19 აგვისტო, 2013
დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა
აქ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რაც საერთოდ არ არის სალაპარაკო, უაზრო სიტყვიერ ''პადნოჟკებს'' აკეთებენ, რაც შეიძლება შენიანისგან გეწყინოს, მაგრამ საგანგაშო არაფერია დათუნა მგელაძე ორი თვეა, რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. მიზეზი ალბათ არ გაგაკვირვებთ. როგორც ყველა მომღერალს, მასაც უნდა, ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი სავსე ცხოვრებით იცხოვროს. დათუნასთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს კონცერტები, წერდეს ახალ სიმღერებს, მუშაობდეს ბენდთან ერთად და ამ ყველაფერს აუდიტორია უფასებდეს, აქ კი, როგორც თავად ამბობს, ამის საშუალება სულ უფრო ნაკლებად ჰქონდა. მომღერალმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, მაგრამ მათი
საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება არ მიეცა, ვინაიდან ზოგადად შოუბიზნესის სა-მყარო საქართველოში სულ უფრო ნაკლებად აქტუალური და დაფასებულია. შესაბამისად, თამუნა ამონაშვილის მეუღლის, რეზიკო არჩვაძის ინიციატივით და მისივე მიწვევით, მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა პირველი თვე საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ამის შესახებ დათუნა თავად გვესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტე რუსეთში წასვლა?
- იდეის დონეზე სულ მქონდა, რომ სადმე გავმგზავრებულიყავი ბედის საცდელად. სულ ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ სად, ეს არ მქონდა გადაწყვეტილი. დამირეკა თამუნა ამონაშვილის ქმარმა, რეზიკო არჩვაძემ. მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზება და სურდა, მოსკოვში ჩავსულიყავი. გავიგე, რომ გააკეთა კომპანია, რომელშიც რამდენიმე მომღერალი, მათ შორის, რა თქმა უნდა, თამუნაც არის გაერთიანებული და კორპორატიულ საღამოებზე გამოდიან. ერთი დღე დასაფიქრებლად ვთხოვე. ვიფიქრე, აქ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ-მეთქი და დავთანხმდი.
მოსკოვში ორი თვის წინ გამოვემგზრე. როგორც კი ჩამოვედი, დამემართა წითელა. ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მჭირდა. თავიდან ანგინა ეგონათ, ექიმი კი გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ წითელა მქონდა. შემდეგ, როცა ძალიან ცუდად გავხდი, სასწრაფოთი საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ანალიზები გამიკეთეს და ბატონები აღმომაჩნდა. ათი დღე საავადმყოფოში გავატარე და გამოვჯანმრთელდი, თუმცა სურდო მაინც დამრჩა. ერთი თვის თავზე დავიწყე მუსიკალური კარიერისკენ სწრაფვა, მანამდე არ გამომივიდა (იცინის).
ძალიან გამიმართლა და მყავს ბენდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკა ადიკაშვილი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც კარგად გავუგე მუსიკალურად. ვარჩევთ რეპერტუარს, უკვე დავიწყეთ კორპორატიულ საღამოებზე გამოსვლა. როგორც აქაური ქართველი მომღერლები მეუბნებიან, კარგი სტარტი ავიღეთ, ძალიან მალე აიდგი ფეხი და ცოტა ნუ გვაშინებო. არავის ვაშინებ, მაგრამ ჩემს საქმეს აუცილებლად ხუთიანზე გავაკეთებ (იღიმის).
- რატომ აშინებ?
- კონკურენციას გულისხმობდნენ. აქ ბევრი ადამიანია, რომლებიც წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ. რესტორნებში გამოდიან და ეს აკმაყოფილებთ, მაგრამ მე ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ახალგაზრდა ვარ და რატომაც არ უნდა ვცადო ბედი? კორპორატიულ საღამოებს ბევრი მუსიკოსიც ესწრება, ზოგადად მსმენელიც ძალიან მომეწონა. თუ თავს კარგად წარმოაჩენ, დიდი შანსია, რომ აქაური შოუბიზნესის ბაზარზე გახვიდე. სამი ადამიანია, რომელთა ვინაობას ჯერ არ გავამჟღავნებ, რომლებიც მეუბნებიან, სექტემბრამდე დაგვაცადე და ყველაფერს გაგიკეთებთო. მე მათზე დიდად ჩამოკიდებული არ ვარ, მაგრამ ამ სამი ადა-მიანიდან ერთმა მაინც რომ შეასრულოს პირობა, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ და საერთოდ არ ვნანობ, რომ აქ ვარ.
- ფაქტობრივად, საცხოვრებლად გადახვედი.
- რადგან ასეთი ნაბიჯი გადავდგი, რომ აქაც მინდა კარიერა გავიკეთო, ასე გამოვიდა. მინდა, ავისრულო ჩემი სურვილი და ასეც იქნება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს.
- ინტერვიუმდე მეუბნებოდი, რომ ავადმყოფობისას მეგობრები ძალიან დაგიდგნენ გვერდში.
- რეზიკო და თამუნა ბოლომდე მედგნენ გვერდში და დიდი პატივი მცეს. ვინაიდან არ ვიცოდი, რა მჭირდა, ჩემ თავსაც ვერ ვშველოდი. მე ისეთი ბატი ვარ, ვიწვებოდი და უბრალოდ, წამლებს დავლევდი, რაც თურმე წითელას არ შველის. აჩიკო მეფარიძემ რომ გაიგო ჩემი ავადმყოფობის ამბავი, სასწრაფოდ მოვიდა ჩემ სანახავად და რადგან ექიმია, თქვა, ანალიზები აუცილებლად უნდა გავუკეთოთო. ფაქტობრივად, აჩიკომ გადამარჩინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამ ადამიანს, რადგან საავადმყოფოში წოლისას ათი დღის განმავლობაში ღამით ქვევით იყვნენ, რადგან პალატაში არავის უშვებდნენ და ელოდებოდნენ, რაიმე რომ არ დამჭირვებოდა.
- ოჯახის წევრებმა მოგიწონეს გადაწყვეტილება?
- როცა ოჯახთან ცხოვრობ, ისინი პირველები ისმენენ შენს წუწუნს, უკმაყოფილებას, კონცერტის ''ლომკა'' მქონდა, რაღაცის გაკეთება მინდოდა, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, რომლებიც არ ვიცოდი, სად უნდა გამეშვა და ასე უბრალოდ მედო სახლში.
- ეს პირველი ოქტომბრის შემდეგ პერიოდს ეხება?
- არა, არა, კონცერტები მანამდეც არ მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მოსწრებიან ჩემს უხასიათოდ ყოფნას, სულ ვკითხულობდი, რატომ არ მქონდა კონცერტები, მუშაობის საშუალება. დედაჩემს ვუთხარი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და წავალ-მეთქი. ერთი თვეა, რაც დავიწყე მუშაობა და ყველამ თუ არა, ნახევარმა მუსიკალურმა წრემ მაინც იცის, რომ არსებობს ვინმე დათუნა მგელაძე, რომელიც არცთუ ურიგოდ მღერის და ეს უკვე კარგია (იღიმის).
- როგორი რეპერტუარი გაქვს?
- აქ ძალიან თბილი მსმენელია. სცენასთან დგანან და გაოცებული თვალებით გიყურებენ. სანამ სცენაზე დგახარ, არ არსებობს, რომ ამ დროს ჭამონ და არ გისმინონ. ისეთი მუხტია, რომ მოშვების უფლება არ გაქვს და ბოლომდე იხარჯები. მასაც გიფასებენ და ხვდებიან, რომ არ ახალტურებ. ყველა დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებს. რაც შეეხება რეპერტუარს, ვმღერი ქავერებს და მაქვს რამდენიმე ჩემი სიმღერაც, სხვათა შორის, ჩემს სიმღერებს უფრო დიდი ინტერესით ისმენენ და ძალიან მოსწონთ.
- რუსი ქალბატონები როგორ მოგეწონა?
- ძალიან ვარ აღფრთოვანებული, სტუმართმოყვარე და კეთილი ადამიანები არიან. მხიბლავენ და სტიმულს მაძლევენ. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები (იცინის).
- აქ არ დაგიტოვებია გოგონა, რომელზეც იფიქრებდი?
- (დაუფიქრებლად მპასუხობს) არა!.. ვინც ძალიან მენატრება, ეს ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. მეუბნებიან, გადაგივლისო, მაგრამ აქ მეგობრობის იმხელა დეფიციტია, რომ ძალიან მაკლია ჩემი სამეგობრო, სიგიჟემდე.
- თუ იგრძნობა შოუბიზნესის სფეროში დაძაბულობა?
- კი, არის, მაგრამ პირადად მე არ შევჯახებივარ. მე ვერავინ ჩამაჩოჩებს, რადგან ძალიან ვარ დაქოქილი. ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს ვცემთ ერთმანეთს აქაური ქართველები, ვლაპარაკობთ, კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებით ერთმანეთს. ზოგადად ამ სფეროში აქ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რაც საერთოდ არ არის სალაპარაკო, უაზრო სიტყვიერ ''პადნოჟკებს'' აკეთებენ, რაც შეიძლება შენიანისგან გეწყინოს, მაგრამ საგანგაშო არაფერია.
- მანამდე მოსკოვში არ ყოფილხარ?
- არასდროს ვყოფილვარ და ასეთი სიგიჟე არასდროს გამიკეთებია, ოღონდ ვერ აგიწერ, ისე მომწონს, თითქოს უდიდესი ადრენალინი მაქვს. მარტო ვარ ამხელა ქალაქში, სადაც, ვხვდები, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და მათ შორის ფულის შოვნაც. თუკი იშრომებ, გაგიმართლებს კიდეც. რაც აქ ჩამოვედი, ძალიან შევიცვალე, პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა და ა.შ.
- კორპორატიული საღამოებით გაგაქვს თავი? ანუ რამდენად შემოსავლიანია ეს საქმე?
- ეს საღამოები რომ ხშირად იყოს და ასეც არის, მეტი არც არაფერი გინდა, ფინანსებს ვგულისხმობ - ამით შეგიძლია, იარსებო, იყიდო მანქანა, სახლი, გაუგზავნო შენს საახლობლოს გარკვეული თანხა. ამ სფეროში აქ დიდი ფული ტრიალებს.
- ქართველები ახსენე, რომლებთანაც ურთიერთობ, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ქეთა, აჩი ფურცელაძე თუ არიან?
- ქეთას თავისი ოჯახის წევრებიც ვერ ნახულობენ მგონი, ისეთი რთული გრაფიკი აქვს, სოსო პავლიაშვილს არ ვიცნობდი და ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე გავიცანი. ჩემ შესახებ არაფერი იცოდა, საგრიმიოროში მივესალმეთ და გავიცანით ერთმანეთი. ხშირად ვკონ-ტაქტობ აჩი ფურცელძესთან, რომელიც ასევე ძალიან დაკავებულია, და დათო ხუჯაძესთან.
Rating
- დათუნა, შენი მანდ ყოფნის მიზანი რუსულ ესტრადაზე მოხვედრაა?
- დიახ. ჩემი აქ ჩამოსვლის პირდაპირი მიზანი სწორეს ეს გახლავთ. მხოლოდ კორპორატიული საღამოებით ვერ დავკმაყოფილდები. ძალიან ბევრი წვალებაა საჭირო, ბევრი კონცერტი უნდა ჩაატარო, რესტორნებში უნდა იმღერო აუცილებლად, ოღონდ იქ, სადაც საჭირო ხალხი დადის, არაფერი არ უნდა დაგეზაროს. სწორედ ასეთ ადგილებში გავიცანი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რაღაცებს დამპირდნენ. აქ ხდება ასეთი რამეებიც, გამიგია, რომ ორი პროდიუსერი უბრალოდ, ერთმანეთს დანიძლავებია და ასე `გაუქაჩავთ~ ბევრი შემსრულებელი. რამდენიმე თვე, თუნდაც წელიც რომ დამჭირდეს. ჩემი საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ ხალხმა ნიჭის სწორად დაფასებაც იცის.
- მუსიკალურ კონკურსში ხომ არ აპირებ მონაწილეობას?
- ვფიქრობ, უბრალოდ, გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტებში და პირდაპირ მითხრეს, წელს ადგილი არ გვაქვსო. მეორე სეზონი აქვთ, პირველმა ისე გაამართლა, რომ მთელი რუსეთი ამაზეა გადასული. რასაკვირველია, აქ ზოგ რამეს მხოლოდ ნიჭითაც არ აფასებენ. სამწუხაროდ, ასეც არის, ამიტომ წელს მუსიკალურ კონკურსზე ბედს არ ვცდი. საერთოდ, კონკურსები არ მიყვარს, ეს ტიპი არ ვარ, მაგრამ პოპულარობის მიღწევა ასე უფრო ადვილად შეიძლება. 50-60%- იან ნახტომს გიკეთებს, თუკი ასეთ კონკურსზე კარგად წარადგენ თავს და მერე შენზეა დამოკიდებული და პროდიუსერზე, რამდენად არ დაეზარება შენი გაპიარება. მე კი ზუსტად ვიცი, რა მინდა და ვიცი, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ კარგი სიმღერით, კარგი შოუთი, კარგი ბენდით. ყველა მინუს-ფონოგრამაზე მუშაობს და ცოცხალი ბენდი იშვიათია, ეს საშუალება კი მე მაქვს.
- ''ახალ ტალღას'' უყურე?
- სალომეს გამოსვლას მხოლოდ, ისიც ინტერნეტის საშუალებით და ძალიან მომეწონა. ვერ გეტყვი, რომ აქ ეს კონკურსი აქტუალურია და დიდად ადევნებენ თვალს. სადაც მე ვყოფილვარ და საკმაოდ დიდ მუსიკალურ წრეში მოვხვედრილვარ, იქ ამ კონკურსის შესახებ საუბარი აქტუალური ნამდვილად არ ყოფილა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
კარგია ამბიციები რომ აქვს.დიდი განსაკუთრებული ხმით ეს არ გამოირჩევა და...ხუჯაძე რას წარმოადგენს,სადმე კონცერტზე ვინმეს გინახავთ?თვითონ თუ ბურტყუნებს სტუდიაში რაგაცეებს,ეგ რა დიდი წარმატებაა
19:00 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
წარმატებები დატუნა!!!.
17:01 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
წარმატებებიიიიიი დათუნაააააა :*:*:*
16:41 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
megi
აუ იცი რაზე მეცინება ? აქ თუ ვინმე რამე ობიექტურს იტყვის და შური ეგრევე რომ იტყვიან :D აი ვეტანხმები maka-ს მართალც რომ ხუჯაძემ მიაღწია ნულიდან დაწყებული კარიერით, თოფურიას ადგილზე ვინცარუნდა ყოფილიყო ისეთ პოპულარულ ჯგუფში ყველა ვარსკვალვი იქნებოდა!
14:58 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
keti
დაველოდოთ , ვნახოთ რაიქნება წინდაწინ კი იქო თავი :)აქ ნამღერი ვის რა გახსოვთ მაგის ჰიტი?
14:56 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მაკა,ბოღმა სახლში დატოვე ხოლმე :)
14:47 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
maka
წარმატებებს გისურვებ , მაგრამ ხმა რომ არგაქვს :( ვერ მღერიხარ და იქ როგორ მოახერხებ?! ხუჯაძეს მართლა ვაღიარებ ძან ბევრს მიაღწია ნულიდან დაიწყო და ახლა მართლა ვარსკვლავია
14:37 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
gugoli
წარმატებები დათუნა!!!!
14:36 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS