16 აგვისტო, 2013
''არ მინდა , რომ ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს''
მიხეილ სააკაშვილი გარემოცვამ დაღუპა და ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი რამ განმეორდეს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე პრემიერ-მინისტრს ურჩევს, გლახუნასავით ჩაიცვას და ხალხში გაიაროს, რათა გაიგოს, რა ხდება ქვეყანაზე. მისივე თქმით, გარემოცვა მას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, რაც, როგორც თავად პრემიერზე, ისე ქვეყანაზე კარგად არ აისახება.

- ჯერჯერობით დადებითი განწყობაა, განწყობაში იმედს ვგულისხმობ. თუმცა, როდესაც '' ნაციონალები'' მოვიდნენ, მაშინაც ძალიან კარგი განწყობა იყო. ყველას გვქონდა იმედი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. კრიმინალური სამყაროს ასალაგმად ბევრი გაკეთდა,
მაგრამ შემდეგ უამრავი შეცდომა დაუშვეს. უბრალოდ, ჩვენ ვიყავით დაბრმავებულები და ცოტა გვიან აგვეხილა თვალები. მანამდე იმდენი უსამართლობა მოხდა, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა. უამრავი არაპროფესიონალი დაინიშნა თანამდებობებზე მხოლოდ იმიტომ, რომ '' ნაციონალების'' აქციებზე დადიოდნენ და მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგნენ. ამიტომაც, ხალხმა მალევე განაცხადა, რომ იმედები გაუცრუვდათ.
- ახლანდელი ვითარება 2003 წლის საქართველოს გაგონებთ?
- იცით, მე დღესაც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და რატომღაც მგონია, ან ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ისეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რაც 2003 წლის '' ვარდების რევოლუციის'' შემდგომ იყო დაშვებული... ჩემი იმედიანი განწყობის მიუხედავად, ძალიან ვღელავ და ამის საფუძველიც მაქვს. ამ ცხრა წლის განმავლობაში უამრავი თავისი საქმის პროფესიონალი იდგა ჩრდილში, უამრავი ადამიანი გააჩოჩეს გვერდზე და სახლში დასვეს, სამაგიეროდ, ანგარებით მოსული არაპროფესიონალები წამოატივტივეს. ჩემდა საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ჩრდილში მოქცეული ადამიანები '' ქართული ოცნების'' მხარდამჭერ აქციებზე დავინახე, ამიტომ მომეცა დიდი იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რადგან ძალიან სერიოზული ადამიანები იდგნენ იქ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ასეც მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სიტყვა ეთქმით და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ისევ არ ჩანან.
- ვის გულისხმობთ?
- თუნდაც ბატონ ანზორ ერქომაიშვილს... ჩემს ბუნებაში არ ზის აქციებზე დგომა, მაგრამ მაშინ ასე სჭირდებოდა ქვეყანას და არც ერთი აქცია არ გამიცდენია. მხოლოდ სამეგრელოს აქციაზე ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი... ვაკვირდებოდი, აქციებზე რა ხდებოდა და მართალი გითხრათ, შევშინდი, რადგან იყვნენ ადამიანები, როგორც კულტურის, ისე სხვა სფე-როს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსინჯეს ვითარება, ანუ მივიდნენ '' ოცნების'' პირველ და ბოლო აქციაზე. იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც იმ პოლიტიკურ კოალიციას '' ნაციონალები'' ებრძოდნენ, ისინი ჩუმად იყვნენ და შორიდან უყურებდნენ, როგორ წარიმართებოდა პროცესები, შემდეგ კი, როდესაც მოძრაობა უკვე ფინალში გადიოდა, ისინი ისევ გამოჩნდნენ.
- დააკონკრეტეთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები...
- არა, მათი დაკონკრეტება ჩემი საქმე არ არის. ვინც იმ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ყველამ იცის, ვისზეა ლაპარაკი, რადგან მახსოვს, ხალხი მათზე ლაპარაკობდა. ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა, მთავარი ლიდერებისთვის დამესვა კითხვა, ნუთუ მათ ვერ შეამჩნიეს ეს მედროვეები, რომლებიც ყნოსვით ხვდებოდნენ, რა დროს სად უნდა მდგარიყვნენ. ეს ადამიანები განსაკუთრებით საშიში არიან, რადგან პირწავარდნილი '' ნაციონალები'' იყვნენ, ოღონდ ყველაზე ცუდი გაგებით, რადგან '' ნაციონალებშიც'' იყო კარგი ტენდენცია, - ისინი ყველაფერს ცუდს არ აკეთებდნენ, '' ნაციონალების'' დროს ბევრი კარგიც გაკეთდა, უბრალოდ, ვისზეც მე ვსაუბრობ, ყველა მიმართულებით განხორციელებულ ბოროტ ქმედებებში იყვნენ ჩართული, ეს ეხებოდა როგორც კულტურას, ისე პოლიტიკას. ახლა ეს ადამიანები კულტურის სფეროში თანამდებობებზე არიან და ჩვენი ქართული საგანძურის საკითხებს მართავენ. ამ მხრივ სრული უიმედობა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, ხავსს ვეჭიდები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. მაგრამ დღეს ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, კულტურის მნიშვნელოვან საკითხებში სადავეები ისევ საშიშ ხალხს უკავია და ეს რომ არ ვაღიარო, ჩემგან სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება. იცით, ყველა კარგად ხედავს, რომ ხელი არაფერზე მომითბია, რადგან იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც ამას იკადრებს. ამით ძალიან ვამაყობ. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი ასე ცხოვრობდა. სხვებისგან განსხვავებით, იმიტომ არ ვიდექი იმ აქციებზე, რომ რაღაც მომეპოვებინა. ძალიან მაღელვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოცვამ დაღუპა და ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი რამ განმეორდეს, რადგან მის გარემოცვაში საფრთხე ნამდვილად არსებობს.
- ამიტომაც მიმართეთ პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებაში გასულიყო?
- დიახ, მე მას ვთხოვე, გლახუნასავით ჩაიცვას და ხალხში გავიდეს, რათა გაიგოს, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორი პიროვნებაა, მან რომ ყველაფერი იცოდეს, რაც თუნდაც კულტურის სფეროში ხდება, ამას არ დაუშვებდა. კულტურის სფეროს დღეს ვითომ '' ქართული ოცნების'' მხარდამჭერი, სინამდვილეში კი '' ნაციონალებიდან'' შემოპარული ადამიანები ლობირებენ, რომლებიც დანაშაუ-ლის ტოლფას ქმედებებს ახორციელებენ. მათ საქციელზე ბატონ ბიძინას ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა იქ, სადაც ახლა არიან. ის უბრალოდ საინფორმაციო ვაკუუმშია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამასობაში კი, ასე ვთქვათ, ე.წ. '' ქართული ოცნების'' '' ნაციონალები'' უკვე ახერხებენ იმ საქმეების ჩაფარცხვას, რომლებზეც მათ ვერავინ შეედავება. ამას ჰქვია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.
- ბოლო დროს კულტურის სამინისტროს მიმართ ხელოვნების წარმომადგენლებისგან ბევრი საყვედური ისმის...
- კიდევ კარგი, რომ მარტო მე არ ვლაპარაკობ ამაზე. ის ადამიანი ვარ, რომელიც არც მიხეილ სააკაშვილის დროს გაჩერებულა, არასდროს შემშინებია და უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის თამამად გამოვდიოდი. იმ სფეროს წარმომადგენელი გახლავართ, რომელსაც ნამდვილი ქართული კულტურა ჰქვია. მთელი ცხოვრება ვამაყობდი იმით, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ თუ არ მოგვისმინეს, თუ არ გვკითხეს, რა გვტკივა და რა გვაწუხებს, არაფერი შეიცვლება. ნუთუ არავის დააინტერესა, რას შვრება ეს ხალხი, როგორ არისო?.. კარგი, თამრიკო ჭოხონელიძემ რამდენჯერმე ხმამაღლა თქვა სათქმელი, ვიცით, რომ ბიძინა ივანიშ-ვილის გარემოცვა ადვილად ახერხებს ჩემი სიტყვების განეიტრალებას, მაგრამ არსებობენ ქართული კულტურის დიდი მოამაგეები, თუნდაც ანზორ ერქომაიშვილი და უამრავი ფოლკლორისტი, ჰკითხონ მათ, რა ხდება ამ სფეროში. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ '' შე-ფუთვებით'' არიან დაკავებული, ისე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა.
- '' შეფუთვაში'' რას გულისხმობთ?
- ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ქართული კულტურისთვის რაღაც კეთდებოდა, სინამდვილეში კი არაფერი გაკეთებულა... არადა, ისე დაიჩემეს, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთო, რომ დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და ია კარგარეთელი საფლავში ტრიალებდნენ ალბათ. ამას ვგულისხმობ და ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალებახ-ვეული დადიოდეს.
- უმრავლესობაში კულტურის სფერო საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი. მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია...
- დიახ, ვიცი და მათ გასაგონადაც ვამბობთ ამ ყველაფერს, მიხედონ კულტურას და საინფორმაციო მხარეს, რასაც ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება ჰქვია...
თუმცა, ვიდრე მას მიაწვდიდნენ რაიმე ინფორმაციას, ჯერ თავად უნდა გაერკვნენ, რა და როგორ ხდება.
- თქვენი აზრით, კონკრეტულად ვინ და რატომ ცდილობს პრემიერ-მინისტრისთვის თვალე-ბის ახვევას?
- არ მინდა პერსონიფიცირება, მაგრამ იმიტომ ცდილობენ, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და ქვეყნის საქმისთვის არავის სცალია. მათ არ უნდათ იმის დათმობა, რაც უგუნური '' ნაციონალების'' დროს მოიპოვეს. ამიტომ ვამბობ, არ მინდა, ბიძინა ივანიშვილი მოტყუებული იყოს. მე მის ოჯახს ვიცნობ და ვიცი, როგორები არიან ეს ადამიანები. მისი შვილი, ბერა, ნამდვილად ამ თაობის ერთ-ერთი სახეა და შეიძლება, '' სავიზიტო ბარათად'' გამოიყენო. ეს არის ქართველი ახალგაზრდის სახე, რომელიც მისთვის შექმნილი პირობების მიუხედავად ძა-ლიან თავმდაბალი, უშუალო და სუფთა ადამიანია. არ მინდა, რომ ასეთი შვილების მამა თავისი შვილებიანად მოატყუონ. ამიტომ, მინდა მას ვთხოვო, ჰკითხეთ თქვენს გარემოცვას, რა ხდება კულტურის სფეროში...
- თქვენი აზრით, რატომ არ უჩნდება მას ეს კითხვა, რა შეიცვალა ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ?
- მადლობა ამ კითხვისთვის და ჩემი თხოვნა იქნება, ეს კითხვა ინტერვიუში დამიტოვოთ. რადგან სულ კარის მომღერლებზე მეკითხებიან და ამას წინათ იმდენჯერ მკითხა ვიღაც ქალმა, რომ გავბრაზდი კიდეც. არადა, ეს თემა ჩემთვის სულაც არ არის საინტერესო. რა შუაშია კარის მომღერლები, მლიქვნელები ყველა ხელისუფლების დროს იყვნენ და ახლაც არიან. რა მნიშვნელობა აქვს, მღერის თუ სიტყვით უხსნის თავის დროებით '' ერთგულებას'' ... ბიძინა ივანიშვილს იმის დრო არ ექნება, რომ ჩემი ინტერვიუები წაიკითხოს, ამიტომაც ვიღაცამ უნდა მიაწოდოს ჩვენი პოზიცია. ის ფრთხილად უნდა იყოს, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. თუმცა, ეტყობა, მე განსაკუთრებით უშიშარი ადამიანი აღმოვჩნდი, რადგან სათქმელი ყველას აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველა თავის ტყავს უფრთხილდება.
- რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ასეთი დამოკიდებულება '' ქართული ოცნების'' საპრეზიდენტო კანდიდატის შედეგებზე უარყოფითად აისახოს?
- იცით, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში '' ნაციონალების'' კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვინც უნდა იყოს ის. მათ იმხელა ზიზღი დათესეს საზოგადოებაში, რომ ოჯახის წევრები გადაჰკიდეს ერთმანეთს. რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ვეთანხმები იმას, რომ მისი დადებითი თვისება მხოლოდ პრემიერთან მეგობრობაა, თუ ასეა, ჩვენ, ხალხი რას ვაკეთებთ, ოდესმე მაინც ხომ უნდა დადგეს დრო, რომ მათ თავისი ძალა დაანახვოს, აქ არ ვართ, ვიაზროვნოთ, ერთად დავდგეთ და არჩევნებში ის ადამიანი მოვიყვანოთ, ვისიც გვჯერა.
- თქვენ ვისი გჯერათ?
- ჯერჯერობით ოქტომბრამდე დრო არის და შევხედავთ, ვინ რას იზამს... ზუსტად არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, მაგრამ შესაძლოა, ეს ის პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს, როდესაც არჩევნებზე არ წავალ.
- რატომ?
- არ ვიცი, ბოლო დღეებში გადავწყვეტ, წავალ თუ არა. ახლა მიმაჩნია, რომ არ წავალ, რადგან დაბნეული ვარ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ქეთინო
ვერ გავიგე მლანძღავ თუ ჩემს მხარეს იჭერ... იცი რა სული და აზროვნება მახინჯი შენ გაქ, ხოლო არც მე და არც თამრიკოს შენი ლანძღვა არ გვაინტერესებს. ისე კი ჩემი გარეგნობა თუ გაინტერესებს. ჩვეულებრივი წონისა და ფორმის ვარ. არც ძალიან გამხდარი და არც ძალიან მსუქანი. ისე იცი რა ადამიანი უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის.
01:10 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
777
რა დღეში ხარტ?მწარეა სიმართლე?რა არ მოგეწონათ?მედროვეები რომ ახვევია პრმიერს ამას ვინც ვერ ხვდება თავი არ აბია...მშვენიერი ქალბატონია, ჭკუითაც ოჯახიტაც, გარეგნიბითაც და პროფესიონალიზმითაც...ნეტა შენ როგორ გამოიყურები?სული და აზროვნება კი მახინჯი გაქვს...
18:10 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ბოროტებო, შურიანებო, უზდელებო და თავხედებო ენა როგორ გიტრიალდებათ თამრიკო ჭოხონელიძისნაირ ბრწყინვალე ადამიანზე . იგი ნამდვილი ქართველია და არის არაჩვეულებრივი ფოლკლორისტიც და პიანისტიც. რაც შეეხება მარიამს მას ღვთიური ხმა აქვს. მე მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ. 777 უსინდისო და შურიანი ხარ ალბად ჭარბი წონაც გაწუხებს და არც მუსიკალური ნიჭი გაქვს ისეთი, როგორიც თამრიკოს აქვს და მიცვალებულზე წესიერად ისაუბრე კუკური ჭოხონელიძე შენი მასხრად ასაგდები და "კუკურას" დასაძახებელი არ არის. უ ზ რ დ ე ლ ო!!!!!!!!
23:17 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
777-ბოღმიანს
ვინცა ხარ მაგარი შურიანი და ბოროტი ხარ.თამრიკოსნაირი და მისი შვილისნაირი პროფესიონალი არ დაგესიზმრებათ.შენ დააატიე ერთი ადგილი და შენ გინდა ალბათ ბიძინასთან შეძვრომა.უზრდელო დეგენერატო
10:58 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
777
თამრიკო, შენ ფოლკლორისტი ნამდვილად არახარ,ათწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით დაამთავრე და კონსერვატორიაც,,,ეს ფოლკლორისტი როდის გახდი ვერ გავიგე, ნაციონელების დედაც, მაგრამ შენ რატო აგინებ ნაცებს? შენ ხომ ბაცების დროს გრიალებდი, შვილიც კონსერვატორიაში მოაცვვე, რა ხმა აქვს შენს შვილს საკონსერვატორიოდ? ქმარიც ნაცებს ედგა პარლამენტში, რა გიმდა ეხლა ვერ გავიგე, ბიძინას შენი ადგილი არააქვს, რას უძვრები? ხომ უყურებ ვერ შეეტევი და შეუძვრები ბიძინას ადგილი აღარაა, შენ როგორც პიანისტი ზალიან დაბალი დონისახარ, ფოლკლორისტი არახარ,,,უბრალოდ კუკურას გოგოხარ...დააყენე რა ერთი ადგილი,,,
03:16 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერნარდ
ლამაზიცაა თამრო,უნიჭიერესიც,შემოქმედი,ჭკვიანიც,უკეთილშობილესი,ქველმოქმედი და მომთმენიც.წონის საკითხი გვაქვს სიმართლეა და მე მგონი მაგასაც მოაგვარებს.გაიხარე თამრიკო
12:20 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტ ტ
ვგიჟდები ამ ქალბატონზე! ნამდვილი ქართველი ქალის სახე. რა ლამაზი ხარ თამრო
11:38 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
დაიკელი თამრო ქალს დაემსგავსე.ქმრი გაგექცა ქონების გამო
17:46 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
პოლიტიკა, (ისე ეს სახელი რატომ აირჩიე?) რას გადაეკიდე თამრიკოს ჯილოგრამებს, დარწმუინებული ვარ იმდენად გაბოროტებული ხარ, რომ სხვა ვერაფერი მოძებნე და მის აღნაგობაზე აილესე ენა.საცოდავი ხარ, მეტი სათქმელი თუ არ გაქვს. ჰოდა, მაგიტომაც მგონია, რომ სულ სხვა რამე გაწუხებს, უბრალოდ ხმამაღლა მაგას როგორ იტყვი?
09:40 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თAმრიკომ თავისი სათქმელი თქვა.თქვენ ბოროტებო შურით და ბოღმით ხართ სავსე
19:18 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS