28 დეკემბერი, 2015
''ორი ვოდევილი სიყვარულზე''- ესტონელი რეჟისორისა და ქართველი მსახიობების დუეტი
არ ვიცი, არის თუ არა საქართველო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსახიობები, შემდეგში უკვე პარლამენტარები კვლავ აგრძელებენ მუშაობას თეატრში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ ასე ხდება, ფაქტია.

მას შემდეგ რაც ახმეტელის თეატრის მსახიობი გია ჯაფარიძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში ონის რაიონის დეპუტატად აირჩიეს, ის კვლავ აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში. კიდევ ერთი პარლამენტარი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, დიდი ხანია თეატრის სცენაზე არავის უხილავს, მას მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასა და კომიტეტის სხდომებზე თუ მოვკრავთ თვალს და დროდადრო თავს მწვავე განცხადებებით გვახსენებს.

როგორც ჩანს,
პაპუაშვილისგან განსხვავებით ჯაფარიძე მაინც ვერ ელევა პირველად პროფესიას და ამჯერადაც ესტონელი რეჟისორის კალევ კუდუს სპექტაკლში, ახმეტელის სხვა მსახიობებთან: თამარ ბეჟუაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თათული ედიშერაშვილი, გიორგი გასვიანი და იუკა ვასაძე ერთად დგას სცენაზე.

რეჟისორმა ანტონ ჩეხოვის ორი ცნობილი ვოდევილის ''დათვი''და ''ხელის თხოვნა''ერთ სპექტაკლად შეკრა და ქართველ მსახიობებთან ერთად წარმოდგენა. სამ კვირიანი მუშაობის შედეგ, სპექტაკლს ''ორი ვოდევილი სიყვარულზე''უწოდა.

არავითარი ფილოსოფია და ქვეტექსტის გააზრება არ გჭირდებათ იმ მარტივი სიუჟეტის აღსაქმელად, რომელიც სცენაზე თამაშდება. პირველი ვოდევილი დაქვრივებული ქალისა და გარდაცვლილი ქმრის მევალის ისტორიას მოგვითხრობს. ქალს გამუდმებით ღალატობდა ქმარი, რამდენიმე დღის განმავლობაში სახლშიც არ მოდიოდა, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს მისი ხსოვნის ერთგული დარჩეს და ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაიქნია. თუმცა, მასში მაინც იღვიძებს ქალი, როცა კარს სრულიად ტლანქი, მოუქნელი და ქალის აზრით სრულიად უკულტურო სტუმარი მიადგება...

მეორეში ვოდევილი კი არაადეკვატური და 30 წელს გადაცდენილი მეზობლების ამბავს მოგვითხრობს. ისინი ოჯახის შექმნას ცდილობენ, სურთ სექსიც, მაგრამ კომპლექსები ხელს გრძნობების გამოვლენასა და გახსნაში უშლით. ქალის მამას მართალია დიდად არ მოსწონს სასიძო, მაგრამ დიდი სურვილი აქვს როგორღაც გაათხოვოს შვილი და სხვა გზას ვერ ხედავს.

ეს ახალი ესტონურ-ქართული ნამუშევარი ახმეტელის თეატრის რეპერტუარს შეემატა და სპექტაკლს მაყურებელი სიცილ-ხარხარით ადევნებს თვალს.

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS