19 აგვისტო, 2013
ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომელთაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს
დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ საქართველოში დიდია ხანია, არაფერი გვიკვირს და სკანდალებსაც ისე მივეჩვიეთ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესა მხოლოდ იოცნებებდა ისეთ სკანდალებზე, რომლებიც ახლა ხელის გულზე გვიდევს. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჭორი მალე ვრცელდება, ამიტომ თითქმის არც ერთი ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრება აღარ დარჩა პრესის ფურცლებს მიღმა.

განქორწინება და ქორწინება ყვითელი პრესისთვის საყვარელი თემებია. ფაქტია, რომ
ორივე ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვადანაშაულებენ სხვისი საცვლების ქექვაში, ასეთ მასალებს დიდი ინტერესით კითხულობენ.

გადავწყვიტეთ, ბოლო წლების ყველაზე სკანდალური ათი წყვილის შესახებ მოგვეყოლა. მათ შესახებ ბევრი დაწერილა, შემდგომშიც დაიწერება და თითოეული მათგანი უამრავჯერ მოხვედრილა ბეჭდური მედიის პირველ გვერდზე.

''მეფე'' და შორენა

დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ ამ რომანმა შორენა ბეგაშვილის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. დამწყები მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ ''პლეიბოიში'' დაბეჭდილი შიშველი ფოტოებით გაიცნო, ხშირად ხვდებოდა ჟურნალების ფურცლებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, შორენა ყვითელი პრესისთვის გემრიელ ლუკმად იქცა. ალბათ, ჟურნალისტები ამ ამბავს ერთ-ერთ რიგით რომანად ჩათვლიდნენ, მით უმეტეს, რომ დავითს საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ რომანის გამჟღავნების პერიოდში დავითი ანა ბაგრატიონზე ქორწინდებოდა და საქართველოში უკვე სერიოზულად ლაპარაკობდნენ მონარქიის აღდგენაზე. ამბობდნენ, რომ შორენას მაშინ სერიოზული დეპრესია დაემართა. ტახტის გამო გაღებული მსხვერპლი საყვარელ ადამიანს არ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში იმაზეც ისაუბრა, რომ ''მეფე'' არცთუ ისე კარგად ექცეოდა და ფიზიკურადაც შეხებია. სკანდალური წყვილის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა და მალე ცნობილი გახდა, რომ ახალდაქორწინებული დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ. ამ ამბავმა შორენას მართლაც თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში გადაიღეს და დღეს ''რუსთავი 2'' -ზე გადაცემა ''იღბლიან ბორბალში'' ვანიკო თარხნიშვილის თანაწამყვანია. დავითისგან განსხვავებით, ჯერჯერობით პირადი ცხოვრება ვერ ააწყო და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ ზაფხულის ცხელ დღეებს სტამბოლში შვილთან ერთად ატარებს.

ლალი და გიორგი

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლალი და სკანდალი განუყოფელი რამ იყო, მაგრამ ახალი სამსახურის შემდეგ სოზარ სუბარის მრჩეველი მოროშკინა სკანდალებში იშვიათად ეხვევა. მართალია, მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას ჩანგალი ახსენდება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელს რომ ეარსება, ლალი მოროშკინასა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის სიყვარულის ამბავზე ბევრს დაწერდნენ. ამ ისტორიაში სკანდალური გიორგის ოჯახური მდგომარეობა გახლდათ. დაოჯახებული კანდელაკი ქვეყანაში ცნობილ ჟურნალისტზე იყო შეყვარებული და ერთად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლალი თავის პირველ წიგნში ''მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი'' ამ სიყვარულის დეტალებზე დაწვრილებით მოგვიყვა. მას შემდეგ ლალის ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცი გამოჩნდა, შეყვარებულიც ყოფილა, ერთხელ თხოვდებოდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გვითხრა, რომ იხუმრა, მაგრამ გიორგი კანდელაკი ყოველთვის რჩება მისი წარსულის მნიშვნელოვან მოგონებად.
Rating

გიგი და ლელა

რამდენიმე წლის წინ ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქორწინებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. მამაკაცი ქალაქის მერი გახლდათ, ქალბატონი _ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ლელა კილაძე მანამდე პრეზიდენტის პირადი ვიზაჟისტი იყო და უცხოეთში ვიზიტებზე ხშირად დაჰყვებოდა. სამსახურებრივ რომანში ყველაზე დიდი სკანდალი ის გახლდათ, რომ უგულავა მის გამო პირველ მეუღლეს, თაკო ცაგურიას გაშორდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. ლელას კი _ ორი ვაჟი წინა ქორწინებებიდან. უგულავა რომ საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ანებივრებდა, ამ თემაზე ლეგენდები დადიოდა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, მერი-გიგი ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლის გარემოცვაში, თუმცა თბილისის ''პირველი'' ქალბატონი ლელა კილაძე ბეჭდურ და ტელემედიას არასოდეს სწყალობდა. მათი წყვილი არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში. ინტერნეტით უგულავა-კილაძის სტრიპტიზკლუბში გართობის კადრები გამოქვეყნდა.
Rating

თამრიკო და გია

მათ დაშორებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ჭორის სახით ყოველთვის ლაპარაკობდნენ, რომ გია როინიშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მიზეზი ქალი გახლდათ. ამის შესახებაც არაერთხელ დაიწერა. ამბობდნენ, რომ გია თამრიკოსგან ცნობილ მომღერალ ქალთან წავიდა. ამ ჭორს დიდი ხნის განმავლობაში ორივე მხარე უარყოფდა და გარეგნულად კარგი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, ერთ დღეს ორივე დაიღალა და მალე პრესის ფურცლებზე მათი ინტერვიუები მოხვდა. ''დღეს არათუ კონტაქტი არ აქვს ჩემთან, ჩემი ტელეფონის ზარსაც აღარ პასუხობს. მინდა ვუთხრა გიას, დამშვიდდეს, ჩემი ტელეფონიდან ზოგჯერ მისი შვილები რეკავენ, როცა ანგარიშზე თანხა არ აქვთ'' , - ამბობდა თამრიკო ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
Rating

ნინი და ირაკლი

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება მას შემდეგ შოკშია, რაც ნინი ბადურაშვილი ირაკლი კუტალაძის ოფიციალური მეუღლე გახდა. ჯერ იმაზე ნერვიულობდნენ, რომ ბადურაშვილი არ თხოვდებოდა, როცა მისმა მეგობრებმა გამოთხოვებაც კი მოასწრეს. შემდეგ კი არჩევანი დაუწუნეს. საქართველოსთვის უცნობი, რუსეთში მოღვაწე წყალბურთელი და ამჟამად ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე ბევრს ნინის გვერდზე ვერ წარმოედგინა, მაგრამ ახალდანიშნულებზე ნინის ოჯახის წევრები პრესაში წერდნენ, რომ ირაკლი ქართველ მაჩოს ჰგავდა, რომელმაც ნინის გული მოიგო და ''რქები მოამტვრია'' . თვე-ნახევარში ნინიმ მაჩო მოსკოვში დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე უკვე ბევრი რამ დაიწერა. დღეს კუტალაძეები ოფიციალურ კომენტარს აღარ აკეთებენ. უცნობია, ჩამოვა თუ არა მამა ბავშვის სანახავად. კახიანების მხრიდან კი პრესათან მხოლოდ ნინის ბაბუა, იმედა კახიანი ურთიერთობს.
Rating

ფადი და ია

არაბი ბიზნესმენი ია ფარულავას ცხოვრებაში იმდენ ხანს დარჩა, რომ პოპულარობაც მოიპოვა და ახალი ''მსხვერპლიც'' იპოვა. იასა და ფადის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მდიდარი ბიზნესმენი საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ათამამებდა და ერთად ბედნიერად დიდ სახლში ცხოვრობდნენ. ია მუდამ იცინოდა ჟურნალისტების კითხვაზე, რომლებიც მათი დაშორების შესახებ ჭორის გადამოწმებას ცდილობდნენ. თუმცა ერთ დღეს ჭორი მართალი აღმოჩნდა და წყვილი სკანდალურად დაშორდა. მიზეზი კი ფადის ცხოვრებაში გამოჩენილი ანა ონიანი გახლდათ. წყვილის ცხოვრება ერთ დიდ ტელეს-კანდალად იქცა, თუმცა ერთმანეთთან დაშორების შემდეგ ფადი და ანა პრესის ფურცლებიდან გაქრნენ. მათ მიმართ საზოგადოების ინტერესიც განელდა. რაც შეეხება იას, ბოლოს ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძეს ხვდებოდა და ამბობდა, რომ სიყვარული სულაც არ არის საჭირო.
Rating

თაკო და ვანო

დღეს მამაკაცი გისოსებს მიღმაა, ქალბატონი კი გარეთ ელოდება. ალბათ არაფერ განსაკუთრებულს არ დავწერდით მათ შესახებ, რომ არა ქმრის სამსახურებრივი მდგომარეობა და ცოლის სკანდალური წარსული. ჯერ კიდევ პოლიტიკოს ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პრესასთან გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩეოდა და საყვარელ მეუღლეზეც ბევრს საუბრობდა, მაგრამ ვანოს გამინისტრების შემდეგ ჟურნალისტებს აღარ სწყალობდა. მოგვიანებით ამისთვის უფრო სერიოზული და სამწუხარო მიზეზი მიეცა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მოწმედ დაკითხული თაკო სალაყაია დღემდე საზოგადოების ნაწილის თვალში დამნაშავედ რჩება. დღეს დაკავებული მისი მეუღლეა, თუმცა სხვა დანაშაულისთვის. რამდენიმე ნომრის წინ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში უფლებადმცველი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ თუ თაკოს არ დაიჭერენ, ისინი მის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებენ. სანდრო გირგვლიანის საქმე კი სამუდამოდ დარჩება აქილევსის ქუსლად ''ნაციონალური მოძრაობის'' ისტორიაში.
Rating

სალომე და ვასკა

სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ოჯახები ღალატის გამო ინგრევა. კაცმა არ იცის, რა სჯობდა სალომე გოგიაშვილის შემთხვევაში, ეღალატათ თუ გაეძარცვათ. როგორც ჩანს, სალომეს მეორე მეუღლემ ღალატს ძარცვა არჩია. ვასკა თედორაშვილი სალომეს მეორე მეუღლე გახლდათ. თავდაპირველად წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა და საერთო შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ მალე ყველაფერი აირია. ვასკას სამსახურში მდგომარეობა დაეძაბა და სერიოზული ვალები დაედო. მის ვალებს შეეწირა სალომეს სახლი, აგარაკი, მანქანა, ძვირფასეულობა. მეუღლის გამო დაკარგა რამდენიმე ახლობელი ადამიანი და დღემდე არ იცის, რა იყო ვასკას მონაყოლში ტყუილი და რა _ სიმართლე. სალომეს ისტორიამ საზოგადოება ნამდვილად შოკში ჩააგდო, რადგან მამაკაცმა, რომელმაც მეუღლე პირწმინდად გაძარცვა, დედასთან ერთად უცხოეთს შეაფარა თავი. სალომეს ყოფილმა მეუღლემ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის რაოდენობის ზარალი მიაყენა. როგორც ტელესახე სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში აცხადებს, ვასკა დედასთან ერთად მოქმედებდა. ამ მძიმე ისტორიის შემდეგ სალომემ გაბედა და მესამედ ვახო ნიკოლაიშვილზე გათხოვდა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს….
Rating

ნინა და თენგო

ნინას ყვითელი პრესა ყოველთვის განსაკუთრებულად სწყალობდა. კვირა არ გავიდოდა, მისი ფოტო რომელიმე ჟურნალის პირველ გვერდზე არ დაებეჭდათ. ყოველთვის გულახდილად საუბრობდა და თამამ კითხვებზე პასუხებსაც არ ერიდებოდა. პირველ ქმართან დაშორების შემდეგ იმდენი წელი იყო გასული, რომ ბევრი ფიქრობდა, ნინა გათხოვებას აღარ აპირებდა. გულახდილობის მიუხედავად, საკუთარ რომანებს საგულდაგულოდ მალავდა, ამიტომ აღმოჩნდა მოულოდნელი მისი გათხოვება. თენგო წივწივაძე პოლიციელი გახლდათ. ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს და მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება. ნინა იმდენად ლამაზად ჰყვებოდა მათი სიყვარულის ამბავს, რომ ერთი შეხედვით, წყვილის ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ რამდენიმე თვეში ნინა მეორე ქმარს დაშორდა. მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ეჭვიანობას ვერ გაუძლო. დაშორებიდან რამდენიმე თვეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თენგო წივწივაძე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი გარდაცვალება მომღერალმა იმდენად მძიმედ გადაიტანა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გონზე მოსვლა უჭირდა. მოგვიანებით საყვარელ ადამიანს სიმღერა მიუძღვნა.
Rating

ნანუკა და ერეკლე

ნანუკა ჟორჟოლიანს ერეკლე კოდუა რესპონდენტის ამპლუაში არ გაუცნია. დაყაჩაღებულ ჟურნალისტს მაშინდელი ''სოდის'' უფროსი დაეხმარა და შემდეგ საჭიროზე ხშირად კითხულობდა ტელეფონით. იმ პერიოდში ერეკლე დაოჯახებული იყო, მაგრამ როგორც ნანუკა ინტერვიუებში აღნიშნავს, კოდუა ხშირად მიდიოდა ოჯახიდან. სკანდალის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მათი სიყვარულის ამბის დაწყებისას კოდუას ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა. ნანუკას არასდროს აურიდებია თავი ამ თემისთვის და ბევრი დეტალის ხუმრობით მოყოლას ცდილობს ხოლმე. თუნდაც ის, როგორ აუხსნა ერეკლეს პირველად სიყვარული და როგორ იჩუქა კოდუას კაბინეტში სუნამო. წყვილს დღეს ერთი საერთო შვილი, საბა ჰყავთ. ამჟამად ერეკლე კოდუა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საზღვარგარეთ იმყოფება და ჟურნალისტიც შვებულებას ვენაში, მეორე ნახევართან ერთად ატარებს.
Rating

სალომე დადიანი
ჟურნალი '' რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნათელა
თამრიკო ჭოხონელიდზე იშვიათი ქალია, სირცხვილი ტქვენი რომ კარგი და ცუდი ვერ გაგირჩევიათ. გული მეტკინა ასე როგორ შეიძლება.ნუ აურევთ უზნეო და წესიერ ადამიანებს ერთმანეთში, ცირცსხვილია.
19:44 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატუკა
ამ სტატიის ავტორი ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს:D:D
16:35 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანრი
როგორ მინდა ჭკვიანი ჟურნალისტები გვყავდეს...
15:46 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
თამრიკო აქ რა შუაშია? ან რა სკანდალური წყვილია? არ გრცხვენიათ, იყო ერთი ნორმალური ოჯახი და როგორც ხდება ხოლმე, რაღაც ეტაპზე დაშორდნენ, ესაა სკანდალი? მიხედეთ იმ დანარჩენებს და ამ სათაურში თამრიკოს ნუ გარევთ, მაგრამ ვინ მოგცათ ამის განსჯის და გამიჯვნის უნარი ზოგიერთ ჟურნალისტს
15:15 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცო
თამრიკო ჭოხონელიძეს ალბათ ექნება პრეტენზია ამ სიაში რომ მოახვედრეთ-თქვენ თითონ არ გრძნობთ უხერხულობას?-მეუღლემ იგი სათანადოდ ვერ შეაფასა-ამისთვის მოეკითხება მას.ბუნებაში არაფერი იკარგება.ოს დიდებული ადამიანი-ოჯახის ერთგული და სათნო დედაა.განა თამრიკო არავის მოეწონა?-როგორ გგონიათ--გაიხარეთ თამრიკო-იცოცხლეთ.
14:11 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკუნა
გიგი ამ ქალის გვერდით რომ იღვიძებს,საკუთარი თავის არა რცხვენია ან არ ეშინია? ტფუუუუუ, ციხიდან გამოსული რომ ვიყო მაგ ქალს ახლოს არ გავეკარებოდი. გიგი ,,მალადეც,,
12:47 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ფატი
გრცხვენოდეთ თამრიკო ჭოხონელიძის სახელს ასეთ ქალებთან რომ ახსენებთ, თამრიკო ნამდვილი მანდილოსანი ქალბატონია.არაჩვეულებრივი შვილების დედა და მისაბაძი ადამიანი, თქვენ ძალიან მწარედ შეგეშალათ თამრიკო 10 საუკეთესო ქართველ ქალბატონთა სიაში უნდა ჩაგეწერათ
12:14 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
თამარ ჭოხონელიძე ღირსეული ქალბატონია.გული მწყდება, რომ ამ ქალების გვერდით მოხვდა...
11:47 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გელატინსკი
ვაი საცოდაო საქართველო
11:38 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ხალხნო! გაინტ[ერესებთ ამ თავზეხელაღებული ქალების და კაცების ამბავი? {ბოდიში ნინი ბადურაშვილთან მას არ ვგულისხმობ] ერთი ამ გათხოვება გამოთხეობაში გაწაფული ქალების ისტორია არ წეროთ, სხვა საქმე არაფერი გაქვთ? მაგათ კაცების ცვლა გმირობა გონიათ. ატეხილი ქალები, ტფუი. ბოდიში თამრიკოსთანაც, არც მას ეხება,.კაცების არ გ?იკვირთ, ამ სხვისი ნახმარი ქალებით რომ ყელყელაობენ?
11:27 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS