25 დეკემბერი, 2015
4 უძველესი წიგნი, რომლებიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება
მუზეუმი ნებისმიერი ეროვნების სტუმრისთვის საინტერესო იქნება დღეს ბევრს მიაჩნია, რომ კომპიუტერი წიგნის მთავარი კონკურენტია და საბოლოოდ ჩაანაცვლებს კიდეც მას, თუმცა, საბედნიეროდ, ამ წინასწარმეტყველებას ახდენა არ უწერია, წიგნს თავისი ადგილი უჭირავს მკითხველის ცხოვრებაში. ბიბლიოთეკები ხალხითაა სავსე, თაროები - რომანებით, დეტექტივებით, ენციკლოპედიებით; დახლები - ახალ-ახალი ნაწარმოებებით. კლასიკოსებისა და ცნობილი მწერლების გვერდით ადგილს იმკვიდრებენ თანამედროვე პროზაიკოსები, დრამატურგები და პოეტები. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოველთვის დიდი წვლილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს წიგნის სიყვარულის გაღვივებასა და ქართველი ერის ინტელექტის ამაღლებაში. მის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ამჯერად ბიბლიოთეკაში
დაცულ უძველეს წიგნებზე ვესაუბრეთ
და წიგნის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაციაც მივიღეთ.

- ჩვენს ბიბლიოთეკას სერიოზული საცავი აქვს, ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის დაარსებას, სადაც პერიოდულად გამოიფინება უძველესი წიგნები. მკითხველებისთვის
ხელმისაწვდომი იქნება მათი ელექტრონული ვერსიებიც. მუზეუმი ნებისმიერი ეროვნების სტუმრისთვის საინტერესო იქნება. ის კულტურულ ცენტრად გადაიქცევადა ევროპაშიც გაგვითქვამს სახელს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ უძველესი კულტურის მქონე ერი ვართ.
Rating
- რომელი უძველესი წიგნები ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში?
- გვაქვს მინიატიურული და გიგანტური წიგნები. მინიატიურული წიგნები მე-16 საუკუნიდან გამოიცემოდა და მათი ბეჭდვა დღესაც გრძელდება. მე-17 საუკუნითაა დათარიღებული ქართულ-იტალიური ლექსიკონი. ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი ''სახარება'', ''ვეფხისტყაოსანი'' და ანდრია დადიანის ''საჭადრაკო ეტიუდები''. უძველესი ნაბეჭდი ''ვეფხისტყაოსანი'' გემოვნებით არის გაფორმებული. მასში შეგვხვდება ვახტანგის პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. ტექსტი შავი ფერითაა დაწერილი, სათაურები და პირველი ასოები კი წითლად. ვახტანგისეული ''ვეფხისტყაოსანის'' მხოლოდ ოცამდე ეგზემპლარი არსებობს. - ზემოხსენებული წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მოხვდა. ზოგი საჯარო ბიბლიოთეკამ გადმოგვცა, სხვები - კოლექციონერებმა. წიგნების მოვლისთვის შექმნილია სპეციალური საცავი. ჩვენი მიზანია მოვაწესრიგოთ ის და ევროპის სტანდარტებს გავუთანაბროთ.
Rating


- თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ძველი წიგნი?
- ვახტანგისეული სტამბის ''სახარება'',თუმცა მასზე ძვირად ღირებულია
ჟურნალი `H2SO4'', რომლის ფასიც 6000 აშშ დოლარამდეა. ის მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიცემოდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი ოთხი ეგზემპლარი ინახება.

- როგორც ცნობილია, ქართულ-იტალიური ლექსიკონი პირველად რომში გამოიცა...
- დიახ, ლექსიკონი სტეფანო პაოლინიმ ნიკიფორე ირბახის დახმარებით შეადგინა. ნიკიფორე თეიმურაზ პირველის მიერ გაგზავნილი ელჩი იყო. ლექსიკონი 3048 სიტყვისგან შედგება. თანამედროვე ლექსიკონების მსგავსად, სიტყვის გვერდით მოცემულია ტრანსკრიფცია ლათიურ ენაზე, მესამე სვეტში კი - განმარტება იტალიურად.
Rating



- როგორ გგონიათ, რა ღირებულება აქვს ანდრია დადიანის წიგნს?
- ''საჭადრაკო ეტიუდების'' საშუალებით შეგვიძლია დანამდვილებით
ვთქვათ, რომ საქართველოში ჭადრაკის კულტურა იმ დროისთვის
ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი "top რეიტინგი"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS