29 დეკემბერი, 2015
„კლინიკური ქორწინება“ - სპექტაკლი, რომელიც თანამედროვე ადამიანებზე და მათ კლინიკურ ყოფაზე დაგაფიქრებთ
თანამედროვე ქართული დრამატურგი ირაკლი სამსონაძის პიესები უკვე არაერთი წელია აქტიურად იდგმება ქართული თეატრების სცენებზე. მისი ნაწარმოებები არაერთხელ აღნიშნულა ჯილდოთი. მათ შორის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის 2010 წლის კონკურსზე ირაკლი სამსონაძის პიესამ „კლინიკური ქორწინება“, პირველი პრემია დაიმსახურა.

პიესის „კლინიკური ქორწინება“ სცენაზე წარმოსადგენად დავით ნიკოლაძემ იმუშავა, ახალი დადგმის ხელმძღვანელი კი რობერტ სტურუაა, ხოლო ერთმოქმედებიანი კომედიას რუსთავლის თეატრის მცირე სცენაზე გაითამაშებენ მსახიობები: თათული დოლიძე, დავით კვირცხალია, სოსო აბრამიშვილი, მანანა გამცემლიძე, ტრისტან სარალიძე,
დარეჯან ხარშილაძე, თამთა ინაშვილი, ბაჩი ლეჟავა და გეგა ჩხაიძე.
მოქმედება კლინიკაში ვითარდება, სადაც ყველასათვის ნაცნობი და აბსურდული სიტუაციები ვითარდება. მისი მფლობელი ვინმე ვალტერ ჩიჩუა, რომელიც ისე „ჭრის და კერავს“ ავადმყოფთა ისტორიებს, დიაგნოზებს, მათი საავადმყოფოში ყოფნის დროს, ან ახალი თანამშრომლების მიღების საკითხს, როგორც თავად აწყობს.
Rating
ნაცნობი თემებია: მარტოობა, უმუშევრობა, სასმელზე მიჯაჭვულობა, სიდედრების მხრიდან სიძეების დამცირება – ბატონობის სურვილი სიძისა და ქალიშვილსა ოჯახზე, ცოლისა და საყვარლის ერთდროულად არსებობა, ავტოავარიისას მომხდარის მიჩქმალვისა და ჩაადენილი დანაშაულისგან თავისდაძრომის მცდელობა, სამუშაო ადგილის მოპოვება მხოლოდ ლამაზი ფეხების, გარეგნობისა და სხვა „ღირსებების“ გამო...
თანამედროვე ადამიანების ძირითადი საზრუნავი მატერიალური კეთილდღეობაა, რომლისკენ სწრაფვა ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი გზით ხდება, ეს კი ადამიანის სულიერი დეგრადაციისკენ ყოველდღიურ სვლას იწვევს.

სპექტაკლში ერთობ მტკივნეული თემები მსუბუქი ფორმითაა მოწოდებული.
თითოეულ პერსონაჟში ჩვენს რეალობაში ბევრ ნაცნობ სახეს ამოიცნობთ. სცენაზე განვითარებული სიტუაციები და დიალოგებიც კი ისეთია, თითქოს ყურს უგდებ მეგობრის, მეზობლის, ახლობლის თავზე გადამხდარ ისტორიებს, ან თავადაც არაერთხელ გამხდარხარა მსგავსი აბსურული სიტუაციიბის მომსწრე.Rating

პრემიერის დღეს, სამსონაძის მეტაფორებით სავსე სამყაროსა და იუმორით ნათქვამ მწარე რეალობას, მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელი ღიმილით ადევნებდა თვალს.

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS