15 აგვისტო, 2013
რატომ სცემდა ფეხმძიმე ცოლს პრეზიდენტობის კანდიდატი
ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა, მანქანის დაშლილ ნაწილებს ყიდის ცოტა ხნის წინ ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ მომღერალი გია სურამელაშვილი პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მიიღებს მონაწილეობას. ზაფხულის ცხელ დღეებს გია კოჯორში თავის აგარაკზე ატარებს, ძირითადად ძილში. საღამოობით ქალაქში ჩამოდის თავის რესტორანში თაყვანისმცემლებთან შესახვედრად და ლამაზ საღამოებს ჩუქნის. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტით ვისარგებლეთ და გიას რესტორანში ვესტუმრეთ. ინტერვიუ ჩაწერილი გვქონდა როცა ცნობილი გახდა, რომ მომღერალს პრეზიდენტობის ამბიცია მოეძალა. ჯერ არავინ იცი, იყრის თუ არა კენჭს, თუმცა ცხადია, რომ სურამელაშვილს ეს
ამპლუა ძალიან მოსწონს.

- (იცინის) არა, ნუ, არც ერთ მონაწილეზე არ ვრცელდება ეს ინფორმაცია და ჩემზე როგორ ყველამ ყველაფერი იცის?! შეიძლება, სულ ასე ყურადღების ცენტრში ვიყო?! ჩემი ბამბაც კი ჩხრიალებს.
- როგორ მიიღე გადაწყვეტილება, ვინ შემოგთავაზა?
- ნოე სულაბერიძემ დამირეკა, გადაცემის პროდიუსერმა. პროექტის ახალი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი მელაპარაკა, ჯერ მარტო ის რად ღირს, შენ რომ ესპანურს იცეკვებ ან ხომ წარმოგიდგენია, ჩოხაში რა იქნებიო, მაბამდა (იცინის), ორი საათი მელაპარაკა.
- არ გინდოდა მონაწილეობა? რა გაბრკოლებდა?
- ის, რომ ზარმაცი ვარ. მეზარება რეპეტიციები, კამერები, ვერ დავიძინებ ჩემს გემოზე, ვერ გავიღვიძებ, როცა მინდა, ვერ ვიქეიფებ, ხინკალს ვერ შევჭამ. იცი, როგორ ვნერვიულობ? ეს ჩემს ცხოვრებაში გადატრიალება იქნება.
- ცეკვასთან მანამდე შეხება გქონია, გარდა იმისა, რომ სცენაზე მაინც გიწევს ხელის გაშლა?
- ბავშვობაში დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, როგორც ყველა ბავშვი. მერე თეატრალურში გავდიოდით ცეკვის გაკვეთილებს თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან, მაგრამ არ დავდიოდი, ვაცდენდი. ახლა თქვენი ჟურნალის საშუალებით ბოდიშს ვუხდი ბატონ თენგიზს. ეს რა და-მემართა, რას წარმოვიდგენდი, 22 წლის მერე თქვენი ცეკვები თუ დამჭირდებოდა.
- რატომ აცდენდი?
- სიზარმაცის ბრალი იყო ესეც. მაშინ კვირაში ერთხელ მაინც რომ მევლო რეპეტიციებზე, ახლა მეტი იმედი მექნებოდა. ვერ წარმოიდგენ, როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ კონკურსს. ღამე არ მძინავს, ისე ვნერვიულობ. ახლა ორი ჭიქა შამპანური მაქვს დალეული და იმიტომ ვიცინი, თორემ რომ წარმოვიდგენ, რა მელის წინ, თავის მოკვლა მინდა. აგონია მაქვს. მკვდარი ვარ, რომ მახსენდება, ოქტომბერში უნდა ვიცეკვო.
- კონტრაქტი უკვე გააფორმე?
- კი. დიდხანს ვიფიქრე მანამდე, ნოეს ვეუბნებოდი, მაგის ნერვები არ მაქვს-მეთქი. ყველაფერს შენს თარგზე ავაწყობთ, როცა გინდა, მაშინ დავნიშნავთ რეპეტიციებსო. ერთი კვი-რის წინ დამიბარა ''იმედში'' , მივედი, ვისაუბრეთ, ნანკაც იქ დამხვდა, ორი საათია გელოდები, შეგნებულად არ წავედიო. მოკლედ ნანკა, ნოე, რუსა მორჩილაძე ყველა მხრიდან მაბამდნენ. საღამოს გეტყვი პასუხს-მეთქი, ვუთხარი, დავემშვიდობე ყველას, ნოე გადავკოცნე, წავედი მამიკო-მეთქი, ვუთხარი. მოტრიალდა და იყვირა, ხალხო, დაგვთანხმდაო. ყველა წამოხტა, ტაშს უკრავდა. დებილივით ვუყურებდი, რა უნდა მექნა, ყვირილს ხომ არ ავტეხდი. ''იმენნა'' გამიჩალიჩა ნოემ.
- კიდევ რომელი ვარსკვლავები არიან შენთან ერთად პროექტში?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამისი თქმის უფლება, მაგრამ მე ვინც ვნახე სიაში (იღიმება)... ჯერჯერობით ვლიდერობ.
- ვინ იქნება შენი მეწყვილე?
- ეგ 13-ში გაირკვევა, კასტინგზე. მე ამოვირჩევ, ვინც მომეწონება... მაყურებლის იმედი მაქვს. აქ გამოჩნდება, ვის როგორ ვუყვარვარ.
- შენც უნდა მოინდომო, ოთარ ტატიშვილივით თუ იარე სცენაზე...
- ვაიმე, ოთარივით რომ ვიცეკვო, ეს ჩემი მაქსიმუმი იქნება. ძალიან ვნერვიულობ. ამ შოუში არანაირი პრეტენზია არ მაქვს.
- ჟიურის ვინაობა გარკვეულია უკვე?
- ჩემი დაქალი ია ფარულავა თუ არ იქნება, გავგიჟდები. იას იმედი მაქვს. გოჩა ჩერტკოევსაც კარგად ვიცნობ, იქნებ, ჩამოიყვანონ. ჟიურის შეფასებებს შეჩვეული არ ვარ. არ ვიცი, როგორ მომხვდება ყურში.
- მაინც რომელ ცეკვას შეძლებ, როგორ გგონია?
- ტანგოს, ესპანურს, ქართულიდან კინტოურს ალბათ. ეს ჩემი სტილია (იცინის), რაღაცას მოვახერხებ.
- დასვენებას ვერ მოახერხებ წელს ალბათ.
- სად მცალია დასასვენებლად. კონცერტები მაქვს ბათუმში, ქობულეთში, კვარიათში, ისრაელში.
- ოჯახური ამბებიც მოგვიყევი, გაიზარდა შენი შვილიშვილი?
- ლიკა უკვე ხუთი თვის არის, შემოდგომაზე გავათხოვებთ, ეგ არის და ეგ. გოგოს სარაფნები აცვია უკვე, ლამაზია ძალიან, მეუბნებიან, შენ გგავსო.
- როგორ ანებივრებს გია ბაბუა ლიკას?
- ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ბაბუა რომ ვარ. ახლა აქედან მივდივარ ლიკას სანახავად. ვერ დავიკვეხნი, მშობლები მიჯოკრავენ მაგ საკითხში. ძალიან მგულშემატკივრობენ ჩემი შვილი და რძალი ამ პროექტში. იმედია, შვილიშვილთან ერთად ერთ ნომერს მეც ვიცეკვებ.
- რაც მამამთილი გახდი, მას მერე ყველა ინტერვიუში გეკითხები, რა აჩუქე რძალს?
- შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ ჩემი რძლის (იცინის). რა ვქნა, დამიძახეთ ''კრიჟანი'' , ტყუილს ხომ არ ვიტყვი, ჯერ არაფერი მიჩუქებია. არა, კარგი გოგოა ძალიან, ბედნიერი ვარ, რომ ცოლ-ქმარს ასე უყვარს ერთმანეთი. უსაჩუქროდ არ დავტოვებ.
- არასდროს მიკითხავს, სად არის შენი ყოფილი ცოლი?
- (ფიქრობს) ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა, მანქანის დაშლილ ნაწილებს ყიდის.
- ხუმრობ?
- არა. არ მაინტერესებს. ჩემი შვილისთვისაც მიკითხავს, სად არის დედაშენი-მეთქი და არ მაინტერესებსო, უპასუხია. ეს ადამიანი დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს.
- ჩხუბით დასცილდით ერთმანეთს?
- არა.
- გაშორებული ცოლ-ქმარი ხშირ შემთხვევაში ცივილიზებულად ურთიერთობს.
- არ ვიცი სად არის და არც მინდა ვიცოდე.
Rating
- ნაწყენი ხარ მასზე?
- არა.
- რა პროფესიის არის შენი ყოფილი ცოლი, ელიავაზე რატომ დგას?
- არ აქვს პროფესია.
- მას მერე არ გათხოვილა?
- ვერ გეტყვი, ეს ადამიანი სახეზეც აღარ მახსოვს, როგორია.
- ხვალ და ზეგ რომ შემთხვევით შეხვდეთ ერთმანეთს, ვერ იცნობ?
- ვერ შევხვდებით, ჩვენ სხვადასხვა გზით დავდივართ. მე ელიავაზე ვერ შევალ.
- რა გვარია შენი ყოფილი მეუღლე?
- გვარი არ აქვს მაიას.
- ეს როგორ?
- აი ასე. ჩემს გვარზე იყო და დღემდე ჩემს გვარზეა. არ ჰქონია გვარი.
- ასეთი უგვარო, გაუნათლებელი, როგორც შენ ამბობ, ქალი რატომ მოიყვანე ცოლად?
- შემეცოდა... განათლება როგორ არ აქვს, ფრანგული ენის სპეციალისტია. უბრალოდ, დღეს ასეთი მძიმე პერიოდი უდგას, ელიავაზე ''დაშლილებში'' მუშაობს (იცინის).
- რა გაცინებს? შენი ყოფილი მეუღლე, შენი შვილის დედა, რომელთანაც სარეცელს იყოფდი, ელიავაზე დგას, შენ რესტორნიდან რესტორანში მღერი და 10 კილო ოქრო გიკეთია...
- ჩვენ შორის ყველაფერი 20 წლის წინ დამთავრდა. სწორედ რომ ცინიზმის ღირსია ჩემგან. ყველაფრის თქმა არ მინდა.
- ვიცი, რომ ფიზიკურადაც უსწორდებოდი მაიას.
- კი, ვცემდი. ღირსი იყო და ვცემდი.
- რა დააშავა ასეთი?
- რომ დაიბადა, ის.
- რაც უნდა დააშავოს, ქალზე ხელის აწევა მამაკაცური საქციელია?
- იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, როგორი საქციელი იყო ეს ჩემი მხრიდან. ღირსი იყო და ვცემდი, სულ ვცემდი, ფეხმძიმეც მიცემია.
- ეს შენმა შვილმა იცის?
- იცის. მიზეზიც არ უკითხავს. მან ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის. ამ თემაზე ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ.
- ორი და გყავს. რომ გაიგო, რომელიმეზე ქმარმა ხელი ასწია, რას იზამ?
- ჯერ გათხოვილი არც ერთი არაა, მშვიდად ვარ (იცინის), და თუ აწევენ ხელს, არავის შევარჩენ!
- შენ არავის უცემიხარ?
- რა?!
- მაიას ძმას, მამას...
- ძმა და მამა რომ ჰყოლოდა, დაუმატებდნენ კიდევ. სამაგიეროდ, დედა სცემდა. მე მართალი ვიყავი მაიასთან და ეს იცოდა ჩემმა სიდედრმა, მაგარი სიდედრი მყავდა. ძალიან ვუყვარდი.
- პოპულარობის ზენიტში რომ იყავი, მაშინ ცოლი ჯერ კიდევ გყავდა?
- მყავდა, ჩემი კონცერტის პარალელურად ატარებდა კონცერტს ფილარმონიის დარბაზში. გოგონებს სცემდა, ნუ კოცნით ჩემს ქმარსო. აღარ გახსოვთ? მაია ცნობადი სახეა, დაივიწყეთ უბრალოდ ჟურნალისტებმა. გაიხსენეთ.
- სიამოვნებით დავუსვამდი რამდენიმე შეკითხვას შენზე, რომ მაპოვნინა.
- ახლა ზაფხულია, ხალხი გასულია ქალაქიდან, არ ეყიდება ''ტავარი'' . შემოდგომაზე მანქანების ჩამოსვლა დაიწყება, ხასიათზე მოვა და მერე მიაკითხე.
- ალბათ უყვარდი და ამიტომ ეჭვიანობდა, ამის გამო ამწარებდი?
- მე მის ადგილზე არ ვიეჭვიანებდი. უნდა გიყვარდეს ადამიანი. ძალიან უხერხულია, ტელევიზია რომ გიღებს და ამ დროს შენი ცოლი ისტერიკაშია, ვიღაცებს ურტყამს, დაცვას სთხოვ მიხედონ. მე მესმოდა ეს, 20 წლის ბიჭს და იმას არ ესმოდა, ჩემზე 6 წლით დიდი იყო. იმის მაგივრად, რომ გვერდში დამდგომოდა, ამხელა კონცერტების მერე ისტერიკებს მიწყობდა და ნერვებს მაგლეჯდა. არ იცი, როგორი დაკავებული ვიყავი. ინტერვიუს რომ ვაძლევდი, დამხმარეები ფეხზე მხდიდნენ და სხვა ფეხსაცმელს მაცმევდნენ, ისეთი დასიებული მქონდა ფეხები. ასეთ ქმარს რომ გაფრთხილება უნდა, ამას რომ ვერ ტვინავ, შენ რა ქალი ხარ? სახლში, ფაქტობრივად, არ ვცხოვრობდი, სასტუმროებსა და დაქირავებულ ბინებს ვიცვლიდი, ვიმალებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვუყვარდი და თან ჯაბა მფარველობდა.
- ჯაბა?
- აბა? ჯაბა იოსელიანი. აბა, მე რატომ ვგრიმიტობდი? ჯაბას ''ლიუბიმჩიკი'' ვიყავი. მოკლედ ბევრი მაქვს სათქმელი ყოფილ ცოლზე... დღეს შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ დრო დადგება და ყველაფერს ვიტყვი, მერე განმსაჯეთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ნინო
არ სცემდა ხალხო არავის რა სისულელეა ტყუილია,ჟურნალისტების ბრალია სულ!
15:36 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაა რა სანახაობა იქნება ცეკვავენ ვარსკვლავებიში?! მოცეკვავაე ოქროს არსება გიაკო სურამელაშვილი, რომ გამოკეკლუცდება თეძოების რხევით?!...ხოხმაობა იქნება ყოჩაღ ორგანიზატორებს...კარგად გაუთვლიათ. ისღა დაგვრჩენია ველოდოთ ოქტომბერს და გავიგუდოთ სიცილით!
13:28 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მცხვენია,ამაზე სტატია საერთოდ რომ წავიკითხე...თუმცა ვთვლი,რომ ჩვენი ბრალია ამის და ასეთების "ტიტული"...რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა!
13:21 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
ამას ლამარაკის უფლებაც უნდა ჩამოერთვას და ბნელ ოთახში იყოს სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტილი, რომ ვერავინ ვერ დაინახოს ... ავად არის და დააწვინონ სადმე რა ...
12:43 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ამ ინტერვიუს მერე დარწმუნებული ვარ ბევრი შეგიძულებთ, მიუხედავად თქვენდამი სიმპატიისა არ გეკადრებათ ძალიან ამაზრზენი სტატიაა
12:30 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკოო
ვაბშე გავრიყავდი საზოგადოებიდან,არათუ კონკურსებში მივაღებინებდი მონაწილეობას და ხვეცნას დავუწყებდი..
12:07 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკოო
ფუუუუუუუ სურამელა ნაგავი ხაააარ,ქალს ურტყამდი და გეამაყებაა??გული მერევა შენზეეე..
12:03 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ისე უკეთესი პრეზიდენტი შეგვეფერება? საქართველო გახდა ერთი დიდი ცირკის არენა :( გვეკაიფება, ან რომელი გვყავს ამაზე უკეთესი კანდიდატი:)))) რაც ხალხი ვართ, იმდღეში ვაართ!
11:03 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბებე
გია სჰე ნაგავო,გეამაყება ქალს რომ ურტყამდი?ნეტა სჰენ ტუ უყვარხარ ვინმეს?ამ ინტერვიუს მერე მიტუმეტეს.ასე რატომ მოგწონს ტავი?ფუი სჰენს ვაჯკაცობას.ტუმცა სჰენ კაცი არასდროს იყავი.
10:56 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანკა
es suramelashvili qalia tu kaci?saxeli rom ar werebuliyo verc mivxdebodi kaci rom iyo,arc fizikurad da arc adamianurad kaci rom ar yofila?whorikana dedakaci,shvilis dedas ase rogor moixseniebs,saewhviano qonda albat im qalbatons da ewhvianobda,ar etyoba rac aris?rava deficiti gaxda mamakacebis povna?sharvlianze ki ar vambob namdvil mamakacebze,sadgha arian,daxarul mooqvrili dadian,vai chvens patrons,daiqca saqartvelo,ghmerto shen gadaarchine am cisferebisagan es sacodavi qveyana
00:46 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS