14 აგვისტო, 2013
რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა
როცა ნატაშკამ სანდრექსას აკოცა, სიმართლე გითხრა, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა მსახიობები ეკა დემეტრაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნატაშკასა და ზაზას განასახიერებენ, რეალურად კი ცოლ-ქმარი არიან. მართალია, ერთი და იმავე სერიალზე მუშაობენ, მაგრამ სამსახურში ერთმანეთს თითქმის ვერ ხვდებიან, მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ ერთად გადაღება და მაშინაც ერთმანეთის დანახვამ ორივე გააოცა. წყვილს ოთხი წლის შვილი - თომა ჰყავს, რომელმაც ფოტოსესიის დროს არაჩვეულებრივად იპოზიორა. გიორგისა და ეკას გმირებზე, სასიყვარულო სცენებში საყვარელი ადამიანის ხილვაზე და კიდევ ბევრ საინტერესო
თემაზე სასაუბროდ წყვილს შინ ვეწვიეთ.

ეკა:
- ჩემთვის გასული სეზონი ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან სწორედ ამ დროს დავიწყე სერიალზე მუშაობა, რაც ძალიან საინ-ტერესო იყო და იმავდროულად ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე დროის მხრივ.
- პროფესიულ სირთულეში რა იგულისხმება?
- იმდენად შეკრული გუნდი მუშაობს სერიალზე, რომ ერთი ოჯახივით არიან, გარედან უცებ ამ გუნდში შესვლა მარტივი არაა, მაგრამ ისე მიმიღეს, რომ მუშაობა არ გამჭირვებია, გარდა იმისა, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე, კოლეგიალური თვალსაზრისითაც ძალიან დამეხმარნენ.
გიორგი:
- ჩემი გმირი - ზაზა, პირველი სეზონის მესამე სერიაში გამოჩნდა და მას შემდეგ სცენარისტს პერიოდულად შემოჰყავს ხოლმე, თუმცა ამ სეზონში შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო, მაშინ მეტად ვჩანდი სერიალში, როცა დათოს ხაზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, გვქონდა ღორების ბიზნესი და ა.შ. ამ სეზონში კი ეკას გმირმა წამოიწია წინ, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც სერიალს ნატაშკა დაემატა, ეკას გადაღება, ფაქტობრივად, ყოველდღე ჰქონდა და თითქოს ვეჭვიანობდი კიდეც, მე სამი სეზონია რაღაცას ვწვალობ და ეკამ სერიალში უცებ დაიმკვიდრა თავი (იცინის). მეორე მხრივ, კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან სერიალის გარდა რეპეტიციები თეატრშიც მაქვს და მისკენაა ჩემი ენერგია მიმართული, ოღონდ ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია, ღმერთი იმდენ საქმეს გვაძლევს, რამდენის გაკეთებასაც შევძლებთ, ამჯერად სერიალში პატარა ეპიზოდებში ვმონაწილეობ, თუმცა თეატრში ვარ ძალიან დაკავებული და ა.შ.
- მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ყველა სერიაში არ ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უკვე შემდგარია.
- კი, ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ზაზა არის ცოტა ჯუჯუღუნა, ცოტა ვირი, ცოტა უხეში ტიპი.
ეკა:
- მე მეკითხებიან ხოლმე, გიორგი მართლა ისეთია, როგორიც სერიალშიო, თან სახეზე ეტყობათ, რომ ცოტა ვეცოდები. ის, ვინც გიორგის რეალურად იცნობს, ამ დროს იწყებს მის ქებას და იმის მტკიცებას, რომ ცხოვრებაში სულ სხვანაირია და ძალიან კარგი ბიჭია (იღიმის).
Rating
გიორგი:
- სანამ სეზონი დასრულდებოდა, ერთ-ერთ სერიაში დათოს დის ქუთაისელ სიძეს დავარტყი, რასაც უცნაური გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან ''ჩემი ცოლის დაქალების'' ''ფეისბუქის'' გვერდზე რომ შევდიოდი, ზაზას სულ ლანძღავდნენ, მოაშორეთ ეგ გმირი ან ხასიათი გამოუსწორეთ, რა არის ეს, როგორ ელაპარაკება ცოლსო, - წერდნენ, რაც დამეთანხმებით, არ არის სასიამოვნო. ეტყობა, ზაზა პოპულარული ფსიქოტიპია ქართულ რეალობაში, საზოგადოებაში ბევრი ზაზასნაირი ადამიანის ნახვა შეიძლება და ეს გარკვეულწილად აღიზიანებს მაყურებელს. აბა, როგორია, ქმარი ცოლს რეალურად ისე უხეშად რომ ელაპარაკება, როგორც ზაზა და ამ დროს ტელევიზიითაც იმავეს რომ უყურებს, რასაკვირველია, გამწარდება ადამიანი და აგრესია გაუჩნდება ზაზას მიმართ, თუმცა ქუთაისელ ბაჩოზე ხელის აწევის შემდეგ იცით, როგორი კომენატრები იდებოდა ''ფეისბუქზე'' , შენ გენაცვალე, ძლივს არ მოიქცა ეს ბიჭი კაცურადო (იცინის). ბაჩო იმდენად ნეგატიური გმირია, რომ ზაზა გადაფარა. ერთ სერიაში შეიძლება, მაყურებელს წარმოდგენა შეეცვალოს გმირზე, თითოეულ სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
- გადაღებებზე თუ ხვდებით ერთმანეთს?
ეკა:

- შეიძლება ითქვას, ერთმანეთის გადაღებებს არ ვესწრებით, დიდი ხნის განმავლობაში მე ცალკე მქონდა გადაღებები, გიორგის – ცალკე. ორჯერ მოგვიწია გადაღებაზე შეხვედრამ და სიმართლე გითხრა, ერთმანეთის დანახვამ გაგვაოცა. ზოგადად, ერთმანეთის მიმართ მეტად კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ, ცოლქმრობას ვივიწყებთ, რაც კომფორტს გვიქმნის.
- რეალურ ცხოვრებაში რამდენად დაუმეგობრდა ეკა სერიალის დაქალებს, გიორგი კი - ძმაკაცებს?
- მსახიობებს იმდენად დიდი დროის გატარება გვიწევს ერთად, რომ მართლა დაქალები ვხდებით, დაკავებულობის გამო სხვა მეგობრებს ნაკლებად ვნახულობთ, დასვენებისთვის ცოტა დრო გვაქვს და მაშინაც ვცდილობთ, დაგროვილი საქმეები მოვაგვაროთ.
გიორგი:
- სერიალიდან გამომდინარე ლევან ყოჩიაშვილს დავუმეგობრდი, ვანიკო თარხნიშვილთან ადრეც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ''ჩემი ცოლის დაქალებმა'' უფრო დაგვაახლოვა, ჩვენი მეგობრობა სერიალით არაა განსაზღვრული, ეს ურთიერთობა ისედაც დაგვაკავშირებს ცხოვრების ბოლომდე.
- გიორგი, მოგწონთ ნატაშკა, როგორც პერსონაჟი?
- მომწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ნატაშკა საკმაოდ ტრაგიკული გმირია, ყველა პერსონაჟს აქვს ტრაგიკული ეპიზოდები, მაგრამ, ჩემი აზრით, ნატაშკა ამ მხრივ განსაკუთრებულია თავისი არასწორი ქორწინებით, მერე დედასთან დაბრუნებით, გამოუმჟღავნებელი სიყვარულით, სანდრექსასთან რომანით, რაც ადამიანური ურთიერთობის ნაკლებობითაა გამოწვეული. ნატაშკა თანაგრძნობას იმსახურებს, მაგრამ ცოტა სუბიექტური ვარ, რადგან ამ გმირს ეკა თამაშობს, თან უფრო კრიტიკულად ვუყურებ, მე და ეკა შეფასებებს და ჩვენს შეხედულებებს ერთმანეთს ყოველთვის ვუზიარებთ. ნატაშკას მდგომარეობაში ბევრი ქალია, პრობლემა ისაა, რომ ოჯახი არასწორადაა შექმნილი და შეცდო-მებზეა აგებული, მინდა, ეს პერსონაჟი თავისი მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ ღალატი გამართლებული არ არის, თუმცა, თუ მის ვითარებას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლომდე ღალატი არ არის.
Rating
- ანუ, ნატაშკას ღალატმა არ გაგაღიზიანათ, რადგან ჰქონდა წინაპირობა ამ საქციელისთვის?
- ღალატი გამართლებული არ არის, მაგრამ რეალურად პრობლემა ისევ ნატაშკაშია, რადგან ის თავისი ცნობიერებით თვითონ ვერ თავისუფლდება ქმრისგან, თორემ მარტივად შეუძლია მისვლა, ქმართან ურთიერთობის გარკვევა. ამ გმირის მიმართ აგრესია არ მიჩნდება, სიმართლე გითხრა, აგრესია ''ბაბულიკების'' მიმართ უფრო მაქვს (იღიმის). ნეტავ ერთი რომელიმე სცენაში ეგენი მაცემინა რა (იცინის). ვხუმრობ, ზოგადად, ცხოვრებაში ''ბაბულიკებისნაირი'' ადამიანების მიმართ მაქვს აგრესია. ჩემი აზრით, მათნაირი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მთავარი მუხრუჭები არიან. კარგია, რომ სერიალში ეს თემაც წამოწეულია და ხალხს აქვს საშუალება, უყუროს ''ბაბულიკებისნაირ'' ტიპებს, ბოლოს შეწუხდებიან და რეალურად აღარ მოეწონებათ ეგეთი ადამიანები. მე მხოლოდ მათზე არ მაქვს გართულება, ყველა გმირს გვაქვს უარყოფითი თვისება, რაც კარგად ჩანს ეკრანზე იმისთვის, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახოს, რა პრობლემები არსებობს.
- ეკა, სანდრექსას და ნატაშკას რომანს საზოგადოებისგან როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- არაერთგვაროვანი. უფროსი თაობის წარმომადგენლები თითს მიქნევენ და მეუბნებიან, ჭკვიანად იყავიო, ზოგი მეუბნება, უუფ, ძალიანაც კარგად იქცევი, კაცებიც მასე მოიქცეოდნენო. ხომ გეუბნებით, ყველას განსხვავებული დამოკიდებულბა აქვს. პერსონაჟზე მუშაობის დროს შენ შეიძლება წარმოდგენილიც არ გქონდეს როგორი გამოხმაურება მოჰყვება ამას, ადრე არ ვაქცევდი ასეთ რაღაცებს ყურადღებას, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ხალხისთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით თინეიჯერები არიან ჩვენი რომანის გულშემატკივრები, რომლებიც მეუბნებიან, არ დაშორდე სანდრექსასო.
Rating
- გიორგი, რამდენად რთულია, უყურო საკუთარ მეუღლეს სასიყვარულო სცენებში?
- როცა ნატაშკამ სანდრექსას აკოცა, სიმართლე გითხრა, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. სასიამოვნო მაინც არაა, როცა შენს ცოლს თუ საყვარელ ადამიანს სხვა მამაკაცთან უყურებ სასიყვარულო სცენაში, მეც მქონდა ფილმში ინტიმური სცენა, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ჩვენი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ესეც გახსნილად და სუფთად უნდა ითამა-შო, რადგან ''სიაფანდი'' კოცნა უფრო გამაღიზიანებელია მაყურებლისთვის, ვიდრე ნამდვილი კოცნა.
ეკა:
- ამას საქმიანი თვალსაზრისით თუ არ შეხედე, მაშინ პრობლემა შეგექმნება, ამიტომ ორივე ამ საკითხს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ვუყურებთ.
- ახლა ჩვეულებრივ ცხოვრებაში გადავინაცვლოთ და გვითხარით, როგორ და სად აპირებთ დასვენებას?
ეკა:

- სიმართლე გითხრა, ორი და სამთვიანი დასვენების არსს ვერ ვხვდები, შეიძლება, ქალაქიდან გახვიდე, ბავშვი გაიყვანო, მაგრამ ეს დასვენება არაა, ორი კვირაც საკმარისია ძალების აღსადგენად, რათა ახალი შემართებით დავიწყოთ მუშაობა. სერიალის გარდა თეატრშიც პრემიერა უნდა გვქონდეს სექტემბრის ბოლოს, მოკლედ, დიდი შემართებით დავიწყებთ ახალ სეზონს.
- ასეა თუ ისე, ერთ სფეროში მუშაობთ, სახლშიც ერთად ხართ, ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთისგან უნდა დაისვენოთ ხოლმე?
გიორგი:

- ერთი და იმავე პროფესიის რომ არ იყოს, წყვილისთვის ერთმანეთისგან დასვენება ისედაც აუცილებელია, რაღაც მომენტში გინდება ადამიანს მარტო ყოფნა. აი, მაგალითად მე, რამდენიმე დღე ქუთაისში ვიყავი წასული ეკასა და თომას გარეშე, ახლა ცოლ-შვილს ავიყვან მანგლისში და მე წამოვალ, შიგადაშიგ კი ავალ სანახავად.
Rating
- გიორგი, როგორი დიასახლისია ეკა?
- საკმაოდ სუსტი.
ეკა:
- მოწოდებით დიასახლისი არ ვარ, თუმცა ზოგჯერ ადამიანს მოგინდება რაღაცის გაკეთება და ამზადებ, თუმცა ეს ხდება არა ყოველდღე, არამედ ზოგჯერ (იღიმის). არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, მე კი ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ მუშაობის დროს ვერაფერს ვასწრებ, თუმცა ვცდილობ, ოჯახზე ვიზრუნო და ყურადღება არ მოვაკლო. ისე, იმასაც ვერ ვიტყვი.ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ იმისთვის, რომ კარგი დიასახლისი ვიყო-მეთქი, ადამიანი რის გაკეთებასაც ცდილობს, გამოსდის, მაგრამ მე უფრო პროფესიულ წინსვლაზე ვარ გადართული და ჩემთვის ეს უფრო მთავარია.
- თქვენი პერსონაჟები საკმაოდ ხშირად კამათობენ და ჩხუბობენ მეორე ნახევრებთან, თქვენ ჩხუბობთ?
- ჩემი აზრით, ჩხუბი და სიყვარული ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, ალბათ მეტად ეკამათები მას, ჩვენც არ ვართ გამონაკლისები. ორივე მსახიობები გახლავართ, საკმაოდ ემოციურები, მესამეც შემოგვემატა, თომას ვგულისხმობ. ესეც გვეჩხუბება ხოლმე და ძალიან კარგად ვერთობით, მაგრამ ამას სერიოზულ სახეს არ ვაძლევთ, ალბათ იმიტომ, რომ მთავარი, რითაც ერთმანეთზე გადაბმულები ვართ - სიყვარულია.
- შერიგებისას რომელი უფრო აქტიურია?
გიორგი:
- მგონი, მე (იცინიან). თუმცა მატერიალური ფასეულობები აღარ შემოგვყავს ჩვენს ურთიერთობაში. ისე გაბუტვამდე არასდროს ვჩხუბობთ, ჩვენი კამათის თემა შეიძლება პროფესიას უკავშირდებოდეს, ეკას რაღაც მოსწონს, მე არა და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის ორივესთვის მთავარი ღირებულება სიმართლეა, ამიტომ სიმართლე იმარჯვებს ხოლმე (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ლალირ
ძალიან ძლიერი ხართ ეკა. ძალიან საყვარელი ნატაშკადან ჯადოქარ თამუნამდე.
21:21 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ძალიან კარგი ოჯახია ბედნიერება ტქვეეეეეენნნნნნ!!!!!!!
19:53 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თაკო ჭესჰმარიტაშვილი
გამოირჩევა ეკა თავისი პროფესიონალიზმით,ასევე მისი მეუღლე...ძალიან კარგები არიან..ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას.
23:43 / 27-06-2016
გამოხმაურება / 0 /
პრიმა
ანჟელიკ, შენ ალბათ ვარსკვლავებს ეთამაშები :))))
00:25 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მოუტმენლად ველ რა იქნება ხვალ ასე მგონია ოჯახის წევრები არიან ისე მენატრება კველა გმირი მიკვარხარტ და გისურვებტწარმატებებს როგორც პირად ისე სცენურ ცხოვრებაში
00:34 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პონტო
ორივე მაგარი საყვარელი ტიპია :)
10:39 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ზალიან კარგი სერიალია და ზაან ლამაზი ოჯახიაააააააააა
22:55 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაკო
რას ვიზამთ ეს მათი საქმიანობაა და ამაზე გაბრაზება სისულელეა , თუ მართლა უყვარს საქმიანობის გამო უაზრო ეჭვიანობაც კი არ უნდა სცადოს
19:00 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათათო
ზალიან მიყვარს ეს სერიალი ნამდვილი,რეალური თბილისური ცხოვრებაა.ერთი სული მაქ როდის დაიწყება მე4 სეზონი.ყოჩაღ ქართველებს ზლივს გვაღირსეს ნორმალური რაგაცა
15:24 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
იუვენტინო
ბევრად ჯიგრები და კარგები ყოფილხართ ცხოვრებაში ვიდრე ფილმში პერსონაჯებიდან გამომდინარე,გაიხარეეტ ))
14:40 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS