომ კარლო პონტი უმცროსი, ცნობილი ლამაზმანი მსახიობის სოფი ლორენისა და იტალიელი კინოპროდიუსერის - კარლო პონტის ვაჟია. ის ჟენევაში, 1968 წლის 29 დეკემბერს დაიბადა.Rating


მაესტრო კარლო პონტიმ 2004 წლის 18 სექტემბერს, მევიოლინე ანდრეა მესზაროსზე, პუდაპეშტში იქორწინა. მათ ორი შვილი - ვიტორიო ლეონ პონტი და ბეატრის ლარა პონტი ჰყავთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS